"10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს"- დიტო სამხარაძე აქციის მონაწილეებზე

პოლიტიკა 1656876555
დიტო სამხარაძე

"10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს" - ეს სტატუსი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ მას შემდეგ დაწერა, როცა ცნობილი გახდა, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი "ქართული ოცნების" ოფისთან გადაადგილდებოდა.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილი "ქართული ოცნების" ოფისისკენ დაიძრა. ადგილზე სამართალდამცველების კორდონია ჩაყენებული. 

ეს არის სახალხო მოძრაობის სამოქმედო გეგმის ერთი ნაწილი, რომელიც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გახმოვანდა. გეგმა კი სრულად ეტაპობრივად, ღამის განმავლობაში გახდება ცნობილი.

უახლესი
ვინსენტი
რუსებს ვინსენის სასახლეში შესვლა აეკრძალათ - დოიჩე ველე

რუსებს საფრანგეთის შატო დე ვინსენში შესვლა აეკრძალათ. ინფორმაციას დოიჩე ველე ავრცელებს.საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ დეპარტამენტის "სამხედრო შენობებში" შესვლა დაკეტილია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის უკრაინაში შეჭრის გამო. შატო დე ვინსენში განთავსებულია ისტორიული თავდაცვის სამსახურის შტაბი.ციხე არის საფრანგეთის თავდაცვის სამსახურის ისტორიული შტაბი, რომელშიც ინახება სამხედრო არქივების, ამიტომ ციხეს ერთობლივად მართავენ კულტურის სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო. სამხედრო დეპარტამენტმა AFP-ს განუმარტა, რომ "უკრაინაში შეჭრის შემდეგ" მან "შეზღუდა რუსეთის მოქალაქეებისთვის სამინისტროს სამხედრო შენობებში შესვლა". ამასთან, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გამონაკლისი შეიძლება იყოს „ჟურნალისტური ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე“.

მსოფლიო 1660045763

გია აბაშიძე
„კაგებეს“ სამჭედლოს უნივერსიტეტში МГИМО-ში გადაწყვიტეს იელენას სწავლა-განათლება" - გია აბაშიძე

"უპროცენტო იელენა ხოშტარია რომ ვინმეს მოღალატეობაზე ილაპარაკებს. „კაგებეს“ სამჭედლოს უნივერსიტეტში МГИМО-ში გადაწყვიტეს იელენას სწავლა-განათლება,-  ასე ეხმიანება ექსპერტი გია აბაშიძე პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. „ნაცების“ ხელწერა - დააბრალე ოპონენტს ის, რაც ხარ. უპროცენტო იელენა ხოშტარია რომ ვინმეს მოღალატეობაზე ილაპარაკებს. 90-ებშიც დასავლური სასტუდენტო გრანტები არსებობდა, მაგრამ ხოშტარიებმა რუსეთში, „კაგებეს“ სამჭედლოს უნივერსიტეტში МГИМО-ში გადაწყვიტეს იელენას სწავლა-განათლება. მეჯავრებიან sleeping agents (მძინარე აგენტები)“, - წერს გია აბაშიძე.

საზოგადოება 1660045306

ლაშა ჩხარტიშვილი
"ივანიშვილი და კალაძე რუსებისათვის თბილისში ქალაქის აშენებას გეგმავენ" - ლაშა ჩხარტიშვილი

"არა რუსების ქალაქის მშენებლობას თბილისში! არა ურბო–ტერაქტს, ასევე ეკოციდისა და კორუფციის აპოგეას!" - ამის შესახებ სოცილურ ქსელში „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი წერს.მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ივანიშვილი და კახა კალაძე რუსებისათვის თბილისში ქალაქის აშენებას გეგმავენ."არა რუსების ქალაქის მშენებლობას თბილისში! არა ურბო–ტერაქტს, ასევე ეკოციდისა და კორუფციის აპოგეას ! ივანიშვილ–კალაძე, რუსებისათვის ქალაქში ქალაქის აშენებას გეგმავენ, ჩვენ ჩაბეტონებული ფილტვები, გაჭედილი ქუჩები და სიკვდილი, ოკუპანტებს კი – ბინები და "მოქალაქეობა" (უვადო ბინადრობა) ბონუსად ! საუბარია ლამის ნახევარი დადიანის გამზირისა და რკინიგზის ზოლს შორის არსებულ უზარმაზარ ტერიტორიაზე, გადასასვლელი ხიდიდან.. კიკვიძის პარკის მიმართულებით ! !", - წერს ჩხარტიშვილი. 

პოლიტიკა 1660045017

27/05/2022
"მსგავსი ტიპის ბრალდება, თითქოსდა სახელმწიფო გადასცემს სხვებს ასეთ საიდუმლო ინფორმაციას, ბუნებრივია არის აბსურდული"- რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთის სცეპსამსახურის ხელში ქართველი სამხედროს პირადი მონაცემები აღმოჩნდა, აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, თუ ვინმე დანაშაულის ჩადენაში კონკრეტულ პირს ბრალს სდებს, საგამოძიებო ორგანოებს უნდა მიმართონ."როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ სახელმწიფო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაერწმუნებინა მთელი მსოფლიო ქართული მხარის სიმართლეში, როგორ შეიძლება, რომ მათ გადაეცათ შესაბამისი სახის ინფორმაცია.არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს, ბრალს სდებს რომელიმე კონკრეტულ ადამიანს დანაშაულის ჩადენაში, ამისთვის არსებობს ასევე შესაბამისი წესები, უნდა მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს, ამისთვის არსებობს ასევე შესაბამისი წესები უნდა მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს, დაიწყოს გამოძიება და დამტკიცდეს ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი.მსგავსი ტიპის ბრალდება, თითქოსდა სახელმწიფო გადასცემს სხვებს ასეთ საიდუმლო ინფორმაციას, ბუნებრივია არის აბსურდული", - თქვა რატი ბრეგაძემ. შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა ინფორმაცია, რომ ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეციალური სამსახურების ხელში აღმოჩნდა. ტელეკომპანიის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმს მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან სრული წვდომა აქვს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.

პოლიტიკა 1660043738

დაკავება
ქრთამის აღების ფაქტზე, ოზურგეთის მერიის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ყოფილი უფროსი ი.ლ. და ერთი მოქალაქე ბ.გ. დააკავეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ოზურგეთის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა, მოქალაქის დახმარებით წვევამდელისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის არაოფიციალურად გადავადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 1 500 ლარი“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს. აღნიშნული მუხლი, სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.სუს-ის ინფორმაციით, ოზურგეთის მერიის დაკავებული ყოფილი თანამშრომელი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

სამართალი 1660043331

ssr
ოკუპირებული ყირიმის დეპუტატი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ახალი სსრკ-ს შექმნას სთავაზობს

ოკუპირებული ყირიმის დეპუტატი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ახალი სსრკ-ს შექმნას სთავაზობს. ინფორმაციას ტელეგრამი ავრცელებს.მიხაილ შერემეტის თქმით, „ქვეყნების გაერთიანება შესაძლოა „ორიგინალური“ საბჭოთა კავშირის ფარგლებსაც კი გასცდეს“, ასეთი „სახელმწიფოების გაერთიანების“ მთავარი მიზანი დასავლეთთან დაპირისპირება იქნება.

მსოფლიო 1660042988