საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წინააღმდეგ სახალხო დამცველის სარჩელს განიხილავს

სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წინააღმდეგ სახალხო დამცველის სარჩელს განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილავს.

როგორც საკონსტიტუციოს სასამართლოში აცხადებენ, დავის საგანია სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კერძოდ, არის თუ არა დისკრიმინაციული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მონასტრების მიმდებარედ ტყის საკუთრებაში გადაცემა. სახალხო დამცველის აპარატს მიაჩნია, რომ მიწის ნაკვეთის გადაცემა სამოციქულო ეკლესიისთვის არაკონსტიტუციურია და სახელმწიფოს მხრიდან უპირატეს მდგომარეობაში ერთი რელიგიური ორგანიზაციაა.

„განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა ადგენს, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შესაძლებელია გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები − თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა, აგრეთვე საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. ამასთანავე, გადასაცემი ფართობი ისე უნდა განისაზღვროს, რომ მისმა გამოყოფამ არ დაარღვიოს არსებული სატყეო ლიტერების საზღვრები.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი საგამონაკლისო წესი დისკრიმინაციულია, რადგან სხვა რელიგიური ორგანიზაციებისაგან განსხვავებით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას აძლევს შესაძლებლობას საკუთრებაში მიიღოს მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს ეწინააღმდეგება სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ტყეთა ფართობების საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტყეთა საკუთრებაში გადაცემის წესი, რომელიც დადგენილია სადავო ნორმით, შინაარსობრივად მსგავსია იმ ნორმისა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 3 ივლისის №1/1/811 გადაწყვეტილებით გააუქმა. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულაცია არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია, რაც ითვალისწინებს პრივილეგიის მინიჭებას მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მაშინ, როდესაც ამგვარი მოპყრობის არსებობის საჭიროებას საქართველოს კონსტიტუცია არ ადგენს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, გასაჩივრებული ნორმა არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის №1/1/811 გადაწყვეტილების დამძლევი ნორმა და, შესაბამისად, ის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი”,- აცხადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

უახლესი
ვალუტის კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6848 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6848 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6848 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6902 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8196 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8239 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0043 ლარი შეადგინა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ეკონომიკა 1670506901

შალვა ხაჭაპურიძე
ადვოკატის თქმით, თუ სააკაშვილი პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს, დააყენებენ საკითხს, რომ ის დისტანციურად ჩაერთოს ან პროცესი კლინიკაში გაიმართოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ხვალინდელ პროცესზე, სადა მოსამართლე მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შესახებ იმსჯელებს,  რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ.ადვოკატის ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მოწმეთა სია არ ჩაიხსნება, მაგრამ საქმის მსვლელობის დროს არ არის გამორიცხული, რამდენიმე მოწმე მოიხსნას. როგორც ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, თუ სააკაშვილი პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს, დააყენებენ საკითხს, რომ დისტანციურად ჩაერთოს ან პროცესი კლინიკაში გაიმართოს.„ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, დავაკვირდებით სიტუაცია როგორ იქნება. მიხეილ სააკაშვილი არის მძიმედ და მეეჭვება, მოწმეთა საკმაოდ ვრცელი სია სრულად დაიკითხოს. რაც შეეხება ხვალინდელ პროცესს, ამ პროცესის გადადებას ჩვენ არ ვაპირებთ, პირიქით, რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას ვაპირებთ. პირველი, ეს არის სასჯელის მოხდის ან გადავადების დასაბუთება, მეორე, ჩვენ მიერ როგორც "ვივამედიდან", ისე სხვადასხვა უწყებებიდან გამოთხოვილია ინფორმაცია, რომელზეც პასუხები არ მიგვიღია. მესამე ინიციატივა იქნება, რომ თუ მოსვლას ვერ შეძლებს, ან ვიზუალურად ჩაერთოს ან კლინიკა „ვივამედში" ჩატარდეს პროცესი.თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლო პროცესზე დასწრებას ან „ვივამედიდან" არ იქნება სათანადო ცნობა, მაშინ ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში, ოღონდ ერთი პირობით, მოხდეს პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძე  მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე ხვალ, 9 დეკემბერს 13 საათზე იმსჯელებს.ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ირაკლი ლომიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს და ჩვენება მისცეს. 

სამართალი 1670506080

ნიკოლოზ შაიშმელაშვილი
"ქართველებო, ქვეყნის პატრიოტებო, გადავარჩინოთ მიშას სიცოცხლე, დაგვიდექით გვერდში"- ნიკოლოზ სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომლითაც მოქალაქეებს სოლიდარობის თხოვნით მიმართავს. "ქართველებო ქვეყნის პატრიოტებო, საქართველოს მეგობრებო-გადავარჩინოთ მიშას სიცოცხლე. დაგვიდექით გვერდში" - წერს ფეისბუქზე ნიკოლოზ სააკაშვილი. მსგავსი შინაარსის მიმართვა გაავრცელა გიული ალასანიამაც, რომელმაც მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, სასამართლო პროცესის დღეს  სასამართლოსთან შეიკრიბონ და სააკაშვილის მიმართ სოლიდარობა გამოხატონ.ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძე  მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე ხვალ, 9 დეკემბერს 13 საათზე იმსჯელებს.ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ირაკლი ლომიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს და ჩვენება მისცეს. 

სამართალი 1670504747

სააკაშვილი წერილი
"მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს"- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ვივა მედიდან" წერილს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სურვილი იყო, ხვალინდელ სასამართლოზე პროცესზე დაესწროს."მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს. მადლობა ყველას! მიყვარხართ",- წერს მიხეილ სააკაშვილი.ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძე  მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე ხვალ, 9 დეკემბერს 13 საათზე იმსჯელებს.ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ირაკლი ლომიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს და ჩვენება მისცეს. 

სამართალი 1670503740

ვოლოდიმირ ზელენსკი
"ლიდერები შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტად გავლენიანი მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავიანთი ხალხის საერთო ნებას" - ზელენსკი Politico-ს ჯილდოზე

"ლიდერები შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტად გავლენიანი მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავიანთი ხალხის საერთო ნებას, საერთო ოცნებას, საერთო მიზანს," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Politico-ს ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიის ყოველწლიურ წარდგენაზე განაცხადა.ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს მიღებული ჯილდოს გამო მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული ჯილდო ყველა უკრაინელს ეკუთვნის. "მადლობას ვუხდი უკრაინელ ხალხს ამ ჯილდოსთვის. ის ყველა უკრაინელს ეკუთვნის, რადგან ლიდერები შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტად გავლენიანი მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავიანთი ხალხის საერთო ნებას, საერთო ოცნებას, საერთო მიზანს. ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე ამ ხალხს, ყველა უკრაინელს. მჯერა, რომ მომავალ წელსაც ყველაზე გავლენიანი უკრაინელები იქნებიან. მაგრამ - უკვე მშვიდობის დროს," - განაცხადა ზელენსკიმ.ცნობისთვის, ამერიკულმა გამოცემა Politico-მ 2022 წელს, ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღიარა. 

მსოფლიო 1670503719

არჩილ გამზარდია
"ყველა უნდა ითხოვდეს სააკაშვილის გამგზავრებას, ისინიც კი, ვისაც ის სასტიკად სძულს" - არჩილ გამზარდია

 ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა პირველ რიგში იმ ადამიანების ინტერესებშია, ვისაც სააკაშვილის თემაზე საუბრების დასრულება სურს.ანალიტიკოსი სააკაშვილის გადაყვანის მომხრეა და ადამიანებს საერთო პოზიციაზე შეჯერებისაკენ მოუწოდებს."მიშას "დასრულება" ვისაც უნდა ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად, პირველი ის უნდა იდგეს და იძახდეს, გაუშვით ეს ადამიანი მესამე ქვეყანაში სამკურნალოდო, იმისთვის, რომ ეს თემა დასრულდეს, სააკაშვილიც სამშვიდობოდ იყოს და ამ ქვეყანაშიც ხვალინდელ დღეზე გადავიდეთ.მოგწონთ-არ მოგწონთ, გიყვართ-გძულთ, დასრულება გსურთ თუ გულშემატკივრობა, უცნაურია, მაგრამ ყველა მათგანი უნდა გაერთიანდეს იმაში, რომ არა თუ სიკვდილი, არამედ მისი მძიმე მდგომარეობაც კი არავის არაფერს უცვლის დადებითად, მხოლოდ უარყოფითად.ვისთვისაც ის ღირსია ციხის - განა ეს ყველაფერი, რაც მის თავს დატრიალდა, არაა საკმარისი თქვენი შურისძიებისთვის? თუ ამ ყველაფერზე მაღლა დავდგებით, ოდნავ მაინც, განა რაიმე სარგებელს მოგვცემს სააკაშვილის ის მდგომარეობა, რასაც ვხედავთ?მგონია, რომ ყველა უნდა ითხოვდეს მის გამგზავრებას, ისინიც კი, ვისაც ის სასტიკად სძულს, თუნდაც იმიტომ, რომ დასრულდეს ამ პრობლემებით გადატენილ ქვეყანაში ეს თემა და წინ გავიხედოთ.სიძულვილის ურთიერთფრქვევით სახელმწიფო არასდროს აშენებულა და არც ადამიანები გამხდარან უკეთესები. ყველამ უნდა მოითხოვოს სააკაშვილის გადაყვანა სხვა ქვეყანაში, ვიღაცამ მისი მოფრთხილებისა და გულშემატკივრობის მიზნით, ვიღაცამ კი თუნდაც მისი "დასრულების" მიზნით. არავის გვჭირდება ის მოცემულობა, რაც გვაქვს, არავინ ვგრძნობთ ამით თავს უკეთ,"- წერს არჩილ გამზარდია.

პოლიტიკა 1670503624