"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაც კატეგორიის ხალხმა ჩემთვის ძვირფას მამაოებს კომისიის მუშაობის შესახებ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა და შესაბამისი რეაგირებაც იყო მათი მხრიდან"- ივერი მელაშვილი

ივერი მელაშვილი

"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაც კატეგორიის ხალხმა ჩემთვის ძვირფას მამაოებს კომისიის მუშაობის შესახებ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა და შესაბამისად, რეაგირებაც იყო მათი მხრიდან", – ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა, ივერი მელაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ივერი მელაშვილმა აღნიშნა, მიქაელ ბოტკოველმა ახსენა მოლაპარაკებათა დოკუმენტი, რომელიც დოკუმენტი კი არ არის მხარეებს შორის გაცვლილი ვარიანტებია.

„რაც შეეხება განცხადებებს დოკუმენტზე,  ბოტკოველმა ახსენა მოლაპარაკებათა დოკუმენტი ჯერ შევარდნაძესა და ალიევს შორის მოლაპარაკებათა პროცესი, თუმცა ვერ გაიხსენა რომ ასეთი დოკუმენტი არსებობს, ასევე ახსენა დოკუმენტი, რომელიც დოკუმენტი კი არ არის მხარეებს შორის გაცვლილი ვარიანტებია.

მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაც კატეგორიის ხალხმა ისეთი ინფორმაცია მიაწოდა მათ შორის ჩემთვის ძვირფას მამაოებსაც, რომ წარმოუდგინა საქმე ისე, თითქოს ამ 200 000-იანი რუკის გამოყენებით არიქა და საქართველო რაღაცას მოიგებს და ასე შემდეგ, კომისიის მუშაობის შესახებ მიაწოდა მცდარი ინფორმაცია და შესაბამისად რეაგირებაც იყო მამაოების მხრიდან“, – განაცხადა მელაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა ჩვენება მისცა.

პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ერთ-ერთ პრობლემურ რუკაზე, რომელიც 2006 წლით თარიღდება, ბრალდებული ივერი მელაშვილიც აწერს ხელს. ბოტკოველის განმარტებით, ისმის კითხვა, მაშინ, როდესაც 1996 წლის რუკაზე მონიშნული საზღვრით სადაო საკითხები არ რჩებოდა სადაო ძეგლებთან დაკავშირებით, რატომ შეიცვალა ეს 2006 წელს, რაც საფრთხეს უქმნის ქართულ ძეგლებს. როგორც სასამართლოში დაკითხვის დასრულების შემდეგ ბოტკოველმა აღნიშნა, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ უნდა გასცენ პასუხი, პოზიციის დაფიქსირება მათი გადასაწყვეტი იყო, თუ ამას ვინმე კარნახობდა.

უახლესი
ნიკოლოზ შაიშმელაშვილი
"ქართველებო, ქვეყნის პატრიოტებო, გადავარჩინოთ მიშას სიცოცხლე, დაგვიდექით გვერდში"- მიხეილ სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომლიტაც მოქალაქეებს სოლიდარობის თხოვნით მიმართავს. "ქართველებო ქვეყნის პატრიოტებო, საქართველოს მეგობრებო-გადავარჩინოთ მიშას სიცოცხლე. დაგვიდექით გვერდში" - წერს ფეისბუქზე ნიკოლოზ სააკასვილი. მსგავსი შინაარსის მიმართვა გაავრცელა გიული ალასანიამაც, რომელმაც მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, სასამართლო პროცესის დღეს  სასამართლოსთან შეიკრიბონ და სააკაშვილის მიმართ სოლიდარობა გამოხატონ.ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძე  მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე ხვალ, 9 დეკემბერს 13 საათზე იმსჯელებს.ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ირაკლი ლომიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს და ჩვენება მისცეს. 

სამართალი 1670504747

სააკაშვილი წერილი
"მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს"- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ვივა მედიდან" წერილს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სურვილი იყო, ხვალინდელ სასამართლოზე პროცესზე დაესწროს."მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს. მადლობა ყველას! მიყვარხართ",- წერს მიხეილ სააკაშვილი.ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძე  მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე ხვალ, 9 დეკემბერს 13 საათზე იმსჯელებს.ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ირაკლი ლომიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს და ჩვენება მისცეს. 

სამართალი 1670503740

ვოლოდიმირ ზელენსკი
"ლიდერები შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტად გავლენიანი მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავიანთი ხალხის საერთო ნებას" - ზელენსკი Politico-ს ჯილდოზე

"ლიდერები შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტად გავლენიანი მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავიანთი ხალხის საერთო ნებას, საერთო ოცნებას, საერთო მიზანს," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Politico-ს ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიის ყოველწლიურ წარდგენაზე განაცხადა.ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს მიღებული ჯილდოს გამო მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული ჯილდო ყველა უკრაინელს ეკუთვნის. "მადლობას ვუხდი უკრაინელ ხალხს ამ ჯილდოსთვის. ის ყველა უკრაინელს ეკუთვნის, რადგან ლიდერები შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტად გავლენიანი მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავიანთი ხალხის საერთო ნებას, საერთო ოცნებას, საერთო მიზანს. ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე ამ ხალხს, ყველა უკრაინელს. მჯერა, რომ მომავალ წელსაც ყველაზე გავლენიანი უკრაინელები იქნებიან. მაგრამ - უკვე მშვიდობის დროს," - განაცხადა ზელენსკიმ.ცნობისთვის, ამერიკულმა გამოცემა Politico-მ 2022 წელს, ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღიარა. 

მსოფლიო 1670503719

არჩილ გამზარდია
"ყველა უნდა ითხოვდეს სააკაშვილის გამგზავრებას, ისინიც კი, ვისაც ის სასტიკად სძულს" - არჩილ გამზარდია

 ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა პირველ რიგში იმ ადამიანების ინტერესებშია, ვისაც სააკაშვილის თემაზე საუბრების დასრულება სურს.ანალიტიკოსი სააკაშვილის გადაყვანის მომხრეა და ადამიანებს საერთო პოზიციაზე შეჯერებისაკენ მოუწოდებს."მიშას "დასრულება" ვისაც უნდა ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად, პირველი ის უნდა იდგეს და იძახდეს, გაუშვით ეს ადამიანი მესამე ქვეყანაში სამკურნალოდო, იმისთვის, რომ ეს თემა დასრულდეს, სააკაშვილიც სამშვიდობოდ იყოს და ამ ქვეყანაშიც ხვალინდელ დღეზე გადავიდეთ.მოგწონთ-არ მოგწონთ, გიყვართ-გძულთ, დასრულება გსურთ თუ გულშემატკივრობა, უცნაურია, მაგრამ ყველა მათგანი უნდა გაერთიანდეს იმაში, რომ არა თუ სიკვდილი, არამედ მისი მძიმე მდგომარეობაც კი არავის არაფერს უცვლის დადებითად, მხოლოდ უარყოფითად.ვისთვისაც ის ღირსია ციხის - განა ეს ყველაფერი, რაც მის თავს დატრიალდა, არაა საკმარისი თქვენი შურისძიებისთვის? თუ ამ ყველაფერზე მაღლა დავდგებით, ოდნავ მაინც, განა რაიმე სარგებელს მოგვცემს სააკაშვილის ის მდგომარეობა, რასაც ვხედავთ?მგონია, რომ ყველა უნდა ითხოვდეს მის გამგზავრებას, ისინიც კი, ვისაც ის სასტიკად სძულს, თუნდაც იმიტომ, რომ დასრულდეს ამ პრობლემებით გადატენილ ქვეყანაში ეს თემა და წინ გავიხედოთ.სიძულვილის ურთიერთფრქვევით სახელმწიფო არასდროს აშენებულა და არც ადამიანები გამხდარან უკეთესები. ყველამ უნდა მოითხოვოს სააკაშვილის გადაყვანა სხვა ქვეყანაში, ვიღაცამ მისი მოფრთხილებისა და გულშემატკივრობის მიზნით, ვიღაცამ კი თუნდაც მისი "დასრულების" მიზნით. არავის გვჭირდება ის მოცემულობა, რაც გვაქვს, არავინ ვგრძნობთ ამით თავს უკეთ,"- წერს არჩილ გამზარდია.

პოლიტიკა 1670503624

წულუკიანი სონღულაშვილი
"ყიიი, ყიიი, ნისკარტი არ მოგიცვდეს, გოგონი" თეა წულუკიანი თაკო სონღულაშვილს

აქტიური გამოხმაურებები მოჰყვა კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის კომენტარს ფოტოგრაფ თაკო სონღულაშვილის ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით."სონღულაშვილი ვინაა, ბატონო გიორგი? თავსაფარი უნდა ვუყიდო. აბა, მანდილებს ეგეთები ვერ იხურავენ. ყიიი, ყიიი, ნისკარტი არ მოგიცვდეს, გოგონი,"- დაწერა კულტურის მინისტრმა სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის გიორგი კალანდიას ფეისბუქ გვერდზე, სადაც კალანდიამ თაკო სონღულაშვილის პოსტი გააზიარა და მას "სხვის დაჩრდილვისა და დაცინვის უხეირო მცდელობა" უწოდა."ილიას გაუმართლა, რომ კალანდიას ხელში არ იყო ეს მუზეუმი, თორემ აუცილებლად ვიხილავდით თავსაფარწაკრულ წულუკიანს - როგორ უნთებს სანთელს წმ. ილია მართლის ხატს.დღეს ეს არის მუზეუმი, სადაც მხოლოდ კულტურული აქტივობისა და ფოტოების გადასაღებად არ მიხვალ, ეს არის მუზეუმი, რომელიც ინტერპრეტაციების გარეშე ჰყვება საქართველოს მტრებსა და მოყვარეებზე. ქვეყნის წარსულსა და ჩვენს უალტერნატივო - ევროპულ ოჯახზე.2023 წლის ევროპის მუზეუმის კონკურსზე (EMYA2023) წარდგენილ 33 მუზეუმს შორისაა ჩემი საყვარელი მუზეუმი. ძალიან ვულოცავ ნინი სანადირაძესა და გაერთიანების ყველა თანამშრომელს ამ წარმატებას. ამ პოლიტიკურ კონტექსტში მიღწეულ ასეთ წარმატებას მეტი ფასი აქვს. ასეთი წარმატება თავდადებაა ხოლმე,"- ასე გამოეხმაურა სონღულაშვილი ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ევროპის საუკეთესო მუზეუმების ნომინანტთა შორის დასახელებას. 

პოლიტიკა 1670502115

ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა მელია
"ღარიბაშვილი საუბრობს ღმერთის წყალობაზე? კი ბატონო, მაგრამ უგულებელყოფს მედიცინას, როგორც მეცნიერებას?" - ნიკა მელია პრემიერის განცხადებაზე

"ბატონი ღარიბაშვილი საუბრობს ღმერთის წყალობაზე? კი ბატონო, მაგრამ უგულებელყოფს მედიცინას, როგორც მეცნიერებას? - არ ვიცი ეს ალბათ ღარიბაშვილს უნდა ჰკითხოთ," - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას.როგორც მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ხელისუფლებას ეკისრება."პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ამ შემთხვევაში, ამ თვალსაზრისით და ამ გაგებით, ეკისრება ხელისუფლებას. ამას ხედავენ საერთაშორისო ჩვენი მეგობრები, რომლებიც ერთხმად საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ ექვემდებარება გააუმჯობესებს იმ პირობებში, რა პირობებშიც მას ამყოფებენ და ერთადერთ გამოსავლად მათ ესახებათ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. ბატონი ღარიბაშვილი საუბრობს ღმერთის წყალობაზე? კი ბატონო, მაგრამ უგულებელყოფს მედიცინას, როგორც მეცნიერებას? არ ვიცი ეს ალბათ ღარიბაშვილს უნდა ჰკითხოთ," - განაცხადა ნიკა მელიამ.ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ადამიანების "სიცოცხლე ღმერთს აბარია."ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ვერ ვიქნები ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. ყველას სიცოცხლე აკისრია ღმერთს, ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოლიტიკა 1670501152