თსუ-ს მაღლივ კორპუსთან მომხდარი დაპირისპირების დროს დაზარალებულები სტუდენტები პოლიციაში დაიკითხნენ

დაზარალებული სტუდენტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მომხდარი დაპირისპირების დროს დაზარალებულები პოლიციის განყოფილებაში დაიკითხნენ.

სტუდენტების განცხადებით, მათ გამოძიებას მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. 

ამასთან, დაზარალებულმა სტუდენტებმა "სტუდენტები ევროპული მომავლის სახელით" განცხადება გაავრცელეს. ისინი საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს  მოუწოდებენ დააკვირდნენ მიმდინარე ძალადობრივ პროცესს, რომელსაც მათი მტკიცებით, "ოცნება" აორგანიზებს. სტუდენტები შსს-ს ქმედითი ნაბიჯებს ელოდებიან. 

შეგახსენებთ, 29 ივნისს თსუ-ს მაღლივ კორპუსში სტუდენტებს, რომლებიც 3 ივლისის აქციის ფლაერებს არიგებდნენ, აგრესულად განწყობილი პირები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

უახლესი
ირაკლი ლატარია
„არა ნუ, რა გაწრთვნილია ამ რუსულ კაკებეში ასეთი, რომ არც წყნარდება” - ირაკლი ლატარია ელენე ხოშტარიაზე

„არა ნუ, რა გაწრთვნილია ამ რუსულ კაკებეში ასეთი, რომ არც წყნარდება? რუბლოვნა რომ ვინმეს ღალატზე და მით უმეტეს რუსეთს ახსენებს რატომ ღმერთი არ იცინის?" - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომლის თანახმად ხოშტარია ამბობ, რომ „ქართული ოცნების“ სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. „არა ნუ, რა გაწრთვნილია ამ კაკებეში ასეთი, რომ არც წყნარდება? რუბლოვნა რომ ვინმეს ღალატზე და მით უმეტეს რუსეთს ახსენებს რატომ ღმერთი არ იცინის? ქალს ნამღერი აქვს დიდი სიამაყითა და გულზე ხელის დადებით - სერგეი ლავროვის მიერ დაწერილი ჰიმნი, თავისი ცრემლის წამოცდენითა და ტანში ჟრუანტელის გავლით. მთელმა რუსეთმა იცის მგიმოელი ლьიაკას პაწრიოტიზმი (ოღონდ სამშობლო რუსეთის მიმართ) და საქართველოში რამდენს ბედავს? მართლა აღარ ვიცი ბრაზი სად წავიღო და ამავე დროს ვერ გამიგია, რატომ არ ვიღებთ იმ კანონს, რომელიც პოლონეთში მოქმედებს და რომლის მიხედვითაც მგიმოელებს ეკრძალებათ ნებისმიერი აქტივობა და ითვლებიან რუსეთის აგენტებად? ხომ გვინდა ევროკავშირი? ჰოდა პოლონეთიდან ეგ კანონი წამოვიღოთ არ შეიძლება? ქალს ყოველ თვე რუბლები ერიცხება და სხვას უწოდებს რუსეთთან მიბმულს - სასწაული თუ გინდა!!!.... არა ნუ უტიფრის ტრადიციული განმარტება, ხოშტარიაზეა ერთი ერთში. „კაცმა მშობლები დახოცაო და მოსამართლეს სთხოვდა, პატიმრობა არ გამოეყენებინა, ობოლი ვარო“, - წერს ლატარია ფეისბუკზე.

საზოგადოება 1660041246

გია ხუხაშვილი
"ხელისუფლებამ ისე “აკრიფა” რუსების მიგრაციის “გაპრავების” კუთხით, ტანკებით რომ წამოვიდნენ, იმასაც ტურიზმის განვითარების ინტერესით ახსნიან" - გია ხუხაშვილი

"ხელისუფლებამ ისე “აკრიფა” რუსების მიგრაციის “გაპრავების” კუთხით, ტანკებით რომ წამოვიდნენ, იმასაც ტურიზმის განვითარების ინტერესით ახსნიან…" - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე სოციალურ ქსელში."ხელისუფლებამ ისე “აკრიფა” ტურიზმის განვითარებით რუსების მიგრაციის “გაპრავების” კუთხით, ხვალ ტანკებით რომ წამოვიდნენ, იმასაც ტურიზმის განვითარების ინტერესით ახსნიან…", - წერს ხუხაშვილი.

საზოგადოება 1660040322

უკრაინა ჯარისკაცი
(ვიდეო) რუსებს ხელში ქართველი სამხედროს პირადი საქმე ჩაუვარდათ

რუსულმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, თითქოს რუსებმა დონბასში უკრაინის მიერ დაქირავებული მებრძოლების მონაცემები ლისიჩანსკში იპოვეს. მათ შორის არის ქართველი სამხედროს მიხეილ ქამხაძე პირადი საქმე რომელიც, რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინელების ინსტრუქტორი იყო და მათ ნატოს სტანდარტების წვრთნებს უტარებდა.ვიდეოში ერთ-ერთი რუსი სამხედრო კამერის წინ მიხეილ ქამხაძის პირად საქმეს ათვალიერებს, რომელსაც საქართველოს თავდაცვის უწყების ოფიციალური ნიშნები აქვს. 

სამხედრო 1660039605

პოლიცია
ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა

ქარელის მუნიციპალიტეტ  სოფელ საციხურში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანა 12 წლის ბავშვს დაეჯახა, მოზარდი ადგილზე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მედია qartli.ge  ავრცელებს.გავრცელებული ინფორმაციით ბავშვი. ველოსიპედით საციხური-აბანოს გზაზე მოძრაობდა.

კრიმინალი 1660039200

ელენე ხოშტარია
"ჩვენი სახელმწიფო მტრებს ჩვენი გმირების შესახებ ინფორმაციას გადასცემს - ამით "ოცნება" სამხედროებს კონკრეტული საფრთხის ქვეშ აგდებს"- ელენე ხოშტარია

"აქამდეც არაერთი საფუძვლიანი ეჭვი გვქონია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ"- ასე გამოეხმაურა  „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია "მთავარი არხის" ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომლის თანახმადაც, რუსეთის სცეპსამსახურის ხელში ქართველი სამხედროს პირადი ინფორმაცია აღმოჩნდა.ხოშტარიას განცხადებით, აღნიშნული ფაქტით დადასტურდა, რომ „ქართულ ოცნებასა“ და რუსეთს შორის თანამშრომლობა არსებობს და მმართველი გუნდი ქართველ სამხედროებს საფრთხის წინაშე აყენებს.„ჩვენ წლების განმავლობაში არაერთი საფუძვლიანი ეჭვი გვქონია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. წლების განმავლობაში არც ერთი აგენტი არ გამოვლენილა. ჩვენ გვქონდა ტრისტან წითლაშვილის საქმე, როდესაც პრაქტიკულად დადასტურდა, რომ სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაცია რუსეთს გადაეცა. გვქონდა გია ცერცვაძის საქმე, როდესაც, ასევე, გადაეცა ჩვენი გმირი სამხედროს შესახებ რუსეთს.არაერთი ფაქტი იყო იმის შესახებ, რომ ეს თანამშრომლობა არსებობს. ასევე, ჩვენ ვხედავთ უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროების მიმართ დამოკიდებულებას. დაღუპული სამხედროების მიმართ, რომლებსაც ჩამოასვენებენ ჩვენ ქვეყანაში და მათ არა თუ პატივს არ მიაგებენ, ხშირად შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმის ამ ბრძოლის მიმართ. ეს დამოკიდებულება და რაც ჩვენ გუშინ ვანახეთ, არის უკვე არა ეჭვი, არამედ ფაქტი.ჩვენ კონკრეტული დოკუმენტი კონკრეტული ოკუპანტის ხელში დავინახეთ. ოკუპანტის ხელში, რომელმაც ანწუხელიძე აწამა და რომელსაც დღეს ქართველები უკრაინის ტერიტორიაზე ებრძვიან. ოკუპანტის ხელში, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები მიიტაცა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს იტაცებს, რომელმაც დევნილები გამოყარა და ქალები და ბავშვები აწამა. ამ ოკუპანტებს დღეს ჩვენს დასაცავად უკრაინა ებრძვის, ებრძვიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ჩვენ პატივს უნდა ვცემდეთ და აი, ამ სამხედროებს „ქართული ოცნება“ კონკრეტული საფრთხის ქვეშ აგდებს. ეს არის ღალატი. ჩვენი სახელმწიფო ჩვენს მტრებს ინფორმაციას ჩვენი გმირების შესახებ გადასცემს,"- აცხადებს ხოშტარია. ასევე, ხოშტარია აღნიშნავს, რომ მას გამოძიების იმედი არ აქვს. "მე არანაირი მოთხოვნა არ მაქვს თავდაცვის მიმართ, იმიტომ რომ არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ უწყება, რომელიც ინფორმაციას გასცემს, რაიმე კეთილსინდისიერ განმარტებას გააკეთებს. არანაირი ილუზია არ მაქვს გამოძიების შესახებ, იმიტომ რომ ეს გამოძიება მიტაცებულია, მაგრამ არანაირი ილუზია ასევე, არ მაქვს, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოება ამ ღალატის ფაქტს „ქართულ ოცნებას“ ვაპატიებთ,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა ინფორმაცია, რომ ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეციალური სამსახურების ხელში აღმოჩნდა. ტელეკომპანიის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმს მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან სრული წვდომა აქვს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.

პოლიტიკა 1660037400

ნიკა მელია
"როცა უნდა ვიხსენებდეთ, რა გმირობამ მოიყვანა ქვეყანა დღემდე, ვხედავთ, როგორ აწვდის უსამშობლო ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების პირად საქმეებს რუსეთს"- ნიკა მელია

"როცა უნდა ვიხსენებდეთ, რა გმირობამ მოიყვანა ქვეყანა დღემდე, ვხედავთ, როგორ აწვდის უსამშობლო ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების პირად საქმეებს რუსეთს"- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია "მთავარი არხის" ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.როგორც ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, „ეს არის რუსეთის „ოცნების“ მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა“.მისივე თქმით, ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს."„აგვისტოს ომის დღეებში, როცა ვგლოვობთ და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, ვისმა თავგანწირვამაც დღემდე მოგვიყვანა და გვიხსნა რუსის ბატონობისგან, აი, ამ დღეებში, უსამშობლო ხელისუფლებას სურს, რომ საზოგადოების ნაწილი გმირ ბიჭებს კი არ მიაგებდეს პატივს, არამედ თვითონ იმ ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას გლოვობდეს, რომელსაც ამ ბიჭებმა თავი შესწირეს. დღევანდელი უსამშობლო კაპიტულანტების, კოლაბორაციონისტების ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს. ეს ბრალდება კი აღარაა, ფაქტის კონსტატაციაა. სწორედ იმ დღეებში, როცა უნდა ვიხსენებდეთ, თუ როგორ იწერებოდა უდრეკობის, შეუპოვრობის, წინააღმდეგობის ისტორია, დღეები, რომელიც უნდა გვახსენებდეს, თუ რა გმირობამ მოიყვანა ქვეყანა დღემდე, რა ვნახეთ ჩვენ გუშინ? ვნახეთ, თუ როგორ აწვდის უსამშობლო ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების პირად საქმეებს იმ რუსეთს, რომლის წინააღმდეგაც ისინი იბრძოდნენ აქ, 2008 წელს და იბრძვიან ახლა უკრაინაში,'- აცხადებს მელია.მელიას თქმით, ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია ქართველ მებრძოლზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა. "ვიხილეთ, თუ როგორ აღმოჩნდა მიხეილ ქამხაძის, გამოცდილი ჯარისკაცის პირადი საქმე, ოკუპანტების ხელში. ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია ქართველ მებრძოლზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა. ეს უმძიმესი ფაქტი უკვე ცხადყოფს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც არსებობს ძლიერი რუსული გავლენები და ქსელი, რომლის მეშვეობითაც, ნებისმიერი დეტალური ინფორმაცია, რომელიც დასჭირდება ოკუპანტს, საქართველოს თითოეულ მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებზე, აღმოჩნდება მათ ხელში. ეს არ არის ინდივიდის მიერ გაყიდული ინფორმაცია, ეს არ არის ინდივიდუალური ღალატი, ეს არის რუსეთის „ოცნების“ მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა,"- აღნიშნავს ენმ-ის ლიდერი. მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იქცა რუსული სპეცსამსახურების ქვედანაყოფად."თავდაცვის უწყება, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი შვილების მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდეს, უკვე სრულად ქცეულია რუსული სპეცსამსახურების ხელქვეითად, ემორჩილება მათ და აწვდის ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო ინფორმაციას, რაც კი მათ სჭირდებათ. ეს მოღალატე, უსამშობლო კოლაბორაციონისტები, მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას კი არ გვაკარგვინებენ და რუსეთის ხელში კი არ გვტოვებენ, მხოლოდ კი არ გვარბევენ და გავრილოვის გამო, თვალებს კი არ გვთხრიან მარტო, არამედ უკვე გვყიდიან! გვყიდიან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გვყიდიან თითოეულ ჩვენგანს და ყველას ერთად!“-განაცხადა მელიამ.მისი თქმით, ადრე ეჭვი არსებობდა, მაგრამ ახლა კონკრეტულ ადამიანებზე ფაქტობრივი მტკიცებულებები არსებობს.„რუსული ოცნების“ ხელისუფლება ყიდის და ოკუპანტს აბარებს ყველას, ვისაც რუსეთი მტრად მიაჩნია და ყველას, ვინც რუსეთს მის მტრად მიაჩნია. დიახ, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და ომმა ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი, გაყო სამყარო ბნელ და ნათელ მხარეებად, არ დატოვა სივრცე შუალედური პოზიციისათვის. ჩვენმა უსამშობლო, რუსების ახდენილმა ოცნებამაც აირჩია მხარე. დადგნენ სამყაროს ბნელ მხარეს, თქვეს ხმამაღლა და გამოკვეთით, რომ მათ „ოცნებაში“ არაფერია ქართული! რუსული ოცნების ხელისუფლება, რუსეთს აბარებს ადამიანებს, რომელთაც აიღეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა დაიცვან სამშობლო იქ, სადაც დღეს გადის ბრძოლის ხაზი თავისუფლებისთვის“,-განაცხადა მელიამ.ცნობისთვის, "მთავარი არხის" ეთერში გასული რეპორტაჟის თანახმად, სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული. მიხეილ ქამხაძე ვარაუდობს, რომ თავდაცვის სამინისტროს არქივის დეპარტამენტმა მისი საქმე გაყიდა და ახლა მის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა რუსეთს აქვს.

პოლიტიკა 1660036080