განათლების სამინისტრო
განათლების სამინისტრო ანა ნაცვლიშვილის მიერ სკოლის დირექტორებისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის შესახებ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო "ლელოს" საპარლამენტო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას სკოლის დირექტორებისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის შესახებ ეხმიანება.როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება  22 იანვარს ჩატარდება, ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ კი მსურველები გასაუბრებას გაივლიან."მოგეხსენებათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრების მოზიდვის მიზნით, 2022 წელს დაიწყო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი, რომელიც ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.ამ ეტაპზე სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და განსაზღვრულია ტესტირების ჩატარების თარიღიც. კერძოდ, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება ელექტრონული ფორმით 2023 წლის 22 იანვარს, 12:00 საათზე ერთ სესიად ჩატარდება.ტესტირება, სხვადასხვა უწყებასთან და ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ორგანიზებით ჩატარდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება 49 საგამოცდო ცენტრი, სადაც დარეგისტრირებული 3 200-ზე მეტი დირექტორობის მსურველისთვის ჯანსაღი, კომფორტული და აკადემიური გარემოა უზრუნველყოფილი.ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველები გადავლენ სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე, რომელიც გასაუბრებას გულისხმობს.სერტიფიცირების პროცესში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა მსურველს უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა – საჯარო სკოლის დირექტორობის თითოეული მსურველისთვის ხელმისაწვდომი იყო უფასო ვებინარები, საინფორმაციო შეხვედრები და შესაბამისი კონსულტაციები.2020-2022 წლებში მიმდინარეობდა აქტიური მზადება სერტიფიცირების პროცესის დაწყებისთვის. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, დირექტორობისა და სკოლების მართვის ახალი კონცეფცია შეიმუშავა.ახალი კონცეფციის საფუძველზე 2022 წელს სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი მომზადდა, რომელიც სრულიად განსხვავდება აქამდე არსებული მიდგომებისგან – ის ორიენტირებულია სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის ფუნქციების გაძლიერებაზე. დოკუმენტში, დირექტორის ფუნქცია-მოვალეობასთან ერთად, განსაზღვრულია ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც თანამედროვე ტიპის სკოლის ლიდერი უნდა აკმაყოფილებდეს.რაც შეეხება სკოლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის საკითხს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა.აქვე გაცნობებთ, რომ სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოების გამო არც ერთ სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა არ შეფერხებულა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. სკოლები, სადაც მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოები ტარდება, მოსწავლეებს სთავაზობენ სწავლებას განსხვავებული ფორმატით – ჰიბრიდულ, ან დისტანციურ რეჟიმში. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მასშტაბურ სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, მოსწავლეები გადაყვანილნი არიან  ალტერნატიულ ფართში/ახლომდებარე სკოლებში, სადაც მათთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო. ამასთან, რეგიონის სკოლების მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მოსწავლეების ტრანსპორტირების პროგრამას.სამინისტროს თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესში მოსწავლეებისთვის ხარისხიანი, უწყვეტი განათლების მიღების უზრუნველყოფას შეეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით და მოზარდებისა და მშობლების ინტერესების გათვალისწინებით არის მიღებული.2022 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით უპრეცედენტო მასშტაბის, 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი ხორციელდება, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 800 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ ეტაპზე, 2022 წელს, სააგენტომ გამოაცხადა ტენდერები 2022-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 320 საჯარო სკოლის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის, საჭიროების შემთხვევაში, გამაგრების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი კი 2024 წელს გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად," ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.შეგახსენებთ, "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრმა, საპარლამენტო ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. როგორც ანა ნაცვლიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოში 21 000-ზე მეტი მოსწავლე იძულებულია, სხვა სკოლის შენობაში ისწავლოს, 2 000-ზე მეტი სკოლა კი დირექტორის გარეშეა.

1674320613

სკოლა
ზამთრის არდადეგების ვადები სკოლებისა და საბავშვო ბაღებისთვის ცნობილია

2022-2023 სასწავლო წლისთვის, საქართველოს სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება, 2022 წლის ბოლო სასწავლო დღე 29 დეკემბერი იქნება. - ამის შესახებ, ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.სკოლებში სწავლის დაწყების და სეზონური არდადეგების განრიგი მინისტრის შესაბამისი ბრძანებით არის დადგენილი, რომლის შესაბამისად, ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გრძელდება. ვინაიდან წელს 14 და 15 იანვარი შაბათი და კვირაა, შესაბამისად, სკოლებში სწავლა 16 იანვარს, ორშაბათს განახლდება.რაც შეეხება საჯარო ბაგა-ბაღებს, როგორც დედაქალაქის ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ,  სააღმზრდელო პროცესი 29 დეკემბრის ჩათვლით გასტანს, ხოლო ზამთრის არდედეგებიდან აღსაზრდელები ბაღში 16 იანვარს დაბრუნდებიან.

1670921806

ჩხენკელი დეგნანი
მიხეილ ჩხენკელმა კელი დეგნანთან ერთად, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2022 წლის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2022 წლის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კონკურსის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა.2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი პრიზი – აშშ-ში NASA-ს საზაფხულო ბანაკში გამგზავრება, გუნდმა LIGGA-მ პროექტით, „რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა“ მოიპოვა. გუნდის მიერ შექმნილი პროექტის საშუალებით, შესაძლებელია ოთახებსა და შენობებში რადიაციის დონის კონტროლი და მისი გავრცელების არეალის განსაზღვრა. გამარჯვებული გუნდის წევრები გაემგზავრებიან აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებენ NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში. კონკურსს აფინანსებს აშშ-ის საელჩო საქართველოში.მეორე ადგილზე გასული გუნდი – Firelink საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის iD Tech ბანაკში მიიღებს მონაწილეობას. გუნდის წევრებმა შექმნეს მიკროტექნოლოგიასა და სენსორებზე დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი სადგურების ქსელი ტყის ხანძრების ადრეული მონიტორინგისთვის.მესამე ადგილზე გასული გუნდის – Mad Scientist-ის წევრები კი „ლიბერთი ბანკის“ დაფინანსებით სასწავლო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, შვეიცარიაში გაემგზავრებიან. Mad Scientist-ის გუნდმა შექმნა პროექტი „უნივერსალური მეგობარი სახლი“. გუნდის ერთ-ერთი წევრი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა. სწორედ მისი გამოცდილების გათვალისწინებით, გუნდმა შეიმუშავა პროექტი, რომლის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია ხმოვანი ბრძანებებით და ხმოვანი შეტყობინებებით მართოს სახლში არსებული ნებისმიერი ტექნიკა, როგორც სახლიდან, ასევე დისტანციურად.2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის საპრიზო ადგილზე გასული გუნდების გარდა, ფინალურ ეტაპზე გასულ კონკურსანტებს სპეციალური პრიზები გადასცეს კონკურსის პარტნიორმა ორგანიზაციებმა: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში, EPAM-მა, საქპატენტმა, ჯეოლაბმა, Letterato-მ და allmarket.ge-მ.ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და კონკურსის მხარდამჭერი კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.ათასწლეულის ინოვაციის 2022 წლის კონკურსში საჯარო და კერძო სკოლების 350-ზე მეტი მოსწავლისგან დაკომპლექტებულმა 66-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. დამოუკიდებელი ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალურ ეტაპზე გადავიდა 12 გუნდი, რომლებმაც ღონისძიების ფარგლებში წარმოადგინეს საკუთარი პროექტები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ STEM დარგებში.ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებითა და აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით უკვე მერვე წელია ტარდება.

1669787207

სკოლა
წლის ბოლოს მე-4 და მე-6 კლასელების მიღწევები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე, მათემატიკაში ტესტირებით შეფასდება

წლის ბოლოს მე-4 და მე-6 კლასელების მიღწევები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე, მათემატიკაში ტესტირებით შეფასდება. - ამის შესახებ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა.მისივე თქმითვე, ცენტრი ახლა მუშაობს საპილოტე პროექტზე სახელწოდებით, "შეფასება განვითარებაზე", რომლის მიზანია ორ საგანში ელექტრონული პლატფორმის დახმარებით, წლის ბოლოს მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება მოხდეს.პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში მთელ ქვეყნის სკოლებს მოიცავს, ღია და დახურული დავალებების სახით იქნება შედგენილი.გორგოძის განმარტებით, დახურული დავალებები კომპიუტერის საშუალებით გასწორდება, ხოლო ღია დავალებებს მასწავლებლები შეასწორებენ."პროექტის იდეა გახლავთ ის, რომ მეოთხე და მეექვსე კლასებში ისეთი ტესტირება ჩავატაროთ, რომელიც სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. ეს არ არის შეფასებები, სადაც მოსწავლეები მხოლოდ ქულებს იღებენ, არამედ ეს არის შეფასება, რომელიც გვეხმარება გავარკვიოთ, რა უჭირს მოსწავლეს, რაში სჭირდება დახმარება და როგორ დავეხმაროთ მათ მიაღწიოს უკეთეს შედეგებს.პროექტი საპილოტე რეჟიმში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ტესტირება იქნება ორ საგანში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეფასება არის სრულად ელექტრონული, ეს კიდევ ერთი სიახლეა. მოსწავლეები შეძლებენ ელექტრონული რეჟიმში კომპიუტერის საშუალებით ეს ტესტირება გაიარონ. საერთაშორისო შეფასებებში, სადაც ჩვენ ვმონაწილეობთ და რომლის მიხედვითაც ქვეყნების რეიტინგი დგება, შემდეგი წლებიდან სრულად ელექტრონულ შეფასებაზე გადადიან და ფურცელზე შეფასება აღარ მოხდება. ამიტომ ჩვენც ფეხი, რომ ავუწყოთ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენც გვინდა მოსწავლეები ელექტრონულად ტესტის შესრულებას შეეჩვიონ. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო შეფასებებში მონაწილეობის დროს გამოცდის დაწერა აღარ გაუჭირდებათ. ტესტირება ელექტრონულად ტარდება და გასწორების ნაწილის შემთხვევაში იქნება როგორც დახურული, ასევე, ღია დავალებები.რაც შეეხება დახურულ დავალებებს, ის გასწორდება კომპიუტერის საშუალებით, ღია დავალებების შემთხვევაში მასწავლებლები იქნებიან ჩართულები, თუმცა, ესეც ელექტრონულად მოხდება და არა ფურცელზე. მასწავლებლის როლი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მასწავლებელი იღებს არა მარტო მოსწავლის შედეგს, არამედ თითოეული დავალების მიხედვით შეიძლება ნახოს კონკრეტულ მოსწავლეს რა გაუჭირდა, რა გააკეთა კარგად, შეუძლია თავისი კლასის შედეგი შეადაროს პარალელური კლასის შედეგს, ასევე, შეუძლია თავისი კლასის საშუალო ქულა ქვეყნის საშუალო ქულას შეადაროს. ეს შედეგები მათ აჩვენებთ გაიგონ თავისი მოსწავლეები რა ეტაპზე არიან სხვა მოსწავლეებთან შედარებით," - განაცხადა გორგოძემ.მისივე განმარტებით, თუ ელექტრონული ტესტირებების დაწყებამდე სკოლებში ტექნიკური პრობლემა შეიქმნება, ისინი ამ პრობლემას სხვადასხვა საშუალებით გადაჭრიან.„როგორც თქვენ იცით, ყველა სკოლას აქვს ე.წ „ბუკები“, რომელსაც პირველკლასელები იღებენ. საპილოტე ცდის დროს, თუ სკოლებს ლაბორატორიაში კომპიუტერები არ ჰყოფნიდათ, თავად თავისი ინიციატივით ეს “ბუკები” გამოიყენეს, რომლებიც პირველკლასელებს აქვთ და ბავშვებს ტესტირება ასე აწერინეს. რაც შეეხება ტექნიკურ პრობლემებს, რაღაც ხარვეზი ტექნიკის ჩართვასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს, შესაძლოა, შუქი გაითიშოს. ასეთი რამ ხდება, ამიტომ ჩვენ ამისთვის ვემზადებით და გვექნება ისეთი საშუალებები, რომ ტესტირების დაწყებისას თუნდაც შუქის გათიშვამ პრობლემა არ შექმნას”, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ორ თვეში კიდევ ერთ მასშტაბურ პილოტს გეგმავენ და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის მოიცავს პროექტი სრულად ქვეყნის მასშტაბს.„რაც შეეხება საპილოტე ვერსიას, ვფიქრობთ, რომ წინ კარგად მივდივართ, უბრალოდ სამუშაო ჯერ კიდევ გვაქვს, სანამ ეროვნულ დონეზე დაინერგება, იმიტომ, რომ საკმაოდ მოცულობითი პროექტია. ახლა მთავარია ის შედეგები, რასაც შემდეგ სკოლები მიიღებს, ისინი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი უკეთესად დავგეგმოთ. ჩვენ ორ თვეში კიდევ ერთ მასშტაბურ პილოტს ვგეგმავთ და ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება, როდის ვიქნებით მზად, რომ სრულად ყველა სკოლაში ტესტირება დავიწყოთ. საპილოტე ვერსია მხოლოდ თბილისში არ ჩატარებულა და რეგიონებიც მოიცვა”, - აღნიშნა გორგოძემ.

1669104943

სკოლის მოსწავლეები
"არაქართულენოვან სკოლებში მწვავედ დგას პედაგოგების კვალიფიკაციის პრობლემატიკა" - განათლების კომიტეტის კვლევა 

"არაქართულენოვან სკოლებში განსაკუთრებით მწვავედ დგას პედაგოგების კვალიფიკაციის, პროფესიული განვითარების, შეზღუდული შესაძლებლობებისა და სასწავლო რესურსების ხარისხის პრობლემატიკა," - ამის შესახებ ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ მომზადებულ მოკვლევაშია ასახული.კვლევის მიხედვით, სახელმწიფო ენის სწავლისათვის უპირველეს ინსტიტუციად სკოლა მიიჩნევა, თუმცა ყველა სკოლა ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ ახერხებს მოსწავლეების საჭირო ენობრივი კომპეტენციებით აღჭურვას.პარლამენტის კომიტეტის მიერ მომზადებული კვლევა ადრეულ და სკოლამდელ განათლებას, ზოგად განათლებას, უმაღლეს განათლებას, პროფესიულ და ზრდასრულთა განათლებასა და ასევე, სახელმწიფო ენის პოლიტიკას მოიცავს.ადრეულ და სკოლამდელი განათლებასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ საბავშვო ბაღების დაწესებულებათა არასაკმარისი რაოდენობა, ეთნიკურ უმცირესობათა ენობრივ საჭიროებებზე მორგებული განათლება, პედაგოგიური რესურსი და კვალიფიკაცია კვლავ გამოწვევად რჩება."მთლიანობაში, ბოლო ათი წლის განმავლობაში ეთნიკურ უმცირესობათა თემებისთვის ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება დაიწყო. ეს მუნიციპალიტეტების მიერ ახალი დაწესებულებების შექმნამ და არსებულთა ხარისხის გაუმჯობესება განაპირობა, თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება დაწესებულებათა არასაკმარისი რაოდენობა, ეთნიკურ უმცირესობათა ენობრივ საჭიროებებზე მორგებული განათლება, პედაგოგიური რესურსი თუ კვალიფიკაცია და მიმდინარე პროცესებზე ადგილობრივი თემების ინფორმირებულობის საკითხები.ეთნიკური უმცირესობების მოსახლეობას კარგად აქვს გათავისებული ადრეული და სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა ბავშვის სასკოლო მზაობისა და წარმატებისათვის ცხოვრების მომდევნო ეტაპებზე. ამასთან, მაღალია მიმღებლობა ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე სახელმწიფო ენის გააქტიურებასთან დაკავშირებით," - აღნიშნულია კვლევაში.რაც შეეხება ზოგად განათლებას, როგორც მოკვლევაში აღნიშნული, პედაგოგების კვალიფიკაციის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას."კვლავ თვალსაჩინოა განსხვავება სწავლების ხარისხსა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობაში ეთნიკურ უმცირესობათა და ქართულენოვან სკოლებს შორის. არაქართულენოვანი სკოლების განათლების ხარისხზე მრავალი კომპლექსური ფაქტორი ახდენს გავლენას. თუმცა, განსაკუთრებით მწვავედ დგას პედაგოგების კვალიფიკაციის, პროფესიული განვითარების შეზღუდული შესაძლებლობებისა და სასწავლო რესურსების ხარისხის პრობლემატიკა.სისტემაში არსებობს სწრაფვა ეთნიკურ უმცირესობათა სკოლებში ბილინგვური/მულტილინგვური მოდელების დანერგვასა და გააქტიურებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ ეფექტიანი პოლიტიკის გასატარებლად მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა და ყველა დაინტერესებულ მხარეს ქმედითი კონტრიბუცია. ეს კი შესაძლებელი იქნება ყოვლისმომცველი, ურთიერთდაკავშირებული და გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის შემუშავების შემთხვევაში," - აღნიშნულია ინფორმაციაში.კვლევის მიხედვით, ეთნიკურ უმცირესობათა აბიტურიენტებისა და სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა კვლავ რჩება გამოწვევები."საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში კვოტირების სისტემის დანერგვამ ეთნიკური უმცირესობათა განათლების პოლიტიკის ტრანსფორმაციაში საკვანძო როლი ითამაშა. საქართველოს უნივერსიტეტებში ეთნიკურ უმცირესობათა აბიტურიენტებისა და სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, რაც უდავოდ უმაღლესი განათლების რეფორმის წარმატებას უსვამს ხაზს.ეთნიკურ უმცირესობათა უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩართვის თვალსაზრისით პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, გამოწვევად რჩება აბიტურიენტებისა და სტუდენტების შეფასების სისტემები, რომელიც უკეთ წარმოაჩენს ინდივიდების მზაობას და შესაბამისი პოლიტიკის გატარებისათვის შექმნის მტკიცებულებებს.ე.წ. 1+4 პროგრამის ფარგლებში არსებობს ნაკლოვანებები, რომელთა დროულად მოგვარება სამოქალაქო ინტეგრაციისა და თანასწორობისკენ წინგადადგმული ნაბიჯი გახდება. ეს კი, პირველ რიგი, გულისხმობს ეთნიკური უმცირესობათა სტუდენტებისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამის ხელმისაწვდომობას," - წერია მოკვლევაში.რაც შეეხება პროფესიულ და ზრდასრულთა განათლებას - დოკუმენტის მიხედვით, ზრდასრულთა განათლების პროგრამებისადმი მაღალი ინტერესი იკვეთება, თუმცა არსებული პროგრამები არასრულად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე არის გათვლილი, რაც საკმარისი არ არის.„პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისთვის ბევრი ქმედით ნაბიჯი გადაიდგა, შედეგად, ეთნიკურ უმცირესობებს მეტ პროფესიულ პროგრამაზე მიუწვდებათ ხელი.მნიშვნელოვნად მიიჩნევა რეგიონების საჭიროებებზე ორიენტირებული, მოქნილი პროგრამების განხორციელება, რაც თემებში პროფესიულ განათლებაზე წვდომას გააუმჯობესებს. ასევე, ჩართულობისთვის ეთნიკურ უმცირესობათა თემებში მზაობას გაზრდის.ზრდასრულთა განათლების პროგრამებისადმი მაღალი ინტერესი იკვეთება, თუმცა არსებული პროგრამები არასრულად არის გათვლილი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე, რაც საკმარისი არ არის," - აღნიშნულია დოკუმენტში.მოკვლევის მიხედვით, სახელმწიფო ენის შესწავლისათვის უფრო აქტიური, მრავალფეროვანი და მრავლისმომცველი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია."ეთნიკურ უმცირესობათა სხვადასხვა ჯგუფებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების მთავარი ინსტიტუცია ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაა. მისი საქმიანობა, მეტწილად პოზიტიურად ფასდება, თუმცა, აშკარაა, რომ სახელმწიფო ენის შესწავლისათვის აუცილებელია უფრო აქტიური, მრავალფეროვანი და მრავლისმომცველი ნაბიჯების გადადგმა, რათა ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებაში არსებული საჭიროებები დაკმაყოფილდეს.სახელმწიფო ენის სწავლისათვის უპირველეს ინსტიტუციად სკოლა მიიჩნევა, თუმცა, ყველა სკოლა ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ ახერხებს მოსწავლეების საჭირო ენობრივი კომპეტენციებით აღჭურვას," - აღნიშნულია მოკვლევაში.

1667214055

ალიევი ჩხენკელი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უმასპინძლა

ბაქოში სამუშაო ვიზიტით მყოფ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უმასპინძლა.შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალწლიანი მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის განათლების სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებულ სამუშაო ვიზიტზე, რომლის დროსაც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა.ილჰამ ალიევის თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაურთან მას ჰქონდა შესაძლებლობა, განეხილა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს.მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის და ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტი ისტორიულ მოვლენად შეაფასა.

1666853407

ჯავახიშვილის უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ჯაბა სამუშიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის აკადემიურო საბჭოს 30-მა წევრმა, საიდანაც 28-წევრმა ჯაბა სამუშიას დაუჭირა მხარი.სამუშია ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს რექტორის მოვალეობას.ცნობისთვის, ჯაბა სამუშია ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელმაც თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე შეიტანა განაცხადი.თსუ-ს რექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც რექტორმა გიორგი შარვაშიძემ 7 ოქტომბერს საკუთარი განცხადებით აკადემიურ საბჭოს მიმართა და გადადგომა მოითხოვა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა რეგისტრაცია 13 ოქტომბერს დასრულდა. თსუ-ს ადმინისტრაციის განცხადებით, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობისთვის საბუთები მხოლოდ ერთმა პირმა შეიტანა.

1666255927

განათლების სამინისტრო
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად მიხეილ ჩხენკელი არ განიხილება - განათლების სამინისტრო 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა "ტელეგრამის" მიერ  გავრცელებულ ინფორმაციას რომლის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განიხილება, განცხადებით პასუხობს. უწყების ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე."საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განიხილება.სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არ აპირებს არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში და სამომავლოდ, არც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას," - აღნიშნულია განცხადებაში.ცნობისთვის, მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა "ტელეგრამმა" გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განიხილება, განათლების მინისტრის პოსტს კი კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაიკავებს. 

1665473792

1/04/2022
2023 წლიდან საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მანდატურთა ხელფასი 125-125 ლარით გაიზრდება

"2023 წლიდან საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მანდატურთა ხელფასი 125 ლარით გაიზრდება." - ამის შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.მისივე თქმით, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდა 100 ლარის ოდენობით."განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 290 მილიონ ლარზე მეტით, რომლითაც საჯარო სკოლის მასწავლებელთა ხელფასს ვზრდით 125 ლარით, ასევე 125 ლარით გაიზრდება მანდატურების ხელფასები. სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები, როგორც ყველა სხვა უწყებაში გაიზრდება 10%-ით, ასევე ვზრდით პროფესიულ სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივ ანაზღაურებას 15 ლარიდან 18 ლარამდე. ვიწყებთ 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას და მშენებლობას, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 300 მილიონ ლარამდე დაფინანსების გაზრდა. ასევე, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდა 100 ლარის ოდენობით," - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

1664540826

ერთიანი ეროვნული გამოცდები
წამყვანობისა და მენტორობის გამოცდაზე 10 846 პედაგოგიდან 8 206 ჩაიჭრა

წამყვანობისა და მენტორობის გამოცდაზე 10 846 პედაგოგიდან 8 206 ჩაიჭრა. ინფორმაცია ამის შესახებ etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს 10 846 მასწავლებელი გავიდა პროფესიული უნარების გამოცდაზე, რომელიც წელს პირველად ჩატარდა უფროსი და წამყვანი პედაგოგებისთვის. დაწესებული ბარიერი კი მათგან მხოლოდ 2 640-მა გადალახა. უფროსი/წამყვანი პედაგოგებისთვის ჩატარებულ გამოცდაზე ჯამში 12 628 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, აქედან უფროსის სტატუსის 9 315 პედაგოგი იყო, ხოლო 3 313 წამყვანის სტატუსის.რეგისტრირებული უფროსი პედაგოგიდან გამოცდაზე 8102 მასწავლებელი გავიდა, საიდანაც ბარიერი წარმატებით 2 456-მა გადალახა.რაც შეეხება წამყვანის სტატუსის მქონე პედაგოგებს, 2 744 მასწავლებლიდან ბარიერი მხოლოდ184-მა გადალახა.

1664006876

მასწავლებელი
“კარგი მასწავლებელი სანთლით საძებარია” - “ნიუტონის თავისუფალი სკოლის” დირექტორი

„ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ დირექტორი გიორგი მელაძე  საქართველოში ხარისხიანი განათლების პრობლემებზე – BMGDRIVE-თან ინტერვიუში საუბრობს და აცხადებს, რომ კარგი მასწავლებელი ქვეყანაში სანთლით საძებარია.გიორგი მელაძის თქმით, სწორედ ხარისხიანი განათლების სიმცირის გამო ვერ ხერხდება კონკრეტულ მიმართულებებზე სწორი კადრების შერჩევა და სწორედ ამიტომაა ქვეყანაში უმუშევრობის დონე მაღალი."განათლების ხელმისაწვდომობა მაღალია, მაგრამ რამდენად ხარისხიანი და კონკურენტუნარიანია მსოფლიოს მასშტაბით ის განათლება, რასაც საქართველოში იღებენ? აქ შეიძლება ითქვას, რომ საქმე ცუდად გვაქვს.დღეს საქართველოში უმუშევრობაა. ვისაც არ უნდა ჰკითხო, სამსახურში სწორი კადრი ვერ აჰყავთ. იგივეა ჩემს შემთხვევაშიც. მინდა ბევრი კარგი მასწავლებელი ავიყვანო, მაგრამ არ არის. სანთლით საძებარია კარგი მასწავლებელი. არადა იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი ვინც უმაღლეს თუ საშუალო განათლებას იღებს მაღალია, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ“ - აღნიშნავს „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ დირექტორი.

1663485124

სკოლა
სკოლებში დღეს სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და დროშა აღიმართა.განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, 2022-2023 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან. 2022-2023 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის  (VII-IX კლასის) 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება. გარდა ამისა, ფართოვდება საგანმანათლებლო პროექტის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ მასშტაბები.150 საჯარო სკოლაში კი საპილოტე პროგრამა განხორციელდება, რომლის ფარგლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სპორტის სახეობების ჩამონათვალს სავალდებულო მიმართულებად „რაგბი“დაემატება.მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი სასწავლო წლისთვის თბილისში, 220-ე საჯარო სკოლაში, კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა და გაფართოვდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორიც.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ახალი სასწავლო წლიდან დამატებით კიდევ 73 საჯარო სკოლას ეყოლება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური.დღესვე სააღმზრდელო პროცესი დაიწყო ბაგა-ბაღებში.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.მიხეილ ჩხენკელი: „დღეს, 15 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა. მინდა, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება.განსაკუთრებით ვულოცავ ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას ჩვენს პატარებს – პირველკლასელებს. მათ დღეს პირველად შეაღეს საკლასო ოთახის კარი, სადაც თითოეულ მოსწავლეს უსაფრთხო, მეგობრული და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო დახვდათ.მსურს, გულითადად მივულოცო ჩვენს ძვირფას მასწავლებლებს – მათ, ვინც თავისი პროფესიონალიზმითა და თავდაუზოგავი შრომით ერთგულად ემსახურება ჩვენი ქვეყნის მომავალზე ზრუნვას.ჭეშმარიტად განათლებული თაობა საქართველოს წინსვლისა და განვითარების მყარი საფუძველია. მჯერა, ჩვენი ახალგაზრდები სკოლაში მიღებული ცოდნის რეალიზებითა და განსაკუთრებული შესაძლებლობებით კიდევ არაერთხელ ასახელებენ სამშობლოს და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამენ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.კიდევ ერთხელ გილოცავთ, ყველას წარმატებულ, ნაყოფიერ და მშვიდობიან სასწავლო წელს გისურვებთ!“ - ნათქვამია მიხეილ ჩხენკელის მილოცვაში. 

1663222380