„დასავლეთის რიგი პოლიტიკოსების თვალახვეული პოლიტიკა დიდხანს ბრმად ვერ ივლის, სიმართლე ყველაზე უკუნ სიბნელეშიც კი ანათებს” - დიმიტრი ხუნდაძე

პოლიტიკა 1669810993
დიმიტრი ხუნდაძე

„დასავლეთის რიგი პოლიტიკოსების თვალახვეული პოლიტიკა დიდხანს ბრმად ვერ ივლის, სიმართლე ყველაზე უკუნ სიბნელეშიც კი ანათებს”, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე აცხადბს, რომელსაც მოძრაობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

დეპუტატი დასავლეთის ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსების განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსგავსი შეფასებებით უცხოელი პარტნიორები თავად ახდენენ ქართველი ხალხის „დასავლეთისგან ზურგშექცევას“.

მისი თქმით, რაც უფრო მეტს ისაუბრებენ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ცვლილებაზე და რაც უფრო მეტად ღია იქნება მათი მხარდაჭერა რადიკალური ოპოზიციის მიმართ, მით უფრო მეტად აგრესიულად განაწყობენ ხალხს, რაც საბოლოოდ შესაძლოა ნამდვილად სახიფათო აღმოჩნდეს ქართულ-ამერიკული პარტნიორობისთვის.

„უპირველეს ყოვლისა, მაინტერესებს ამდენი გადამდგარი და ყოფილი პოლიტიკოსი, თუნდაც მოქმედი, რატომ ერევიან სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში ამ დოზით? რას ნიშნავს მათი მხრიდან ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისთვის თითის ქნევა და მოწოდება რადიკალიზმისკენ? თავად ეს პოლიტიკოსები თუ მისცემენ სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს თავიანთი ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის უფლებას? რათქმაუნდა, არა! ამას ჩვენ გვიბედავენ, რატომ? იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებამ მისცა ამის უფლება. მათ გაყიდეს საქართველოს ეროვნული ღირსება თუნდაც იმ რამდენიმე მილიარდზე, რომლის უდიდესი ნაწილიც ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ხმარდებოდა.
და დღეს, თუკი რომელიმე ჩვენგანმა ხმა ამოვიღეთ, ეროვნული ღირსება და ქვეყნის დამოუკიდებლობა დავიცავით, ეს, როგორც იან კელიმ თქვა, „დასავლეთისგან ზურგშექცევა“ ყოფილა და თურმე ისევ ჩვენ უნდა დაგვაკისრონ „მიზნობრივი მძიმე ფასი“. ჩვენ ვართ ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების მომხრე და არა ორმაგი სტანმდარტების, თუნდაც ეს დასავლური იყოს.
ნამდვილად არ ღირს ნაცების მეგობარ, გადამდგარ ჩინოვნიკებზე თუ მოქმედ რადიკალებზე ამდენი საუბარი რომ არა ერთი გარემოება, ისინი საუბრობენ საკუთარი ქვეყნის სახელით და ქართველ ხალხსაც შიდა რევოლუციისკენ სწორედ ქვეყნის სახელით მოუწოდებენ. ეს კი ნამდვილად სახიფათო თამაში და უდიდესი პოლიტიკური ავანტიურაა. მართალია, მათი მხრიდან ომში ჩართვის პირდაპირი მოწოდება აღარ ისმის, მაგრამ ქართველ ხალხთან ახალ ტონალობაში საუბარიც ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითია, ერთი ხელით მეგობრობას გვიმტკიცებენ და მეორე ხელით ომში გვეპატიჟებიან. მათი მოწოდება იმის თაობაზე, რომ საქართველომ უკრაინას მიაწოდოს იარაღი ან მეტი დოზით ჩაერთოს სანქციებში, სხვა არაფერია, თუ არა ომში ირიბი ჩართვა რუსეთისგან ისედაც ოკუპირებული ქვეყნისგან.
რუსეთთან საომარი ქმედება საქართველოს ორჯერ ჰქონდა, თუმცა, არც ერთხელ არავისთვის არ უთხოვია ომში ჩართვა, არც დასავლეთიდან დაუყენებია ვინმეს საკითხი რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების და არც მისი სანქცირების. როგორც ვნახეთ, მხოლოდ „შეშფოთებულმა“ განცხადებებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.
დასავლეთის რიგი პოლიტიკოსების თვალახვეული პოლიტიკა დიდხანს ბრმად ვერ ივლის, სიმართლე ყველაზე უკუნ სიბნელეშიც კი ანათებს. ყველასათვის ნათელია, თუ რატომ არ აღიარებენ მიხეილ სააკაშვილის მეგობარი პოლიტიკოსები საქართველოში დღეს არსებულ წინსვლას ყველა სფეროში. ეს არის მათი მხრიდან მიზანმიმართული ქმედება საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის შესაქმნელად. თუმცა, ცდებიან. გონჩარენკოების, კრამერების, ფოტიგების და სხვა მსგავსი პოლიტიკოსების დრო უსწრაფესად იცვლება, დღეს ახალი დასავლეთი იღვიძებს. საქართველოც ძალიან მალე ახლადგადაფასებული, ცივილიზებული სამყაროს და ჭეშმარიტი დემოკრატიის ნაწილი გახდება“.
 

 

    

უახლესი
დსფდს
[ვიდეო] "ივანიშვილმა რწყილივით გაატყავა მთელი საქართველო" - სიტყვიერი დაპირისპირება "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში

"ივანიშვილმა რწყილივით გაატყავა მთელი საქართველო," - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერმა და ექსპერტმა, დავით ნებიერიძემ ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" მომხდარი სიტყვიერი კამათის დროს ბლოგერ პაატა ლომთათიძეს.გადაცემის სტუმრებს შორის სიტყვიერი კამათი დავით კეზერაშვილზე საუბარს მოჰყვა, რა დროსაც პაატა ლომთათიძემ განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის დღევანდელი წარმატების უკან სწორედ "ოლიგარქი კეზერაშვილი" დგას."გულახდილად ვთქვათ, ხაბეიშვილს პიროვნულად არანაირი რესურსი არ აქვს. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ და ეს ჩემში არ ზის, თუმცა ობიექტურად, რომ ვთქვა, ამ ადამიანის წარმატების უკან კეზერაშვილი დგას. სიმართლე გითხრათ, თავის დროზე არც გრიგოლ ვაშაძე მომწონდა, მაგრამ ხაბეიშვილისგან განსხვავებით, ვაშაძეს ინტელექტი მაინც ჰქონდა. ამიტომ არ შეიძლება ხაბეიშვილის შედარება გრიგოლ ვაშაძესთან. აქედან გამომდინარე კეზერაშვილი, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას ამაზე არ ფიქრობს...," - განაცხადა ლომთათიძემ.მისივე თქმით, ოპოზიცია დღეს, ბიძინა ივანიშვილს მოიხსენიებს ოლიგარქად, არადა ოლიგარქი სწორედ დავით კეზერაშვილია, რომელმაც მილიონები სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნის დროს იშოვა."თქვენ, ოლიგარქს ეძახით ივანიშვილს, რომელმაც სხვაგან იშოვა ფული და აქ დახარჯა. არადა, კეზერაშვილი ყველამ იცის ვინც არის, ბოლო ბოლო თბილისი პატარა ქალაქია და ვინმეზე, თუ რამის გაგება გინდა, ეს რთული არაა,. ყველამ კარგად იცის ისიც, რომ კეზერაშვილი ერთი ღარიბი ოჯახიდან იყო, რომელმაც ცოტა ხანი საფინანსო პოლიციაში, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის პოსტზე იმუშავა. აღნიშნულის შემდეგ კი ოფშორულ ანგარიშებზე მილიონიანი ბრუნვა ჰქონდა," - განაცხადა ლომთათიძემ. 

საზოგადოება 1675099714

დსფდს
[ვიდეო] "ნებისმიერი, ვინც დაეხმარება პარტიას გაძლიერებაში და ეფექტურად ბრძოლაში, მე ამას მხოლოდ მივესალმები" - გიორგი კაპანაძე

"ნებისმიერი, ვინც დაეხმარება პარტიას გაძლიერებაში და ეფექტურად ბრძოლაში, მე ამას მხოლოდ მივესალმები," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი კაპანაძემ ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.კერძოდ, პარტიის საქმიანობაში ვანო მერაბიშვილის შესაძლო ჩართულობის შესახებ საუბრისას კაპანაძემ განაცხადა, რომ ახლა არც ძველ და არც ახალ პოლიტიკურ ფიგურებს ხელი არ უნდა ჰკრან, პირიქით, მისივე თქმით, დროა, ერთიანი ძალებით სცადონ პარტიის გაძლიერება."რაც შეეხება, ყოფილი პრემიერ-მინისტრის [ვანო მერაბიშვილის] ჩართულობას, პირდაპირ გეტყვით, რომ მას "ენმ-ში გავლენა და ავტორიტეტი აქვს, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელია. ასევე, ის ქართული პოლიციის რეფორმატორი და საქართველოს მოქალაქეა, რომლისთვისაც ხმის მიცემის უფლება არავის აუკრძალავს. ამიტომ, ცხადია, რომ ნებისმიერი, ვინც დაეხმარება პარტიას გაძლიერებაში და ეფექტურად ბრძოლაში მე ამას მხოლოდ მივესალმები. ჩვენ ხელი არავის არ უნდა ვკრათ, არც ძველს და არც ახალს. ვიმეორებ, რომ ახლა ერთიანი ძალებით უნდა ვცადოთ პარტიის და ქვეყნის გაძლიერება და ის, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ," - განაცხადა კაპანაძემ. 

პოლიტიკა 1675098282

დფ
[ვიდეო] "თუ ვინმე მიიღებს გადაწყვეტილებას პარტიიდან წასვლის შესახებ, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა მე არავის წასვლას არ ვისურვებდი" - გიორგი კაპანაძე

"თუ ვინმე მიიღებს გადაწყვეტილებას პარტიიდან წასვლის შესახებ, ეს მათი გადასაწყვეტია და თავს ზევით ძალა არ არის," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი კაპანაძემ ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" შიდაპარტიულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.ამასთან, როგორც კაპანაძემ განმარტა, პირადად ის პარტიიდან არავის წასვლას არ ისურვებდა. მისივე განმარტებით, ახლა სწორედ ერთიანობის დროა, რათა ქვეყანა და პარტია გაძლიერებისკენ წავიდეს."თუ ვინმე მიიღებს გადაწყვეტილებას პარტიიდან წასვლის შესახებ, ეს მათი გადასაწყვეტია და თავს ზევით ძალა არ არის. თუმცა, მე პარტიიდან არავის წასვლას არ ვისურვებდი. ამასთან, რა თქმა უნდა, მე ერთიანობას ვისურვებდი და თუ ჩვენ წყენაზე და გაუგებრობაზე მაღლა დავდგებით, ამით ასე ვთქვათ, ჩვენს ქვეყანას და პარტიას წინ წავიყვანთ. მესმის, რომ დამარცხება ძალიან რთულია და მას გარკვეული უარყოფითი ემოციებიც ახლავს, მაგრამ მერწმუნეთ, დღეს მნიშვნელოვანია არა პირადი წყენა, არამედ ერთიანობაა. ამასთან, ყველამ ვიცით, რომ დღეს, ბევრი მიზანია განსახორციელებელი, მაგალითად ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაცია, რომელსაც "ქართული ოცნება" არ ასრულებს, ასევე, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება და ჩვენ, დღეს სწორედ ამ მიზნების განხორციელებისთვის უნდა გავერთიანდეთ. ამიტომ, პირადად მე, ყველას ერთიანობისკენ მოვუწოდებ. სწორედ, ეს იყო დღეს, ლევან ხაბეიშვილის განცხადების პათოსიც, რომელსაც მივესალმები, რადგან მას ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა ჰქონდა, ნამდვილი ოქროს სიტყვა თქვა მან," - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, კობა ნაყოფიამ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობის პოსტი და პოლიტსაბჭო დატოვა. მისი განცხადებით, ის პარტიაში რიგით წევრად რჩება.რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეიდან "ნაციონალური მოძრაობა" ახალი შემართებით იწყებს რთულ, მაგრამ უწყვეტ ბრძოლას და მისი პარტია ღია იქნება ყველა ახალი ადამიანისთვის."არ ვაპირებთ ზეიმს - დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს - მიშა მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი," - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

პოლიტიკა 1675097150

25/02/2022
"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ომის, მკვლელობისა და ნგრევის ხელშემწყობია" - პოდოლიაკი

"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ომის, მკვლელობისა და ნგრევის ხელშემწყობია," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი "ტვიტერში" წერს."საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სიამოვნებით უყურებს, როგორ ანადგურებს რუსეთი უკრაინას და შემდეგ რუსეთს გენოციდის პროპაგანდის პლატფორმას სთავაზობს და შემდგომ მკვლელობებს ახალისებს. ცხადია, რუსულ ფულს, რომელიც ოლიმპიურ ფარისევლობას ყიდულობს, უკრაინული სისხლის სუნი არ აქვს," - წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადეს, რომ არცერთ სპორტსმენს არ უნდა შეექმნას შეჯიბრებაში მონაწილეობის შეფერხება მხოლოდ პასპორტის გამო.  #IOC is a promoter of war, murder & destruction. The IOC watches with pleasure RF destroying 🇺🇦 & then offers 🇷🇺 a platform to promote genocide & encourages their further killings.Obviously ru-money that buys Olympic hypocrisy doesn’t have a smell of 🇺🇦 blood. Right, Mr. #Bach? — Михайло Подоляк (@Podolyak_M) January 30, 2023

კონფლიქტი 1675094526

8~7
ირაკლი კობახიძე ესპანეთში ბასკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ესპანეთში, ბასკეთის მხარეში ვიზიტის მეორე დღეს ბასკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ბაკარჩო ტეხეირას, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელს, რაკელ მოლინას და აღნიშნული კომიტეტის წევრებს შეხვდა.შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი, ილია გიორგაძე.შეხვედრებზე ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქართულ-ბასკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.ბასკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა დაადასტურეს საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე.

პოლიტიკა 1675094460

ერწე
"ვტოვებ ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და პოლიტსაბჭოსაც, ვრჩები რიგით წევრად" - კობა ნაყოფია

"ვტოვებ ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და პოლიტსაბჭოსაც, ვრჩები რიგით წევრად," - ამის შესახებ კობა ნაყოფიამ "მთავარი არხთან" საუბარში განაცხადა.ამასთან, როგორც ნაყოფიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე ის პარტიის რიგით წევრად დარჩება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას მისი გათავისუფლების შემდეგ მიიღებს."ვტოვებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვრჩები რიგით პარტიის წევრად მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება პუტინის პირადი პატიმარი საპყრობილეში. შემდეგ მივიღებ უკვე გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა. მანამდე ვრჩები. ეს გარდაუვალია და არც განიხილება. შემდეგ კიდევ მივიღებ გადაწყვეტილებას, პარტიაში დავრჩები თუ არა... პარტიაში დარჩენის გადაწყვეტილებას მივიღებ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი და მომეცემა მასთან კომუნიკაციის საშუალება," - განაცხადა ნაყოფიამ.ცნობისათვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო. არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

პოლიტიკა 1675092539