კელი დეგნანი
"საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეში ჩააგდებს" - კელი დეგნანი "აგენტების" კანონზე

"საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეში ჩააგდებს," - ეს განცხადება საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა "ხალხის ძალის" მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთა."ამ საკითხში მთავარი ის არის, თუ რა არის საქართველოს ინტერესებში. ნათელია, რომ საქართველოს ამ კანონპროექტის არცერთი ვერსია არ სჭირდება. ასევე, ცხადია, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ კანონპროექტის რომელიმე ვერსიას მხარს დაუჭერს, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენებისთვის პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი. აქ ვერსიას მნიშვნელობა არ აქვს.სჭირდება კი საქართველოს ეს კანონი, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს პირდაპირ საფრთხის ქვეშ დააყენებს? გაეროს ორგანიზაციამ, აშშ-მ, ევროკავშირმა და საქართველოს მეგობარმა სხვა ქვეყნებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდეს, რომ ეს კანონი არ მიიღოს და მისი მიღება შეჩერდეს.იმიტომ, რომ ეს საფრთხეში ჩააყენებს, მათ შორის, იმ ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობას, რომელთა ძალისხმევაც ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესებაზეა მიმართული. რომლებიც საერთო მიზნებისთვის მუშაობენ, რაც გულისხმობს უსაფრთხო და წარმატებულ მომავალს.ასე რომ, კითხვა ჩნდება - რატომ? ამ კანონის მთავარი მიზანი და მიზეზი რა არის? რადგან, ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ამ კანონის მიღება ნამდვილად საფრთხეში ჩააგდებს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რაც ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო არჩევანია", - განაცხადა დეგნანმა ჟურნალისტებთან.

1677689587

შალვა პაპუაშვილი
"საბოლოო შინაარსი რა იქნება, ვერავინ იტყვის, მთავარია პრინციპი" - პაპუაშვილი "ხალხის ძალის" მიერ წარდგენილ კანონპროექტზე

"საბოლოო შინაარსი რა იქნება, ვერავინ იტყვის, მთავარია პრინციპი," - ეს განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ხალხის ძალის" მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთა."ჯერ წინ არის რამდენიმეთვიანი პროცესი, მით უმეტეს ვენეციის კომისიის დასკვნას თუ დაველოდებით. ამიტომ, ვეტო იქნება, საბოლოო შინაარსი რა იქნება, ყველა ეს საკითხი, აქ წინსწრებით ვერავინ ვერ იტყვის, ჩვენთვის მთავარი არის პრინციპი, გამჭვირვალობის პრინციპი და ის საზომი, რომელიც მიეყენება ყველას, ვინც არის გადაწყვეტილების მიმღები და ფორმირების წრეში, უნდა მიეყენოს ყველას და ეს მე მგონი არის იმდენად ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ აქ, ამაზე სხვათა შორის, არსად, არც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არც სხვებთან არასდროს არ ყოფილა კამათი, რომ ეს არის ელემენტარული პრინციპი," - განაცხადა პაპუაშვილმა.

1677689373

ჯაბა ხუბუა
"უნდა ვივარაუდოთ, რომ იოსელიანი შეეცდება, ლომჯარიასავით კარგი სახალხო დამცველი იყოს" - ჯაბა ხუბუა

სახალხო დამცველობის კანდიდატის ლევან იოსელიანის განცხადებას, სადაც იოსელიანმა ყოფილი ომბუდსმენის მუშაობა დადებითად შეაფასა, სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ეხმაურება.ჟურნალისტი ამბობს, რომ იოსელიანის მიერ ლომჯარიას მუშაობის დადებითად შეფასება, ომბუდსმენის მუშაობაში ცვლილებებისაკენ არ მიუთითებს."სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ნინო ლომჯარია კარგი სახალხო დამცველი იყო, მისი საქმიანობა მოსწონდა და ვადის ამოწურვის შემდეგ, ტელეეთერიდან მადლობაც გადაუხადა.რაკი იოსელიანს ლომჯარია კარგ სახალხო დამცველად მიაჩნდა და მის საქმიანობას მადლობის ღირსად თვლიდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში, იოსელიანი შეეცდება, ლომჯარიასავით კარგი სახალხო დამცველი იყოს ან სულაც აჯობოს კიდეც ლომჯარიას კარგ სახალხო დამცველობაში.მოკლედ, ლომჯარიას წასვლას იოსელიანის მოსვლა გადაგვატანინებს და, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, შეიძლება, ვერც ვიგრძნოთ, რომ ლომჯარია სახალხო დამცველი აღარ არის,"- წერს ჯაბა ხუბუა.ცნობისათვის, პარტია „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება. პარტიაში იმედი აქვთ, რომ იოსელიანის კანდიდატურა დეპუტატების მხარდაჭერასა და საჭირო 90 ხმას მიიღებს.

1677666231

ირაკლი ღარიბაშვილი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ირენ ფელინს შეხვდა.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა, რომ ასპირანტი საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ქმედებაუნარიანი პარტნიორი და უდიდესი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ბევრი თვალსაზრისით მოქმედებს როგორც მოკავშირე და მისასალმებელია მოკავშირეთა გადაწყვეტილება, საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის ზომების მიღების შესახებ, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებაში დაეხმარება.განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.განსახილველ საკითხებს შორის იყო ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნული სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2022 წელს დაამტკიცა და 2022-2030 წლებს ფარავს. აღინიშნა, რომ სტრატეგიაში გენდერულ თანასწორობას მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს დათმობილი და ითვალისწინებს თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მუდმივ გაუმჯობესებას.საუბარი ასევე შეეხო „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნულ სამოქმედო გეგმას” და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმას”. აღინიშნა, რომ ორივე დოკუმენტი კონკრეტულ ქმედებებს მოიცავს და მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას არაერთ სფეროში.შეხვედრას ესწრებოდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ალექსანდერ ვინიკოვი და საქართველოს ელჩი ნატო-ში ვიქტორ დოლიძე.ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

1677666225

ელისაშვილი ლომჯარია
"ანუ ლევანი არ იმსახურებს შენს მემკვიდრეობას ხომ ნინო?" - ალეკო ელისაშვილი ნინო ლომჯარიას

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველობის პარტია "მოქალაქეების" კანდიდატისაგან ვერც საპარლამენტო განხილვების დროს აქტიურობას იხსენებს და ვერც მის მხარდაჭერას. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის კომენტარის საპასუხოდ სოციალურ ქსელში დაწერა."ანუ ლევანი არ იმსახურებს შენს მემკვიდრეობას ხომ ნინო? ამის თქმა გინდოდა? რა უხერხულია ეს პოსტი,"- დაწერა ელისაშვილმა ნინო ლომჯარიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული იმ პოსტის კომენტარებში, სადაც ლომჯარიამ განაცხადა, რომ მისი მემკვიდრეობის შესაფერისად არცერთი კანდიდატი არ მიაჩნია."მემკვიდრეობა ჩემი არ არის, ინსტიტუციური მემკვიდრეობაა, რაც შეეხება ლევანს, არ ვიცი, მე ის არ მინახავს სახალხო დამცველის ანგარიშების საპარლამენტო განხილვების დროს, არც მისი მხარდაჭერა გვიგრძნია, როდესაც თავდასხმის ქვეშ ვიყავით პარლამენტში თუ გარეთ, ამიტომ, ვინც იცის მისი პრინციპულობა ადამიანის უფლებების საკითხებზე, იმან ილაპარაკოს," - უპასუხა ნინო ლომჯარიამ ალეკო ელისაშვილს. ცნობისათვის, პარტია „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება. პარტიაში იმედი აქვთ, რომ იოსელიანის კანდიდატურა დეპუტატების მხარდაჭერასა და საჭირო 90 ხმას მიიღებს.

1677660674

პაატა მანჯგალაძე
"რუსები ხართ ღიად ყველა?! არ გრცხვენიათ?!" - პაატა მანჯგალაძე 

"ფრიდონ ინჯია ჩვეულებრივი პოლიტიკური მაიმუნია - "ხალხის ძალაც" იწონებს მის ინიციატივას და "ქართული ოცნებაც", ღიად რუსები ხართ ყველა?!" - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას ინიციატივას 2008 წლის ომთან დაკავშირებით გამოძიება შეიქმნას საგამოძიებო კომისია პარლამენტში და გამოძიება დაიწყოს პროკურატურამაც.მისი თქმით, ვინც საქართველოს ინტერესს ეწინააღმდეგება, არანაირ პატივისცემას არ იმსახურებს."მიუხედავად მისი ასაკისა, ფრიდონ ინჯია ამ განცხადებების შემდეგ არანაირ პატივისცემას არ იმსახურებს ჩემი მხრიდან. ვინც საქართველოს ინტერესს ეწინააღმდეგება არ იმსახურებს არანაირ პატივისცემას, ფრიდონ ინჯია არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მაიმუნი, თურმე საქართველოს მიერ 2008 წელს ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოვიძიოთ. „ხალხის ძალაც“ იწონებს ამას და „ქართული ოცნებაც" , ხალხო რა მოგივიდათ? ჰააგაში და სტრასბურგში გამართლდა ქვეყანა, არანაირი ომის დანაშაული არ ჩაუდენიათ, რა დანაშაულის გამოძიებას აპირებთ, რუსები ხართ ღიად ყველა?! არ გრცხვენიათ?! ამ ფრიდონ ინჯიას ოჯახის წევრები ხომ ჰყავს, ვინმემ მაინც უთხრას, შვილი ჰყავს ვიცი, უთხრას - "მამა ასეთ რამეს ნუ აკეთებ", ხომ შეიძლება ვინმემ უთხრას, თუ თვითონ ვერ ხვდება?" - განაცხადა მანჯგალაძემ.რაც შეეხება იმას, რომ ინიციატივას იწონებს და მისი საწინააღმდეგო არაფერი აქვს "ქართულ ოცნებას," მანჯგალაძე ამბობს, რომ ფრიდონ ინჯია და ყველა დანარჩენი ერთნი არიან."ხომ გაგიგიათ ლეგიონია მათი სახელი, ყველა არის ერთი, ყველა არის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილთან და რუსეთთან შეკრული ძალა, სხვადასხვა სახელები აქვთ, მაგრამ ლეგიონია მათი სახელი, ლეგიონი ამ შემთხვევაში ნიშნავს რუსეთზე სულგაყიდულ ადამიანების ერთობას," - განაცხადა მანჯგალაძემ.

1677660263

გურამ მაჭარაშვილი
"პრეზიდენტს უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტია და არა სხვა სახელმწიფოსი" - გურამ მაჭარაშვილი 

"პრეზიდენტს უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტია და არა სხვა სახელმწიფოსი - სამწუხაროდ, მისი განცხადებები სხვა სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარეობს," - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ე.წ. უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტებზე სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას და მის მიერ დაანონსებულ ვეტოს.მაჭარაშვილის შეფასებით, პრეზიდენტი იმ თამაშში შედის, რასაც კანონის განხილვამდე წინასწარ რაღაც ტიპის იარლიყების მიწებება ჰქვია."ყველა თანამდებობის პირი საკუთარ ფუნქციებში უნდა მოქმედებდეს. საქართველოს პრეზიდენტს თავისი ფუნქციები კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული და როცა გარკვეული ტიპის განცხადებებს აკეთებს, საქართველოს სასარგებლოდ მაინც გააკეთოს და არა სხვა ქვეყნის, რადგან სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, მისი განცხადებები გამომდინარეობს სხვა სახელმწიფოების ინტერესებიდან საქართველოს გარდა. ის, რომ ჯერ კანონპროექტის განხილვაც არ არის დაწყებული და პრეზიდენტი ვეტოს აანონსებს, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ სამწუხაროდ, ისიც იმ პროცესში ერთვება, რასაც ჰქვია, რომ კანონპროექტის დეტალებშიც არავინ შევიდეს და ნარატივი იყოს, ვითომ, ეს არის რუსული კანონი," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

1677659551

დავით ზურაბიშვილი
"ლევან იოსელიანის ნაკლი პრინციპში მხოლოდ ისაა, რომ ნაცი არ არის" - დავით ზურაბიშვილი

სახალხო დამცველის არჩევის საკითხს ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი. ზურაბიშვილი წინა სახალხო დამცველების არჩევის ისტორიებს იხსენებს და წერს, რომ შესაძლოა ლევან იოსელიანის მოწინააღმდეგეები ისევე ცდებიან, როგორც თავის დროზე უჩა ნანუაშვილისა და ნინო ლომჯარიას შემთხვევებში მოხდა."სახალხო დამცველის კანდიდატზე. როდესაც უჩა ნანუაშვილი დანიშნა პარლამენტმა სახალხო დამცველად, მაშინდელი ოპოზიცია ნაცმოძრაობის სახით აცხადებდა, რომ ის არის ქოცი და ბიძინას წინააღმდეგ არასდროს წავა. შეცდნენ.როდესაც ნინო ლომჯარია დაინიშნა, მაშინაც ხმაურობდა იგივე ხალხი, ეგ ჩუგოშვილის მეგობარია და კაი ხნის გაქოცებულიო. ისევ შეცდნენ.ახლა ლევან იოსელიანის კანდიდატურა გამოჩნდა, რასაც შეიძლება ხელისუფლება დათანხმდეს კიდეც და რომლის ნაკლი პრინციპში მხოლოდ ისაა, რომ ნაცი არ არის. აბა, სხვა მხრივ რა აქვს დაშავებულიო რომ ეკითხები მის მაგინებლებს, პასუხად არაფერი კონკრეტული არ ისმის გარდა იმისა რომ ის ქოცია, სუპერქოცია, ობერქოცია, მეგაქოცია და ა. შ. ბიძინას მონაა.ჰოდა, საინტერესოა, ამჯერადაც თუ შეცდნენ, ბოდიშს მაინც თუ მოიხდის ვინმე?P. S. ვიცი, რომ რიტორიკული კითხვაა, ვიცი.P. P. S. ყოველ შემთხვევისთვის იმასაც შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის არჩევა ევროკავშირის 12 პუნქტიანი მოთხოვნებიდან ერთ-ერთია,"- წერს დავით ზურაბიშვილი.ცნობისათვის, პარტია „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება. პარტიაში იმედი აქვთ, რომ იოსელიანის კანდიდატურა დეპუტატების მხარდაჭერასა და საჭირო 90 ხმას მიიღებს.

1677659002

ანა წითლიძე
"იოსელიანს მხარს არ დავუჭერ" - ანა წითლიძე 

"იოსელიანს მხარს არ დავუჭერ - მისი კანდიდატურა არის "ქართული ოცნების" თამაში და ის არის ერთგვარი მაშველი რგოლი, შედარებით კომპრომისული კანდიდატურა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შემოგვთავაზა," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" არასამთავრობო სექტორის რეკომენდებული კანდიდატები, სწორედ იმიტომ დაბლოკა, რომ მათზე გავლენას ვერ მოახდენდა. "ფრაქცია ამ საკითხზე იმსჯელებს, ჩემი პირადი პოზიცია თუ გაინტერესებთ, მე არ დავუჭერ მხარს. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ლევან იოსელიანთან, მე ვთვლი, რომ მისი კანდიდატურა არის „ქართული ოცნების“ თამაში და ის არის ერთგვარი მაშველი რგოლი, შედარებით კომპრომისული კანდიდატურა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა სახალხო დამცველის პოსტზე. თქვენ გახსოვთ, რა გავიარეთ, რა პროცესი იყო და როგორ დაბლოკა „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატები მხოლოდ იმის გამო, რომ მათზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლებელი იყო. მე ეჭვი მეპარება, რომ მასზე გავლენის მოხდენა იყოს შეუძლებელი "ქართული ოცნებისთვის", საზოგადოებას ახსოვს პოლიტიკური პოზიციები ლევან იოსელიანის და მისი პოლიტიკური პარტიის," - განაცხადა წითლიძემ.ცნობისათვის, "მოქალაქეების" ერთ  - ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტს სახალხო დამცველის პოსტზე თავის თანაგუნდელ, ლევან იოსელიანის მხარდაჭერას სთავაზობს.

1677658345

პარტია "საქართველოსთვის" პარლამენტში აინიცირებს კანონის პროექტს "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ"
პარტია "საქართველოსთვის" პარლამენტში აინიცირებს კანონის პროექტს "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ"

პარტია "საქართველოსთვის" პარლამენტში აინიცირებს კანონის პროექტს "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ", რომლის მიზანია ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები. ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდმა პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა.პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ცხადია, რომ ოკუპანტი არის რუსეთი, რომელიც იყენებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო პროპაგანდას და ღია თუ ფარული საშუალებებით აზიანებს ქვეყნის ევროპული განვითარების გზას. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება "აგენტების“ კანონის სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ ქვეყანას, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობრებს."ხელისუფლება მოქმედებს ამის საპირისპიროდ, "აგენტების" კანონის სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ ქვეყანას, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობრებს; ამ ინიციატივით ხელისუფლება ცდილობს დასვას ტოლობის ნიშანი მეგობრებსა და მტერს შორის.ეს არის ეროვნული, კონსტიტუციური მიზნის შეცვლა, საგარეო ორიენტაციის არევა, რისი უფლებაც არცერთ ხელისუფლებას არ აქვს და არ ექნება. ამიტომ, პარტია "საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდი ჩვენი გეგმის შესაბამისად, ვაინიცირებთ კანონის პროექტს "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ", რომლის მიზანია ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები. ჩვენი კანონპროექტი ყველაფერს თავის სახელს არქმევს, მისი მიზანი კი არის ერთადერთი სწორი მიზანი, რომელიც შესაძლოა მსგავს კანონმდებლობას ამ ქვეყანაში გააჩნდეს - მტერს დაარქვას მტერი."ქართული ოცნება" ცდილობს, რომ ქვეყანაში კანონის სახელით შეწყვიტოს დემოკრატიული განვითარება, დავკარგოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და არჩევნები გააყალბოს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის ნიშნავს მშვიდობასა და დემოკრატიულ განვითარებას, და ნიშნავს არაფორმალური მმართველობის დასასრულს. ამის არიდებას "ოცნების" ხელისუფლება პოლიტიკური თაღლითობით ცდილობს და უნდა, რომ ერთ სიბრტყეზე დააყენოს სტრატეგიული პარტნიორები და ქვეყნის ოკუპანტი. ეყოთ გამბედაობა, მტერი დაუძახონ რუსეთს და არა ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს/მეგობრებს და ჩვენს ინიციატივას მხარი დაუჭირონ.ჩვენ დღესვე დავიწყებთ კონსულტაციას ჩვენს კოლეგებთან ოპოზიციური პარტიებიდან, რომ მხარი ამ ინიციატივას მათაც დაუჭირონ," - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

1677656523

ბიძინა ივანიშვილი
"ივანიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რომ ამერიკელებთან ახლოს ყოფილიყო" - არჩილ გამზარდია

ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის პერიოდს იხსენებს და იმ დამოკიდებულებებზე წერს, რაც ივანიშვილს აშშ-სა და დასავლელი პარტნიორების მიმართ ჰქონდა, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია.გამზარდია ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, აშშ-ელი პარტნიორების აზრს მუდმივად დიდ ყურადღებას აქცევდა და ითვალისწინებდა."ჩემი ბიძინასთან ურთიერთობის პერიოდში, მართალი ვთქვა, ერთადერთი, რასაც ჩემთან ახსენებდა ან იქ ახსენებდა, სადაც მეც ვიყავი, ეს იყო ამერიკელების თემა.ამერიკელებთან პარტნიორობას აბამდა ყველაფერს, საკადრო გადაწყვეტილებებს, არაერთი კადრი დანიშნა, რომელიც ამერიკელებს მოეწონებოდათ, არაერთი გადაწყვეტილება მიიღო და ერთი სიტყვით, ყველაფერს აკეთებდა, რომ ამერიკელებთან ახლოს ყოფილიყო და იყო კიდეც. ზოგჯერ გადაჭარბებულიც კი მეჩვენებოდა, ამდენი ამერიკელებზე ლაპარაკი.ყველაფერი შეიცვალა 2016 წლიდან, გადაწყვეტილებებიც, საკადრო გადაადგილებებიც და ა.შ. 2020-დან კიდევ უფრო მეტად დამძიმდა ნეგატივი მთელი რიგი მიმართულებებით, მაგრამ, მანამდე, რაც იყო, ყოველ შემთხვევაში, მე რისი მომსწრეც ვიყავი, ასე მახსოვს,"- წერს არჩილ გამზარდია.ცნობისათვის, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა "რესპუბლიკური პარტიის" წევრებს დასავლური ორიენტაციის განცხადებების გამო რამდენჯერმე უსაყვედურა და უთხრა, რომ მათი განცხადებების გამო პუტინისათვის ბოდიშის მოხდა მოუწია.

1677655978

ლევან იოსელიანი
"პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა მაქვს, ვიმედოვნებ, შევძლებ, კონსენსუსური ფიგურა ვიყო" - ლევან იოსელიანი 

"პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა მაქვს," - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" წევრმა, სახალხო დამცველობის კანდიდატმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.მისივე თქმით, არ იცის, როგორია არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია."მათი მთავარი, ყველაზე დიდი ბრალდება თუ ის არის, რომ ჩემი პერსონა რაღაც ლინკებით უკავშირდება "ქართულ ოცნებას", ეს ნიშნავს, რომ მათ არგუმენტი არ აქვთ იმის წინააღმდეგ, რომ მე ვიქნები ობიექტური და მიუკერძოებელი. ყველას ვთხოვ, კონკრეტული უფლებების ნაწილში ჩემი განცხადება დადონ, სადაც ჩემი პოზიცია არ იყო დარღვეული უფლებების მხარეს ან რაიმე ფორმით დისკრიმინაციულ პოზიციას შეიცავდა. მესმის, რომ ყველას მოსაწონი ვერ იქნება, რადგან არსებობენ განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფები განსხვავებული მიზნებით. ამის მიუხედავად, იმედი მაქვს, პარლამენტში შევძლებ, კონსენსუსური ფიგურა ვიყო, ვის გარშემოც 90 ხმაზე მეტი შეიკრება," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.ლევან იოსელიანი ასევე გამოეხმაურა ნინო ლომჯარიას ფეისბუქპოსტს, სადაც ლომჯარიამ განაცხადა, რომ არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს სახალხო დამცველის პოსტს, ვინც აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ავანგარდში არ არის.ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ ამ სტატუსის ობიექტი არ არის."ნინო ლომჯარიას სტატუსს რაც შეეხება, არ ვთვლი, რომ სტატუსის ობიექტი მე ვარ, რადგან თუ ვინმე ამ კანონპროექტს აპროტესტებს, ერთ-ერთი ჩვენ ვართ – მე და ალეკო. არ ვიცი, ნინო ლომჯარია რას გულისხმობს. მის საქმიანობას დადებითად ვაფასებ. მან საქმიანობა როცა დაასრულა, „პალიტრაზე“ მადლობა გადავუხადე და ვთქვი, რომ კარგი სახალხო დამცველი იყო. არ ვიცი, მას რა ამოძრავებს, როცა ჩემზე ასეთ რამეს წერს. როცა შემეძლო და სადაც შემეძლო, მას მხარს ვუჭერდი პრინციპულ პოზიციებში," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

1677655551