ივერი მელაშვილი
"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაც კატეგორიის ხალხმა ჩემთვის ძვირფას მამაოებს კომისიის მუშაობის შესახებ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა და შესაბამისი რეაგირებაც იყო მათი მხრიდან"- ივერი მელაშვილი

"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაც კატეგორიის ხალხმა ჩემთვის ძვირფას მამაოებს კომისიის მუშაობის შესახებ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა და შესაბამისად, რეაგირებაც იყო მათი მხრიდან", – ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა, ივერი მელაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც ივერი მელაშვილმა აღნიშნა, მიქაელ ბოტკოველმა ახსენა მოლაპარაკებათა დოკუმენტი, რომელიც დოკუმენტი კი არ არის მხარეებს შორის გაცვლილი ვარიანტებია.„რაც შეეხება განცხადებებს დოკუმენტზე,  ბოტკოველმა ახსენა მოლაპარაკებათა დოკუმენტი ჯერ შევარდნაძესა და ალიევს შორის მოლაპარაკებათა პროცესი, თუმცა ვერ გაიხსენა რომ ასეთი დოკუმენტი არსებობს, ასევე ახსენა დოკუმენტი, რომელიც დოკუმენტი კი არ არის მხარეებს შორის გაცვლილი ვარიანტებია.მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაც კატეგორიის ხალხმა ისეთი ინფორმაცია მიაწოდა მათ შორის ჩემთვის ძვირფას მამაოებსაც, რომ წარმოუდგინა საქმე ისე, თითქოს ამ 200 000-იანი რუკის გამოყენებით არიქა და საქართველო რაღაცას მოიგებს და ასე შემდეგ, კომისიის მუშაობის შესახებ მიაწოდა მცდარი ინფორმაცია და შესაბამისად რეაგირებაც იყო მამაოების მხრიდან“, – განაცხადა მელაშვილმა.თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა ჩვენება მისცა.პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ერთ-ერთ პრობლემურ რუკაზე, რომელიც 2006 წლით თარიღდება, ბრალდებული ივერი მელაშვილიც აწერს ხელს. ბოტკოველის განმარტებით, ისმის კითხვა, მაშინ, როდესაც 1996 წლის რუკაზე მონიშნული საზღვრით სადაო საკითხები არ რჩებოდა სადაო ძეგლებთან დაკავშირებით, რატომ შეიცვალა ეს 2006 წელს, რაც საფრთხეს უქმნის ქართულ ძეგლებს. როგორც სასამართლოში დაკითხვის დასრულების შემდეგ ბოტკოველმა აღნიშნა, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ უნდა გასცენ პასუხი, პოზიციის დაფიქსირება მათი გადასაწყვეტი იყო, თუ ამას ვინმე კარნახობდა.

1664454012

 მიქაელ ბოტკოველი
"ნანახი მაქვს, რუკას ივერი მელაშვილი აწერს ხელს ქართული მხარის სახელით - ბრალდებულებმა უნდა გასცენ პასუხი, ეს მათი ნება იყო, თუ ამას ვინმე კარნახობდა"- მიქაელ ბოტკოველი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე პროცესი გაიმართა, ჩვენება პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა მისცა. პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ერთ-ერთ პრობლემურ რუკაზე, რომელიც 2006 წლით თარიღდება, ბრალდებული ივერი მელაშვილიც აწერს ხელს.ბოტკოველის განმარტებით, ისმის კითხვა, მაშინ, როდესაც 1996 წლის რუკაზე მონიშნული საზღვრით სადაო საკითხები არ რჩებოდა სადაო ძეგლებთან დაკავშირებით, რატომ შეიცვალა ეს 2006 წელს, რაც საფრთხეს უქმნის ქართულ ძეგლებს.როგორც სასამართლოში დაკითხვის დასრულების შემდეგ ბოტკოველმა აღნიშნა, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ უნდა გასცენ პასუხი, პოზიციის დაფიქსირება მათი გადასაწყვეტი იყო, თუ ამას ვინმე კარნახობდა.„ივერი მელაშვილს საერთოდ არ ვიცნობ და წარმოდგენა არ მაქვს. მათ ბრალეულობას ვხედავ იმაში, რაც დღევანდელ მოცემულობაში გვაქვს. ეს არის 2006 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი, საზღვარი ისე უნდა გადიოდეს, რომ ქართული ძეგლები საქართველოს იურისდიქციაში აღმოჩნდეს, ეს საკითხი დატოვებულია ღიად. იქ პრობლემები გაჩნდა 2005-2006 წლის შემდეგ. ამის შემდეგ იძაბება პერმანენტულად, ხან უფრო შემცირდება ეს დაპირისპირება, ხან უფრო გაიზრდება, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კეთილ ნებაზეა ფაქტობრივად დამოკიდებული ქართველი მომლოცველები ავლენ იქ თუ ვერ ავლენ. ეს რეალობა, რა თქმა უნდა, ვერ შენარჩუნდებოდა. ეს აუცილებლად უნდა გადაწყვეტილიყო სამართლებრივად და უნდა მომხდარიყო იქ საზღვრის დადგენა, რასაც ახლა ბრალდების მხარე ედავება, ამ საკითხებზე მიდის ზუსტად მსჯელობა.იქ თვითონ საზღვარიც არასწორად არის გავლებული, ის რაც დადგენილია, ეგეც არასწორადაა გავლებული, რადგან წინა მოლაპარაკებების დროს, სხვანაირად უნდა დამდგარიყო საზღვრის დადგენის გადაწყვეტილება. 1996 წლის მოლაპარაკებების შედეგად, საზღვარს უნდა გაევლო ბევრად იქით, ვიდრე დღეს არის. სწორედ აქ გვაქვს შეკითხვები და ამაზე უფრო მეტი კომპეტენციის მქონე ადამიანები ისაუბრებენ, რა გახდა იმის მიზეზი, რომ 1996 წელს საზღვარი სხვანაირად იყო მონიშნული, სხვანაირად უნდა გაევლო იქ საზღვარს, ბევრად უფრო იქით და არანაირი სადაო საკითხები არ რჩებოდა სადაო ძეგლებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს უშუალოდ საღვარზეა, რატომ შეიცვალა 2006 წელს ეს, რატომ გადმოიწია საზღვარმა აქეთ და ჩაატარეს პირდაპირ თხემზე, რაც რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის ქართულ ძეგლებს.გამოძიებაც სწორედ ამას ედავება მათ, რომ მათი მონაწილეობით არის სწორედ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა გაკეთებული, ამაზე მიდის აქ მსჯელობა. ეს ხელმოწერა ნანახი მაქვს, იქ ათასი რუკა აქვთ, ნამდვილად ვერ დავაკონკრეტებ, რომელი რუკა იყო, ყოველ შემთხვევაში, ჩემი თვალით მაქვს საპატრიარქოში რუკა ნანახი, სადაც ივერი მელაშვილი აწერს ქართული მხარის სახელით ხელს. ბატონმა ივერიმ და ქალბატონმა ნატალიამ უნდა გასცენ პასუხი, ეს მათი ნება იყო და მათი გადასაწყვეტი იყო ამის ასე დაფიქსირება და იქ ხელმოწერის გაკეთება, თუ ამას ვინმე კარნახობდა და ვინმეს იძულება იყო“ ,- განაცხადა ბოტკოველმა.ცნობისთვის, დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. კერძოდ, მელაშვილს და ილიჩოვას საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ედავებიან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს."პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

1664451852

სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წინააღმდეგ სახალხო დამცველის სარჩელს განიხილავს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წინააღმდეგ სახალხო დამცველის სარჩელს განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილავს.როგორც საკონსტიტუციოს სასამართლოში აცხადებენ, დავის საგანია სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კერძოდ, არის თუ არა დისკრიმინაციული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მონასტრების მიმდებარედ ტყის საკუთრებაში გადაცემა. სახალხო დამცველის აპარატს მიაჩნია, რომ მიწის ნაკვეთის გადაცემა სამოციქულო ეკლესიისთვის არაკონსტიტუციურია და სახელმწიფოს მხრიდან უპირატეს მდგომარეობაში ერთი რელიგიური ორგანიზაციაა.„განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა ადგენს, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შესაძლებელია გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები − თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა, აგრეთვე საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. ამასთანავე, გადასაცემი ფართობი ისე უნდა განისაზღვროს, რომ მისმა გამოყოფამ არ დაარღვიოს არსებული სატყეო ლიტერების საზღვრები.მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი საგამონაკლისო წესი დისკრიმინაციულია, რადგან სხვა რელიგიური ორგანიზაციებისაგან განსხვავებით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას აძლევს შესაძლებლობას საკუთრებაში მიიღოს მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს ეწინააღმდეგება სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ტყეთა ფართობების საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტყეთა საკუთრებაში გადაცემის წესი, რომელიც დადგენილია სადავო ნორმით, შინაარსობრივად მსგავსია იმ ნორმისა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 3 ივლისის №1/1/811 გადაწყვეტილებით გააუქმა. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულაცია არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია, რაც ითვალისწინებს პრივილეგიის მინიჭებას მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მაშინ, როდესაც ამგვარი მოპყრობის არსებობის საჭიროებას საქართველოს კონსტიტუცია არ ადგენს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, გასაჩივრებული ნორმა არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის №1/1/811 გადაწყვეტილების დამძლევი ნორმა და, შესაბამისად, ის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი”,- აცხადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში.საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

1664444400

 მიქაელ ბოტკოველი
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოში ჩვენებას პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი აძლევს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ჩვენებას პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი აძლევს.ბოტკოველი ბრალდების მხარის მოწმეა.ცნობისთვის, დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. კერძოდ, მელაშვილს და ილიჩოვას საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ედავებიან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს."პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

1664441535

შოთაძე
ირაკლი შოთაძის თქმით, ევროპის პროკურორის ოფისთან ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილია ევროკავშირის პროკურატურაში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლის დანიშვნა

ევროპის პროკურორის ოფისთან ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში, დაგეგმილია ევროკავშირის პროკურატურაში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლის დანიშვნა, რომელიც ლუქსემბურგში, ევროკავშირის სათაო ოფისში იქნება მივლენილი - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, ევროკავშირის პტოკურატურის მთავარ პროკურორთან ლაურა კოვეშთან ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, საქართველოს პროკურატურასა და ევროპის პროკურორის ოფისს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა,რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და ევროპის (EPPO) მთავარმა პროკურორმა ლაურა კოვეშმა.გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურაში ევროკავშირის პროკურატურის დელეგაციის ვიზიტი ევროპის (EPPO) მთავარი პროკურორის ლაურა კოვეშის ხელმძღვანელობით უაღრესად მნიშვნელოვანია და ორ უწყებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, ევროკავშირის პროკურატურასთან ერთად გაგრძელდება ეფექტიანი მუშაობა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, როგორიც არის კორუფცია, ფულის გათეთრება და სხვა ფინანსური დანაშაულები, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის ფონდების არაკანონიერ გამოყენებასთან.„რა თქმა უნდა, ევროკავშირის პროკურატურასთან თანამშრომლობა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. აღნიშნული თანამშრომლობა დაიწყო დღეიდან, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება", - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა.

1664431934

ნელი დოროყაშვილი
"ნიკოლოზს უნდოდა განქორწინება, მაგრამ სურდა, მისი ფიქტიური ცოლი ვყოფილიყავი, რასაც არავინ დათანხმდება"– ნელი დოროყაშვილი

"ნიკოლოზს უნდოდა განქორწინება, მაგრამ უნდოდა, რომ მისი ფიქტიური ცოლი ვყოფილიყავი, რასაც არავინ დათანხმდება"– განაცხადა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნელი დოროყაშვილმა.როგორც მან დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ, ის და ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან ხშირად საუბრობდნენ განქორწინებაზე."ნიკოლოზს სურდა განქორწინება, ოღონდ ეს ყველაფერი სასამართლოს გარეშე სურდა. ნიკოლოზს უნდოდა განქორწინება, მაგრამ უნდოდა, რომ მისი ფიქტიური ცოლი ვყოფილიყავი, რასაც არავინ დათანხმდება. გააგრძელებდით თქვენ ასეთ თანაცხოვრებას? ხელი გააწერო და ფიქტიური ცოლი იყო? ცოტა ცუდად ჟღერს, ქმართან ხელი გააწერო და ისე იცხოვრო",- განაცხადა დოროყაშვილმა.კითხვაზე, თუ გააუქმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მას გენერალური მინდობილობა, როდესაც განქორწინდნენ და ჰქონდა თუ არა მის საბანკო ანგარიშებზე წვდომა, დოროყაშვილმა უპასუხა, რომ არ გაუუქმებია.მან დღევანდელ პროცესზე ასევე ისაუბრა იმაზე, რომ თურქეთში სამოდელო კონტრაქტი ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან განხორციელებული წნეხისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო გაწყვიტა და ხელშეკრულებით დარღვევისთვის თანხა თავად აანაზღაურა.დამატებით კითხვაზე, უთხრა თუ არა მან ნიკოლოზ ბასილაშვილს შემდეგი სიტყვები, "ელოდე ბოროტი ნეკას ბოროტ საქციელს", დოროყაშვილმა არ უარყო."მითქვამს, ამით მივანიშნებდი იმას, რომ სასამართლოს მივმართავდი და ყველაფერს ვიტყოდი, რასაც მიკეთებდა, არასდროს სერიოზულად არ აღიქვამდა იმას, რომ ამას მართლა გავაკეთებდი",-განაცხადა დოროყაშვილმა.მისი თქმით, ბასილაშვილის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას შვილის გარდა, არავინ შესწრებია. მისი თქმით, ძალადობის შემთხვევები ძირითადად სახლში ან სასტუმროში ხდებოდა.

1664372760

პროკურატურა
პროკურატურა ყოფილი მეუღლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურა ყოფილი მეუღლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის საქმის წარმოების შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის განსაზღვრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, შემაკავებელი ორდერის დარღვევისა და ოჯახური ძალადობის ხუთი ეპიზოდის ჩადენისთვის ბრალდებულის მიმართ შეურაცხადობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს."შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად რამდენჯერმე იძალადა მეუღლეზე. ასევე, მან დაარღვია მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, და 23 მაისს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, დაზარალებულს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ პრიმა“, ,,ვ’’ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) და 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით , 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით –(ოჯახური ძალადობის ხუთი ეპიზოდი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა” - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, გამოძიების მიმდინარეობისას მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით, დაინიშნა სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებული შეურაცხადია.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული იძულებითი მკურნალობის მიზნით ოთხი წლით მოთავსებული იქნება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

1664369894

ნეკა დოროყაშვილი
სასამართლო პროცესზე ადვოკატებსა და ნელი დოროყაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე, სადაც დაზარალებული ნელი დოროყაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს, ხმაური იყო.მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა ნეკა დოროყაშვილი დაცვის მხარის კითხვებს პასუხობდა.ნელი დოროყაშვილმა ამერიკაში ყოფნის პერიოდში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა. ადვოკატები მას უსვამდნენ შეკითხვებს ნიუ-იორკში განვითარებულ მოვლენებზე და რამდენჯერმე გამოთქვეს ეჭვი დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.სხდომაზე ხმაური გამოიწვია დაცვის მხარის შეკითხვამ, თუ რატომ ხვდებოდა მის მიერ დასახელებული ინციდენტის შემდეგ ქალი ყოფილ მეუღლეს.დაცვის მხარის ადვოკატებმა დაზარალებულს დაუსვეს კითხვა ნიკოლოზ ბასილაშვილთან შეხვედრისას ის კორტებზე შეიპარა, თუ აკრედიტაციით შევიდა. ამ კითხვას ნელი დოროყაშვილის მხრიდან გაღიზიანება და ადვოკატებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.  ნელი დოროყაშვილმა ადვოკატები დისკრედიტაციაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამის გამო ყველას პასუხი მოეთხოვება.დაპირისპირების გამო ნელი დოროყაშვილმა მოსამართლგან შენიშვნა მიიღო.

1664367113

სასამართლო
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიდუბეში ყოფილი მეუღლის დაჭრაზე ბრალდებული ლევან ასლანიშვილის საქმის წარმოება შეწყდა

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიდუბეში ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებული ლევან ასლანიშვილის საქმის წარმოება შეწყდა.აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო, რომლითაც დასტურდება ლევან ასლანიშვილის ფსიქიკურად შეურაცხადობა.მოსამართლე დავით შარაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებული მაქსიმალური ვადით ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში გაივლის მკურნალობას.დაზარალებული მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.ცნობისთვის, 23 მაისს, ლევან ასლანიშვილმა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს - დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

1664361660

ნელი დოროყაშვილი
"ჩემს თავზე ვბრაზდები, რომ ვტიროდი – შეიძლება მიჯაჭვულობა მქონდა მოძალადის მიმართ, ალბათ, იმ მომენტში სტოკჰოლმის სინდრომი მჭირდა"– დოროყაშვილი

"ჩემს თავზე ვბრაზდები, რომ მასზე ვტიროდი... შეიძლება მიჯაჭვულობა მქონდა მოძალადის მიმართ ან მიყვარდა. ალბათ, იმ მომენტში სტოკჰოლმის სინდრომი მქონდა,"– აცხადებს ბრალდებული ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი სასამართლო პროცესზე. დოროყაშვილმა ყოფილ მეუღლესთან დაპირისპირების კიდევ ერთი ეპიზოდი გაიხსენა და განაცხადა,რომ ბასილაშვილმა მასზე ფიზიკურად იძალადა. "თმით მათრევდა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე დაწითლებები მქონდა. როდესაც ჩოგანი მომხვდა თავში და სხეულზე, მახსოვს, რომ მოვიხარე და ხელი ავიფარე. ნამდვილად არ მახსოვს ტელეფონი სად დავარდა. სიწითლეები მემჩნეოდა. ეს არ იყო დაჟეჟილობა, მქონდა ნაკაწრები და სიწითლეები",- განაცხადა დოროყაშვილმა.მისივე თქმით, იმდენად მძიმე ემოციური ფონი ჰქონდა, ფოტოს გადაღება ვერ მოიფიქრა.კითხვაზე, რატომ განიცდიდა მოძალადე ადამიანის სხვაგან წასვლას, თუ მის მიმართ მართლა ხორციელდებოდა ძალადობა, დოროყაშვილმა უპასუხა, რომ შესაძლოა, მის მიმართ მიჯაჭვულობა ჰქონდა."იყო შემთხვევა, როცა ვრიგდებოდით. ალბათ, ეს ყველაფერი რომ გამეაზრებინა, მეც და ყველა ქალი ძალადობას დაასრულებდა. ჩემს თავზე ვბრაზდები, რომ მასზე ვტიროდი და ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ამ ყველაფერს არ იმსახურებდა. ამ ყველაფრის შემდეგ მასზე ვნერვიულობდი. შეიძლება მიჯაჭვულობა მქონდა მოძალადის მიმართ ან მიყვარდა. ალბათ, იმ მომენტში სტოკჰოლმის სინდრომი მქონდა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია", -განაცხადა დოროყაშვილმა.ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი მიმდინარეობს, სადაც მის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს კითხავენ. 

1664358714

ნელი დოროყაშვილი
სასამართლო პროცესზე ნელი დოროყაშვილი იკითხება – ბასილაშვილმა კი სხდომიდან გათავისუფლება მოითხოვა

საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, სადაც დაზარალებული ნელი დოროყაშვილი იკითხება.ნელი დოროყაშვილის დაკითხვა, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება.პროცესს დისტანციურად ესწრება ნიკოლოზ ბასილაშვილიც, თუმცა მან სხდომიდან გათავისუფლება მოითხოვა, მიზეზად კი მოულოდნელად დაგეგმილი თამაში დაასახელა.  დღის მეორე ნახევარში მისი ყოფილი მეუღლის დაკითხვა მის გარეშე გაგრძელდება. დაცვის მხარის კითხვების ნაწილი ნელი დოროყაშვილის მიერ გადაღებულ კადრებს უკავშირდებოდა. ნელი დოროყაშვილის თქმით, კადრი უწყვეტად ერთი პოზიციიდან გადაღებული არაა რადგან მას ადგილის ცვლილება უწევდა:"ბოლოს ძალადობა რომ დასრულებულიყო ჩავწექი საწოლში, იმ განცდით, რომ დაესრულებინა ძალადობა. კადრი რომელიც გადავიღე არაა უწყვეტი, იმიტომ რომ კონკრეტულად ერთ ადგილზე არ ვწევარ, ტელეფონი მეჭირა სხვადასხვა ხელში, სხვადასხვა მდგომარეობაში ვწევარ საწოლზე, ვცდილობ ფეხიც ავაფარო, თვალნათლივ რომ არ დაენახა, რომ ვიღებდი, - განაცხადა ნელი დოროყაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

1664356298

ირმა ჭკადუა
"მოსამართლემ დოროყაშვილს სასამართლო სხდომის დახურვა შესთავაზა, ვინაიდან ბავშვისთვის ხელმისაწვდომია აღნიშნული პროცესების ყურება, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა"– ირმა ჭკადუა

ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ თუ ვინმე აზიანებს არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესს, ეს თავად ნელი დოროყაშვილია. ასე გამოეხმაურა ადვოკატი ნელი დოროყაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის ირმა ჭკადუას წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.  ადვოკატის ცნობით, მოსამართლემ დოროყაშვილს სხდომის დახურვა შესთავაზა, ვინაიდან ბავშვისთვის ხელმისაწვდომია აღნიშნული პროცესების ყურება, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. მისი თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღნიშნული საქმე არის შურისძიების მოტივებზე.„მისი უფლებაა ვის წინააღმდეგ რას დაიწყებს, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ვინმე ამ საქმეში არ ფიქრობს და აზიანებს არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესს, ეს არის თავად ნელი დოროყაშვილი. ყველა მშობელი ვალდებულია დაიცვას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი. სწორედ ამ მოტივებიდან გამომდინარე, მოსამართლემ მას შესთავაზა, რომ დახურულიყო სასამართლო სხდომა, ვინაიდან ბავშვისთვის ხელმისაწვდომია აღნიშნული პროცესების ყურება, რაზეც ქალბატონმა ნელიმ განაცხადა კატეგორიული უარი. პირველ რიგში სწორედ, ეს აზიანებს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესს და ფსიქიკას. დღევანდელ სხდომაზე გაგრძელდება ნელი დოროყაშვილის დაკითხვა. ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღნიშნული საქმე არის შურისძიების მოტივებზე მდგარი და შურისძიება, რომ ძალიან სულმოკლე საქციელია მე მგონი ამაზე ყველა ვთანხმდებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ და თავად ნელი დოროყაშვილის დაკითხვის შემდგომ სასამართლო გამოიტანს გამამართლებელ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.ცნობისთვის, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი ადვოკატ ირმა ჭკადუას წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. დოროყაშვილმა სარჩელის მომზადების მოტივი განმარტა და აღნიშნა, რომ ჭკადუა ორი წლის განმავლობაში მის და მისი არასრულწლოვანი შვილის უფლებებს არღვევს. 

1664352540