აშშ სამხედრო დახმარება
აშშ-მა საქართველოს თავდაცვის ძალებს 26 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადასცეს

საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებს 26 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადასცეს.„დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებს მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად 26 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადავეცით. ეს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს თავის სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს“, - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1663847372

ირაკლი ღარიბაშვილი
"მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი" კიდევ ერთი ნაბიჯია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, საამაყო ჯარის პროფესიონალიზმისა და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის მიმართულებით" - პრემიერი 

"მრავალეროვნული სწავლება - "ღირსეული პარტნიორი" კიდევ ერთი თანამიმდევრული ნაბიჯია ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ჩვენი საამაყო ჯარის პროფესიონალიზმისა და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის მიმართულებით," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალეროვნული სწავლების - "ღირსეული პარტნიორი 2022"-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს და აღნიშნა, რომ მათ კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა."ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო, ქალბატონო ელჩო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, ყველას მოგესალმებით.პატივცემულო სტუმრებო, გილოცავთ მორიგი მრავალეროვნული სწავლების -„ღირსეული პარტნიორი 2022“-ის წარმატებულ დასრულებას.ჩვენ ნამდვილად გვეამაყება, რომ ამ სწავლებას საქართველოში უკვე მეექვსედ ვმასპინძლობთ.ეს არის კიდევ ერთი თანამიმდევრული ნაბიჯი ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ჩვენი საამაყო ჯარის პროფესიონალიზმისა და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის მიმართულებით. წლიდან წლამდე ჩვენი სამხედროები, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების კოლეგებთან ერთად, ავითარებენ თავიანთ შესაძლებლობებს და ქმნიან ძლიერ კავშირებს.სწავლების სახელი - "ღირსეული პარტნიორი" კარგად გამოხატავს იმ ძირითად პრინციპს, რაც საფუძვლად უდევს ჩვენს მრავალწლიან, ურთიერთგაძლიერებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. ჩვენი ქვედანაყოფები, უნიკალურ საბრძოლო უნარების დაუფლებასთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ ჩვენს სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებს.მე მინდა მადლობა გადავუხადო სწავლებაში ჩართულ ყველა ქვეყანას, მათ შორის, ამ სწავლებაში პირველად მონაწილე იაპონიისა და შვედეთის წარმომადგენლებს, ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ სწავლებაში. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, სწავლების ორგანიზებასა და აღსრულებაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა არის მტკიცე და მზარდი დინამიკის, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის განმტკიცებისკენ.ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს სამხედროებს, ყველას და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ "ღირსეული პარტნიორი 2022"-ის დასრულება. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.მრავალეროვნული სწავლება - "ღირსეული პარტნიორი 2022" ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ოფიციალურად დასრულდა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ ღონისძიების სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.მონაწილე ქვეყნების პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და აშშ-ის არმიის V კორპუსის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯეფრი ბროუდვოთერმა.ღონისძიება სწავლების მონაწილე პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით გაგრძელდა. თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უცხოელი და ქართველი სამხედროები წვრთნებში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით -"ღირსეული პარტნიორი", "გენერალი მაზნიაშვილი" და "გენერალი კვინიტაძე" დააჯილდოვა.ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლების დახურვის ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წევრები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისისა (ODC) და ევროკავშირის მონტორინგის მისიის წარმომადგენლები.

1662711961

ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო
ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობდნენ.მათივე ცნობით, რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე უკრაინაში არსებული ვითარება, ქვეყნის საჭიროებები და შესაძლებლობები, ასევე სამომავლო პერსპექტივები და უკრაინის დასახმარებლად ნატოს წევრი თუ არაწევრი ქვეყნების შესაძლებლობები განიხილეს. საკონტაქტო ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის გაუმართლებელ და აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა შეხვედრაში მონაწილე მხარეებს მადლობა გადაუხადა."ჩვენ ვაპირებთ გავაღრმაოთ ჩვენი საერთო გადაწყვეტილება, დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში." უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მიწვევის საფუძველზე დაესწრო. "შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო და განვიხილეთ უკრაინაში მიმდინარე სიტუაცია, ის შესაძლებლობები, სამომავლო პერსპექტივები, თუ რა შესაძლებლობებით შეიძლება დაეხმარონ ნატოს წევრი თუ არაწევრი ქვეყნები უკრაინას. ეს ჯგუფი აქტიურად განაგრძობს მუშაობას და დაეხმარება უკრაინას შესაძლებლობების განვითარებაში," - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე გამართულ შეხვედრაში 50-მდე თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მეხუთედ, ხოლო რამშტაინის ბაზაზე მეორედ ტარდება.

1662706028

ჯარი
საქართველოსა და აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალებმა გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები ჩაატარეს

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონის საზღვაო სპეცდანიშნულების ასეულისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სპეცდანიშნულების ჯგუფებს შორის გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში დასკვნითი სწავლება ჩატარდა.ორკვირიანი სწავლება სხვადასხვა სასწავლო კომპონენტებს მოიცავადა, მათ შორის იყო სანაპირო ზოლის რეკოგნოსცირება, ზღვიდან ხმელეთზე ინფილტრაცია/ექსფილტრაცია, სანაპირო ზოლში/ნაპირზე რეიდი, ჩასაფრება იერიშები, ტაქტიკური მომზადება, ახლო მანძილზე სროლის კურსი. თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებში გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები (JCET) სისტემატიურად ტარდება და მასში ქართველ სამხედროებთან ერთად მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც იღებენ. სწავლების მიზანს გამოცდილების გაზიარება და მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენს.

1661850731

"ღირსეული პარტნიორი 2022" დაიწყო
"ღირსეული პარტნიორი 2022" დაიწყო

მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2022" ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად გაიხსნა. სწავლებაში მონაწილე  საქართველოს, აშშ-ის, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო წვრთნების დაწყება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას პარტნიორებთან თანამშრომლობასა და რეგიონში სტაბილური გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.საერთაშორისო სწავლების გახსნის ცერემონიალს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, ასევე ნატოს ძირითადი ჯგუფის, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ.საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას "ღირსეული პარტნიორი 2022" უკვე მეექვსედ მასპინძლობს. საერთაშორისო წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა (USAREUR) ხელმძღვანელობს, ხოლო მხარდაჭერას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ახორციელებს. „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის.სწავლების ისტორიაში წელს პირველად მიიღებენ მონაწილეობას იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. მრავალეროვნულ სწავლებაში 2400-ზე მეტი სამხედროა ჩართული. წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები არიან: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალები.

1661777896

კობალაძე სამძიმარზე
კობა კობალაძემ ბერდია ჯოხაძის ოჯახს მიუსამძიმრა

ეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის ომში გარდაცვლილი კიდევ ერთი ქართველის, ბერდია ჯოხაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბერდია ჯოხაძე, უკრაინაში, კერძოდ ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო 12 აგვისტოს გარდაიცვალა.ბერდია ჯოხაძე უკრაინიდან საქართველოში დღეს ჩამოასვენეს. ქაშუეთის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი, დღეს, 20:00 საათამდე გაიმართება. 21 აგვისტოს კი, ბერდია ჯოხაძეს წავკისის საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.უკრაინაში ომს დღემდე 18 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

1660911020

ედვარდ ვონი
საქართველოში აშშ-ის ევროპული სარდლობის ბრიგადის გენერალი ედვარდ ვონი ჩამოვიდა

საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის მიმდინარეობის შუალედური შეფასების მიზნით საქართველოში აშშ-ის ევროპული სარდლობის ბრიგადის გენერალი ედვარდ ვონი ჩამოვიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში გამართულ გაფართოებულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა. საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის პროგრესის მიმოხილვის შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრო. შეხვედრაზე ამერიკული მხარე წარმოდგენილი იყო აშშ-ის ევროპული სარდლობის, პენტაგონის და საქართველოში აშშ-ის წარმომადგენლებით.მხარეებმა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის მიმდინარეობა დადებითად შეაფასეს და შეკავების, წინააღმდეგობისა და მედეგობის გაძლიერების კუთხით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს.შეხვედრის მიმდინარეობისას ვიდეო-კონფერენციის საშუალებით აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერი ჩაერთო. მან თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის მიმდინარეობას დადებითი შეფასება მისცა და მის იმპლემენტაციაში მონაწილე მხარეებს წარმატება უსურვა.აღინიშნა, რომ აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ გაფორმებული ინიციატივა, რომელიც ქვეყნის მედეგობას განამტკიცებს, სტრატეგიული პარტნიორობის ახალ საფეხურად და მომავალი ათწლიანი დინამიკური თანამშრომლობის საფუძვლად განიხილება. საუბარი შეეხო ასევე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მძიმე გარემოსა და მზარდ საფრთხეებს, საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების კონკრეტულ ნაბიჯებს, აშშ-საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებებს, ამ პროცესში აშშ-ის ევროპული სარდლობის მნიშვნელოვან კონტრიბუციასა და მხარდაჭერას.თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოსებ ბილბო,დელეგაციის წარმომადგენლები და საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის ძალისხმევის ხაზების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

1660893886

უკრაინა ჯარისკაცი
(ვიდეო) რუსებს ხელში ქართველი სამხედროს პირადი საქმე ჩაუვარდათ

რუსულმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, თითქოს რუსებმა დონბასში უკრაინის მიერ დაქირავებული მებრძოლების მონაცემები ლისიჩანსკში იპოვეს. მათ შორის არის ქართველი სამხედროს მიხეილ ქამხაძე პირადი საქმე რომელიც, რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინელების ინსტრუქტორი იყო და მათ ნატოს სტანდარტების წვრთნებს უტარებდა.ვიდეოში ერთ-ერთი რუსი სამხედრო კამერის წინ მიხეილ ქამხაძის პირად საქმეს ათვალიერებს, რომელსაც საქართველოს თავდაცვის უწყების ოფიციალური ნიშნები აქვს. 

1660039605

ვაზიანი
მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა ვაზიანში კომბინირებული წვრთნა ჩაატარეს

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანში კომბინირებული წვრთნა ჩაატარეს. საველე სწავლებაში მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონის ასეულები მონაწილეობდნენ, რომელსაც მხარს 44-ე საარტილერიო ბატალიონი, საინჟინრო და სადაზვერვო ჯგუფები უჭერდნენ.ერთკვირიანი გეგმური სწავლების ფარგლებში ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლებისთვის სპეციალურად მოეწყო დასახლებული პუნქტი. სიმულაციური სცენარის მიხედვით შესრულდა სხვადასხვა ამოცანა, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიებით ცეცხლის გამოძახება და კორექტირება, საინჟინრო ქვედანაყოფის მიერ დანაღმული ველის აფეთქება, დასახლებულ პუნქტში შეტევის მოგერიება და შენობის გაწმენდა. წვრთნებში ქართული წარმოების "დიდგორი მედევაკი" მონაწილეობდა, რომელმაც დაჭრილების ევაკუაცია განახორციელა. დაშავებული სამხედროების საჰაერო ევაკუაციაში ახლად მოდერნიზებული UH-1 იროკეზის ტიპის ვერტმფრენიც ჩაერთო.სწავლების მიზანი დასახლებულ პუნქტებში ბრძოლისას სხვადასხვა გვარეობის ქვედანაყოფების კოორდინირებული მუშაობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწა, აგრეთვე თავდაცვის ძალებში ახლად დანერგილი ტექნოლოგიებისა და სისტემების პრაქტიკაში გამოყენება იყო.

1659079606

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის ახალდანიშნული მოადგილე იმყოფება
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის ახალდანიშნული მოადგილე იმყოფება

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის ახალდანიშნული მოადგილე იმყოფება. გენერალ-მაიორ მაიკლ ვიკმანს დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლა.გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ამერიკელ გენერალს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობას შორის მჭიდრო, ნაყოფიერი თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება.საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორ მაიკლ ვიკმანსა და დელეგაციის წევრებს წლების განმავლობაში ქართული მხარისთვის გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და ტრანსფორმაციის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზგასმით აღინიშნა ერთობლივი მრავალეროვნული სწავლებების ჩატარების მიმართულებით აშშ-ის არმიის დახმარება და ჩართულობა, ასევე საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის განსაკუთრებული პარტნიორობა. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.საქართველოში გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის მოადგილე საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს ესტუმრება და მათი მუშაობის პროცესს გაეცნობა.

1659010178

ამერიკის საელჩო
"ჩვენ ამაყად ვდგავართ მხარდამხარ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე" - ამერიკის საელჩო საქართველოში

"ჩვენ ამაყად ვდგავართ მხარდამხარ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე". - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში ამერიკის საელჩო წრეს.აშშ საქართველოსთან მრავალწლიან სამხედრო თანამშრომლობას აგრძელებს."სამხედრო თანამშრომლობა, წვრთნები და ერთად მსახური - ეს არის აშშ-სა და საქართველოს შორის მრავალწლიანი პარტნიორობა, რომელსაც ვაგრძელებთ მშვიდობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მუშაობით. ფოთში გადატვირთვის სარკინიგზო პუნქტის მშენებლობა საკვანძო პროექტია, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ და რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას უსაფრთხოების საკითხებში.ელჩი სამხედრო-საზღვაო ძალების 133-ე სამშენებლო ბატალიონს შეხვდა, რომ პირადად გაეგო, როგორ დაეხმარება გადატვირთვის პუნქტი საქართველოს შესაძლებლობას უმასპინძლოს მასშტაბურ წვრთნებს და გადაიტანოს საჭირო აღჭურვილობა,"  - ნათქვამია ინფორმაციაში.

1658327208

თურქეთის მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს ლოჯისტიკური ტექნიკა გადასცა
თურქეთის მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს ლოჯისტიკური ტექნიკა გადასცა

ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით თურქულმა მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქული კომპანია HIDROMEK-ის 8 ერთეული მინი ექსკავატორი-მტვირთავი ტრაქტორი გადასცა. - ტექნიკის გადაცემის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე გაიმართა.ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. მათ ახალი ლოჯისტიკური საშუალებები ადგილზე დაათვალიერეს და ტექნიკის შესაძლებლობებს გაეცნენ.ღონისძიებაზე ტექნიკის მიღება-ჩაბარების ოქმიც გაფორმდა, რომელსაც ხელი ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს.ლოჯისტიკური ტექნიკის გადმოცემა 2019 წელს თურქეთის რესპუბლიკასთან ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა. ტექნიკის ღირებულება 404.824 აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2019 წელს ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზნებისთვის 5-წლიან პერიოდში 100 მლნ თურქული ლირის ოდენობის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს.

1658304062