"არ არსებობს წარმატებული კაცი პოლიტიკაში, თუ მის ზურგს უკან არ დგას ღირსეული, მოთმინებით აღვსილი ქალი" - თეა წულუკიანი

პოლიტიკა 1652531243
თეა წულუკიანი

"ორი კატეგორია მინდა გამოვყო, რის გარეშეც არ მინდა დღეს ეს ტრიბუნა დავტოვო. პირველნი არიან ჩვენი თანამებრძოლი მამაკაცების მეუღლეები. მე მინდა მათ ვუთხრა მადლობა გამძლეობისთვის. მათ ვუთხრა მადლობა მოთმინებისთვის იმიტომ, რომ არ არსებობს წარმატებული კაცი პოლიტიკაში, თუ მის ზურგს უკან არ დგას ღირსეული, მოთმინებით აღვსილი ქალი, რუდუნებით ოჯახს რომ უვლის და თავისი კარიერაც რომ აქვს, ან შვილებს ზრდის," - ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრის თეა წულუკიანმა ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. 

"ვინაიდან ხელისუფლებაში დიდხანს შემოვრჩი,  გავიხსენებ, იმ დროს, როდესაც ჩვენ მოვდიოდით ქვეყნის სათავეში. ეს იყო დრო, როცა ქალი პოლიტიკოსის ღირსება და როგორც ასეთი, ქალი პოლიტიკოსი იყო ფეხქვეშ გათელილი სააკაშვილის ბინძური პოლიტიკის წყალობით, და რეალურად, ქალ პოლიტიკოსს არავინ აღიქვამდა სერიოზულად. ის იყო მხოლოდ ქილიკისა და დაცინვის საგანი. ასევე, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, არ არსებობდა არავითარი სამართლებრივი ნორმა, თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ მოკრძალებულ კანონს, რომელიც უცხოელების ზეწოლის ქვეშ იყო მიღებული წინა ხელისუფლების მიერ და რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენს უფლებებს ოჯახში, ჩვენს უფლებებს სამსახურში და ჩვენს უფლებებს პოლიტიკაში. როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ მოქალაქეობა ჩამოართვა ბიძინა ივანიშვილს, ის მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო ვერ გახდა ჩვენი პარტიის პირველი თავმჯდომარე და სწორედ მან, კაცმა პოლიტიკოსმა აქცენტი გააკეთა ქალ პოლიტიკოსზე და ეს თავმჯდომარე იყო ქალი თავმჯდომარე, ქალბატონი მანანა კობახიძე. მე ვიტყოდი, სწორედ ასე, ფეხბედნიერად დაიბადა ეს პარტია, ქალი თავმჯდომარისადმი ნდობის საფუძველზე. არავის ეწყინება, მაგრამ ეს მე უნდა ვთქვა და ყველაზე კარგად ვიცი, როგორც მოწმემ, პირველ წელს ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისა, ერთადერთი მამაკაცი, ვისაც სჯეროდა, რომ ქალებისთვის კვოტა აუცილებელია (რომელიც ხელს უწყობდა, რომ ქალები კანდიდატები ყოფილიყვნენ და პარტიული სია ყოფილიყო დაბალანსებული), ეს გახლავთ სწორედ ბიძინა ივანიშვილი.

მე ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ ეს ასე უნდა ითქვას, ეს ნამდვილად ასე იყო. შემდეგ უკვე ამ სულისკვეთებით პარტიამ გააგრძელა და ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას, 2014 წლის წლის 19 ივნისს მე, როგორც იუსტიციის ქალ მინისტრს, მისი დელეგირებით, წილად მხვდა პატივი,  თქვენი ყველას სახელით, თქვენი გოგონა შვილების სახელით, ხელი მომეწერა იმ კონვენციისთვის სტრასბურგში, რომელი კონვენციის ხელმომწერი არ არის დღემდე ზოგიერთი ევროპული ქვეყანაც კი. ეს გახლავთ სტამბოლის კონვენცია. სტამბოლის კონვენციის ხელმოწერის შემდეგ, გაიხსნა ძალიან რთული, 3-წლიანი პერიოდი იმისთვის, რომ იმ მოწვევის პარლამენტს 2017 წელს მისი რატიფიცირება მოეხდინა.

ჩვენ, საქართველოს მთავრობამ 24 ძალიან დიდი საკანონმდებლო პაკეტი შევიტანეთ პარლამენტში და შევცვალეთ არაერთი აქტი. სწორედ ასე დავამარცხეთ დუმილი. როდესაც გვჩაგრავენ, როდესაც გვცემენ, როდესაც არის ოჯახში ან ოჯახს მიღმა ძალადობა, დუმილი აღარ არის წესი. ეს სწორედ სტამბოლის კონვენციამ და „ქართული ოცნების" მიერ გატარებულმა რეფორმებმა მოიტანა. რასაკვირველია, ეს არ არის საკმარისი, ამიტომაც სულ ახლახან, ბატონ ირაკლი კობახიძის ლიდერობით, პარლამენტმა მიიღო კვოტების შესახებ კანონი. ძალიან ხშირად შემოქმედი ქალები მეკითხებიან, როგორც იურისტს, მათ ამჟამინდელ სამინისტროს ხელმძღვანელს, კი მაგრამ რისთვის არის ეს კვოტები საჭირო?! ეს კვოტები, ნორმალურ მდგომარეობაში საჭირო რასაკვირველია, არ არის. მაგრამ ჩვენ ეს კვოტები გვჭირდება და მე, როგორც ქალი წევრი ამ პარტიის, ყველა წევრ იმ დეპუტატს, ვინც ხმა მისცა ამ კანონს, ვუხდი ძალიან დიდ მადლობას. შეიძლება ვიღაცამ გვითხრას, რაში გჭირდებათ კვოტები, თქვენ ხომ უკვე ხართ ვიცე-პრემიერ მინისტრი, თქვენ ხომ უკვე ხართ პარლამენტში, თქვენ ხომ უკვე ხართ საკრებულოში, უკვე ხართ მერი. ჩვენ ეს კვოტები მაინც გვჭირდება. ჩვენ ეს კვოტები გვჭირდება ახალგაზრდა ქალებისთვის, ვინაიდან მაინც პოლიტიკა ქალებისთვის დახურულია. რაც არ უნდა იყოს პარტიაში სულისკვეთება კანონი ყველაზე დიდი გარანტიაა. ამიტომაც ჩვენ, ჩვენმა პარტიამ ქალებს ფართოდ გაგვიღო პოლიტიკის კარები და მე მართლაც არ დავიღლები, რომ ვთქვა მადლობა. ეს კვოტები ჩვენ გვჭირდება და ამ კვოტებს გამოიყენებს ყველა ის ახალგაზრდა ქალი, რომელიც ამ ორგანიზაციაში შემოვა.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ, ჩვენი პარტიის ქალებს, რომლებიც აქ ბრძანდებით, რომლებიც ტელევიზიით გვიცქერთ და გვისმენთ, იმ თავდადებული შრომისთვის. ეს შრომა არ არის უბრალოდ შრომა, ეს არის შრომა ბოროტების წინააღმდეგ, ბრძოლა მშვიდობისათვის, ბრძოლა იმ ბავშვებისათვის, ვინც ჩვენი ადგილი უნდა დაიკავოს, მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი არიან ისინი, ვინც არ ჩანან კადრში, ისინი, ვინც არ ჩანან პარტიაში. ორი კატეგორია მინდა გამოვყო, რის გარეშეც არ მინდა დღეს ეს ტრიბუნა დავტოვო. პირველნი არიან ჩვენი თანამებრძოლი მამაკაცების მეუღლეები. მე მინდა მათ ვუთხრა მადლობა გამძლეობისთვის. მათ ვუთხრა მადლობა მოთმინებისთვის იმიტომ, რომ არ არსებობს წარმატებული კაცი პოლიტიკაში, თუ მის ზურგს უკან არ დგას ღირსეული, მოთმინებით აღვსილი ქალი, რუდუნებით ოჯახს რომ უვლის და თავისი კარიერაც რომ აქვს, ან შვილებს ზრდის. ამიტომაც მადლობა მას და ბოდიშს ვუხდით მათ ყველა იმ შეურაცხყოფისთვის, რასაც ისინი ჩვენს მაგივრად იღებენ და ასევე, მადლობა მინდა ქალბატონებს გადავუხადო, თითოეულ თქვენ ოჯახის წევრს, თქვენ მეუღლეებს, ჩემს მეუღლეს, ვუთხრა მადლობა იმიტომ, რომ ისინი არიან ის კაცები, ვისაც, როდესაც შეურაცხყოფას გვაყენებენ, უწევთ ამისი მოთმენა, ჩვენი მხარდაჭერა და თუ ჩვენ დღეს ვართ მცირეოდენით მაინც წარმატებულები, ეს პირველ რიგში ამ კაცების დამსახურებაა. მადლობა ყველას. - განაცხადა თეა წულუკიანმა.

უახლესი
კადიროვი
"ექვს წამში გაჩვენებთ, რა შეგვიძლია!" - კადიროვი პოლონეთს რუსეთის ელჩისთვის წითელი საღებავის შესხმის გამო ბოდიშის მოხდას სთხოვს

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი პოლონეთს რუსეთის ელჩისთვის წითელი საღებავის შესხმის გამო ბოდიშის მოხდას სთხოვს.რამზან კადიროვი შესაბამისი მოთხოვნის შესახებ "ტელეგრაფზე" გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს."უკრაინა დახურული საკითხია. მე მაინტერესებს პოლონეთი. რას აპირებს პოლონეთი? უკრაინის შემდეგ თუ გუნდი იქნება, ექვს წამში გაჩვენებთ, რა შეგვიძლია. სჯობს წაიღოთ თქვენი იარაღი და დაქირავებულები. ჩვენი ელჩის გამო ოფიციალურ ბოდიშს ვითხოვთ. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ, გაითვალისწინეთ," - ამბობს რამზან კადიროვი.შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, რუსეთის ელჩს სერგეი ანდრეევს ვარშავაში წითელი საღებავი შეასხეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ის მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულების მემორიალს ყვავილებით ამკობდა.  

საზოგადოება 1653508320

თინათინ ხიდაშელი ირაკლი კობახიძე
"ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა" - თინა ხიდაშელი

ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა – უსუფაშვილმა გადაარჩინა მაშინ, მაგრამ დღეს ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს თინა ხიდაშელი - საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი"პალიტრანიუსი“ - გადაცემა "360 გრადუსი" 

ციტატა 1653505506

22/03/2022
"არ ვიცი, სინდისის წინაშე თავის გამართლებას როგორ შეძლებს" - მსოფლიო პატრიარქი რუსეთის პატრიარქ კირილზე

"არ ვიცი, როგორ უნდა იმართლოს თავი სინდისის წინაშე," - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეოსმა ბერძნულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.ამასთან, როგორც მსოფლიო პატრიარქმა ინტერვიუში განაცხადა, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერის გამო, მართლმადიდებელ ქრისტიანებს იმედები გაუცრუა."ყველა ეკლესიისთვის უკრაინაში ომისა და ძალადობის არდაგმობა შეუძლებელი იყო, რუსეთის ეკლესიამ კი იმედები გაგვიცრუა. მე არ მინდა, რომ რუსეთის ეკლესია და პატრიარქი კირილე ამ გამონაკლისში შედიოდნენ. მე არ ვიცი, სინდისის წინაშე თავის გამართლებას როგორ შეძლებს. ველოდებოდი, რომ ძმა კირილე კრიტიკულ ვითარებაში სიმტკიცეს გამოიჩენდა და თუ საჭირო იქნებოდა, თავის ტახტს მსხვერპლად გაიღებდა და პუტინს ეტყოდა: ბატონო პრეზიდენტო, ვერ დაგეთანხმებით და უნდა გადავდგე"," - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.

მსოფლიო 1653504783

ევროკომისია
"როიტერსი" - ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

სააგენტო "როიტერსის" ინფორმაციით, ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს. როგორც აღნიშნული სააგენტო ევროკომისიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, ზემოხსენებული ნაბიჯი წევრი ქვეყნების მთავრობებს საშუალებას მისცემს აქტივები ჩამოართვან იმ კომპანიებსა და კერძო პირებს, რომლებიც მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს დაარღვევენ.მათივე ცნობით, ევროკომისიის ინიციატივის მიზანია, რომ წევრი ქვეყნების მიდგომა გახდეს ერთიანი და სანქციების დარღვევა სერიოზულ დანაშაულად ჩაითვალოს ევროკავშირის წევრ 27-ვე ქვეყანაში."ამ შეთავაზების ამოცანაა, უზრუნველყოფილი იყოს, სანქციების დამრღვევი კერძო პირებისა და კომპანიებისთვის აქტივების ჩამორთმევის ეფექტური შესაძლებლობა", - წერია ევროკომისიის განცხადებაში.რაც შეეხება, იუსტიციის საკითხებში ევროკომისრის, დიდიე რეინდერსის განცხადებას, მისი თქმით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევა დანაშაულად ამჟამად მხოლოდ 12 წევრ ქვეყანაში ითვლება. 13 ქვეყანაში მსგავსი დარღვევა სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ დანაშაულად ითვლება. 2-ში კი ამ დარღვევას ადმინისტრაციულ დანაშაულად თვლიან.ამასთან, რეინდერსის განცხადებით, ევროკომისიის წინადადება მიზნად ისახავს ამ მიდგომის გაერთიანებას, რათა სანქციების თავიდან აცილება სერიოზულ დანაშაულად იქცეს ბლოკის 27-ივე წევრ ქვეყანაში.

მსოფლიო 1653504456

25/05/2022
[ვიდეო] "ნაცმოძრაობის" დასაშლელად ლიდერებს ვაჟკაცობა არ ეყოთ" - ლევან მამალაძე

"ნაციონალური მოძრაობის" დასაშლელად ლიდერებს ვაჟკაცობა არ ეყოთ. რაღაც ძველს არიან ჩამოკიდებული. ისინი ჩარჩნენ და ჰგონიათ, რომ ისევ ხელისუფლებაში არიან. ასევე, ჰგონიათ, რომ ისევ აკონტროლებენ სიტუაციას. ვერ მიხვდნენ და ვერ გაიაზრეს ის, რომ ისინი სახელმწიფოს ებრძვიან ლევან მამალაძე - ყოფილი მაღალჩინოსანი"ჯორჯიან თაიმსი" - გადაცემა "რეალური პოლიტიკა"

ციტატა 1653503943

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
"უკრაინა გმობს ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსული პასპორტების გამარტივებული წესით მიღების შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას" - უკრაინის საგარეო უწყება

"უკრაინა გმობს ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსული პასპორტების გამარტივებული წესით მიღების შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას," - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.როგორც "ბიბისი" წერს, უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ  იძულებით პასპორტიზაცია მორიგი მტკიცებულებაა უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებრივი მიზნებისთვის, მიიტაცოს უკრაინის ტერიტორიები შემდგომში მათი ოკუპაციისა და რუსეთის სამართლებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ველში ინტეგრაციისთვის."ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში უკანონო პასპორტიზაცია, ისევე როგორც ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილში, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევაა. ასევე წარმოადგენს, რუსეთის როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს ვალდებულებების – ჰააგის 1907 კონვენციის 45-ე მუხლისა და ომის დროს, სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ 1949 წლის კონვენციის 47-ე მუხლის დარღვევას. რუსეთის პრეზიდენტის დადგენილება იურიდიულად ბათილია და სამართლებრივი შედეგები არ ექნება“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსოფლიო 1653503616