"გულწრფელად ვნანობ ჩადენილ ქმედებას"- “საქართველოს ბანკზე” თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის პირველადი ჩვენება ვრცელდება

გრიგოლ ნარსია

ქუთაისში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის პირველადი ჩვენება ვრცელდება, სადაც ბრალდებული იხსენებს, როგორ შევიდა ბანკში და მოითხოვა თანხა. 

ბრალდებული ჩვენებაში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ის მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ფულს მიიღებდა, ქვეყნის დატოვებას აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით აპირებდა. 

"ბანკში მყოფი ადამიანები ავიყვანე მძევლად. ამის შემდეგ ბანკში კარი დავკეტე და დავამაგრე ჩემ მიერ დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაკეტი-მულიაჟი. ამის შემდეგ ბანკის თანამშრომლებს მოვთხოვე ფული მოეცათ. მათ რაღაც ფული იატაკზე დაყარეს, მე ისინი მეცოტავა, ამიტომ ბანკის თანამშრომელ გოგონას ვუთხარი, რომ თავის უფროსისთვის დაერეკა და ჩემთვის ფული მოეტანათ. იქ მყოფი ერთ-ერთი მძევალი ბიჭის მეშვეობით ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბრისას მოვთხოვე, რომ ჩემთვის მოეტანათ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მლნ აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესის ჯოხი. აღნიშნული საუბარი რამდენჯერმე განხორციელდა. მე ასევე მოვითხოვე, ავტომანქანა და ქუთაისის ძველ აეროდრომზე ვერტმფრენი, რომლითაც მინდოდა დამეტოვებინა საქართველოს საზღვრები აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით. ამისთვის მესაჭიროებოდა რუსეთის დროშა, ამისთვის მინდოდა ანკესი, რომ დროშა საზღვრის გადაკვეთისას მასზე დამემაგრებინა. მითხრეს, რომ ჩემთვის ფული ჰქონდათ მოტანილი და მკითხეს, მქონდა თუ არა ჩანთა, მე ვუპასუხე რომ მქონდა და შევძლებდი ფულის წაღებას. ამავე დროს უცებ შენობაში სწრაფად შემოვიდნენ სპეცრაზმელები, მათ გამაკავეს, გავუწიე ფიზიკური წინააღმდეგობა, თუმცა მოახერხეს ჩემი გაკავება. დანა, ხელყუმბარა და სხვა ნივთები არ გამომიყენებია, წამართვეს", - განაცხადა გრიგოლ ნარსიამ გამოკითხვის დროს.

ბრალდებული ჩვენებაში ამბობს, რომ ის ნანობს მომხდარს და აცხადებს, რომ თანამონაწილე არ ჰყავდა.

"დაკავების დროს გავუწიე წინააღმდეგობაა, მივიღე დაზიანებები, აღნიშნულ დაზიანებებთან დაკავშირებით მე პოლიციის თანამშრომლებთან პრეტენზია არ გამაჩნია. მე ვაღიარებ იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტს, ჩემს მიერ მითითებულ ბანკზე თავდასხმის ფაქტს, მძევლების ხელში ჩაგდებას. გულწრფელად ვნანობ ჩემს მიერ ჩადენილ ქმედებას და გთხოვთ აღნიშნული გაითვალისწინოთ. ყოველივე აღნიშნული ჩავიდინე მარტო და აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში სხვა ვინმე პირს რაიმე ფორმით თანამონაწილეობა არ მიუღია", - აღნიშნავს ჩვენებაში ნარსია.

ცნობისათვის, შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში 20 სექტემბერს, დილით შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა, ის 2 მლ დოლარს ითხოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

უახლესი
219
219-ე დღე: ომი უკრაინაში - დღის სტენოგრამა

* დღეს დილით რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიესთან სამოქალაქო ჰუმანიტარულ კოლონას რაკეტები ესროლეს, - ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი ავრცელებს. * უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი ალყაში მოაქციეს. ამ ინფორმაციას რუსი სამხედრო ბლოგერები ავრცელებენ და ის ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმაც (ISW) დაადასტურა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. * რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების „დამოუკიდებელ“ ტერიტორიებად აღიარების შესახებ. * იკოლაივის ოლქში, იუჟნუკრაინსკსა და ვოზნესენსკს შორის ტერიტორიაზე აფეთქებები მოხდა, - ამის შესახებ მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი იუწყება.

კონფლიქტი 1664520490

ანტონიუ გუტიერეში
"უკრაინის რეგიონების ანექსია საშიში ესკალაცია იქნება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის რეგიონში მშვიდობის პერსპექტივას"– ანტონიო გუტერეში

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსია საფრთხეს შეუქმნის რეგიონში მშვიდობის პერსპექტივას. გუტერეში რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინის რეგიონების ანექსია „საშიში ესკალაცია" იქნება " და ამბობს, რომ უკრაინის რეგიონების ანექსიის გადაწყვეტილებას იურიდიული ღირებულება არ ექნება.  “უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსიის ნებისმიერ გადაწყვეტილებას არ ექნება იურიდიული ღირებულება და დაგმობას იმსახურებს”, - აღნიშნა გუტერეშმა.მისი თქმით, თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის გეგმებს, ეს გაახანგრძლივებს დრამატულ ზემოქმედებას გლობალურ ეკონომიკაზე, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.„ეს ხელს შეუშლის ჩვენს უნარს, მივაწოდოთ სიცოცხლის გადამრჩენი დახმარება უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა გუტერეშმა.კრემლის ინფორმაციით, დღეს ხელი მოეწერება უკრაინის ოთხი ოლქის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებებს.შეგახსენებთ, უკრაინის ოთხი ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა „რეფერენდუმების“ შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რუსეთთან შეერთებას „კენჭისყრაში“ მონაწილეების დიდი ნაწილი უჭერს მხარს.

მსოფლიო 1664520185

ბაიდენი
"შეერთებული შტატები არასდროს, არასდროს, არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე"– ჯო ბაიდენი

“მინდა, ძალიან მკაფიო ვიყო ამ საკითხში - შეერთებული შტატები არასდროს, არასდროს, არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე“, - განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით. მან დაგმო „რეფერენდუმი“, რომელიც პრორუსულმა ძალებმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატარეს და აღნიშნა, რომ ეს იყო „აბსოლუტური სიყალბე“, რომლის შედეგები „მოსკოვში დაამზადეს“.ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა გაერო-ს წესდების და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევაა.შეგახსენებთ, უკრაინის ოთხი ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა „რეფერენდუმების“ შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რუსეთთან შეერთებას „კენჭისყრაში“ მონაწილეების დიდი ნაწილი უჭერს მხარს.კრემლის ინფორმაციით, დღეს კი ხელი მოეწერება უკრაინის ოთხი ოლქის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებებს.

მსოფლიო 1664519773

ნინო ლომჯარია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს ნინო ლომჯარიას მოუსმენს

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მოუსმენს.ომბუდსმენი კომიტეტის წევრებს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გააცნობს და მათ შეკითხვებს უპასუხებს.სახალხო დამცველმა პარლამენტს ანგარიში წერილობითი ფორმით ჯერ კიდევ მარტში წარუდგინა, თუმცა დოკუმენტის განხილვა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში არ მომხდარა.ნინო ლომჯარია პარლამენტში მომავალ კვირასაც მივა და ყოველწლიური მოხსენებით პლენარულ სხდომაზე წარსდგება.

პოლიტიკა 1664519444

ადამ კინზინგერი
"როდესაც პუტინის კამპანია უკრაინაში სუსტდება, ქართველები ფრთხილად უნდა იყვნენ კრემლის მხრიდან ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის მიმართ"– ადამ კინზინგერი

რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი“ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. აღნიშნულ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.კინზინგერი ამბობს, რომ  საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია. „მართალია გასაკვირი არაა, რომ დესპოტი ბელარუსიდან ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას მოსკოვიდან კარნახობენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია“, - განაცხადა კონგრესმენმა.ადამ კინზინგერი თვლის, რომ რეგიონში გამწვავებული საფრთხის ფონზე კი საქართველომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იმოქმედოს.„ახლა, როდესაც პუტინის კამპანია უკრაინაში სუსტდება, ქართველები ფრთხილად უნდა იყვნენ კრემლის მხრიდან ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის მიმართ. საქართველომ ძალიან კარგად იცის ყველა იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც კრემლი მის სუვერენიტეტს უქმნის და ქართველი ხალხი არ უნდა აყვეს ყალბ ნარატივებს, რომლებსაც ანტიდასავლური ხმები ავრცელებენ“,- აცხადებს კინზინგერი.ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, აფხაზეთთან არა მხოლოდ "მეგობრობის ხიდის" აშენება, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები სურთ.

მსოფლიო 1664518860

ვლადიმერ პუტინი
ვლადიმერ პუტინმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. მან შესაბამის განკარგულებებს ხელი მოაწერა. „საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, ხალხთა თანაბარი უფლებებისა და თვითგამორკვევის პრინციპის აღიარებითა და დადასტურებით, რომელიც გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, ხერსონის რეგიონის ხალხის მიერ, რეფერენდუმზე გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით, რომელიც გაიმართა 2022 წლის 27 სექტემბერს, ვადგენ: აღიარებულ იქნას ხერსონის ოლქის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – ნათქვამია დოკუმენტში.იგივე შინაარსის განკარგულება გამოქვეყნებულია ზაპოროჟიეს ოლქის ე.წ. დამოუკიდებლად აღიარებასთან დაკავშირებითაც.კრემლის ინფორმაციით, დღეს ხელი მოეწერება უკრაინის ოთხი ოლქის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებებს.შეგახსენებთ, უკრაინის ოთხი ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა „რეფერენდუმების“ შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რუსეთთან შეერთებას „კენჭისყრაში“ მონაწილეების დიდი ნაწილი უჭერს მხარს.

მსოფლიო 1664518440