იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატის ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, იუსტიციის საბჭოში ხუთი არამოსამართლე წევრის არყოფნა დისციპლინური სამართალწარმოების კუთხით შემაფერხებელი იყო

ზურაბ აზნაურაშვილი

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატის ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, იუსტიციის საბჭოში ხუთი არამოსამართლე წევრის არყოფნა დისციპლინური სამართალწარმოების კუთხით გარკვეულწილად შემაფერხებელი იყო, რადგან ამან არაერთი გადაწყვეტილების დროში დაგვიანება გამოიწვია. 

ამის შესახებ აზნაურაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების კითხვის საპასუხოდა განაცხადა, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრობის კანდიდატის მოსმენა მიმდინარეობის.

„იუსტიციის საბჭოში ხუთი წევრის არყოფნასთან დაკავშირებით, ვერ გეტყვით, რატომ არ აცხადებდა პარლამენტი ამ ვაკანსიას. შეიძლება ეს იქიდან გამომდინარეც იყო, რომ ამისთვის საჭიროა კონსენსუსი. დღევანდელი მდგომარეობითაც რთული მისაღები გადაწყვეტილებაა ალბათ, კანდიდატებზე შეჯერება და შეთანხმება. მიმაჩნია, რომ დისციპლინური სამართალწარმოების კუთხით ეს გარკვეულწილად იყო შემაფერხებელი, რადგანაც გადაწყვეტილების მიღების კუთხით მოთხოვნა 2/3-ის კვორუმი იყო. ამან არაერთი გადაწყვეტილების დროში დაგვიანება გამოიწვია. გასულ წელს მომზადებული ცვლილებებით ეს საკითხი გარკვეულწილად აღმოიფხვრა. მარტივად რომ ვთქვათ, 10 წევრის არსებობის შემთხვევაში, თუ საბჭოს ერთ-ერთ წევრს ჰქონდა აცილება, კვორუმი არ დგებოდა, შესაბამისად, საკითხების განხილვა ფერხდებოდა. აქედან გამომდინარე არაერთი საკითხი განხილვა შეფერხდა. ეს იყო პრობლემური“, - განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა იმ კანდიდატების მოსმენა დაიწყო, რომლებმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში განაცხადები შეიტანეს. 8 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ზურაბ აზნაურაშვილის, ვიქტორ ახალბედაშვილის, ტრისტან ბენაშვილის, კარლო ბზიშვილის და ზაზა ბუაჩიძის კანდიდატურებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს განხილავს და ამ კანდიდატს მოუსმენს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთ ვაკანტურ ადგილზე 32 კანდიდატია წარმოდგენილი.

უახლესი
დსფდს
[ვიდეო] "ნებისმიერი, ვინც დაეხმარება პარტიას გაძლიერებაში და ეფექტურად ბრძოლაში, მე ამას მხოლოდ მივესალმები" - გიორგი კაპანაძე

"ნებისმიერი, ვინც დაეხმარება პარტიას გაძლიერებაში და ეფექტურად ბრძოლაში, მე ამას მხოლოდ მივესალმები," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი კაპანაძემ ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.კერძოდ, პარტიის საქმიანობაში ვანო მერაბიშვილის შესაძლო ჩართულობის შესახებ საუბრისას კაპანაძემ განაცხადა, რომ ახლა არც ძველ და არც ახალ პოლიტიკურ ფიგურებს ხელი არ უნდა ჰკრან, პირიქით, მისივე თქმით, დროა, ერთიანი ძალებით სცადონ პარტიის გაძლიერება."რაც შეეხება, ყოფილი პრემიერ-მინისტრის [ვანო მერაბიშვილის] ჩართულობას, პირდაპირ გეტყვით, რომ მას "ენმ-ში გავლენა და ავტორიტეტი აქვს, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელია. ასევე, ის ქართული პოლიციის რეფორმატორი და საქართველოს მოქალაქეა, რომლისთვისაც ხმის მიცემის უფლება არავის აუკრძალავს. ამიტომ, ცხადია, რომ ნებისმიერი, ვინც დაეხმარება პარტიას გაძლიერებაში და ეფექტურად ბრძოლაში მე ამას მხოლოდ მივესალმები. ჩვენ ხელი არავის არ უნდა ვკრათ, არც ძველს და არც ახალს. ვიმეორებ, რომ ახლა ერთიანი ძალებით უნდა ვცადოთ პარტიის და ქვეყნის გაძლიერება და ის, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ," - განაცხადა კაპანაძემ. 

პოლიტიკა 1675098282

დფ
[ვიდეო] "თუ ვინმე მიიღებს გადაწყვეტილებას პარტიიდან წასვლის შესახებ, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა მე არავის წასვლას არ ვისურვებდი" - გიორგი კაპანაძე

"თუ ვინმე მიიღებს გადაწყვეტილებას პარტიიდან წასვლის შესახებ, ეს მათი გადასაწყვეტია და თავს ზევით ძალა არ არის," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი კაპანაძემ ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" შიდაპარტიულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.ამასთან, როგორც კაპანაძემ განმარტა, პირადად ის პარტიიდან არავის წასვლას არ ისურვებდა. მისივე განმარტებით, ახლა სწორედ ერთიანობის დროა, რათა ქვეყანა და პარტია გაძლიერებისკენ წავიდეს."თუ ვინმე მიიღებს გადაწყვეტილებას პარტიიდან წასვლის შესახებ, ეს მათი გადასაწყვეტია და თავს ზევით ძალა არ არის. თუმცა, მე პარტიიდან არავის წასვლას არ ვისურვებდი. ამასთან, რა თქმა უნდა, მე ერთიანობას ვისურვებდი და თუ ჩვენ წყენაზე და გაუგებრობაზე მაღლა დავდგებით, ამით ასე ვთქვათ, ჩვენს ქვეყანას და პარტიას წინ წავიყვანთ. მესმის, რომ დამარცხება ძალიან რთულია და მას გარკვეული უარყოფითი ემოციებიც ახლავს, მაგრამ მერწმუნეთ, დღეს მნიშვნელოვანია არა პირადი წყენა, არამედ ერთიანობაა. ამასთან, ყველამ ვიცით, რომ დღეს, ბევრი მიზანია განსახორციელებელი, მაგალითად ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაცია, რომელსაც "ქართული ოცნება" არ ასრულებს, ასევე, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება და ჩვენ, დღეს სწორედ ამ მიზნების განხორციელებისთვის უნდა გავერთიანდეთ. ამიტომ, პირადად მე, ყველას ერთიანობისკენ მოვუწოდებ. სწორედ, ეს იყო დღეს, ლევან ხაბეიშვილის განცხადების პათოსიც, რომელსაც მივესალმები, რადგან მას ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა ჰქონდა, ნამდვილი ოქროს სიტყვა თქვა მან," - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, კობა ნაყოფიამ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობის პოსტი და პოლიტსაბჭო დატოვა. მისი განცხადებით, ის პარტიაში რიგით წევრად რჩება.რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეიდან "ნაციონალური მოძრაობა" ახალი შემართებით იწყებს რთულ, მაგრამ უწყვეტ ბრძოლას და მისი პარტია ღია იქნება ყველა ახალი ადამიანისთვის."არ ვაპირებთ ზეიმს - დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს - მიშა მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი," - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

პოლიტიკა 1675097150

25/02/2022
"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ომის, მკვლელობისა და ნგრევის ხელშემწყობია" - პოდოლიაკი

"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ომის, მკვლელობისა და ნგრევის ხელშემწყობია," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი "ტვიტერში" წერს."საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სიამოვნებით უყურებს, როგორ ანადგურებს რუსეთი უკრაინას და შემდეგ რუსეთს გენოციდის პროპაგანდის პლატფორმას სთავაზობს და შემდგომ მკვლელობებს ახალისებს. ცხადია, რუსულ ფულს, რომელიც ოლიმპიურ ფარისევლობას ყიდულობს, უკრაინული სისხლის სუნი არ აქვს," - წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადეს, რომ არცერთ სპორტსმენს არ უნდა შეექმნას შეჯიბრებაში მონაწილეობის შეფერხება მხოლოდ პასპორტის გამო.  #IOC is a promoter of war, murder & destruction. The IOC watches with pleasure RF destroying 🇺🇦 & then offers 🇷🇺 a platform to promote genocide & encourages their further killings.Obviously ru-money that buys Olympic hypocrisy doesn’t have a smell of 🇺🇦 blood. Right, Mr. #Bach? — Михайло Подоляк (@Podolyak_M) January 30, 2023

კონფლიქტი 1675094526

8~7
ირაკლი კობახიძე ესპანეთში ბასკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ესპანეთში, ბასკეთის მხარეში ვიზიტის მეორე დღეს ბასკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ბაკარჩო ტეხეირას, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელს, რაკელ მოლინას და აღნიშნული კომიტეტის წევრებს შეხვდა.შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი, ილია გიორგაძე.შეხვედრებზე ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქართულ-ბასკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.ბასკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა დაადასტურეს საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე.

პოლიტიკა 1675094460

ერწე
"ვტოვებ ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და პოლიტსაბჭოსაც, ვრჩები რიგით წევრად" - კობა ნაყოფია

"ვტოვებ ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და პოლიტსაბჭოსაც, ვრჩები რიგით წევრად," - ამის შესახებ კობა ნაყოფიამ "მთავარი არხთან" საუბარში განაცხადა.ამასთან, როგორც ნაყოფიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე ის პარტიის რიგით წევრად დარჩება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას მისი გათავისუფლების შემდეგ მიიღებს."ვტოვებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვრჩები რიგით პარტიის წევრად მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება პუტინის პირადი პატიმარი საპყრობილეში. შემდეგ მივიღებ უკვე გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა. მანამდე ვრჩები. ეს გარდაუვალია და არც განიხილება. შემდეგ კიდევ მივიღებ გადაწყვეტილებას, პარტიაში დავრჩები თუ არა... პარტიაში დარჩენის გადაწყვეტილებას მივიღებ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი და მომეცემა მასთან კომუნიკაციის საშუალება," - განაცხადა ნაყოფიამ.ცნობისათვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო. არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

პოლიტიკა 1675092539

ლარის კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6410 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6410 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6393 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8813 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8745 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0068 ლარი შეადგინა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ეკონომიკა 1675084776