ადვოკატის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა გვიან ღამით გონება დაკარგა

დიმიტრი საძაგლიშვილი

„საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოვინახულე და მასთან საუბრისას ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მან, გუშინ, გვიან ღამით გონი დაკარგა, თუმცა ექიმების დაუყოვნებლივი ჩარევის შედეგად ეს პრობლემა აღმოიფხვრა", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

"წარმოდგენა არ გვინდა თუ რა შეიძლება მომხდარიყო, თუკი ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნებოდა. ახლა მიხეილ სააკაშვილი ნორმალურად არის იმ თვალსაზრისით, რომ ის სერიოზული პრობლემები, რაც მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს, არსად არ გამქრალა. იგივე მდგომარეობაშია, უბრალოდ გონების დაკარგვის შემდეგ მისი გონზე მოყვანა მოხერხდა და არის ისე, როგორც ადრე”,- განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისივე განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილთან მათ ისაუბრეს სასამართლო გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ექსპერტები დაშვებულნი იქნებიან კლინიკაში.

დღევანდელ სხდომაზე სააკაშვილის საქმის მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა პენიტენიცურ სამსახურს დაავალა, სააკაშვილთან ცენტრ "ემპათიას" ექსპერტების დაშვება.

უახლესი
არჩილ გამზარდია
"ოპოზიცია რომელიც გვყავს არ გვჭირდება, ხოლო ოპოზიცია რომელიც გვჭირდება არ გვყავს" - არჩილ გამზარდია

“პოლიტიკურ პროცესს სჭირდება ოპოზიცია, მაგრამ ოპოზიცია რომელიც გვყავს, არ გვჭირდება, ხოლო ოპოზიცია რომელიც გვჭირდება, არ გვყავს,”- ასე აფასებს ქვეყანაში შექმნილ საკმაოდ რთულ პოლიტიკურ ვითარებას ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია.ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ძლიერი ოპოზიციის გარეშე, მხოლოდ სამოქალაქო აქტივიზმის საშუალებით შედეგის მიღწევა შეუძლებელია. მისი აზრით, პირველ რიგში ოპოზიციური სუბიექტების ერთი ნაწილის პროცესებისათვის ჩამოშორება და დარჩენილ ნაწილში დემოკრატიის შეტანაა აუცილებელი.„სამოქალაქო აქტივიზმი პოლიტიკურ პროცესში დაწყებითი კლასებია, საჭიროა, მაგრამ მხოლოდ პირველადი საფეხურია და ცხადია, საკმარისი არაა. სანამ ოპოზიციური სუბიექტების ნაწილს პოლიტიკურ პენსიაზე არ გავუშვებთ, სანამ დარჩენილ ნაწილში პარტიულ დემოკრატიას არ შევიტანთ პარტიული ავტორიტარიზმის ნაცვლად, ნულოვანი შანსია ცვლილების. იძახეთ "გაბრაზებული ხალხიო", მოძველდა ეგ მიდგომა, თანამედროვე მოქალაქე უფრო პრაგმატული მომხმარებელია პოლიტიკის და არა იმდენად, ემოციებზე ავარდნილი პირი, რომელიც თუნდაც შეფარულ პარტიულ ზრახვებს აჰყვება,“- წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში და ყურადღებას პროცესების მომდინარეობაში მედიის როლზეც ამახვილებს.„მთელი ამ ბოროტების წილი კი მედიაზე მოდის, არასახელისუფლებო მედიამ ეკრანებიდან უნდა გააქროს თანამედროვე პოლიტიკური ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, უბრალოდ, უნდა გააქროს. მოიყვანოს ეთერში კრიტიკოს დემოკრატები და არა დემოკრატის ქურქში გახვეული დიქტატორები, მენტალურად ევროპელები და არა ევროპელობის თვითმარქვია პოსტსაბჭოელები. ჰოდა...ესაა თანმიმდევრულობის კონცეპტი. სხვაგვარად კი გვაქვს გასართობად ქცეული პრობლემები. არ გაიაზრებთ? იქნებით ისევ სხვისი ძალაუფლების ჭანჭიკი,“- წერს არჩილ გამზარდია.

პოლიტიკა 1656917227

131-ე დღე: ომი უკრაინაში - დღის სტენოგრამა
131-ე დღე: ომი უკრაინაში - დღის სტენოგრამა

* უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ლისიჩანსკი დატოვეს, სადაც ბოლო დღეებში ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლები გაიმართა. - ამის შესახებ "უნიანი" იუწყება.* ოკუპანტებმა ხარკოვის ერთ-ერთ სკოლაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. - ამის შესახებ ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი იუწყება. * რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ადრე თუ გვიან კიევს მოუწევს მოსკოვის პირობებს დაეთანხმოს. - ამის შესახებ რუსული მედია წერს. * უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 36 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, აქედან 200 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.  - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

კონფლიქტი 1656916917

მთავრობის სასახლესთან
ხმაური და დაპირისპირება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან

გრძელდება ხმაური და დაპირისპირება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ საპროტესტო აქციას მართავს.აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან  სამართალდამცავების მოწოდებას ხმაურის შეწყვეტისაკენ. მომიტინგეებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან უშუალოდ შენობის წინ გადაინაცვლეს.ორგანიზატორებმა მომიტინგეებს მოუწოდეს, დაკავების შემთხვევაში წინააღმდეგობა არ გაუწიონ პოლიციას, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ სამართალდამცავები პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ.ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან კი რკინის ჯებირებია აღმართული.

პოლიტიკა 1656916691

ყინული
(ვიდეო) იტალიაში მყინვარის ყინულის ჩამოშლას რამდენიმე ტურისტი ემსხვერპლა - 10 ადამიანი დაკარგულად ითვლება

ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა, ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში მყინვარის ყინულის ნაჭერი ჩამოშლის შედეგად. მარმოლადის მთიდან მოწყვეტილი ყინულის ზვავი ლაშქრობის ჯგუფს დაეცა, რომლებიც პოპულარულ ბილიკს გადიოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 10 ადამიანი დაკარგულად ითვლება.ადგილზე ხუთი სამაშველო ვერტმფრენი და ათობით ალპური სამძებრო-სამაშველო სპეციალისტი მუშაობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი არიან მაშველი ძაღლები.  The footage of the large ice avalanche in Marmolada today in close proximity.We don't know the author, we will write it in the comments as soon as we will know it.Indeed an impressive sequence pic.twitter.com/zDo4q40qOP — Alpine-Adriatic Meteorological Society (@aametsoc) July 3, 2022

მსოფლიო 1656916428

პოლიცია
სამტრედიაში მე-6 დღეა 82 წლის კაცს ეძებენ - კაცი სავარაუდოდ ნადირმა შეჭამა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნოღაში მე-6 დღეა 82 წლის კაცს ეძებენ.ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი პირუტყვის მოსაყვანად გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არავის უნახავს.ისინი ეჭვობენ, რომ ხანდაზმული კაცი ნადირმა შეჭამა, რადგან მისი ძაღლი სახლში დაკბენილი დაბრუნდა.

საზოგადოება 1656906780

სალომე ზურაბიშვილი
"არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის გეგმას ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან კავშირი არ აქვს"- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში შექმნილ პროცესებს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმაურება.ზურაბიშვილის განცხადებით, არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის გეგმას „ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან“ კავშირი არ აქვს.“ერთი რამ ნიშანდობლივია ამ ვნებათაღელვის ფონზე: ყველამ - პოზიციამ თუ ოპოზიციამ აიტაცა და აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა (რაზედაც ცოტა ხნის წინ ყველა მედავებოდა, ასეთი რამ შეუძლებელიაო). თუმცა გამოცხადებულ გეგმებს - კობახიძისეულს (“თავისუფლად ანტიევროპულად მოსაუბრე” ტრიუმვირატის შექმნისთანავე ევრო-რეკომენდაციების შესრულების ერთპარტიული გეგმა) თუ რადიკალურ ოპოზიციის არახალი “გადადექი და მე გადმოვდგები” გეგმა - არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან.ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს. მას არ უნდა შეეცვალოს გეზი… ჩვენ ყველანი კი - ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია, ვალდებული ვართ საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებულ რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით! და გამოჩნდება ვის რა უნდა: ევროპა თუ ძალაუფლება!“ - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პოლიტიკა 1656906103