სტრასბურგის გადაწყვეტილება „მაქარაშვილისა და სხვების საქმეზე“- სასამართლო ვერ განიხილავს, რომ მაქარაშვილისა და ბერძენიშვილის დაკავება იყო უსაფუძვლო

მაქარაშვილი ბერძენიშვილი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა.

სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტში, რომელიც პირველი სექტემბრით თარიღდება, ვკითხულობთ, რომ სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მოსარჩელეების, მაქარაშვილისა და ბერძენიშვილის მიმართებით არ ყოფილა დარღვევა. ამასთან, ასევე დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-11 მუხლის დარღვევას მოსარჩელე კაჭარავას შემთხვევაში, შესაბამისად  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ სამი თვის ვადაში კაჭარავას უნდა გადაუხადოს 1 600 ევრო.

სტრასბურგის სასამართლო ვერ განიხილავს, რომ მოსარჩელეების, მაქარაშვილისა და ბერძენიშვილის დაკავება იყო აშკარად თვითნებური და უსაფუძვლო. ამასთან, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ გამოიჩინა გარკვეული ტოლერანტობა შეკრებილების მიმართ. 

"გიორგი მაქარაშვილმა, ირაკლი კაჭარავამ და ზურაბ ბერძენიშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეიტანეს სარჩელი 2019 წლის ნოემბერში პარლამენტის შენობასთან გამართული დემონსტრაციის დროს შეკრების უფლების შეზღუდვასთან და მათ დაკავებასთან დაკავშირებით.

მოსარჩელეები სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

საქმე ეხება 2019 წლის ნოემბრის დემონსტრაციას, როდესაც მომიტინგეებმა საქართველოს პარლამენტის შენობების ყველა შესასვლელი დაბლოკეს საარჩევნო სისტემის რეფორმის ჩავარდნის წინააღმდეგ პროტესტის დროს. ის ასევე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე შემდგომ სასამართლო განხილვას, რა დროსაც მოსარჩელეები დამნაშავედ ცნეს და ოთხიდან 12 დღემდე თავისუფლებს აღკვეთა მიუსაჯეს.

სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მოსარჩელეების, მაქარაშვილისა და ბერძენიშვილის მიმართებაში არ ყოფილა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და მე-11 მუხლის დარღვევა. ასევე დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-11 მუხლის დარღვევას მოსარჩელე კაჭარავას შემთხვევაში. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ სამი თვის ვადაში კაჭარავას უნდა გადაუხადოს 1 600 ევრო.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 და მე-11 მუხლებზე დაყრდნობით, მოსარჩეელები ჩიოდნენ, რომ სასამართლომ ზედმეტად დიდი წონა მიანიჭა პოლიციის ოფიცრების განცხადებებს და უსამართლოდ დააკისრა მათ მტკიცების ტვირთი და რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებაში პროკურორის არარსებობის შემთხვევაში, საქმის განმხილველი მოსამართლე ასრულებდა ამ უკანასკნელის ფუნქციებს და, შესაბამისად, მიკერძოებული იყო. გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი დრო დაცვის მოსამზადებლად და რომ მათ არ შეეძლოთ მოწმეების დასწრების უზრუნველყოფა იმავე პირობებით, როგორც ბრალდების მხარეს. და ბოლოს, ისინი ჩიოდნენ, რომ მათი დაპატიმრებითა და გასამართლებით დაირღვა მათი მშვიდობიანი შეკრების უფლება,"- წერია განცხადებაში. 

რაც შეეხება ცალკეული განმცხადებლების მიმართ მიღებული კონკრეტული ზომების აუცილებლობისა და პროპორციულობის შეფასებას, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ 2019 წლის 18 ნოემბრის დემონსტრაცია განზრახ იყო ორგანიზებული ისე, რომ განზრახ დარღვეულიყო საზოგადოებრივი ცხოვრება დემოკრატიულად ​არჩეული საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირების გზით გარკვეული პოლიტიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, რაც არის შესაბამისი წესებისა და რეგულაციების აშკარა დარღვევა.

"სასამართლო ყურადღებას ამახვილებს პირველი და მესამე მოსარჩელის გარკვეულწილად ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტებსა და აღიარებებზე, პროტესტის ობსტრუქციული ფორმების არჩევასთან დაკავშირებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში პარლამენტის ეფექტური ფუნქციონირების მნიშვნელობის უგულებელყოფით. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველ და მესამე მომჩივანს არ ჩაუდენიათ ძალადობრივი ქმედებები და არც სხვები წაუქეზებიათ ასეთ ქმედებებისკენ, პარლამენტის შენობის შესასვლელების სრული ბლოკირება და მათ გასახსნელად მოგვიანებით პოლიციის ძალისხმევის შეფერხება, შიდა კანონმდებლობის, მრავალი გაფრთხილების და დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის წევრების მიერ მათ ფუნქციების შესრულების საჭიროებისა და უფლების აშკარა უგულვებელყოფით, შეიძლება შეფასდეს როგორც „დასაგმობი“ საქციელი. ამგვარმა ქცევამ შესაძლოა, გაამართლოს სასჯელის დაწესება, თუნდაც კრიმინალური ხასიათის,"- წერია დოკუმენტში. 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ამ კონტექსტში მოპასუხე სახელმწიფოს უფლება ჰქონდა მიეჩნია, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესები აღემატებოდა მოსარჩელეთა ინტერესებს, რომლებიც ახორციელებდნენ პარლამენტის შენობის ბლოკირებისას იქამდე, ვიდრე მთავრობასთან მოლაპარაკებებში არ იქნა მიღწეული პროგრესი.

"ამ მხრივ, სასამართლო განსაკუთრებით აღნიშნავს პირველი და მესამე მოსარჩელის (გიგა მაქარაშვილისა და ზურაბ ბერძენიშვილის) სამოქალაქო აქტივისტების სტატუსს და აღნიშნავს, რომ დემონსტრაციების ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა, როგორც დემოკრატიული პროცესის მონაწილეებმა, პატივი უნდა სცენ წესებს, რომლებიც ამ პროცესს არეგულირებს მოქმედი რეგულაციების დაცვით. სტრასბურგის სასამართლო ვერ განიხილავს, რომ მოსარჩელეების, მაქარაშვილისა და ბერძენიშვილის დაკავება იყო აშკარად თვითნებური და უსაფუძვლო. ამასთან, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ გამოიჩინა გარკვეული ტოლერანტობა შეკრებილების მიმართ. ამას გარდა, პირველი და მესამე მოსარჩელე პარლამენტამდე გზის გახსნის ბრძანებას რომ დამორჩილებოდნენ, მათ საპროტესტო აქციის გაგრძელებას არაფერი შეუშლიდა ხელს,"-ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ სტრასბურგის სასამართლოს დასკვნით, გიგა მაქარაშვილსა და ზურაბ ბერძენიშვილს ადმინისტრაციული სასჯელი პატიმრობის სახით შეეფარდათ არა საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის ან მათში მონაწილეობისთვის, არამედ იმისთვის, რომ მათ გადაკეტეს გზა პოლიციის მცდელობისას, გაეხსნა გასასვლელი პარლამენტის შენობისკენ. გზებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებების ბლოკირება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც არის მკაფიოდ განსაზღვრული კანონმდებლობით. შესაბამისად, აღნიშნული ორი მოსარჩელის მიერ კონვენციის მე-11 მუხლი არ დარღვეულა.

რაც შეეხება მეორე მოსარჩელეს, კაჭარავას, ხელმისაწვდომი მასალები არ აჩვენებს, რომ ის იყო დემონსტრაციის ორგანიზატორებს შორის ან პირადად ბლოკავდა პარლამენტის შენობის შესასვლელებს ან აფერხებდა პოლიციის მცდელობებს, გაეხსნათ გასასვლელები. სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ვერ წარადგინა კაჭარავას გასამართლებისა და მისთვის ოთხდღიანი პატიმრობის შეფარდების აუცილებლობისა და თანაზომიერებების საკმარისი მტკიცებულებები. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა მის მიმართ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას,'- ვკითხულობთ განცხადებაში. 

ამასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილების მიხედვით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ პარლამენტის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა დემოკრატიული საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. 

უახლესი
არჩილ თალაკვაძე
"საზღვარზე ყველას დოკუმენტაცია მოწმდება, ზედმიწევნით ხდება ყველაფრის აღრიცხვა, ვინ და როდის შემოდის და ამ ინფორმაციის ანალიზი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს" - არჩილ თალაკვაძე

"საზღვარზე ყველას დოკუმენტაცია მოწმდება, ზედმიწევნით ხდება ყველაფრის აღრიცხვა, ვინ და როდის შემოდის და ამ ინფორმაციის ანალიზი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს," - ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ  "იმედის" ეთერში განაცხადა.მისივე განცხადებით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული საცობი ადასტურებს იმას, რომ ყველაფერი კონტროლს ქვეშ მიმდინარეობს."საზღვარზე ყველას დოკუმენტაცია მოწმდება, ზედმიწევნით ხდება ყველაფრის აღრიცხვა, ვინ და როდის შემოდის და ამ ინფორმაციის ანალიზი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. საკითხი არ არის ისეთი, რომ დავტოვოთ უყურადღებოდ. რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულია, მაგრამ რამდენადაც სერიოზულია, იმდენად ამას ხელისუფლება აღვიქვამთ სერიოზულად და შესაბამისი სამსახურები ძალიან დიდ დროსა და ენერგიას უთმობენ ამას.ამის გადატანა ემოციურ კონტექსტში და პანიკის დათესვა, ან მოწოდებები რამე ტიპის აგრესიისკენ, ან მოწოდებები იმისკენ, რომ საქართველო მოიქცეს ისე, როგორც მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, ისტორიის არცერთ ეტაპზე არ მოქცეულა ცივილიზებული ქვეყანა, ეს იმ ადამიანების სურვილია, ვისაც კიდევ ერთხელ უნდა, რომ ჩვენ ქვეყანაში, თავის სახლში უნდა რომ სადმე ცეცხლი გააჩინოს. ამათი მიზანია, რომ სახლში გაჩნდეს ხანძარი, დაიწყოს არეულობა. როგორც არეულობას ქმნიდნენ ქვეყანაში, დღეს ისეთი არეულობა აქვთ პარტიაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საზოგადოება 1664481149

17/03/2022
"ფიქტიური "რეფერენდუმების" შედეგები მოსკოვში იყო ჩაწყობილი და უკრაინელი ხალხის ნებას არ ასახავს" - ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ფიქტიური "რეფერენდუმების" შედეგები მოსკოვში იყო ჩაწყობილი და უკრაინელი ხალხის ნებას არ ასახავს.ამასთან, როგორც ბლინკენმა დღეს განაცხადა, აშშ და მოკავშირეები და პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას რუსული აგრესიისგან მისი ტერიტორიის დაცვაში."აშშ არ აღიარებს და არც არასდროს აღიარებს ამ ფიქტიური რეფერენდუმის ან რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის სავარაუდო ანექსიის ლეგიტიმურობას ან შედეგს. რუსეთის მარიონეტების მიერ ჩატარებული ეს სპექტაკლი არალეგიტიმურია და საერთაშორისო სამართალს არღვევს. ეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების შეურაცხყოფაა," - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.ცნობისთვის, დღეს, კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ხვალ ხელს მოაწერს უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას."ხვალ 15:00 საათზე კრემლში, რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების ცერემონია გაიმართება," - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მსოფლიო 1664480700

ვოლოდიმერ ზელენსკი
"დარწმუნებული ვარ, სიცოცხლე გინდათ... იბრძოლეთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"დარწმუნებული ვარ, სიცოცხლე გინდათ... იბრძოლეთ" - ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კავკასიელებს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში."მივმართავ კავკასიის, ციმბირის და რუსეთის სხვა ძირძველ ხალხებს. დაღესტნელები არ უნდა იღუპებოდნენ რუსეთის საზიზღარ და სამარცხვინო ომში. ჩეჩნები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები და ნებისმიერი სხვა ხალხი, ვინც რუსეთის დროშის ქვეშ მოხვდა. სულ თითქმის 200 ერია. თქვენ იცით, ვინ გიშვებთ ყველას საბრძოლველად უკრაინაში. გამგზავნს სურს, რომ თქვენგან "ტვირთი 200" აქციოს.და თქვენ რა გსურთ? დარწმუნებული ვარ, სიცოცხლე გინდათ. დარწმუნებული ვარ დაიღალეთ ტყუილებით. დარწმუნებული ვარ, თქვენ იცით: ბრძოლა ახლაა საჭირო! ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ წინააღმდეგობას უწევთ კრიმინალურ მობილიზაციას, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას სურს გადაფაროს თავისი ჯარის და დანაშაულებრივი ბრძანებების კრახი. იბრძოლეთ, რათა არ მოკვდეთ! დაიცავით თქვენი თავისუფლება ქუჩებსა და მოედნებზე, რათა არ მოგიწიოთ მერე ბრძოლა მთებსა და ტყეებში - უბრალოდ ცხოვრების უფლებისთვის, როცა რუსეთის ხელისუფლება დაიწყებს მობილიზაციის მორიგ ტალღებს. იბრძოლეთ! გაუმკლავდებით!" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

კონფლიქტი 1664479860

ირაკლი კობახიძე
"კაპიკი ფული არ აგვიღია, მაშინაც კი, როდესაც პარტიის თავმჯდომარე იყო" - ირაკლი კობახიძე ივანიშვილზე

"კაპიკი ფული არ აგვიღია, მაშინაც კი, როდესაც პარტიის თავმჯდომარე იყო," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "თავისუფალი სტუდია" ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას გააკეთა.კობახიძის მტკიცებით, ოპონენტები წარმოსახვის დონეზეც კი ვერ ამბობენ იმას, თუ როგორ შეიძლება იყოს ჩართული ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში."ეს კაცი პოლიტიკიდან გავიდა. არამარტო ფაქტს ვერ გვეუბნებიან, როგორაა ის კაცი ჩარეული პოლიტიკაში, აღქმის დონეზეც ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ეს. დახურულ შეხვედრებზე ვეკითხებით ხოლმე - როგორ წარმოგიდგენიათ, რას აკეთებს ეს კაცი? რას შეიძლება აკეთებდეს ეს კაცი? კეზერაშვილზე ვიცით, მაგრამ ჩვენ კაპიკი ფული არ აგვიღია ამ კაცისგან. მთელი ამ წლების განმავლობაში კაპიკი ფული არ აგვიღია მაშინაც კი, როდესაც პარტიის თავმჯდომარე იყო.ანუ ეს კაცი ყოფილა გენიოსი? ფულს არ გვაძლევს. მითითებებს გვაძლევს და რა? ის, რომ ეს კაცი ვინმეს რჩევებს აძლევს და ეს არის ოლიგარქიული მმართველობა, ღიმილის მომგვრელია. მაშინ ეს კაცი უნდა ვაღიაროთ გენიოსად. კი, ყველა აღიარებს, რომ მას განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ამას სჭირდება ზეადამიანური გენიალური თვისებები ანუ, ზეადამიანური გენიალური თვისებები უნდა გქონდეს, რომ თვეში ერთხელ სატელეფონო ზარით მართო სახელმწიფო. საოცრებაა. წარმოსახვის დონეზეც ვერ გვეუბნებიან, როგორ შეიძლება ის იყოს ჩართული პოლიტიკაში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოლიტიკა 1664478900

გუტიერეში
"ერთი ქვეყნისგან მეორე ქვეყნის ტერიტორიის ანექსია საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა" - ანტონიო გუტიერესი

"სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ერთი ქვეყნისგან მეორე ქვეყნის ტერიტორიის ანექსია საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა," - ამის შესახებ  გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლის კომენტარსაც სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.როგორც აღნიშნული სააგენტო ანტონ წერს, ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და პატივი უნდა სცეს გაერო-ს წესდებას."გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოზიცია ცალსახაა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ერთიანობას, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში გაერო-ს რეზოლუციების შესაბამისად. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდა აქტიური საომარი მოქმედებების დროს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და უკრაინის საკანონმდებლო და კონსტიტუციური ჩარჩოს გარეთ.მათ არ შეიძლება, ეწოდოს ხალხის ნების ჭეშმარიტი გამოხატულება. ამ მიმართულებით, რუსეთის მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება წინსვლის შესახებ, მეტ საფრთხეს შეუქმნის მშვიდობის პერსპექტივას. უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსიის ნებისმიერ გადაწყვეტილებას არ ექნება იურიდიული ღირებულება და დაგმობილი იქნება. ეს არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოს“, – აღნიშნა გუტერეშმა.

მსოფლიო 1664478401

ირაკლი კობახიძე
"საუბარი იმაზე, რომ საქართველოდან ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ, კომიკურია" - ირაკლი კობახიძე

"საუბარი იმაზე, რომ საქართველოდან ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ, კომიკურია," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "თავისუფალი სტუდია" საუბრისას განაცხადა."გაივსო რუსებით" - ეს არის სპეკულაცია, იმიტომ რომ აქაც არის მარტივი სტატისტიკა, რომელიც არ ექვემდებარება მანიპულაციას. არსებობს საზღვარზე შემოსვლა-გასვლის სტატისტიკა, რაც აჩვენებს იმას რომ დღეს საქართველოს ტერიტორიაზე 50 000 რუსეთის მოქალაქე იმყოფება, საიდანაც ძალიან დიდი ნაწილი, სავარაუდოდ უმრავლესობა არიან ქართველები. თქვენ იცით, თქვენს გარშემოც ალბათ უამრავი ადამიანი ქართველი, რომელმაც დატოვა რუსეთი, ცხოვრობდნენ იქ ზოგი 10-20-30 წლის განმავლობაში და ჩამოვიდნენ საქართველოში.  ქართველები არიან, მაგრამ არიან რუსეთის მოქალაქეები. მთლიანად რომ ავიღოთ რუსი და რუსეთის მოქალაქე შეიძლება იყოს მაქსიმუმ იყოს 20 000 კაცი. აქედან გამომდინარე საუბარი იმაზე, რომ ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ ეს ელემენტარულად კომიკურია. გადახედეთ ვითარებას, ეს ცარიელი სპეკულაციაა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველო-რუსეთის საზღვარზე რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ მოიმატა.

საზოგადოება 1664476949