(ვიდეო) "აქ იმდენი ვაჟკაცი ბიჭი დაგვეღუპა, იმათ შეურაცხყოფას უკვე არ გაპატიებთ" - ვანო ნადირაძე ირაკლი ღარიბაშვილს

პოლიტიკა 1655987801
ვანო ნადირაძე

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინული მხარე საქართველოს მთავრობისაგან უკრაინაში მათ მიერ „დაქირავებული მოხალისეების“ გაშვებას ითხოვდა, უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე გამოეხმაურა.

"ღარიბაშვილს გაუმარჯოს, ჩვენა ვართ ბოევიკები?

ჯიბეგაფხეკილი, ღარიბი ბიჭები ვართ, მაგრამ გულიანები, სულიერად პატრიოტები, მორალურად მდიდრები, შენზეც, შენს შეფზე - ივანიშვილზე უფრო მდიდრებიც.

ამ დროშას, სადაც არ უნდა ვიყოთ, ღირსეულად ვატარებთ,“- ამბობს ვანო ნადირაძე ვიდეომიმართვაში.

მებრძოლი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებმა უკრაინაში დაღუპული და დაჭრილი ბიჭების ხსოვნა შეურაცხყო.

„შენს ბჟუტურს გავატარებდი, მაგრამ აქ იმდენი ვაჟკაცი ბიჭი დაგვეღუპა,იმდენი წესიერი ბიჭი დაგვეჭრა, რომ იმათ შეურაცხყოფას უკვე არ გაპატიებთ. ეს არ ნიშნავს, რომ ფიზიკური განადგურებით გემუქრები, შენ ისედაც განადგურებული ხარ. უბრალოდ გკითხავ ერთ ფრაზას ცნობილი კინოფილმიდან - „დოგსოპულო, შენ დედა გყავს?“ - ამბობს ვანო ნადირაძე.

ცნობისათვის, განცხადება, რომელმაც ვანო ნადირაძის გაღიზიანება გამოიწვია, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინდელ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა. „ჩვენ კარგად გვახსოვს მათი მოთხოვნები… ითხოვდნენ, ჩარტერული რეისებით მთავრობას გაგვეშვა მეომრები, მათი დაქირავებული, ასე ვთქვათ, მოხალისეები… ეს ყველაფერი არის თქვენი ხელწერა, ძვირფასო ოპონენტებო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

უახლესი
131-ე დღე: ომი უკრაინაში - დღის სტენოგრამა
131-ე დღე: ომი უკრაინაში - დღის სტენოგრამა

* უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ლისიჩანსკი დატოვეს, სადაც ბოლო დღეებში ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლები გაიმართა. - ამის შესახებ "უნიანი" იუწყება.* ოკუპანტებმა ხარკოვის ერთ-ერთ სკოლაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. - ამის შესახებ ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი იუწყება. * რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ადრე თუ გვიან კიევს მოუწევს მოსკოვის პირობებს დაეთანხმოს. - ამის შესახებ რუსული მედია წერს. * უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 36 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, აქედან 200 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.  - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

კონფლიქტი 1656916917

მთავრობის სასახლესთან
ხმაური და დაპირისპირება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან

გრძელდება ხმაური და დაპირისპირება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ საპროტესტო აქციას მართავს.აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან  სამართალდამცავების მოწოდებას ხმაურის შეწყვეტისაკენ. მომიტინგეებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან უშუალოდ შენობის წინ გადაინაცვლეს.ორგანიზატორებმა მომიტინგეებს მოუწოდეს, დაკავების შემთხვევაში წინააღმდეგობა არ გაუწიონ პოლიციას, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ სამართალდამცავები პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ.ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან კი რკინის ჯებირებია აღმართული.

პოლიტიკა 1656916691

ყინული
(ვიდეო) იტალიაში მყინვარის ყინულის ჩამოშლას რამდენიმე ტურისტი ემსხვერპლა - 10 ადამიანი დაკარგულად ითვლება

ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა, ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში მყინვარის ყინულის ნაჭერი ჩამოშლის შედეგად. მარმოლადის მთიდან მოწყვეტილი ყინულის ზვავი ლაშქრობის ჯგუფს დაეცა, რომლებიც პოპულარულ ბილიკს გადიოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 10 ადამიანი დაკარგულად ითვლება.ადგილზე ხუთი სამაშველო ვერტმფრენი და ათობით ალპური სამძებრო-სამაშველო სპეციალისტი მუშაობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი არიან მაშველი ძაღლები.  The footage of the large ice avalanche in Marmolada today in close proximity.We don't know the author, we will write it in the comments as soon as we will know it.Indeed an impressive sequence pic.twitter.com/zDo4q40qOP — Alpine-Adriatic Meteorological Society (@aametsoc) July 3, 2022

მსოფლიო 1656916428

პოლიცია
სამტრედიაში მე-6 დღეა 82 წლის კაცს ეძებენ - კაცი სავარაუდოდ ნადირმა შეჭამა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნოღაში მე-6 დღეა 82 წლის კაცს ეძებენ.ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი პირუტყვის მოსაყვანად გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არავის უნახავს.ისინი ეჭვობენ, რომ ხანდაზმული კაცი ნადირმა შეჭამა, რადგან მისი ძაღლი სახლში დაკბენილი დაბრუნდა.

საზოგადოება 1656906780

სალომე ზურაბიშვილი
"არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის გეგმას ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან კავშირი არ აქვს"- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში შექმნილ პროცესებს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმაურება.ზურაბიშვილის განცხადებით, არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის გეგმას „ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან“ კავშირი არ აქვს.“ერთი რამ ნიშანდობლივია ამ ვნებათაღელვის ფონზე: ყველამ - პოზიციამ თუ ოპოზიციამ აიტაცა და აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა (რაზედაც ცოტა ხნის წინ ყველა მედავებოდა, ასეთი რამ შეუძლებელიაო). თუმცა გამოცხადებულ გეგმებს - კობახიძისეულს (“თავისუფლად ანტიევროპულად მოსაუბრე” ტრიუმვირატის შექმნისთანავე ევრო-რეკომენდაციების შესრულების ერთპარტიული გეგმა) თუ რადიკალურ ოპოზიციის არახალი “გადადექი და მე გადმოვდგები” გეგმა - არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან.ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს. მას არ უნდა შეეცვალოს გეზი… ჩვენ ყველანი კი - ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია, ვალდებული ვართ საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებულ რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით! და გამოჩნდება ვის რა უნდა: ევროპა თუ ძალაუფლება!“ - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პოლიტიკა 1656906103

დიტო სამხარაძე
"10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს"- დიტო სამხარაძე აქციის მონაწილეებზე

"10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს" - ეს სტატუსი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ მას შემდეგ დაწერა, როცა ცნობილი გახდა, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი "ქართული ოცნების" ოფისთან გადაადგილდებოდა.ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილი "ქართული ოცნების" ოფისისკენ დაიძრა. ადგილზე სამართალდამცველების კორდონია ჩაყენებული. ეს არის სახალხო მოძრაობის სამოქმედო გეგმის ერთი ნაწილი, რომელიც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გახმოვანდა. გეგმა კი სრულად ეტაპობრივად, ღამის განმავლობაში გახდება ცნობილი.

პოლიტიკა 1656876555