"ირკვევა, რომ სერგი ქურთიშვილის მიმართ გაისროლა გურამ კაკულიამ, რის შემდეგ გაისროლა დავით კაკულიამ"– ძმები კაკულიების პროცესზე პროკურორმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა

ძმები კაკულიები

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ძმების, დავით და გურამ კაკულიების პროცესი მიმდინარეობს, პროკურორმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. 

როგორც საქმის პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა განაცხადა, სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობის საქმით შესაძლოა, მძიმე დანაშაული გაიხსნას და ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ბრალდება დაუდასტურდეთ.

მისი თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს იმას, რომ სწორედ ძმები კაკულიები არიან ის პირები, რომლებმაც 2022 წლის 27 მაისს, სერგი ქურთიაშვილის განზრახ მკვლელობა სცადეს, რა დროსაც იარაღიდან გასროლით ქურთიაშვილთან ერთად მისი მეგობარი გიორგი კაჭკაჭაშვილი დაიჭრა.

ამასთან, პროკურორი სხდომაზე გამოეხმაურა დაზარალებულების, სერგი ქურთიაშვილისა და გიორგი კაჭკაჭაშვილის მიერ პროცესზე მიცემულ ჩვენებას, რომლებიც ირწმუნებიან, რომ დავით და გურამ კაკულიები არ არიან ის პირები, ვინც მათი მიმართულებით გაისროლეს და აცხადებს, რომ დაზარალებულების ამ ჩვენებების მიუხედავად, ბრალდება მათი ინტერესების დაცვას მაინც გააგრძელებს, ხოლო ჩვენებას სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

პროკურორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს დაზარალებულთა ჩვენებები, რითაც ისინი ცდილობენ პასუხისმგებლობა აარიდონ ძმებ კაკულიებს.

რაც შეეხება უშუალოდ საქმეში არსებულ მტკიცებულების დეტალებს, როგორ პროკურორმა სხდომაზე განაცხადა, ვიდრე ძმები კაკულიები სერგი ქურთიაშვილზე შეიარაღებულ თავდასხმას მოახდენენ, მათ გარკვეული პერიოდით ადრე უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რაც შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება. 2022 წლის 27 მაისს კი, როდესაც ქურთიშვილის მკვლელობის მცდელობა განიზრახეს და ვაკეში, ფალიაშვილის და არაყიშვილის ქუჩების ქუჩების კვეთაზე, იარაღის გასროლით მას არაერთი ჭრილობა მიაყენეს.

პროკურორის თქმით, შემთხვევის დროს იარაღიდან ნასროლი ტყვიით დაიჭრა გიორგი კაჭკაჭაშვილი, რომელიც ქურთიაშვილს თან ახლდა.

"ასევე, ბრალდების მხარის განცხადებით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სერგი ქურთიაშვილზე თავდასხმამდე ისინი თბილისის ერთ-ერთ უბანში მდებარე ბინაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. თავდასხმის შემდგომ კი, ძმებს ბინის მეპატრონისთვის სახლის გასაღები არ დაუბრუნებიათ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ არ გამჟღავნებულიყო მათი გადაადგილების ფაქტი. ამასთან, პროკურორის განმარტებით, გამოძიების შედეგად ბინიდან ამოღებული მტკიცებულებებიდან, მათ შორის სიგარეტის ნამწვიდან ამოღებულია ძმების ბიოლოგიური მასალა. ასევე, ბინის დათვალიერებისას ნანახია “გუდვილში” შეძენილი პროდუქტის სტიკერები. პროდუქტები კი, ძმების ნათესავმა გიორგი რუხაძემ იყიდა, რომლის შესახებაც საქმეს ერთვის ვიდეომტკიცებულება, თუ როგორ გადაადგილდება ის “გუდვილთან”. 

პროკურორის განმარტებით, გიორგი რუხაძე გამოძიებამ 1-ელ ივლისს გამოჰკითხა, რომელმაც ვერ გაიხსენა იყიდა თუ არა პროდუქტები, საერთოდ იმყოფებოდა თუ არა ნაქირავებ ბინაში, ან ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ბრალდებულებთან.

პროკურორის თქმით, რუხაძის პასუხები იმდენად არადამაჯერებელი იყო, რომ გამომძიებელმა მას კითხვა დაუსვა, ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა ხომ არ ჰქონდა, რაზეც მან უპასუხა, რომ - არა, აბსოლუტურად ჯანმრთელია,"– განაცხადა პროკურორმა.

პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის თქმით, ვიდეოჩანაწერების გარდა მოწმეებიც ადასტურებენ იმას, რომ თავდასხმის დღეს ორივე ძმას ხელში იარაღი ეჭირა და გარკვეული მიმართულებით ისროდნენ, ორივე მათგანს ეხურა ჩაფხუტი, ხოლო ერთს ეცვა შავი ფერის ზედა, მეორეს კი, ნარინჯისფერი.

„ჩანაწერებით ირკვევა, რომ სერგი ქურთიშვილის მიმართ გაისროლა გურამ კაკულიამ, ამის მერე გაისროლა დავით კაკულიამ ასევე ქურთიაშვილის მიმართ. ამ დროს ქურთიაშვილი წაიქცა და ჩანთა დაუვარდა, რომელიც ხელში ეჭირა. ამის შემდგომ ის ეცადა, თავის შველის მიზნით, მანქანისკენ წასულიყო, რა დროსაც ორივე პირმა კვლავ სროლა განახორციელა. ამ მომენტში კი, ქურთიაშვილი მოექცა “მერსედესის” მარკის ავტომობილსა და სატვირთოს შუაში. რაც შეეხება კაჭკაჭაშვილს, ის “მერსედესიდან” მას შემდგომ გადმოვიდა, რაც ქურთიაშვილი უკვე „მერსედესსა“ და სატვირთოს შორის მოექცა”, - განაცხადა თამარ ყულჯანაშვილმა.

ბრალდების მხარის განმარტებით, თავდასხმის შემდგომ ძმებმა ტანსაცმელი გამოიცვალეს, ხოლო ჩაფხუტები და ხელთათმანები გადაყარეს, თუმცა ეს ნივთები გამოძიებამ ამოიღო.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

უახლესი
დაკავება
დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში გაასაღა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტა."საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 20 250 აშშ დოლარის ოდენობის 202 ცალი ყალბი 100 დოლარიანი და ერთი ცალი ყალბი 50 დოლარიანი კუპიურა"- წერია განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.

სამართალი 1677741600

საგამოძიებო სამსახური
„სარფში" ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტები გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.„სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა საქართველოს 2 მოქალაქე ნ.ვ. და ხ.გ. აღნიშნული მოქალაქეების, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური და ბარგის, დათვალიერების შედეგად, 608 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი მეტადონი და 112 კაფსულა პრეგაბალინის შემცველი ფსიქოტროპული საშუალება (აღნიშნული აკრძალული მედიკამენტები სპეციალურ შეფუთვებში იყო დაფასოებული) აღმოაჩინეს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა.

სამართალი 1677740520

ლევან ხაბეიშვილი
"სხვა პარტიას თუ შექმნის, ღმერთმა გაუმარჯოს!" - ხაბეიშვილი ნიკა მელიაზე

"სხვა პარტიას თუ შექმნის, ღმერთმა გაუმარჯოს, თუ ოპოზიციაში იქნება და ერთი მიზანი გვექნება, ივანიშვილთან ბრძოლას ვგულისხმობ, ვითანამშრომლებთ", - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში დასმული  კითხვის საპასუხოდ გააკეთა.კერძოდ, ჟურნალისტმა ხაბეიშვილს ჰკითხა, შესაძლოა, თუ არა ნიკა მელიამ ახალი პარტია ჩამოაყალიბოს და რა ინფორმაციას ფლობს თავად ამის შესახებ."ვიღაცა ვიღაცის ოპოზიციაში ჩადგა, ეს არ არის ჩემი საქმე და ამით თავს არ დავიღლი. ბიძინა ივანიშვილია ჩემი სამიზნე და მასთან ბრძოლა", - აცხადებს ხაბეიშვილი.ცნობისთვის, დღეს, გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა მელია ახალი პარტიის შექმნას აპირებს. 

საზოგადოება 1677695433

 ეკა სეფაშვილი
"როგორც ჩანს, ხათუნა სამნიძეს რეიტინგი აღარ აქვს და ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის ამ გაუგონარი ტყუილის დაბრალებით ცდილობს საკუთარი რეიტინგის აწევას" - ეკა სეფაშვილი

"ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, "2014 წელს, ევროსაბჭოში, თინა ხიდაშელის და ლევან ბერძენიშვილის მწვავე კრიტიკის გამო, ბიძინა ივანიშვილმა პუტინს ბოდიში შეუთვალა.""ეს არის ხათუნა სამნიძის მიერ მოგონილი ტყუილი, რომელიც ალბათ, მიმართულია საკუთარი თავის გაპიარებისკენ. როგორც ჩანს ხათუნა სამნიძეს უკვე აღარავინ უსმენს, არავითარი რეიტინგი აღარ აქვს და ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის ამ გაუგონარი ტყუილის დაბრალების ცდილობს საკუთარი რეიტინგის აწევას“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

საზოგადოება 1677695033

პრეზიდენტის ადმინისტრაცია
"სამწუხაროდ მივიჩნევთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი არ ყოფილა მიწვეული" - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ 2023 წლის 28 თებერვალს გამართული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი დასასწრებად არ ყოფილა მიწვეული. ამის შესახებ აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.„განხილული საკითხები, რომელიც მოიცავს მსოფლიო და რეგიონული  უსაფრთხოების მნიშვნელოვან ტენდენციებს, და მათ შორის, „უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს“, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს, თუ საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განხილვას, ყველა შემთხვევაში, მოითხოვდა პრეზიდენტის წარმომადგენლის საბჭოზე დასწრებას.უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტმა არაერთხელ დააყენა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საკითხი. ასევე, ხაზი გაუსვა, ამ ფორმატში, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლით არსებული გამოწვევების შესწავლის აუცილებლობას, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, ძნელი გასაგებია ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის წარმომადგენლის ამ განხილვების გარეთ დატოვება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოება 1677691523

17/03/2022
"მივესალმებით, რომ ყაზახეთი განაგრძობს რუსეთის 200 000-ზე მეტი მოქალაქის მასპინძლობას, რომლებიც თავიანთი ქვეყნიდან გაიქცნენ მას შემდეგ, რაც პუტინმა ომი დაიწყო" - ბლინკენი

"მივესალმებით, რომ ყაზახეთი განაგრძობს რუსეთის 200 000-ზე მეტი მოქალაქის მასპინძლობას, რომლებიც თავიანთი ქვეყნიდან გაიქცნენ მას შემდეგ, რაც პუტინმა ომი დაიწყო," - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება."ჩვენ მივესალმებით, რომ ყაზახეთი განაგრძობს რუსეთის 200 000-ზე მეტი მოქალაქის მასპინძლობას, რომლებიც თავიანთი ქვეყნიდან გაიქცნენ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო.მინდა მადლობა გადავუხადო ყაზახეთის ხალხს უკრაინისათვის საკვების, ტანსაცმლის, მედიკამენტებისა და სხვა ჰუმანიტარული მარაგების მიწოდებისთვის, მათ შორის, კიევსა და ბუჩაში უძლეველობის იურტების მოწყობისთვის, სადაც უკრაინელებს შეუძლიათ, იპოვონ სითბო და ომისგან მოსვენება," - განაცხადა ბლინკენმა.  

მსოფლიო 1677689844