"ნენსკრა ჰესის" პროექტზე ინვესტორ კომპანიასთან შევთანხმდით, რომ კომუნიკაცია გაუმჯობესდება, რათა მოკლე დროში შევთანხმდეთ პირობებზე" - ლევან დავითაშვილი 

ლევან დავითაშვილი

"ნენსკრა ჰესის" პროექტზე ინვესტორ კომპანიასთან შევთანხმდით, რომ კომუნიკაცია გაუმჯობესდება, რათა ერთხელ და გადაწყვეტით, მოკლე დროში შევთანხმდეთ პირობებზე ან მკაფიოდ განისაზღვროს ის, რომ კომპანია პირობებს ვერ შეასრულებს და დავიწყოთ ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესი," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კონტრაქტორმა კომპანიამ პირობებთან დაკავშირებით საკუთარი პასუხი წლის ბოლომდე უნდა განაცხადოს.

"ნენსკრა ჰესთან" დაკავშირებით, სამწუხაროდ, მოხდა ის, რომ პროექტი თავის ვადებში ვერ შესრულდა. ინვესტორმა კომპანიამ ვერ შეასრულა ვალდებულებები სხვადასხვა მიზეზის გამო. მათ შორის, მათ აქვთ თავიანთი კონკრეტული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები. ისინი აბრალებენ ქვეკონტრაქტორ კომპანიას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ინვესტორი კომპანიის პასუხისმგებლობა. თუმცა დღეს "ნენსკრას" პროექტისთვის შერჩეული ინვესტორი არის სახელმწიფო კომპანია, რომელსაც იმ შემთხვევაში, თუ მზადყოფნა ექნება, რომ პროექტი განახორციელოს და ახალ ვადებში რეალური შედეგები დადოს, საქართველოს მთავრობა მზადაა, მხარი დაუჭიროს პროექტის განხორციელებას და კომპანიას კიდევ ერთი შანსი მივცეთ. კომპანია K-waters-თან დავიწყეთ მოლაპარაკებების პროცესი, განვაახლეთ პირობები, რომელიც თავიდანვე კონკურსის მიხედვით იყო განსაზღვრული. უბრალოდ ვნახეთ, რომ სატარიფო პოლიტიკის ნაწილში სახელმწიფოს ჰქონდა სურვილი, მოეთხოვა უკეთესი ტარიფი გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე. ვფიქრობ, ეს სამართლიანია, რადგან კომპანიამ ამდენი ხანი ვალდებულებები ვერ შეასრულა და საქართველოს ეკონომიკა დააზიანა განუხორციელებელი პროექტით.

იმედი მაქვს, კომპანიის ხელმძღვანელობა აღმოჩნდება მზად, რომ მიიღოს საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებული პირობები და განაგრძოს პროექტის განხორციელება. საქართველოს პრემიერთან უმაღლეს დონეზე შედგა შეხვედრა კომპანიის პირველი პირის. ასეთ დონეზე შეხვედრები არ ხდებოდა და პრობლემები ალბათ დაკავშირებული იყო კომუნიკაციის ხარისხთანაც. შევთანხმდით, რომ კომუნიკაციის გაუმჯობესება მოხდება და უშუალოდ პირველი პირი, ვიცე-პრეზიდენტი ჩაერთვებიან საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციაში, რათა ერთხელ და გადაწყვეტით, მოკლე დროში შევთანხმდეთ პირობებზე ან მკაფიოდ განისაზღვროს ის, რომ კომპანია პირობებს ვერ შეასრულებს და დავიწყოთ ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესი. ხაზს ვუსვამ ჩვენს განწყობილებას, რომ განვაგრძოთ პროექტი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მხრიდან იყოს მზადყოფნა. პროექტის განხორციელებას სჭირდება 5 წლამდე. წლის ბოლომდე უნდა შევთანხმდეთ კომპანიასთან," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

უახლესი
ვალუტის კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6848 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6848 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6848 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6902 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8196 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8239 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0043 ლარი შეადგინა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ეკონომიკა 1670506901

შალვა ხაჭაპურიძე
ადვოკატის თქმით, თუ სააკაშვილი პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს, დააყენებენ საკითხს, რომ ის დისტანციურად ჩაერთოს ან პროცესი კლინიკაში გაიმართოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ხვალინდელ პროცესზე, სადა მოსამართლე მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შესახებ იმსჯელებს,  რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ.ადვოკატის ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მოწმეთა სია არ ჩაიხსნება, მაგრამ საქმის მსვლელობის დროს არ არის გამორიცხული, რამდენიმე მოწმე მოიხსნას. როგორც ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, თუ სააკაშვილი პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს, დააყენებენ საკითხს, რომ დისტანციურად ჩაერთოს ან პროცესი კლინიკაში გაიმართოს.„ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, დავაკვირდებით სიტუაცია როგორ იქნება. მიხეილ სააკაშვილი არის მძიმედ და მეეჭვება, მოწმეთა საკმაოდ ვრცელი სია სრულად დაიკითხოს. რაც შეეხება ხვალინდელ პროცესს, ამ პროცესის გადადებას ჩვენ არ ვაპირებთ, პირიქით, რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას ვაპირებთ. პირველი, ეს არის სასჯელის მოხდის ან გადავადების დასაბუთება, მეორე, ჩვენ მიერ როგორც "ვივამედიდან", ისე სხვადასხვა უწყებებიდან გამოთხოვილია ინფორმაცია, რომელზეც პასუხები არ მიგვიღია. მესამე ინიციატივა იქნება, რომ თუ მოსვლას ვერ შეძლებს, ან ვიზუალურად ჩაერთოს ან კლინიკა „ვივამედში" ჩატარდეს პროცესი.თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლო პროცესზე დასწრებას ან „ვივამედიდან" არ იქნება სათანადო ცნობა, მაშინ ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში, ოღონდ ერთი პირობით, მოხდეს პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძე  მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე ხვალ, 9 დეკემბერს 13 საათზე იმსჯელებს.ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ირაკლი ლომიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს და ჩვენება მისცეს. 

სამართალი 1670506080

ნიკოლოზ შაიშმელაშვილი
"ქართველებო, ქვეყნის პატრიოტებო, გადავარჩინოთ მიშას სიცოცხლე, დაგვიდექით გვერდში"- ნიკოლოზ სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომლითაც მოქალაქეებს სოლიდარობის თხოვნით მიმართავს. "ქართველებო ქვეყნის პატრიოტებო, საქართველოს მეგობრებო-გადავარჩინოთ მიშას სიცოცხლე. დაგვიდექით გვერდში" - წერს ფეისბუქზე ნიკოლოზ სააკაშვილი. მსგავსი შინაარსის მიმართვა გაავრცელა გიული ალასანიამაც, რომელმაც მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, სასამართლო პროცესის დღეს  სასამართლოსთან შეიკრიბონ და სააკაშვილის მიმართ სოლიდარობა გამოხატონ.ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძე  მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე ხვალ, 9 დეკემბერს 13 საათზე იმსჯელებს.ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ირაკლი ლომიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს და ჩვენება მისცეს. 

სამართალი 1670504747

სააკაშვილი წერილი
"მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს"- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ვივა მედიდან" წერილს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სურვილი იყო, ხვალინდელ სასამართლოზე პროცესზე დაესწროს."მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს. მადლობა ყველას! მიყვარხართ",- წერს მიხეილ სააკაშვილი.ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძე  მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე ხვალ, 9 დეკემბერს 13 საათზე იმსჯელებს.ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ირაკლი ლომიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს და ჩვენება მისცეს. 

სამართალი 1670503740

ვოლოდიმირ ზელენსკი
"ლიდერები შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტად გავლენიანი მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავიანთი ხალხის საერთო ნებას" - ზელენსკი Politico-ს ჯილდოზე

"ლიდერები შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტად გავლენიანი მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავიანთი ხალხის საერთო ნებას, საერთო ოცნებას, საერთო მიზანს," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Politico-ს ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიის ყოველწლიურ წარდგენაზე განაცხადა.ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს მიღებული ჯილდოს გამო მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული ჯილდო ყველა უკრაინელს ეკუთვნის. "მადლობას ვუხდი უკრაინელ ხალხს ამ ჯილდოსთვის. ის ყველა უკრაინელს ეკუთვნის, რადგან ლიდერები შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტად გავლენიანი მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავიანთი ხალხის საერთო ნებას, საერთო ოცნებას, საერთო მიზანს. ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე ამ ხალხს, ყველა უკრაინელს. მჯერა, რომ მომავალ წელსაც ყველაზე გავლენიანი უკრაინელები იქნებიან. მაგრამ - უკვე მშვიდობის დროს," - განაცხადა ზელენსკიმ.ცნობისთვის, ამერიკულმა გამოცემა Politico-მ 2022 წელს, ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღიარა. 

მსოფლიო 1670503719

არჩილ გამზარდია
"ყველა უნდა ითხოვდეს სააკაშვილის გამგზავრებას, ისინიც კი, ვისაც ის სასტიკად სძულს" - არჩილ გამზარდია

 ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა პირველ რიგში იმ ადამიანების ინტერესებშია, ვისაც სააკაშვილის თემაზე საუბრების დასრულება სურს.ანალიტიკოსი სააკაშვილის გადაყვანის მომხრეა და ადამიანებს საერთო პოზიციაზე შეჯერებისაკენ მოუწოდებს."მიშას "დასრულება" ვისაც უნდა ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად, პირველი ის უნდა იდგეს და იძახდეს, გაუშვით ეს ადამიანი მესამე ქვეყანაში სამკურნალოდო, იმისთვის, რომ ეს თემა დასრულდეს, სააკაშვილიც სამშვიდობოდ იყოს და ამ ქვეყანაშიც ხვალინდელ დღეზე გადავიდეთ.მოგწონთ-არ მოგწონთ, გიყვართ-გძულთ, დასრულება გსურთ თუ გულშემატკივრობა, უცნაურია, მაგრამ ყველა მათგანი უნდა გაერთიანდეს იმაში, რომ არა თუ სიკვდილი, არამედ მისი მძიმე მდგომარეობაც კი არავის არაფერს უცვლის დადებითად, მხოლოდ უარყოფითად.ვისთვისაც ის ღირსია ციხის - განა ეს ყველაფერი, რაც მის თავს დატრიალდა, არაა საკმარისი თქვენი შურისძიებისთვის? თუ ამ ყველაფერზე მაღლა დავდგებით, ოდნავ მაინც, განა რაიმე სარგებელს მოგვცემს სააკაშვილის ის მდგომარეობა, რასაც ვხედავთ?მგონია, რომ ყველა უნდა ითხოვდეს მის გამგზავრებას, ისინიც კი, ვისაც ის სასტიკად სძულს, თუნდაც იმიტომ, რომ დასრულდეს ამ პრობლემებით გადატენილ ქვეყანაში ეს თემა და წინ გავიხედოთ.სიძულვილის ურთიერთფრქვევით სახელმწიფო არასდროს აშენებულა და არც ადამიანები გამხდარან უკეთესები. ყველამ უნდა მოითხოვოს სააკაშვილის გადაყვანა სხვა ქვეყანაში, ვიღაცამ მისი მოფრთხილებისა და გულშემატკივრობის მიზნით, ვიღაცამ კი თუნდაც მისი "დასრულების" მიზნით. არავის გვჭირდება ის მოცემულობა, რაც გვაქვს, არავინ ვგრძნობთ ამით თავს უკეთ,"- წერს არჩილ გამზარდია.

პოლიტიკა 1670503624