დაავადებათა კონტროლის ცენტრი
დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაა შესაძლებელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა არის შესაძლებელი.დაწესებულების ჩამონათვალი: http://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=3e9d5d35-d6bd-481c-a55e-3659f9d365fd&fbclid=IwAR19FmBLOSbEuCzJSDrCZALmFHViDQhUEOylGEFlh-nEN9huSS20T5Mn51gდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შესაძლებელია როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.როგორც გაბუნია განმარტავს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სამედიცინო დაწესებულება არის ჩართული."ვაქცინაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სამედიცინო დაწესებულება არის ჩართული. 21 სექტემბერს დაიწყო გრიპის საწინააღმდეგო ოთხ -კომპონენტიანი ვაქცინით აცრა. საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონებში. პირველ რიგში იცრებიან ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ასევე ხანდაზმულები. აცრის წერტილი ყველა იმ დაწესებულებაშია, სადაც მიეწოდება პირველადი ჯანდაცვის სერვისი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ამ დაწესებულებებს გაგზავნილი აქვთ ვაქცინების მარაგი. უმჯობესია, პაციენტმა მიმართოს იმ დაწესებულებას, სადაც ის იმყოფება აღრიცხვაზე პირველადი ჯანდაცვის სერვისისთვის. თუ პაციენტი მიდის სხვა დაწესებულებაში და არ აქვს ფორმა ასი, რთულია იდენტიფიცირება დიაბეტი აქვს, ქრონიკული დაავადება თუ სხვა, ასევე რამდენად ექვემდებარება აცრას კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისად.უმჯობესია, თუ მივლენ იქ, სადაც მისი ოჯახის ექიმია და იცის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ ვერ მოახერხებენ იქ მისვლას, მაშინ თან უნდა იქონიონ ფორმა ასი. აცრები საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, ჯერ გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაწყებულა, უფრო მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყოს, კარგია აცრები, რომ დავიწყეთ, რადგან მომზადებული შეხვდება მოსახლეობა. პროცესი მიმდინარეობს და შეფერხებები არსად არ არის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყოველდღე მიყვება პროცესს, საინფორმაციო კამპანიაც გაფართოვდება, მოსახლეობას ექნება აცრის შესაძლებლობა“, - აღნიშნავს გაბუნია.ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 სექტემბერს დაიწყო. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, „სანოფი პასტერის“ წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ უფასოდ ჩაუტარდებათ. რისკის ჯგუფებს, შეუძლიათ, მიმართონ ვაქცინაციის მიმწოდებელ დაწესებულებებს. სერვისის მისაღებად, თან უნდა იქონიონ საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სამედიცინო დაწესებულება არის ჩართული.

1664437720

ზაზა წერეთელი
"COVID-19-ით ინფიცირებულებთან კონტაქტირებული პირები იზოლაციას არც არასდროს ექვემდებარებოდნენ, მათი კარანტინში გადასვლა ხდებოდა" - ზაზა წერეთელი

საქართველოს მთავრობის დადგენილებას COVID-19-ით ინფიცირებულებთან კონტაქტირებული პირებისათვის იზოლაციის ვალდებულების მოხსნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება ჯანდაცვის ექსპერტი, ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი ზაზა წერეთელი.ჯანდაცვის ექსპერტი მთავრობის დადგენილებას აკრიტიკებს და ყურადღებას იზოლაციასა და კარანტინს შორის განსხვავებაზე ამახვილებს.„COVID-19-ით ინფიცირებულებთან კონტაქტირებული პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ გამოსცა და ის საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა!!!ალბათ კოვიდ პანდემიის დაწყებიდან ორი წლინახევრის თავზე კარგი იქნებოდა რომ ვიცოდეთ განსხვავება იზოლაციასა და კარანტინს შორის.იზოლაცია გამოყოფს გადამდები დაავადებით დაავადებულ ადამიანებს ჯანმრთელი ადამიანებისგან. თქვენ ხართ იზოლაციაში თუ ავად ხართ ან გაქვთ დადებითი ტესტი COVID-19-ზე, მაშინაც კი, თუ სიმპტომები არ გაქვთ. ხოლო კარანტინი ყოფს და ზღუდავს იმ ადამიანების გადაადგილებას, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულთან, რათა დააკვირდნენ გახდებიან თუ არა ისინი ავად. გადადით კარანტინში და მოერიდეთ სხვებს, როდესაც მჭიდრო კონტაქტში გქონდათ ადამიანთან, რომელსაც აქვს COVID-19.ასე რომ COVID-19-ით ინფიცირებულებთან კონტაქტირებული პირები იზოლაციას არც არასდროს ექვემდებარებოდნენ... მათი კარანტინში გადასვლა ხდებოდა. შესაბამისად ალბათ ეს დადგენილებაც კარანტინს უნდა შეეხებოდეს,“- წერს ზაზა წერეთელი.ცნობისათვის, კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან. - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც 27 სექტემბრით თარიღდება. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებს ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია.

1664349207

ივანე ჩხაიძე
"ასეთი რამ არასდროს მომხდარა" - ივანე ჩხაიძე მოსახლეობას აფრთხილებს

"ასეთი რამ არასდროს მომხდარა," - იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე გრიპით ინფიცირების მაღალ მაჩვენებელზე საუბრობს.ივანე ჩხაიძის განმარტებით, წელს მოსახლეობაში განსაკუთრებული მზაობა უნდა იყოს.„გრიპის უფრო მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე, წინა წლების განმავლობაში. ამ მხრივ მაქსიმალური მზაობა უნდა იყოს. მონაცემების თანახმად, ნათლად ჩანს, რომ წელს ქვეყანაში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების პიკი იყო არა იანვარ-თებერვალში, არამედ მაის-ივნისში.ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო, როდესაც გრიპი ზაფხულში ფიქსირდებოდა. ზაფხულშიც იყო გრიპი დაფიქსირებული, ივლისში იაშვილის კლინიკაში 2 ბავშვი მკურნალობდა გრიპის დიაგნოზით. ასეთი რამ არასდროს მომხდარა, ამის უკან დგას კორონავირუსი.“, - თქვა ივანე ჩხაიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

1664010098

კორონა
ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული ერთი კვირის (28.08-02.09) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 12 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 14 257 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 73 436 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 17.41%.წინა კვირის (21.08-28.08) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 486 პირი, გარდაიცვალა სამი პაციენტი.

1662451307

წამლები
აგვისტოში თურქეთიდან იმპორტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - ქვეყანაში 6,4 მილიონი დოლარის ღირებულების მედიკამენტი შემოვიდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოში, თურქეთიდან იმპორტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, კერძოდ, ქვეყანაში 6,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტი შემოვიდა."თურქული ბაზრის გახსნის შემდეგ, ქვეყანაში მედიკამენტების შემოტანა აქტიურად გრძელდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა, მედიკამენტებში 80 მილიონ ლარამდე უკვე დაზოგეს.როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა, წლიურად, დაახლოებით, 180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს.თურქეთის ბაზრის გახსნის გარდა, მედიკამენტებზე ფასის შემცირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო წამლებზე რეფერენტული ფასის დადგენის მიმართულებითაც მუშაობს. რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ღირებულებაზე ზედა ზღვარი დაწესდება, რაც ქვეყანაში წამლის ფასს მნიშვნელოვნად გააიაფებს. მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე დანერგილია. რეფორმის განხორციელებისთვის სამინისტრო საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნებში, ჩართულები იყვნენ აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელებაში," - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1662102304

კორონა 11
ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 486 პაციენტი

გასული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.ერთი კვირის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან 14 486 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი.ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 76 704 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 17.91%.წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 12 329 პირი, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.

1661845357

20/02/2022
2023 წლის იანვრიდან ქრონიკული დაავადებების და კიბოს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებისთვის რეფერენტული ფასები საპილოტე რეჟიმში გაეშვება - ჯანდაცვის მინისტრი 

"2023 წლის იანვრიდან ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებისთვის და კიბოს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებისთვის რეფერენტული ფასები საპილოტე რეჟიმში გაეშვება." - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, მეორე ეტაპზე რეფერენტული ფასები მთლიანად ბაზარზე გავრცელდება და მოლეკულების დონეზე/ნებისმიერ მედიკამენტს შეეხება.მინისტრის განცხადებით, პროგრამის დანერგვაში უცხოელი ექსპერტები გვეხმარებიან."ჩვენთან ერთად უცხოელი ექსპერტები მუშაობენ, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნებში ამ პროექტის წარმატებით დანერგვაში ჩართულები იყვნენ. ეს ექსპერტები წინა კვირაში მთელი კვირის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ. ზუსტად მათი რეკომენდაციებით ხდება რეფერენტული ქვეყნის შერჩევა. ქვეყნები განისაზღვრება, როგორც გეოგრაფიული მდებარეობის, ეკონომიკური სხვადასხვა პარამეტრებიდან გამომდინარე, ასევე მოსახლეობიდან და ბევრი სხვადასხვა ნიუანსია გათვალისწინებული. საორიენტაციოდ 5-7 ქვეყანა უკვე შერჩეულია, რამდენი დარჩება აქედან არ ვიცი და ნურც ამ ქვეყნების დასახელებას მომთხოვთ. ამ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები იქნება ჩვენთვის ის რეფერენტული ფასი, სადაც ტრანსპორტირების სხვადასხვა ლოჯისტიკური ხარჯების გათვალისწინებით, ასევე "რითეილის მარჟის" გათვალისწინებით იქნება ის მაქსიმუმი ფასი მედიკამენტებზე, აქტიურ ნივთიერებებზე, მოლეკულებზე, ასე ვთქვათ, რაც შეეძლება რომ საცალო ქსელში მედიკამენტს ჰქონდეს.ჩვენ იმდენად ოპერატიულად მივყვებით, როგორც დაგეგმილი გვქონდა, რომ უკვე მომდევნო წლის იანვრიდან ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებისთვის და კიბოს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებისთვის უკვე გვექნება ეს რეფერენტული ფასები და პირველ ეტაპზე, ეს საპილოტე რეჟიმში გაეშვება. ხოლო მეორე ეტაპზე, მთლიანად ბაზარზე გავრცელდება და მოლეკულების დონეზე ნებისმიერ მედიკამენტს შეეხება," - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

1661777046

კორონა
14 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი

14 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 12 329 პირი.ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 74 171 ტესტი.

1661241600

თენგიზ ცერცვაძე
"თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი" - თენგიზ ცერცვაძე

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი," – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის წერილში.ამასთან, თენგიზ ცერცვაძე წერილში ამბობს, რომ ბოლო თვეებში მატების შემდეგ მსოფლიოში შეინიშნება COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების სტაბილიზაცია.„დღეში საშუალოდ ფიქსირდება ერთ მილიონამდე COVID-19-ის ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება, რაც პანდემიის პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ სრული ვაქცინაციის და ომიკრონის შტამებით გამოწვეული დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის გათვალისწინებით ცოტა მაინც არ არის.საქართველოში ბოლო თვეებში COVID-19-ის ახალი შემთხვევების მატების შემდეგ ადგილი აქვს სტაბილიზაციას კლების ტენდენციით ასე მაგალითად, ბოლო კვირაში ქვეყანაში დაფიქსირდა 12 338 ახალი შემთხვევა მაშინ, როდესაც წინა კვირაში ახალი შემთხვევების რაოდენობა იყო 12 729. ეს კარგია, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე. კერძოდ ბოლო კვირაში (და არა ერთ დღეში) იყო გარდაცვალების მხოლოდ ექვსი შემთხვევა, ხოლო წინა კვირაში – რვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი 1 700-1 800 COVID-19-ით ავადმყოფისგან საშუალოდ მხოლოდ ერთი ავადმყოფის (0.06%) გადარჩენა ვერ ხერხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სადღეისოდ COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი მხოლოდ ცოტათი აღემატება გრიპის ეპიდემიების დროს გარდაცვალების მაჩვენებელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ COVID-19 არსად წასულა და სავარაუდოდ იგი კარგად ხანს შენარჩუნდება, როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია, შესაბამისად ჩვენ უნდა ვისწავლოთ COVID-19-თან თანაცხოვრება და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვლავების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და ამით თავიდან ავიცილოთ COVID-19-ის ნეგატიური გავლენა ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე.სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, კერძოდ: ბოლო ოთხი თვის მონაცემებით ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ისეთ COVID-19-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებთან შედარებითაც კი როგორიცაა გერმანია, ისრაელი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია და სხვა.აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში COVID-19-ის კლინიკური მართვის ძირითადი ინდიკატორი – COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტი – ე.წ. CFR (Case fatality rate) საშუალოდ 1%-ზე ნაკლებია (0.98%), რაც მსოფლიოს 110 ქვეყანაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია. სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომელთაც არ მოსწონთ და აღიზიანებთ ქვეყანაში COVID-19-ის სიტუაციის სტაბილურობა და გარდაცვალების მინიმალური მაჩვენებელი. ისინი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აცხადებენ (ძირითადად სოციალურ ქსელებში), რომ თითქოს ქვეყანაში არ არის COVID-19-ის შემთხვევების ზუსტი აღრიცხვა?! მონაცემები არ ქვეყნდება?! გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები არ არის გამჭვირვალე?! არ შეესაბამება სინამდვილეს?! და ა.შ. ბოღმიან ადამიანებს რა გამოლევს. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს არის ტყუილი, უფრო მეტიც დიდი ტყუილი.საქართველოში პანდემიის პირველი დღეებიდან დღემდე COVID-19-ის შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების აღრიცხვა ხდებოდა და ხდება ზედმიწევნით ზუსტად და გამოქვეყნებული შედეგები იყო და არის ზედმიწევნით გამჭვირვალე და სწორი. მართალია ბოლო პერიოდში მონაცემები ყოველდღე არ ქვეყნდება, მაგრამ რეგულარულად ქვეყნდება კვირაში ერთხელ (რაც სავსებით საკმარისია) და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ინსტიტუციები (Institute for Health Metrics and Evaluation და სხვა), რომლებიც დეტალურად აკვირდებიან და სწავლობენ ქვეყნებში არსებულ COVID- სიტუაციას და გამოქვეყნებული მონაცემების სისწორეს, ცალსახად მიიჩნევენ, რომ საქართველოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და სარწმუნოა, კერძოდ: სადღეისოდ საქართველოსთვის გამოქვეყნებული მონაცემების სარწმუნოობის ინდექსი შეადგენს 1.07-ს (1.0 ნიშნავს 100%-იან აბსოლუტურ სარწმუნოებას) და ამ მაჩვენებლით (მონაცემების სანდოობით) საქართველო მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების პირველ ათეულშია.კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ყველას, რომ ომიკრონის შტამებით გამოწვეული COVID-19-ის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან. ამიტომ აუცილებელი და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე უკლებლივ ყველამ ჩავიტაროთ COVID-19-ზე ტესტირება, რაც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომია და COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები. ყველამ გაითვალისწინოს, რომ დროული მიმართვის და საჭიროებისამებრ მკურნალობის დროული დაწყების შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება და მითუმეტეს არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-19-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა.მინდა, დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID- კლინიკას და COVID-19-ით ყველა პაციენტს, პირველივე სიმპტომის გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტირება და სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ პაქსლოვიდი და/ან რემდესივირი ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID-19-ით პაციენტის სიცოცხლეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

1660927334

კორონა
7 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი

7 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 12 766 პირი.ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 74 398 ტესტი.ცნობისთვის, გასულ კვირას საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 12 729 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 8 პაციენტი გარდაიცვალა. 

1660636575

tamar gabunia
"კოვიდ შემთხვევების რაოდენობა მცირდება, სხვა სუბიექტური შეფასებები საფუძველს მოკლებულია" - თამარ გაბუნია 

"ბოლო პერიოდის განმავლობაში, ტენდენცია დადებითი და კეთილსაიმედოა, შემთხვევების რაოდენობა მცირდება," - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.მისივე განმარტებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აგრძელებს აქტიურ მეთვალყურეობას კოვიდ შემთხვევების გავრცელების დინამიკაზე.როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გაბუნია განმარტავს, აღნიშნული პროგნოზი საერთაშორისო ინსტიტუციების შეფასებას ემყარება."ამდენად, სხვა სუბიექტური შეფასებები საფუძველს მოკლებულია და მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის შეფასებებისგან, როგორც ჯანდაცვის პროფესიონალებმა, ისე რიგითმა მოქალაქეებმა, თავი შევიკავოთ," - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.ცნობისთვის, ბოლო ერთ კვირაში, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 12 729 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 8 პაციენტი გარდაიცვალა.გუშინ გამართულ ბრიფინგზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა: - "შესაძლოა, მიმდინარე და მომავალ კვირას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს".

1660635976

ივანე ჩხაიძე
"შესაძლოა, მიმდინარე და მომავალ კვირას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს" - ივანე ჩხაიძე 

"შესაძლოა, მიმდინარე და მომავალ კვირას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს," - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში შემცირდეს ინფიცირების შემთხვევები."კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ივნისთან შედარებით შემცირებულია. თუ გადავხედავთ ევროპის ქვეყნების სტატისტიკას, ეს ტალღა, შეგვიძლია შევაფასოთ როგორც "მეშვიდე ტალღა", რომელიც ორი თვის განმავლობაში გრძელდება. თუ ჩავთვლით, რომ შემთხვევების მატება ივნისის ბოლოს დაიწყო მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს შემთხვევები შემცირდეს. ვფიქრობთ, მიმდინარე და მომავალ კვირას შესაძლოა შემთხვევების პიკი იყოს. შემდეგ უკვე აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში შემცირდეს. ბოლო 3 კვირა ტემპი შემცირებულია, მაგრამ რა თქმა უნდა, გაზაფხულთან შედარებით ეს ციფრი მაღალია.ჯანმო ოქტომბერ-ნოემბერს განიხილავს, როგორც კორონავირუსის მატების შესაძლო პერიოდს. ამის უკან დგას იმუნიტეტის შემცირება. სექტემბერში შემთხვევების მატება არ უნდა იყოს. წინ გვაქვს შემოდგომა და ზამთარი, როდესაც პროგნოზირებადია შემთხვევების მატება," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.ცნობისთვის, ბოლო ერთ კვირაში, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 12 729 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 8 პაციენტი გარდაიცვალა. 

1660551370