მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 2 ივნისამდე გადაიდო

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 2 ივნისამდე გადაიდო.

სწორედ ამ პროცესზე გახდება ცნობილი, მისცემს თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს ჩვენებას და განაცხადებს თუ არა, ის თანხმობას მის გარეშე წარიმართოს სასამართლო პროცესები.

დღევანდელ სხდომაზე სააკაშვილის საქმის მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა პენიტენიცურ სამსახურს დაავალა, სააკაშვილთან ცენტრ "ემპათიას" ექსპერტების დაშვება.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ. აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.

უახლესი
მთავრობის სასახლესთან
ხმაური და დაპირისპირება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან

გრძელდება ხმაური და დაპირისპირება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ საპროტესტო აქციას მართავს.აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან  სამართალდამცავების მოწოდებას ხმაურის შეწყვეტისაკენ. მომიტინგეებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან უშუალოდ შენობის წინ გადაინაცვლეს.ორგანიზატორებმა მომიტინგეებს მოუწოდეს, დაკავების შემთხვევაში წინააღმდეგობა არ გაუწიონ პოლიციას, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ სამართალდამცავები პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ.ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან კი რკინის ჯებირებია აღმართული.

პოლიტიკა 1656916691

ყინული
(ვიდეო) იტალიაში მყინვარის ყინულის ჩამოშლას რამდენიმე ტურისტი ემსხვერპლა - 10 ადამიანი დაკარგულად ითვლება

ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა, ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში მყინვარის ყინულის ნაჭერი ჩამოშლის შედეგად. მარმოლადის მთიდან მოწყვეტილი ყინულის ზვავი ლაშქრობის ჯგუფს დაეცა, რომლებიც პოპულარულ ბილიკს გადიოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 10 ადამიანი დაკარგულად ითვლება.ადგილზე ხუთი სამაშველო ვერტმფრენი და ათობით ალპური სამძებრო-სამაშველო სპეციალისტი მუშაობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი არიან მაშველი ძაღლები.  The footage of the large ice avalanche in Marmolada today in close proximity.We don't know the author, we will write it in the comments as soon as we will know it.Indeed an impressive sequence pic.twitter.com/zDo4q40qOP — Alpine-Adriatic Meteorological Society (@aametsoc) July 3, 2022

მსოფლიო 1656916428

პოლიცია
სამტრედიაში მე-6 დღეა 82 წლის კაცს ეძებენ - კაცი სავარაუდოდ ნადირმა შეჭამა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნოღაში მე-6 დღეა 82 წლის კაცს ეძებენ.ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი პირუტყვის მოსაყვანად გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არავის უნახავს.ისინი ეჭვობენ, რომ ხანდაზმული კაცი ნადირმა შეჭამა, რადგან მისი ძაღლი სახლში დაკბენილი დაბრუნდა.

საზოგადოება 1656906780

სალომე ზურაბიშვილი
"არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის გეგმას ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან კავშირი არ აქვს"- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში შექმნილ პროცესებს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმაურება.ზურაბიშვილის განცხადებით, არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის გეგმას „ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან“ კავშირი არ აქვს.“ერთი რამ ნიშანდობლივია ამ ვნებათაღელვის ფონზე: ყველამ - პოზიციამ თუ ოპოზიციამ აიტაცა და აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა (რაზედაც ცოტა ხნის წინ ყველა მედავებოდა, ასეთი რამ შეუძლებელიაო). თუმცა გამოცხადებულ გეგმებს - კობახიძისეულს (“თავისუფლად ანტიევროპულად მოსაუბრე” ტრიუმვირატის შექმნისთანავე ევრო-რეკომენდაციების შესრულების ერთპარტიული გეგმა) თუ რადიკალურ ოპოზიციის არახალი “გადადექი და მე გადმოვდგები” გეგმა - არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან.ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს. მას არ უნდა შეეცვალოს გეზი… ჩვენ ყველანი კი - ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია, ვალდებული ვართ საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებულ რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით! და გამოჩნდება ვის რა უნდა: ევროპა თუ ძალაუფლება!“ - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პოლიტიკა 1656906103

დიტო სამხარაძე
"10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს"- დიტო სამხარაძე აქციის მონაწილეებზე

"10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს" - ეს სტატუსი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ მას შემდეგ დაწერა, როცა ცნობილი გახდა, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი "ქართული ოცნების" ოფისთან გადაადგილდებოდა.ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილი "ქართული ოცნების" ოფისისკენ დაიძრა. ადგილზე სამართალდამცველების კორდონია ჩაყენებული. ეს არის სახალხო მოძრაობის სამოქმედო გეგმის ერთი ნაწილი, რომელიც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გახმოვანდა. გეგმა კი სრულად ეტაპობრივად, ღამის განმავლობაში გახდება ცნობილი.

პოლიტიკა 1656876555

აქცია რუსთაველი
რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეთა ნაწილი "ქართული ოცნების" ოფისისკენ მიემართება

რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეთა ნაწილი "ქართული ოცნების" ოფისისკენ დაიძრა.ისინი  მმართველი პარტიის სათაო ოფისის შენობისკენ ფეხით მსვლელობით მიემართებიან.ეს არის სახალხო მოძრაობის სამოქმედო გეგმის ერთი ნაწილი, რომელიც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გახმოვანდა. გეგმა კი სრულად ეტაპობრივად, ღამის განმავლობაში გახდება ცნობილი.გეგმის გასაჯაროების შემდეგ, "ოცნების" ოფისთან პოლიციის გაძლიერებული კორდონი ჩააყენეს. 

საზოგადოება 1656876170