თაკო ჩარკვიანი
"რატომ უნდა გაგიკვირდეს დიდ სანქციებს რომ "მოგარჭობენ" შენ და შენი "სამშობლოთი მოვაჭრე" გარემოცვასთან ერთად" - თაკო ჩარკვიანი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს   

"ჰოდა ახლა ვინც ჩამოგყვებათ პუტინის ხომალდთან ერთად ფსკერზე თითებზე დაითვალეთ ბ.ნო ოლიგარქო!" - ასე მიმართავს სოციალურ ქსელში პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს. "მესამე პრეზიდენტს ციხეში რომ კლავ მიზანმიმართულად, გვარამიას, მთავარი არხის ხელმძღვანელს "კორუფციაზე" რომ ასამართლებ, 9 მილიარდი რომ არის კოვიდის დროს გამქრალი, ბიუჯეტი რომ იძარცვება მილიონები რომ არის გატანილი, კორუფციულ სქემებით, რომ აზილე ქვეყანა, მთელი დასავლეთი რომ ბრალს გდებს კლანური სასამართლოს არსებობაში და ღიად გმობენ რომ სანქციებს არ უერთდები რუსეთის წინააღმდეგ, ტვირთები რომ მოძრაობს რუსეთის თუ "იქით თუ აქეთ", დიდ ამნისტიას რომ არ აცხადებ ( შერიგებისთვის ) და მხოლოდ 90-იანებთან ასოცირებული ოლიგარქებისთვის რომ "იღებ" " პიროვნულ-ლიმიტირებულ" ამნისტიას... რატომ უნდა გაგიკვირდეს დიდ სანქციებს რომ "მოგარჭობენ" შენ და შენი "სამშობლოთი მოვაჭრე" გარემოცვასთან ერთად. ბიზნესის ერთ-ერთ "სანდო" ტიპზე გადაფორმებაზეც უარს რომ მიიღებ "ჩემთვისაც საშიშიაო" ესე იგი ვეღარ გაქვს უკვე საქმე კარგად არა?! ჰოდა ახლა ვინც ჩამოგყვებათ პუტინის ხომალდთან ერთად ფსკერზე თითებზე დაითვალეთ ბ.ნო ოლიგარქო!" - წერს თაკო ჩარკვიანი.

1652967490

მარინე ძაგნიძე
"ჩვენ რომ თავმოყვარე ხალხი ვიყოთ, კობახიძეს ბოდიშს მოვახდევინებდით" - მარინე ძაგნიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იხუმრა, სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი, მიხეილ სააკაშვილის ერთგული მხარდამჭერი მარინე ძაგნიძე.ძაგნიძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის მხრიდან გაკეთებული ეს განცხადება საზოგადოების, სახელმწიფოსა და პრეზიდენტის ინსტიტუციის დაცინვაა.„ჩვენ რომ თავმოყვარე ხალხი ვიყოთ, კობახიძეს ბოდიშს მოვახდევინებდით მიშას რომ დასცინა კვერცხი და ხაჭო ჭამოსო. ამით მან მიშას კი არა, თითოეულ ჩვენგანს დასცინა, სახელმწიფოს დასცინა, პრეზიდენტის ინსტიტუციას დასცინა.ჩვენც რა უცერემონიოდ გავატარეთ, იმიტომ რომ მივეჩვიეთ ამ დაცინვებს, თავმოყვარეობის შელახვებს, სულში ჩაფურთხებებს... ცივილიზებულ ქვეყანაში პარტიის თავმჯდომარეს ასეთი განცხადებებისთვის თანამდებობას დაატოვებინებდნენ.არც ისე ხანდაზმული ვარ ამ არარაობების პოსტებიდან წასვლას არ მოვესწრო და ადგილებს რომ შეცვლიან, ვინ ვისზე იღლიცინებს მერე?! კარმა ძალიან ცუდი რამაა. მიშა კარგად იქნება, დარწმუნებული ვარ ამაში და ეს გველის წიწილები კიდე ისისინებენ და იხოხებენ. მდაბიოს გამოსწორება არ იქნება.მდაბიოდ დარჩება,“- წერს მარინა ძაგნიძე.ცნობისათვის, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გახმაურებული განცხადება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას გააკეთა.„კაცს შეუძლია, ცილა მიიღოს და არ იღებს, ჭამოს კვერცხი, ხაჭო და დამთავრდება პრობლემა. მგონი, რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, ეტყობა, მათ მიმართ რაღაც განზიდვა აქვს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

1651581194

მარიკო კობახიძე
"ასეთი ადამიანები დღეს გამოდიან ტელევიზორებში და ჭკუას გვარიგებენ" - მარიკო კობახიძე

 საზოგადოების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას, სადაც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ ეტლის საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი „მცენარე“ გახდება.ჟორჟოლიანის განცხადებას ყოფილი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მიმართულების კოორდინატორი, იურისტი მარიკო კობახიძე გამოეხმაურა. კობახიძე გულისტკივილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეტლით მოსარგებლე ადამიანები მცენარეებად მიაჩნიათ.„12 წელია რაც ეტლით მოსარგებლე გავხდი. თავდაპირველად ეტლში ჩაჯდომა ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო. მეგონა, რომ ცხოვრება დამთავრდა და იმ წუთიდან უკვე აღარაფერს არ ექნებოდა აზრი. და ეს ყველაფერი “დამსახურება” იყო აი ასეთი გაუნათლებელი და ბნელი ადამიანების. ადამიანების, რომლებიც ამ საუკუნეშიც ფიქრობენ, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანები მცენარეები და უსარგებლოები ვართ.და ასეთი ადამიანები დღეს გამოდიან ტელევიზორებში და ჭკუას გვარიგებენ.პ.ს. აი, ახლა ამის გამართლებასა და დაცვას ვინც დაიწყებთ, თავდაპირველად კორექტულად გთხოვთ, რომ წამშალოთ თქვენი მეგობრების სიიდან და არც კი გაბედოთ ჩემს კედელზე რაიმე გამამართლებელი სიტყვების დაბრეხვება!“ - წერს მარიკო კობახიძე.ცნობისათვის, ნანუკა ჟორჟოლიანმა აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას გააკეთა.„მე, ნანუკა ჟორჟოლიანი სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, რომ მიხეილ სააკაშვილი ეტლში იქნება მცენარე და აზრი არ ექნება მის სიცოცხლეს,“ - განაცხადა ჟურნალისტმა. მოგვიანებით ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარი სიტყვები განმარტა და ეტლით მოსარგებლე ადამიანებს ბოდიში მოუხადა.

1651563485

9 აპრილის მემორიალი
"უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ფოტოების 9 აპრილის მემორიალზე დადება, ხსოვნის მოპარვად მიმაჩნია" - ნათია ბაშალეიშვილის და

ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ, 9 აპრილის მემორიალთან, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნისადმი პატივის მიგების იდეას გამოეხმაურა სოციალურ ქსელში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული 17 წლის ნათია ბაშალეიშვილის და - თამთა ბაშალეიშვილი.თამთა ბაშალეიშვილი წერს, რომ 9 აპრილს დაღუპულების მემორიალთან უკრაინაში დაღუპულების ფოტოების განლაგება, არასწორი იყო.„რუსეთთან ომი ჩემთვის უკრაინით არ დაწყებულა.ეს ომი ჩემი ოჯახისთვის 1989 წლის 9 აპრილს დაიწყო.გამარჯვებისა და ერთობის სიმბოლოების მიუხედავად, ეს დღე ჩემთვის პირადი ტრაგედიის დღეა.უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების დიდი პატივისცემისა და მათი ოჯახებისადმი თანაგრძნობის მიუხედავად, მათი ფოტოების 9 აპრილის მემორიალზე დადება 9 აპრილის გმირების ხსოვნის მოპარვად მიმაჩნია.თუ ავტორებს სხვა განზრახვა ჰქონდათ, არ მესმის რა დააშავეს გიორგი ანწუხელიძემ, ჟიული შარტავამ, მამია ალასანიამ, გურამ გაბისკირიამ, შინდისის ბიჭებმა და სხვა ათასობით ქართველმა ვინც რუსეთთან ომს შეეწირა?!9 აპრილის დღისა და სხვა ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნის მოპარვა უზნეობა და ჩვეულებრივი მაროდიორობაა!“- წერს თამთა ბაშალეიშვილი.ცნობისათვის, ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა, 9 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან, უკრაინის მხარდამჭერი კიდევ ერთ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს სიტყვით უკრაინის რადას წევრმა ალექსეი გონჩარენკომ მიმართა. 

1649669263

გიორგი ბარამიძე
"ორმაგი სიამაყე მაქვს, რომ მასთან ერთად ვარ იქ, სადაც უკრაინის, საქართველოს და მსოფლიოს ბედი წყდება" - გიორგი ბარამიძე მამუკა მამულაშვილს პასუხობს

უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის ფეისბუქ პოსტს, რომელიც მამულაშვილმა გიორგი ბარამიძეს მიუძღვნა, ბარამიძე საკუთარი ფეისბუქ გვერდის საშუალებით გამოეხმაურა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, აფხაზეთის ომის ერთ ეპიზოდს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ეს ამბავი საჯაროდ არასოდეს მოუყოლია.„აქამდე არასდროს მითქვამს ეს ამბავი საჯაროდ. მაშინ პატარა მამუკა და მამამისი (აცხონოს ღმერთმა) გენერალი ზურაბ მამულაშვილი, როცა 1992/93 ლებში აფხაზეთში რუსებთან ომის დროს სოხუმთან "სოხუმ ჰესზე" უპირატესი მტრის შემოტევის შემდეგ ტყვედ ჩავარდნენ და დიდი პერიპეტიების შემდეგ (აქ არ მოვყვები და ოდესმე დავწერ ალბათ) შევძელი ტყვეობიდან ისინი და კიდევ 12 მებრძოლი ტყვე სამშვიდობოს გამომეყვანა.ამიტომ დღეს, როცა მამუკა უკვე ზრდასრული კაცია და მეტიც, უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურია, ორმაგი სიამაყე მაქვს, რომ მასთან და სხვა ქართველებთან ერთად ვარ იქ, სადაც უკრაინის და ცხადია ასევე საქართველოს, ევროპისა და მთელი მსოფლიოს ბედი წყდება,“- წერს გიორგი ბარამიძე.ცნობისათვის, უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა მეომარმა, მამუკა მამულაშვილმა, სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ბარამიძე ის ადამიანია, რომლის თვალებშიც შიში არასოდეს დაუნახავს.

1649408163

მაიკო ელოშვილი
„მივმართავ ხელისუფლებას!" - საკრებულოს ყოფილი წევრის რჩევები ხელისუფლებას

თბილისის საკრებულო ყოფილი წევრი მაიკო ელოშვილი ქვეყნის დისკრედიტაციის მცდელობათა აღკვეთის მიზნით, საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას ურჩევს.„მივმართავ ხელისუფლებას! უკრაინის ხელისუფლების მიერ, წინასწარ დაწერილი სცენარით, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების აღსაკვეთად, დაუყოვნებლივ:1. გამოიწვიეთ საქართველოს ელჩი უკრაინაში და გაწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობა ქვეყანასთან, რომლის ხელისუფლება ნაცკრიმინალებთან ერთად, მიზანმიმართულად ხელყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.2. სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცით ყველა ის პირი, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლების ძალადობით შეცვლისა და სამთავრობო უწყებებში შეჭრის შესახებ.3. შესაბამისმა უწყებებმა განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანონ უკრაინიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, ლტოლვილის ან ტურისტის სტატუსით შემოსული პირები, რომელთა შორის დიდი ალბათობით იქნებიან ნაცმკვლელთა მიერ დაქირავებული მებრძოლები, ე.წ. "ქართული მაიდნის" მოსაწყობად.4. დაიწყეთ სისხლის სამართლებრივი დევნა ყველა იმ ნაცკრიმინალის მიმართ, რომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა.5. სისხლის სამართლის კოდექსში აღადგინეთ მუხლი სახელმწიფო ღალატისა და ცილისწამების შესახებ, მკაცრი სანქციებით.6. მოიხსენით ყველა ვალდებულება ნაცკრიმინალებთან თანამშრომლობის თაობაზე და მიიღეთ ყველა კანონიერი ზომა, "ნაციონალური მოძრაობის" რეგისტრაციიდან მოსახსნელად.7. დაიწყეთ აქტიური დიალოგი ამერიკისა და ევროპული ქვეყნების ლიდერებთან, უკრაინის ხელისუფლების ნაცკრიმინალებთან თანამშრომლობასა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული განცხადებების თაობაზე და კატეგორიულად მოითხოვეთ მათგან წინასწარგამიზნულ ცილისწამებებზე რეაგირება.8. საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა, იმოქმედონ აქტიურად და ყოველდღიურ რეჟიმში მოახდინონ პოლიტიკური ლიდერების, საერთაშორისო საზოგადოებისა და უკრაინელი ლტოლვილების ინფორმირება, საქართველოს მიერ უკრაინის მიმართ გაწეული დახმარებისა და საქართველოს წინააღმდეგ, უკრაინის ხელისუფლების ცილისმწამებლური განცხადებების შესახებ.9. წაუყენეთ ბრალი მიხეილ სააკაშვილს, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედს, ყველა მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, მათ შორის ბოლო დღეებში გაკეთებული ძალადობრივი მოწოდებების გამო.10. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რომლის საფუძველზე, ნაცკრიმინალებს, რომელთა მიმართ დადგება გამამტყუნებელი განაჩენები, დაეკისროთ ქონებრივი ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე და მათ ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.11. საქართველოს პარლამენტმა მიიღოს ლუსტრაციის კანონი და რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღება და ქვეყანას მიეცემა განვითარების საშუალება,“- წერს მაიკო ელოშვილი სოციალურ ქსელში. ელოშვილი ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ მის მიერ ჩამოთვლილი ნაბიჯების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, თანამოაზრეებთან ერთად, ოპოზიციის მიზნების განხორციელებას პროტესტის მშვიდობიანი ფორმების გამოყენებით დაუპირისპირდება."ზემოჩამოთვლილი მოთხოვნების შეუსრულებლობის და ნაცკრიმინალების დაუსჯელობის შემთხვევაში, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ვიტოვებთ უფლებას, არ დავუშვათ ნაცმკვლელთა ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნება, გამოვიყენოთ პროტესტის ყველა მშვიდობიანი ფორმა მათი პოლიტიკური პროცესისგან ჩამოსაშორებლად და სამართლიანობის აღსადგენად,“- წერს მაიკო ელოშვილი.ცნობისათვის, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი კონტრაბანდული საქონლის მიღებას საქართველოს გამოყენებით გეგმავს და ამაში საქართველოს მთავრობა მას ხელს არ შეუშლის.„იმისათვის, რომ სანქციებს გვერდი აუარონ, რუსეთის აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიიღეს დავალება, რომ ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას",- ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ვერიფიცირებულ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში. 

1649151359

კახა გოგოლაშვილი
"ძველი რუსეთი ერთიანდება კიევის გარშემო" - კახა გოგოლაშვილის ისტორიული ექსკურსი

„პუტინს ჰგონია, რომ აერთიანებს რუსეთს მოსკოვიის ქვეშ, მაგრამ სინამდვილეში ერთიანდება ძველი რუსეთი კიევის გარშემო. აშკარაა, რომ, როდესაც რუსეთის ფედერაცია დაიშლება კიევთან ინტეგრაციას მოინდომებენ ბელარუსიც და რუსეთის დასავლეთის პროვინციები, რომლებიც ოდესღაც ძველ სლავურ ქალაქებს წარმოადგენენ,“- ასე ეხმაურება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი.გოგოლაშვილი დღევანდელ მოვლენებს აფასებს და პარალელებს რუსეთისა და უკრაინის ისტორიულ წარსულთან ავლებს.„უკრაინის დღევანდელი ღერბი "ტრეზუბეცი" ნამდვილ რუსთა სახელმწიფოს საფუძველშივე იდო. ის მეცხრე საუკუნეში კიევისა და ნოვგოროდის დიდი მთავრის ვოლოდომირის მიერ მოჭრილ მონეტაზეა გამოსახული. დღევანდელი რუსეთის მმართველი ვლადიმერ პუტინი შეპყრობილია იდეით, რომ კიევის რუსეთი (Киевская Русь) დღევანდელი რუსეთის (რუსეთის იმპერიის) განუყოფელი ნაწილი იყო. თავად კი, ალბათ წარმოუდგენია, რომ მისი სახელი განგების გამო ემთხვევა კიევის დიდი მთავრის სახელს და მისი მისია მდგომარეობს იმაში, რომ კიევი - „რუსთა ქალაქთა დედაი“ (Мать городов русских), დააბრუნოს მშობლიურ წიაღში.თუმცა რეალობა სულ სხვაა. დღევანდელ რუსეთს პეტრე პირველამდე მოსკოვია ერქვა. ის არ ყოფილა სლავების (Рус-ების) ქვეყანა. მისი მოსახლეობა შერეული უგრო-ფინური და მონღოლური წარმოშობისა იყო. მათ დაიმორჩილეს რუსეთის სლავური სამთვაროები მე-15 საუკუნეში და თავად კულტურულად ნახევრად გარუსდნენ, მაგრამ სძულდათ ყველაფერი დასავლური. ამ დროს ნამდვილი სლავური სამთავროები ვაჭრობდნენ და მეგობრობდნენ მათ მეზობელ პოლონელებთან და ლიტველებთან, ანუ დასავლურ ცივილიზაციებთან. მოსკოვიის მეფემ ივანე მესამემ (რომელიც ამავე დროს ყირიმის ხანის ვასალი იყო), მე-15 საუკუნეში რუსული სამთავროების დაპყრობის შემდეგ მათ აუკრძალა ლიეტუვასთან და სხვა დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობა. კიევი მან ვერ დაიპყრო და უკრაინელები პოლონელების გავლენის ქვეშ მოექცნენ.ვლადიმერ პუტინი, ყირიმის ანექსიის გასამართლებლად ხშირად იყენებდა იმ არგუმენტს, რომ ეს ჩვენი, რუსი ხალხისთვის მაღალი სიმბოლიზმის მატარებელი მხარეაო, რუსეთი იქ მოინათლაო. კი, 987 წელს ვოლოდიმირმა, დიდმა მთავარმა, ყირიმის ქალაქ ხერსონესში (რომელიც მაშინ ბიზანტიას ეკუთვნოდა) მართლმადიდებლური ნათლობა მიიღო. მაგრამ ის კიევის რუსეთის მეფე იყო და არა მოსკოვიის! ასე რომ, თუ პუტინისეულ არგუმენტაციას გამოვიყენებთ, ყირიმზე სულიერი კუთხით ლეგიტიმური უფლებები უფრო კიევს აქვს ვიდრე მოსკოვს (თანამედროვე საერთაშორისო სამართალს აღარც კი ვეხები). მოკლედ, თუ მისტიური დამთხვევებისა გვჯერა, პუტინი შეცდომაშია შეყვანილი და ის ვოლოდიმირი არ არის. ვოლოდიმირის თანამედროვე პროტოტიპი უფრო ვოლოდიმირ ზელენსკია. პუტინი კი "ცრუ-ვლადიმირად" (лже-Владимер) დარჩება ისტორიაში. და თუ ის ცდილობს კიევის მოსკოვიისთვის დამორჩილებას, მაშინ ის უფრო ივან მესამის ინკარნაცია ყოფილა (სხვათა შორის ის შეთქმულებმა მოკლეს). მაგრამ ივანეს არ გამოუვიდა კიევის დაპყრობა, ეს მას პოლონელებმა და ლიტველებმა არ დაანებეს (როგორ მეორდება ისტორია!)საინტერესო დამთხვევაა, რომ კიევის დიდი მთავრის ვოლოდიმირ რიურიკის (ვარიაგების/ვიკინგების დინასტიის) ღერბი დღეს უკრაინის ღერბია და არა რუსეთისა. ეს ღერბი, რომელიც ჰერალდიკის პრინციპების შესაბამისად, ძალიან ძლიერი სიმბოლოა დღეს მოსკოვიას ებრძვის და გადატეხავს კიდევაც მას,“ - წერს კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში.

1647588341

ზარქუა არახამია
"ჩემი ფოტო დააქვთ აქეთ-იქით და თან არასწორი ინტერპრეტაციით" - ირაკლი ზარქუა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოკოლაჟს, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, უკრაინის უმაღლესი რადას წევრ და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერ დავით არახამიასთან ერთადაა გამოსახული, ირაკლი ზარქუა საკუთარი ფეისბუქ გვერდის საშუალებით ეხმაურება.„დღეს მთელი დღეა, ჩემი ფოტო დააქვთ აქეთ-იქით და თან არასწორი ინტერპრეტაციით. მე პირველ რიგში ქართველი, მეგრელი ვარ და არასდროს ჩემს ხალხს ოკუპანტის ენაზე მიმართვას არ ვაკადრებ და არც არაფერია ამაში ჩემი აზრით მისაბაძი. რაც შეეხება ხუმრობას და ხალისს ამ თემაზე, კი ბატონო, შეიძლება.უბრალოდ მინდა იცოდეთ, გარკვეული პროცედურების გამო, თმების გადაპარსვა მომიწია და ამიტომ 2 კვირა მიწევს ასე ქუდით სიარული. ეს არის და ეს,“- წერს ირაკლი ზარქუა.ცნობისათვის, ფეისბუქმომხმარებლები აქტიურად ავრცელებენ კეპიანი ირაკლი ზარქუასა და დავით არახამიას ფოტოს და წერენ, რომ ზარქუამ სტილი არახამიასაგან გადმოიღო. ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან კეპით რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. მისი განცხადებით, კეპით სიარულის აუცილებლობა სამედიცინო პროცედურითაა განპირობებული.

1647329500

ოთარ ფანცულაია
„დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, ისევ „ქართული ოცნება“ მოიგებს" - ოთარ ფანცულაია

 ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესებს, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებას და ამ დაპირისპირების მოსალოდნელ შედეგებს ეხმაურება სოციალურ ქსელში „დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი ოთარ ფანცულაია. ფანცულაია ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან, მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკაზე აგებული ნარატივი, დადებით შედეგს ვერ მოიტანს. „კაი, გავიგეთ რომ კოლაბორაციონისტული პრორუსული ხელისუფლება გვყავს.. ყური იმასაც მიეჩვია, რომ ჩვენი ხელისუფლების გინებაში ზოგჯერ ჩვენი სახელმწიფოსკენაც გამოექცევათ ხოლმე არცთუ კორექტული შეფასებები.. გავიგეთ, რომ ალტინფოც და ყველა პუტინისტური პარტია თუ ორგანიზაცია რეალურად ქართული ოცნების პოლიტიკური ქვედანაყოფია... გასაგებია, რომ ქართული ოცნების ორაზროვანი პოლიტიკა ოპოზიციისთვის არის ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა.. და რა მერე? ერთი ადამიანიც არ მინახავს, ვისაც აქამდე არ მოსწონდა ენმ და ახლა მოსწონს. თქვენ გეგულებათ ვინმე ასეთი? შეწყვიტა მიშამ მორიგი უვადო შიმშილობა და ამაზე ახლა ოპოზიციაშიც ნერვიულად ეღიმებათ. ვერცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ახალი ელექტორატის მოზიდვა ვერ მოახერხა. ისინი არ იცვლებიან, მათი სტილი და რიტორიკა არ იცვლება, მათ არ გააჩნიათ იდეები,ამიტომ ახალ ჭირს ხალხი ისევ შეჩვეულ ჭირს არჩევს, იმიტომ რომ მათ რეპუტაციული უპირატესობა ვერ მოიპოვეს. ყველა კოზირი ხელში აქვთ და ამ დროს პრორუსულ, კოლაბორაციონისტ, ორაზროვანი პოლიტიკის გამტარებელ ხელისუფლებასთან რეპუტაციული უპირატესობა ვერ მოიპოვეს!“- წერს ოთარ ფანცულაია და აღნიშნავს, რომ არსებულ პირობებში, ოპოზიცია ვერც მომავალ არჩევნებში შეძლებს სასურველი შედეგის მიღებას. „დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, ისევ „ქართული ოცნება“ მოიგებს, ეჭვი არ შეგეპაროთ.. არა იმიტომ, რომ ამომრჩეველს ის მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციამ ამომრჩევლის ნდობა ვერ მოიპოვა. უკრაინის თემაც კი ჯეროვნად ვერ გამოიყენეს. სტრატეგია: "ხელისუფლება ცუდია, ამიტომ აგვირჩიეთ ჩვენ" - არ მუშაობს, არც ოდესმე უმუშავია და არც მომავალში იმუშავებს. მათ ამის გაგება არ სურთ. მიზეზი? ოპოზიციური პარტიები ისევ მხოლოდ საკუთარ ელექტორატთან მუშაობენ, ხოლო ამ მოჯადოებული წრის გარეთ თავისი იდეების გავრცელება აზრადაც არ მოსდით, მათ უბრალოდ არ მოსწონთ ის ადამიანები, ვინც მათ მხარეს არ დგანან, ამიტომ თვლიან, რომ მათთან საუბარი არ ღირს. რეალურად ყველა ოპოზიციური პარტია ერთმანეთის კონკურენტია და არა ხელისუფლების. ისიც არ მესმის, ეს რანაირი კონკურენციაა, როცა ყველა მათგანის რიტორიკა ერთი ერთში იმეორებს დანარჩენის რიტორიკას.. წყლის ნაყვაა ამათი ცოდვილობა, გინდ იქით, გინდ აქეთ.. კიდევ როგორ უდგია ქვეყანას სული,“- წერს ოთარ ფანცულაია.

1646993352

თამარ გამყრელიძე
"რატომ არ გვეკითხებიან აზრს იმ ხალხს, ვინც ეს გამოიარა?" - რუსეთში გაზრდილი ქართველი საკუთარ ისტორიას იხსენებს

სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილება საკითხი საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ. საზოგადოების ერთი ნაწილი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინების გამო კატეგორიულ პროტესტს გამოხატავს. ამ ფონზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს პოსტები, სადაც ფეისბუქმომხმარებლები საკუთარი გამოცდილების შესახებ საუბრობენ. „5 წლის ვხდებოდი, როცა მოხდა ისე, რომ ჩემი ოჯახი წავიდა რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვში!“ - წერს პიარის სპეციალისტი თამარ გამყრელიძე და მოსკოვში გატარებულ ბავშვობასა და ახალგაზრდობას იხსენებს. გამყრელიძე იმ ბულინგსა და დამცირებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც მოსკოვში მცხოვრები ქართველები განიცდიდნენ. „სიტყვა არ ვიცოდი რუსულად, არ მესმოდა რას მეუბნებოდნენ, დედაჩემი მთელი პირველი კლასის განმავლობაში მეჯდა მერხზე გვერდით და მითარგმნიდა თითო სიტყვას. მეც გავიზარდე, ენაც ვისწავლე და მეგონა გავხდი იმ სოციუმის ნაწილი…მაგრამ არა! მთელი ჩემი სკოლის პერიოდი, უფროს კლასებამდე, ვიყავი ბულინგის მსხვერპლი, фуууу, грузинка-ს და черножопая, вали в свою страну-ს მეტი არაფერი მსმენია, მადლობა ჩემ ფსიქიკას, მადლობა ჩემს მშობლებს რომ ძალიან მამაცი გამზარდეს და ყოველთვის შემეძლო ჩემი თავის დაცვა! გავიდა წლები, შევიძინე მეგობრები ( არც ერთი რუსი მათ შორის არ ყოფილა!) ჩავაბარე უნივერსიტეტში, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოგეხსენებათ უკულტურულესი ხალხი სწავლობდა და ნახევარ რუსულ ელიტას აქვს დამთავრებული. პირველი 2 კურსი არ გამჭირვებია, რადგან იქაც ქართველი მეგობრები ვიპოვე, სადაც არ უნდა წავსულიყავი თითქოს სამშობლოს ნაწილს ვეძებდი, შეიძლება ჩემშიც არის პრობლემა. მესამე კურსზე რომ ვიყავი დაიძაბა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და მე ხუთოსანი რომ ვიყავი 12 საგანში ჩამჭრეს, ჩემი კურსის ოსი ინსპექტორი კბილებით მიჭერდა რომ არ გავერიცხე, შევედი დეკანატში და დიდი პლაკატი იყო долой грузин и грузинское вино. გაგიკვირდებათ, და ჩემი პირველი სამიანი ქართველმა დამიწერა... გავიდა დრო და მე მაინც ავიღე დიპლომი, გადმოცემის დროს რექტორმა ყურში ბოდიში ჩამჩურჩულა და მე ეს არასოდეს დამავიწყდება! მე ეს ყველაფერი გამოვიარე, მე გამოვიარე პასპორტის სახეში მოგდება ბანკში ფულის დახურდავების დროს, მე გამოვიარე ხალხის შეურაცხყოფა, მე აღარ მინდა რუსეთი, მე აღარ მინდა ის მენტალობა, მე მინდა ნათელი მომავალი. სულ მაინტერესებს, რატომ არ გვეკითხებიან აზრს იმ ხალხს, ვინც ეს გამოიარა? მერე კი ვხვდები რატომაც, არავის უნდა სიმართლის მოსმენა! P.S. უამრავი არაჩვეულებრივი საღად მოაზროვნე რუსი მეგობარი მყავს, რომლებიც ძალიან მიყვარს და ძალიან ვუფრთხილდები! ღმერთო გაძლება ყველას, ვინც ოდნავ მაინც, ირიბადაც კი დაზარალდა ამ დესპოტური რეჟიმისგან!“- წერს თამარ გამყრელიძე. ცნობისათვის, სოციალურ ქსელში აქტიურად მიმდინარეობს კამპანია, სადაც ფეისბუქმომხმარებლები საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავენ საქართველოში რუსეთს მოქალაქეების შემოსვლის მიმართ. ვრცელდება სპეციალური განცხადების ტექსტი, რომელსაც ადამიანები საკუთარ გვერდზე აზიარებენ და რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას აპროტესტებენ.

1646650413

გიგი პიანომენი
"გიგიმ უთხრა მათ, ეს თქვენ გეძღვნებათო და დაუკრა უკრაინული სიმღერა" - ისტორია სოციალური ქსელიდან

სოციალურ ქსელში პოპულარული გახდა ფეისბუქმომხმარებლის, მიშა ჟღენტის ნაამბობი ისტორია, სადაც ავტორი თბილისის ერთ-ერთ რესტორანში განვითარებულ ამბავს ჰყვება. „მეგობრებო არ შემიძლია ეს არ მოვყვე. 15 წუთის წინ ერთ ადგილზე უკრავდა ცნობილი პიანისტი გიგი პიანომენი. მასთან მივიდა მოსკოველი რუსი ორ ქალბატონთან ერთად და დაუდო 100 დოლარიანი ნუ როგორც მერე გავიგე რამე ჩვენებური დაუკარიო. გიგიმ გამოართვა ფული რაც მე და მეგობრებს ძალიან გაგვიკვირდა მაგრამ მერე რაც მოხდა იყო კაცობის გაკვეთილი. გიგი დაჯდა და უთხრა მათ ეს თქვენ გეძღვნებათო და დაუკრა უკრაინული სიმღერა „ჩირნობრივცი.“ ეს იყო შოკი ... ესენი ისე აწითლდნენ, ადგნენ... რის შემდეგაც გიგიმ ფული უკან პიჯაკში ჩაუდო და უთხრა ეს ფული გუშინ გარდაცვლილ ბავშვს გაუგზავნეო... იმ წუთში დატოვეს რესტორანი. გავიგონე ქალები ლიფტთან ამბობდნენ : - ხომ ვამბობდი ქართველი ასეთი “ კრუტოიაო.” მოკლედ გიგი შენ ხარ კაცი მადლობა!“- წერს პოსტის ავტორი.

1646644877

გიორგი კაპანაძე
"ეს ჩვენი ომიცაა“- გიორგი კაპანაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში პარტიის იმ წევრებისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სიას აქვეყნებს, რომლებიც უკრაინის ომში პირადად არიან ჩართული და მეგობარ ქვეყანას ეხმარებიან. „იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველია, ჰააგის სასამართლოსთვის გასაგზავნი მტკიცებულებების შეგროვებაზე და ომის დანაშაულის ფაქტებზე მუშაობს. შს ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი აქტიურად არის ჩართული უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების შეტანაში. შს ყოფილი მინისტრი, გია ბარამიძე უკრაინაშია და ეხმარება ჩვენს მეგობრებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ფრონტის ხაზზე იბრძვის. ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, გურამ ჩალაგაშვილი ასევე იარაღით ხელში იცავს უკრაინას. ეს ჩვენი ომიცაა,“- წერს გიორგი კაპანაძე. შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას განახორციელა. შეტევა რუსეთმა ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ამ დროისთვის, ქალაქებთან ერთად დაბომბილია რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი. არიან გარდაცვლილები და დაშავებულები. ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და სამხედრო განგაშია გამოცხადებული. ამ დროის მონაცემებით დაბომბილია ქალაქები, სტრატეგიული და სამოქალაქო ობიექტები. არიან გარდაცვლილები და დაშავებულები.

1646396247