"შესაძლოა, მიმდინარე და მომავალ კვირას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს" - ივანე ჩხაიძე 

ჯანდაცვა 1660551370
ივანე ჩხაიძე

"შესაძლოა, მიმდინარე და მომავალ კვირას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს," - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში შემცირდეს ინფიცირების შემთხვევები.

"კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ივნისთან შედარებით შემცირებულია. თუ გადავხედავთ ევროპის ქვეყნების სტატისტიკას, ეს ტალღა, შეგვიძლია შევაფასოთ როგორც "მეშვიდე ტალღა", რომელიც ორი თვის განმავლობაში გრძელდება. თუ ჩავთვლით, რომ შემთხვევების მატება ივნისის ბოლოს დაიწყო მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს შემთხვევები შემცირდეს. ვფიქრობთ, მიმდინარე და მომავალ კვირას შესაძლოა შემთხვევების პიკი იყოს. შემდეგ უკვე აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში შემცირდეს. ბოლო 3 კვირა ტემპი შემცირებულია, მაგრამ რა თქმა უნდა, გაზაფხულთან შედარებით ეს ციფრი მაღალია.

ჯანმო ოქტომბერ-ნოემბერს განიხილავს, როგორც კორონავირუსის მატების შესაძლო პერიოდს. ამის უკან დგას იმუნიტეტის შემცირება. სექტემბერში შემთხვევების მატება არ უნდა იყოს. წინ გვაქვს შემოდგომა და ზამთარი, როდესაც პროგნოზირებადია შემთხვევების მატება," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ცნობისთვის, ბოლო ერთ კვირაში, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 12 729 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 8 პაციენტი გარდაიცვალა. 

უახლესი
წულუკიანი სონღულაშვილი
"ყიიი, ყიიი, ნისკარტი არ მოგიცვდეს, გოგონი" თეა წულუკიანი თაკო სონღულაშვილს

აქტიური გამოხმაურებები მოჰყვა კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის კომენტარს ფოტოგრაფ თაკო სონღულაშვილის ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით."სონღულაშვილი ვინაა, ბატონო გიორგი? თავსაფარი უნდა ვუყიდო. აბა, მანდილებს ეგეთები ვერ იხურავენ. ყიიი, ყიიი, ნისკარტი არ მოგიცვდეს, გოგონი,"- დაწერა კულტურის მინისტრმა სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის გიორგი კალანდიას ფეისბუქ გვერდზე, სადაც კალანდიამ თაკო სონღულაშვილის პოსტი გააზიარა და მას "სხვის დაჩრდილვისა და დაცინვის უხეირო მცდელობა" უწოდა."ილიას გაუმართლა, რომ კალანდიას ხელში არ იყო ეს მუზეუმი, თორემ აუცილებლად ვიხილავდით თავსაფარწაკრულ წულუკიანს - როგორ უნთებს სანთელს წმ. ილია მართლის ხატს.დღეს ეს არის მუზეუმი, სადაც მხოლოდ კულტურული აქტივობისა და ფოტოების გადასაღებად არ მიხვალ, ეს არის მუზეუმი, რომელიც ინტერპრეტაციების გარეშე ჰყვება საქართველოს მტრებსა და მოყვარეებზე. ქვეყნის წარსულსა და ჩვენს უალტერნატივო - ევროპულ ოჯახზე.2023 წლის ევროპის მუზეუმის კონკურსზე (EMYA2023) წარდგენილ 33 მუზეუმს შორისაა ჩემი საყვარელი მუზეუმი. ძალიან ვულოცავ ნინი სანადირაძესა და გაერთიანების ყველა თანამშრომელს ამ წარმატებას. ამ პოლიტიკურ კონტექსტში მიღწეულ ასეთ წარმატებას მეტი ფასი აქვს. ასეთი წარმატება თავდადებაა ხოლმე,"- ასე გამოეხმაურა სონღულაშვილი ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ევროპის საუკეთესო მუზეუმების ნომინანტთა შორის დასახელებას. 

პოლიტიკა 1670502115

ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა მელია
"ღარიბაშვილი საუბრობს ღმერთის წყალობაზე? კი ბატონო, მაგრამ უგულებელყოფს მედიცინას, როგორც მეცნიერებას?" - ნიკა მელია პრემიერის განცხადებაზე

"ბატონი ღარიბაშვილი საუბრობს ღმერთის წყალობაზე? კი ბატონო, მაგრამ უგულებელყოფს მედიცინას, როგორც მეცნიერებას? - არ ვიცი ეს ალბათ ღარიბაშვილს უნდა ჰკითხოთ," - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას.როგორც მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ხელისუფლებას ეკისრება."პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ამ შემთხვევაში, ამ თვალსაზრისით და ამ გაგებით, ეკისრება ხელისუფლებას. ამას ხედავენ საერთაშორისო ჩვენი მეგობრები, რომლებიც ერთხმად საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ ექვემდებარება გააუმჯობესებს იმ პირობებში, რა პირობებშიც მას ამყოფებენ და ერთადერთ გამოსავლად მათ ესახებათ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. ბატონი ღარიბაშვილი საუბრობს ღმერთის წყალობაზე? კი ბატონო, მაგრამ უგულებელყოფს მედიცინას, როგორც მეცნიერებას? არ ვიცი ეს ალბათ ღარიბაშვილს უნდა ჰკითხოთ," - განაცხადა ნიკა მელიამ.ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ადამიანების "სიცოცხლე ღმერთს აბარია."ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ვერ ვიქნები ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. ყველას სიცოცხლე აკისრია ღმერთს, ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოლიტიკა 1670501152

ანრი ოხანაშვილი
ოხანაშვილის განცხადებით, კანონის თანახმად, თუ პირი უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში შევა, ეს შეიძლება მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონის თანახმად, თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში შევა, ეს შეიძლება მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდეს.როგორ ოხანაშვილმა უკრაინაში ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით განაცხადა, მათ ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული საქართველოს მოქალაქისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა.„მოქალაქეობის ჩამორთმევა როგორც ასეთი, ასე არ ხდება, არსებობს საფუძველი, რა შემთხვევებში შეიძლება არსებობდეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ერთ-ერთი საფუძველი ეს არის თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში შევა, ოღონდ ამას ჩვენ კი არ ვამბობთ, ამას ამბობს კანონი და ყველა სხვა დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობა ამ საკითხს მსგავსად არეგულირებს. თუ X ადამიანი ჩვენს მოქალაქეებს ატყუებს იმას, რომ ჩაიყვანს უკრაინაში, მათ გააწევრიანებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და ამას არ აკეთებს, ეს გასარკვევია“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

პოლიტიკა 1670500636

04/08/2022
"სასამართლო პროცესები მინიმუმ ერთი თვე გაგრძელდება, რადგან მტკიცებულებები უნდა დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებით"- სააკაშვილის ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესები, სავარაუდოდ, მინიმუმ ერთი თვე გაგრძელდება.გელბახიანი ამბობს, რომ მტკიცებულებები უნდა დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დასაშვებად არ განიხილება. "ექსპერტები ყველა შემთხვევაში დარჩებიან მოწმეებად, იმიტომ, რომ არსებობს საკანონმდებლო მოთხოვნა, რა მტკიცებულებაც არ უნდა წარვადგინოთ სასამართლოში, თუ მისი ავთენტურობა არ დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით, ისე ეს მტკიცებულება არ ითვლება დასაშვებ მტკიცებულებად.ერთ სხდომაში და ორ სხდომაში ეს სასამართლო ვერ დაასრულებს, ვერ ამოწურავს. ერთი თვე მინიმუმ დაგვჭირდება", - თქვა ვალერი გელბახიანმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძე  მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე ხვალ, 9 დეკემბერს 13 საათზე იმსჯელებს.ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ირაკლი ლომიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს და ჩვენება მისცეს. 

სამართალი 1670499780

ელენე ხოშტარია
"უკიდურესად საგანგაშო განცხადებაა - გმირებს, რომლებიც თავს სწირავენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, პუტინთან ერთად ბიძინა ივანიშვილი უპირისპირდება" - ელენე ხოშტარია

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მმართველი გუნდის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება, რომლის თანახმადაც, სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას იწვევს და ეს კანონით არის განსაზღვრული.როგორც ელენე ხოშტარიამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები საგანგაშოა."ეს არის უკიდურესად საგანგაშო განცხადება და კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც გვეუბნება, რომ გმირებს, რომლებიც თავს სწირავენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, პუტინთან ერთად ბიძინა ივანიშვილი უპირისპირდება. ამას თუ გაბედავენ, შესაბამისი დასკვნები და პასუხი იქნება. ამ გმირების შეურაცხყოფა საზოგადოების რეაქციის თვალსაზრისით "ქართულ ოცნებას" ძვირი დაუჯდა. არ გაუვიდათ თავხედობა და დუმილი, კიდევ უფრო არ გაუვათ ამ ადამიანების შეურაცხყოფა," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.ცნობისთვის, დღეს, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან მამუკა მამულაშვილის და უკრაინაში ქართველ მებრძოლებზე საუბრისას განაცხადა, რომ "ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ, მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში და ატყუებენ, რომ უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები გახდებიან."

პოლიტიკა 1670499465

ნიკა მელია
"ვფიქრობ, ყველას ძალისხმევით მოვახერხებთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას და ის საზღვარგარეთ იქნება გადაყვანილი" - ნიკა მელია

"ვფიქრობ, ყველას ძალისხმევით მოვახერხებთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას და ის იქნება საზღვარგარეთ გადაყვანილი," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.ასევე, როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, მთელი დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანოს, ამიტომ სააკაშვილზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება."ყველაფერი, როგორ განვითარდება პროცესები, თავიდან ბოლომდე იქნება დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“. მარტივად დააყენა დღის წესრიგში საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ – მიხეილ სააკაშვილის, როგორც ადამიანის ყოფნა-არყოფნის საკითხი, მისთვის სიცოცხლის წართმევა თუ შენარჩუნება. როდესაც მთელი საერთაშორისო-სამედიცინო საზოგადოება ქართველ მედიკოსებთან ერთად გეუბნება, რომ ადამიანი არ ექვემდებარება გამოჯანმრთელებას იმ პირობებში, რომელშიც ამყოფებენ, ერთადერთი გამოსავალია სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა.თუ რეალობას თვალს არ უსწორებს ხელისუფლება, ბუნებრივია, პროცესები ვეღარანაირად განვითარდება ისე, როგორც ვითარდება დღეს. ამ პროცესში საზოგადოების როლი, მათ შორის ოპოზიციური ძალების, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“, იქნება გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი.მჯერა, რომ ამ ძალიან მძიმე პროცესს ქვეყნისთვის ფინალი ექნება სასიკეთო. სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემა, მისი მოკვდინების მცდელობა, ვერ დარჩება ამაზე გულგრილი საქართველოს პატრიოტი ვერც ერთი მოქალაქე.მთლიანად საზოგადოების პრობლემაა, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გიკვდება პატიმრობასა და ტყვეობაში, ამას წინ აღვუდგებით ყველა შესაძლო ლეგიტიმური შესაძლებლობით. მთელი დასავლური პოლიტიკური ისტაბლიშმენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, სააკაშვილის გადაყვანისკენ. პასუხისმგებლობა ამ თვალსაზრისით ეკისრება ხელისუფლებას, მაგრამ ფართო გაგებით, პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება საზოგადოებას, ყველას, ვისთვისაც სულ ერთი არ არის, როგორი იქნება ამ სახელმწიფოს ბედი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. მჯერა, რომ ქართული საზოგადოება ამ გამოწვევის წინაშე გაიმარჯვებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

პოლიტიკა 1670498940