"თუ ვინმე ციხეში უნდა გაუშვათ, მე გამიშვით" - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

„არარსებულ დანაშაულებს ვიღებ საკუთარ თავზე, თუ ვინმე ციხეში უნდა გაუშვათ, მე გამიშვით,“ - განაცხადა „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ საკუთარ სასამართლო პროცესზე, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიმდინარეობდა.

გვარამიამ საკუთარ საბოლოო სიტყვაში საკმაოდ ვრცლად ისაუბრა, მან ოჯახის წევრებს, "მთავარ არხს", ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეს მიმართა.

"რადგან ბოლო სიტყვაა, რომელიც პროცესის ფარგლებში უნდა ვთქვა, ეს უფრო მიმართვა იქნება, ვიდრე სამართლებრივი არგუმენტაცია. არც ერთ ბრალში თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ჩემ წინააღმდეგ ბრალდება არის პოლიტიკურად მოტივირებული.

მინდა მივმართო რამდენიმე ადამიანს, პირველ რიგში მინდა მივმართო ჩემ ოჯახს, აქ არის სოფო, ბავშვები არ არიან, მინდა მათ ვუთხრა, რაც არ უნდა მოხდეს, არავითარ შემთხვევაში ეს ნერვიულობად არ ღირს. სოფო, შენ კარგად იცი, ნიკა გვარამია გარეთ უფრო პარადოქსია, ვიდრე ციხეში, არავის არაფერი არ სთხოვო, ჩემი მეგობრები ისედაც გვერდში დაგიდგებიან.

აქ არის ჩემი მეორე ოჯახი, ტელევიზია, რომელიც შევქმენი არა ნულიდან, არამედ მინუსებიდან, ყველას ყველაფერი თხოვეთ, მთავარია გახსოვდეთ, ამ ქვეყნის ბედი თქვენზეა მნიშვნელოვანწილად. მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, დაეხმარეთ ჩემ დიდ ოჯახს, ტელევიზიას, არანაირი სხვა თხოვნა არ მაქვს, ახლა ჩვენ ძალიან გვიჭირს, ჩემი ტელევიზიაში არ ყოფნა ამ პრობლემას გაამწვავებს, ყველას ვთხოვ, ყველა ბიზნესმენს, ყველა ქართველს, ვისთვისაც თავისუფლება მნიშვნელოვანია. მინდა, ყველას მივმართო, არასდროს, არავის, ჩემთან დაკავშირებული არ სთხოვოთ პრეზიდენტად წოდებულ სალომე ზურაბიშვილს, ეს იქნება ჩემი კატეგორიული მოთხოვნა. არათავისუფალი ადამიანი თავისუფლებისთვის მებრძოლს თავისუფლებას ვერ მიანიჭებს, ქართველ პატრიოტს თავისუფლება ვერ ექნება ადამიანისგან, რომელმაც თქვა, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და მძინარე ცხინვალი დაბომბა. მისი მისამართით სიტყვა არ დაიძრას - არა და არასდროს, მისივე ციტირებით. კეთილსინდისიერება და წესიერება ჩემთვის მნიშვნელოვანია, უკვე მეორედ აღძრა ბიძინა ივანიშვილმა ჩემ წინააღმდეგ საქმე, რომელიც ფინანსურ არაკეთილსინდისიერებას ეხება. ახლა ვეუბნები, სადაც არ უნდა ვიყო, რამდენი ხანიც არ უნდა ვიყო, სახეს ავახევ.

მინდა გთხოვოთ თქვენ, აქ სხედან სხვა ადამიანებიც ბრალდებულების სკამზე, ჩემთვის ბრალის წარდგენა მათ გარეშე არ გამოვიდა. ჩათვალეთ, რომ უცნაური რამის თქმა მომიწევს, არარსებულ დანაშაულებს ვიღებ საკუთარ თავზე, თუ ვინმე ციხეში უნდა გაუშვათ, მე გამიშვით. თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ პატიმრობის არ მისჯის შემთხვევაში ჯარიმა შემამსუბუქებელი იქნება, ძალიან ცდება, აბსოლუტურად იდენტურად მივიღებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია მკაფიო იყოს ჩემი უდანაშაულობა. თუ უდანაშაულო ნიკა გვარამიას გამართლებას არ აპირებთ, თქვენთვისვე ჯობს ნიკა გვარამია იყოს შიგნით, ამას პირველ რიგში ვეუბნები ბიძინა ივანიშვილს. მე ვიბრძვი თავისუფლებისთვის, მე ასე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა. თქვენც მოგიწოდებთ, იყოთ სამართლიანი", - განაცხადა გვარამიამ.

სასამართლო პროცესზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა და განაჩენს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

ცნობისათვის, გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ასევე ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.

უახლესი
კადიროვი
"ექვს წამში გაჩვენებთ, რა შეგვიძლია!" - კადიროვი პოლონეთს რუსეთის ელჩისთვის წითელი საღებავის შესხმის გამო ბოდიშის მოხდას სთხოვს

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი პოლონეთს რუსეთის ელჩისთვის წითელი საღებავის შესხმის გამო ბოდიშის მოხდას სთხოვს.რამზან კადიროვი შესაბამისი მოთხოვნის შესახებ "ტელეგრაფზე" გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს."უკრაინა დახურული საკითხია. მე მაინტერესებს პოლონეთი. რას აპირებს პოლონეთი? უკრაინის შემდეგ თუ გუნდი იქნება, ექვს წამში გაჩვენებთ, რა შეგვიძლია. სჯობს წაიღოთ თქვენი იარაღი და დაქირავებულები. ჩვენი ელჩის გამო ოფიციალურ ბოდიშს ვითხოვთ. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ, გაითვალისწინეთ," - ამბობს რამზან კადიროვი.შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, რუსეთის ელჩს სერგეი ანდრეევს ვარშავაში წითელი საღებავი შეასხეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ის მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულების მემორიალს ყვავილებით ამკობდა.  

საზოგადოება 1653508320

თინათინ ხიდაშელი ირაკლი კობახიძე
"ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა" - თინა ხიდაშელი

ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა – უსუფაშვილმა გადაარჩინა მაშინ, მაგრამ დღეს ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს თინა ხიდაშელი - საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი"პალიტრანიუსი“ - გადაცემა "360 გრადუსი" 

ციტატა 1653505506

22/03/2022
"არ ვიცი, სინდისის წინაშე თავის გამართლებას როგორ შეძლებს" - მსოფლიო პატრიარქი რუსეთის პატრიარქ კირილზე

"არ ვიცი, როგორ უნდა იმართლოს თავი სინდისის წინაშე," - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეოსმა ბერძნულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.ამასთან, როგორც მსოფლიო პატრიარქმა ინტერვიუში განაცხადა, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერის გამო, მართლმადიდებელ ქრისტიანებს იმედები გაუცრუა."ყველა ეკლესიისთვის უკრაინაში ომისა და ძალადობის არდაგმობა შეუძლებელი იყო, რუსეთის ეკლესიამ კი იმედები გაგვიცრუა. მე არ მინდა, რომ რუსეთის ეკლესია და პატრიარქი კირილე ამ გამონაკლისში შედიოდნენ. მე არ ვიცი, სინდისის წინაშე თავის გამართლებას როგორ შეძლებს. ველოდებოდი, რომ ძმა კირილე კრიტიკულ ვითარებაში სიმტკიცეს გამოიჩენდა და თუ საჭირო იქნებოდა, თავის ტახტს მსხვერპლად გაიღებდა და პუტინს ეტყოდა: ბატონო პრეზიდენტო, ვერ დაგეთანხმებით და უნდა გადავდგე"," - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.

მსოფლიო 1653504783

ევროკომისია
"როიტერსი" - ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

სააგენტო "როიტერსის" ინფორმაციით, ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს. როგორც აღნიშნული სააგენტო ევროკომისიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, ზემოხსენებული ნაბიჯი წევრი ქვეყნების მთავრობებს საშუალებას მისცემს აქტივები ჩამოართვან იმ კომპანიებსა და კერძო პირებს, რომლებიც მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს დაარღვევენ.მათივე ცნობით, ევროკომისიის ინიციატივის მიზანია, რომ წევრი ქვეყნების მიდგომა გახდეს ერთიანი და სანქციების დარღვევა სერიოზულ დანაშაულად ჩაითვალოს ევროკავშირის წევრ 27-ვე ქვეყანაში."ამ შეთავაზების ამოცანაა, უზრუნველყოფილი იყოს, სანქციების დამრღვევი კერძო პირებისა და კომპანიებისთვის აქტივების ჩამორთმევის ეფექტური შესაძლებლობა", - წერია ევროკომისიის განცხადებაში.რაც შეეხება, იუსტიციის საკითხებში ევროკომისრის, დიდიე რეინდერსის განცხადებას, მისი თქმით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევა დანაშაულად ამჟამად მხოლოდ 12 წევრ ქვეყანაში ითვლება. 13 ქვეყანაში მსგავსი დარღვევა სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ დანაშაულად ითვლება. 2-ში კი ამ დარღვევას ადმინისტრაციულ დანაშაულად თვლიან.ამასთან, რეინდერსის განცხადებით, ევროკომისიის წინადადება მიზნად ისახავს ამ მიდგომის გაერთიანებას, რათა სანქციების თავიდან აცილება სერიოზულ დანაშაულად იქცეს ბლოკის 27-ივე წევრ ქვეყანაში.

მსოფლიო 1653504456

25/05/2022
[ვიდეო] "ნაცმოძრაობის" დასაშლელად ლიდერებს ვაჟკაცობა არ ეყოთ" - ლევან მამალაძე

"ნაციონალური მოძრაობის" დასაშლელად ლიდერებს ვაჟკაცობა არ ეყოთ. რაღაც ძველს არიან ჩამოკიდებული. ისინი ჩარჩნენ და ჰგონიათ, რომ ისევ ხელისუფლებაში არიან. ასევე, ჰგონიათ, რომ ისევ აკონტროლებენ სიტუაციას. ვერ მიხვდნენ და ვერ გაიაზრეს ის, რომ ისინი სახელმწიფოს ებრძვიან ლევან მამალაძე - ყოფილი მაღალჩინოსანი"ჯორჯიან თაიმსი" - გადაცემა "რეალური პოლიტიკა"

ციტატა 1653503943

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
"უკრაინა გმობს ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსული პასპორტების გამარტივებული წესით მიღების შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას" - უკრაინის საგარეო უწყება

"უკრაინა გმობს ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსული პასპორტების გამარტივებული წესით მიღების შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას," - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.როგორც "ბიბისი" წერს, უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ  იძულებით პასპორტიზაცია მორიგი მტკიცებულებაა უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებრივი მიზნებისთვის, მიიტაცოს უკრაინის ტერიტორიები შემდგომში მათი ოკუპაციისა და რუსეთის სამართლებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ველში ინტეგრაციისთვის."ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში უკანონო პასპორტიზაცია, ისევე როგორც ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილში, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევაა. ასევე წარმოადგენს, რუსეთის როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს ვალდებულებების – ჰააგის 1907 კონვენციის 45-ე მუხლისა და ომის დროს, სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ 1949 წლის კონვენციის 47-ე მუხლის დარღვევას. რუსეთის პრეზიდენტის დადგენილება იურიდიულად ბათილია და სამართლებრივი შედეგები არ ექნება“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსოფლიო 1653503616