1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8462 ლარი გახდა

ვალუტის კურსი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8462 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8462 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8412 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8482 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8364 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0118 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

უახლესი
ჩერგოლეიშვილი კეზერაშვილი
"ივანიშვილის შექმნილია ის ვითარება, სადაც კეზერაშვილს წონა აქვს" - თამარ ჩერგოლეიშვილი

დავით კეზერაშვილის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ წერილს და საერთოდ კეზერაშვილის გარშემო უკანასკნელი დღეების განმავლობაში ატეხილ ხმაურს ვრცელი ფეისბუქ პოსტით ეხმაურება ჟურნალ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.ჩერგოლეიშვილი იხსენებს, როგორ დისტანცირდა დავით კეზერაშვილისაგან ჯერ კიდევ 2018 წელს და როგორ დაუპირისპირდა ღიად 2021 წელს, მას შემდეგ, რაც კეზერაშვილმა ფულისა და შანტაჟს გზით „ევროპული საქართველოს“ დაშლა სცადა.„დიდი ფულის გავლენის მხილება პოლიტიკის თანამდევი პროცესია ყველა დემოკრატიაში. ჩვენ დემოკრატია არ ვართ. ჩვენ პოსტ-საბჭოთა საზოგადოება ვართ, სადაც სასამართლო არ არსებობს, რომ ოპოზიციური პარტიების კეთილსინდისიერმა დამფინანსებლებმა ხელისუფლებისგან თავი დაიცვან და ერიდებიან პოლიტიკური პროცესის დაფინანსებას. ამიტომ იზრდება იმ ადამიანების პოლიტიკური წონა, ვინც მზადაა პოლიტიკურ პროცესში ფული ჩაასხას, თუნდაც არაკეთილსინდისიერი ამოცანები ჰქონდეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ივანიშვილის შექმნილია ის ვითარება, სადაც კეზერაშვილს წონა აქვს.სასამართლო რომ თავისუფალი იყოს და ბიზნესს პოლიტიკური პროცესის დაფინანსება არ ეშინოდეს, კეზერაშვილს წონა მკვეთრად შემცირდებოდა. შესაბამისად, ამ სახით, კეზერაშვილი ივანიშვილის პოლიტიკის პროდუქტია - ბიძინას შემოქმედებაა, რომ ის ამ ფორმით არსებობს და ბიძინა არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც მის კარიკატურად ქცეულ პერსონაჟებზე ვსაუბრობთ, იმისთვის, რომ ფოკუსი არ მოირღვეს.„ახლა არ მოგწონთ კეზერაშვილი? ფულს რომ აღარ გაძლევთ მაგიტომ ერჩით?“ - ესაა ის ჩამჭრელი კითხვა, რაზე პასუხიც არ აინტერესებთ ხოლმე, რიტორიკულად სვამენ რომ ანგარებაში გამხილონ. ცხადია ვიცოდი რომ ეს რიტორიკული კითხვა გაჩნდებოდა (მიშაზეც იგივე არ იყო?) მაგრამ ადამიანებით მოვაჭრეების შანტაჟს ძალას სწორედ ეგ აძლევს - რატომღაც ჰგონიათ, რომ არ დაესხმები თავს და მოერიდები, იმიტომ რომ „ვიღაცების თვალში ცუდად გამოჩნდება“. (ახლაც მაგით ცდილობენ პირში ბურთის ჩაჩრას „ცუდად ჩანს“) მე ამ შანტაჟს არ ვემორჩილები, იმიტომ რომ აქსიომაა რომ მძევლები ვერაფერს იგებენ და მე მოგება მინდა - დღეს ცუდად ჩანს ჩემი სიმართლე? ხვალ კარგად გამოჩნდება - ასეა მოწყობილი სამყარო - თუ გაბედე, მერე შეგიძლია წყნარად დაჯდე მდინარის პირას და უყურო პოლიტიკური გვამები როგორ მოაქვს. ანუ გაკვეთილი ისაა, რომ როცა ცუდად მეხები, მერე მე არ მანაღვლებს ცუდად რა გამოჩნდება, მეც შეგეხები და იმ იარაღით დაგიპირისპირდები, რაც მე მაქვს - სიტყვა.მე ვფიქრობ, რომ ჩემს სიტყვას ძალა აქვს იმ ხალხში, ვინც ივანიშვილის დასამარცხებლად გარდაუვლად აუცილებელია პროცესში მონაწილეობდეს და ამ ძალას ვიყენებ - ლეგიტიმურად. ვიღაც ფულს იყენებს. ვიღაც სიტყვას.ახლა ამბავი: კეზერაშვილისგან, არასაჯაროდ, 2018 წლიდან დავიწყე დისტანცირება და გავწყვიტე ყოველგვარი ფინანსური ურთიერთობა, ყველანაირი - არცერთი კაპიკი, ჩემი არცერთი პროექტისთვის 2018 წლიდან კეზერაშვილს აღარ დაკავშირებია. პარტიიდანაც ვდისტანცირდი ფიზიკურად იმიტომ რომ უგულავაზე გული მერეოდა, მისი საქციელის გამო. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა - მივხვდი, რომ კეზერაშვილს სხვა ამბიციები გაუჩნდა. ნაცვლად იმისა, რომ ის აფინანსებდეს ჩვენს პროექტებს, თავად გადაწყვიტა პოლიტიკური სვლების ხლართვა (ძალიან უნიჭოდ და არაკეთილსინდისიერად), გაირკვა რომ ჩვენ მის ტროფეებად უნდა ვქცეულიყავით და ჩვენს ზურგს უკან, ისეთი სვლების ხლართვა დაიწყო, რაც ჩვენ მძიმე მდგომარეობაში ჩაგვყრიდა რეპუტაციულად. ანუ შეიძლება დილას ავმდგარიყავით და ჩვენი პარტიიანად ნაცებში ვყოფილიყავით გათხრილი, ან ქოცებში - აი როგორც მოეხასიათებოდა და იმ მომენტში ვისაც ელაპარაკებოდა, ისე იქნებოდა და უსიტყვო შემსრულებლად პარტიაში გიგი უგულავა ჰყავდა - „მიჯერებს და იმიტომო“. საჯაროდ თავს დავესხი 2021 წლის გაზაფხულზე - როდესაც მისი ფულის შანტაჟით ევროპული საქართველოს დაშლა სცადა,“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილიფეისბუქ პოსტის მეორე ნაწილში ჩერგოლეიშვილი „ევროპული საქართველოს“ მიზნებსა და ამოცანებზე წერს და აღნიშნავს, რომ არც პარტიას და არც პირადად ჩერგოლეიშვილს დავით კეზერაშვილისა და მისი ფულის მიმართ არანაირი ინტერესი არ ამოძრავებს და ამიტომაც მის შესახებ სიმართლის თქმის უფლებას ვერავინ შეუზღუდავს. მით უმეტეს, რომ თავდასხმის ინიციატორი თავად კეზერაშვილი იყო.„მე ამ საქმეში იმიტომ არ შემოვსულვარ, რომ ჩემი თემები კეზერაშვილმა გადაწყვიტოს. დათო როგორც მეგობარი ძალიან მიყვარდა, მასზე გაცილებით ძვირფასია მისი ოჯახი - მაგრამ არასოდეს, ჩემს სიცოცხლეში, თავში აზრად არ მომსვლია მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით მემოძრავა, ან მას გადაეწყვიტა ჩემი პოლიტიკური ამოცანები - საამისოდ ამას არც საკმარისი განათლება აქვს, არც გამოცდილება (დათო არ იყო წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი), არც ხედვა და არც ნებისყოფა - ის ყოველთვის თემიდან თემაზე დახტოდა, იმ მომენტისთვის რასაც წარმატების გზად ხედავდა იქით მიიწევდა და ორი კურდღლის დევნაში, ვერაფერს აღწევდა, ამიტომ მისი გზით სიარული ჩემთვის, ჩემი პოლიტიკური ამოცანებისთვის და რეპუტაციისთვის სახიფათო იყო.ანუ ჩემი მიდგომა ასეთია - მეგობრობა გინდა? ვიმეგობროთ, გიპატრონებ, ციხეში ჩაგსვამენ, მოგხედავ, ოჯახს რამე დასჭირდება - გავაკეთებ, როცა გვერდში არავინ გიდგას, მაშინ დაგიდგები და ამაში არაფერს მოგთხოვ. თუ ჩემი პროექტი მოგწონს და მისი დაფინანსება გსურს, აგერაა და დააფინანსე... არ დააფინანსებ? შენს გზაზე გაგიმარჯოს, მაინც ვიმეგობრებ. მაგრამ თუ ჩემი რეპუტაციით ჟონგლიორობა გინდა და დღეს რომ თავი კიტრი მგონია, ხვალ შეიძლება მიშას იღლიაში გაჩრილი აღმოვჩნდე, იმიტომ რომ დათომ ჩემს ზურგს უკან ასე გადაწყვიტა, ან უცებ გაირკვეს რომ „ბიძინას ველაპარაკები“, იმიტომ რომ დათომ ასეთ ხასიათზე გაიღვიძა - ეგრე არ გამოვა!ანუ მისი ფული ტოქსიკურად ჩავთვალე, მის ფულზე დამოკიდებულება კი წაგების ფორმულად და გავეცალე - სხვა გზა ვნახე 2018 წლიდან. პოლიტიკაში რატომ ვარ თქვენი აზრით? რა მინდა აქ, რა დამრჩენია? ძალაუფლება? - ჩემი ამოცანა რომ მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდება იყოს, ან ბიძინასთან დავლაგდებოდი, ან მიშასთან არა? ეგენი არიან ყველაზე დიდები. მერწმუნეთ, რომ როცა მინდა, ძალიან მომხიბვლელი არსება ვარ და იოლად ვიპოვიდი ჩემს გზას ძალაუფლებისკენ. მაგრამ მე არ მინდა მხოლოდ ძალაუფლება, მე ძალაუფლება მინდა იმისთვის, რომ ჩემი ამოცანები განვახორციელო. ჩემი ამოცანები. სხვისი ამოცანები - არა. ეს ამოცანაა რომ საქართველო გახდეს ლიბერალურ დემოკრატიული რესპუბლიკა. შესაბამისად, მოკავშირედ ვირჩევ ისეთ ფიგურებს, ვისთანაც ჩემი იდეების გატანის სივრცე მაქვს - ვისაც მეტ-ნაკლებად იგივე უნდა რაც მე და მაძლევს ჩემი იდეების გასატანად მანევრირების შესაძლებლობას.მესმის, რომ იდეალური ვერ იქნება ვერაფერი, კომპრომისები მომიწევს, მაგრამ ძირითად ამოცანაში უნდა ვემთხვეოდე. ძალაუფლებაც ამისთვის მინდა და ფულიც. მხოლოდ ფული რომ მინდოდეს, ამაში ვიღაც „მინდა გავხდე ბიძინების“ დახმარება არ მჭირდება - მქონდა ძალიან მაღალ ანაზღაურებადი სამსახური ევროპის საბჭოში და მაშინ გავწყვიტე კონტრაქტი, უარი ვთქვი სტრასბურგში დაბრუნებაზე და დავრჩი აქ, როდესაც ამ ქვეყნიდან ყველა გარბოდა. ანუ პოლიტიკიდან გაწევა და დიდი ფული რომ მომინდეს, ნებისმიერ დროს მექნება და ამ ფულს მაღალი რეპუტაციის ორგანიზაციიდან ავიღებ და არა მაიმუნურად და შეურაცხმყოფელად. პოლიტიკაში ვარ იმიტომ, რომ ჩემი გზით წავიყვანო პროცესები, იმიტომ რომ ეს გზა მგონია „ტაძრამდე გზა“ - ეს ქვეყანა უნდა გახდეს ლიბერალურ დემოკრატიული რესპუბლიკა. ესაა ჩემი ამოცანა, ესაა ის მისია, რაც ამ საქმეში მამოძრავებს, ვინც ამ გზაში დამეხმარება, დამეხმარება. არადა თავის გზაზე გაუმარჯოს - მისი ფულია, სადაც უნდა იქ წაიღოს. მაგრამ როცა მაიმუნივით იქცევი, არაკეთილსინდისიერად, ფულის შანტაჟით ხელის შეშლას და შენი ხელის ბიჭების მეცადინეობით, ცილისწამებას იწყებ, ჩვენი გარემოცვიდან ხალხს ყიდულობ და პირობებად უყენებ, ბოკერია გასწიე, თორემ დაფინანსება აღარ იქნებაო - შენი განადგურების ამოცანას დავისახავ და იქამდე მექნება ამოცანად, სანამ არ მივაღწევ და მერე ვიანგარიშოთ, ვისმა აჯობა.სულ მოკლედ რომ შევაჯამო - ძალაუფლებაც და ფულიც, ჩემი ამოცანების შესასრულებლად მინდა, იმ მისიის შესასრულებლად, რისი განცდაც მამოძრავებს. თუ ფული და ვიღაცის ძალაუფლება ამ მიზნის მიღწევაში ხელს მიშლის - ვუპირისპირდები. ანუ ხო - სანამ ხელს არ/ვერ მიშლიდა, თავს არ ვესხმოდი! თავდასხმა დავიწყე მაშინ, როცა გათავხედდა და ჩემი ხედვით სწორი პროცესისთვის პროაქტიულად, მისი ფულის შანტაჟით, უკიდურესად უზნეოდ და არაკეთილსინდისიერად, ხელის შეშლა დაიწყო,“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

პოლიტიკა 1664521495

219
219-ე დღე: ომი უკრაინაში - დღის სტენოგრამა

* დღეს დილით რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიესთან სამოქალაქო ჰუმანიტარულ კოლონას რაკეტები ესროლეს, - ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი ავრცელებს. * უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი ალყაში მოაქციეს. ამ ინფორმაციას რუსი სამხედრო ბლოგერები ავრცელებენ და ის ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმაც (ISW) დაადასტურა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. * რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების „დამოუკიდებელ“ ტერიტორიებად აღიარების შესახებ. * იკოლაივის ოლქში, იუჟნუკრაინსკსა და ვოზნესენსკს შორის ტერიტორიაზე აფეთქებები მოხდა, - ამის შესახებ მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი იუწყება.

კონფლიქტი 1664520490

ანტონიუ გუტიერეში
"უკრაინის რეგიონების ანექსია საშიში ესკალაცია იქნება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის რეგიონში მშვიდობის პერსპექტივას"– ანტონიო გუტერეში

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსია საფრთხეს შეუქმნის რეგიონში მშვიდობის პერსპექტივას. გუტერეში რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინის რეგიონების ანექსია „საშიში ესკალაცია" იქნება " და ამბობს, რომ უკრაინის რეგიონების ანექსიის გადაწყვეტილებას იურიდიული ღირებულება არ ექნება.  “უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსიის ნებისმიერ გადაწყვეტილებას არ ექნება იურიდიული ღირებულება და დაგმობას იმსახურებს”, - აღნიშნა გუტერეშმა.მისი თქმით, თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის გეგმებს, ეს გაახანგრძლივებს დრამატულ ზემოქმედებას გლობალურ ეკონომიკაზე, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.„ეს ხელს შეუშლის ჩვენს უნარს, მივაწოდოთ სიცოცხლის გადამრჩენი დახმარება უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა გუტერეშმა.კრემლის ინფორმაციით, დღეს ხელი მოეწერება უკრაინის ოთხი ოლქის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებებს.შეგახსენებთ, უკრაინის ოთხი ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა „რეფერენდუმების“ შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რუსეთთან შეერთებას „კენჭისყრაში“ მონაწილეების დიდი ნაწილი უჭერს მხარს.

მსოფლიო 1664520185

ბაიდენი
"შეერთებული შტატები არასდროს, არასდროს, არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე"– ჯო ბაიდენი

“მინდა, ძალიან მკაფიო ვიყო ამ საკითხში - შეერთებული შტატები არასდროს, არასდროს, არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე“, - განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით. მან დაგმო „რეფერენდუმი“, რომელიც პრორუსულმა ძალებმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატარეს და აღნიშნა, რომ ეს იყო „აბსოლუტური სიყალბე“, რომლის შედეგები „მოსკოვში დაამზადეს“.ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა გაერო-ს წესდების და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევაა.შეგახსენებთ, უკრაინის ოთხი ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა „რეფერენდუმების“ შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რუსეთთან შეერთებას „კენჭისყრაში“ მონაწილეების დიდი ნაწილი უჭერს მხარს.კრემლის ინფორმაციით, დღეს კი ხელი მოეწერება უკრაინის ოთხი ოლქის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებებს.

მსოფლიო 1664519773

ნინო ლომჯარია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს ნინო ლომჯარიას მოუსმენს

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მოუსმენს.ომბუდსმენი კომიტეტის წევრებს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გააცნობს და მათ შეკითხვებს უპასუხებს.სახალხო დამცველმა პარლამენტს ანგარიში წერილობითი ფორმით ჯერ კიდევ მარტში წარუდგინა, თუმცა დოკუმენტის განხილვა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში არ მომხდარა.ნინო ლომჯარია პარლამენტში მომავალ კვირასაც მივა და ყოველწლიური მოხსენებით პლენარულ სხდომაზე წარსდგება.

პოლიტიკა 1664519444

ადამ კინზინგერი
"როდესაც პუტინის კამპანია უკრაინაში სუსტდება, ქართველები ფრთხილად უნდა იყვნენ კრემლის მხრიდან ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის მიმართ"– ადამ კინზინგერი

რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი“ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. აღნიშნულ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.კინზინგერი ამბობს, რომ  საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია. „მართალია გასაკვირი არაა, რომ დესპოტი ბელარუსიდან ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას მოსკოვიდან კარნახობენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია“, - განაცხადა კონგრესმენმა.ადამ კინზინგერი თვლის, რომ რეგიონში გამწვავებული საფრთხის ფონზე კი საქართველომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იმოქმედოს.„ახლა, როდესაც პუტინის კამპანია უკრაინაში სუსტდება, ქართველები ფრთხილად უნდა იყვნენ კრემლის მხრიდან ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის მიმართ. საქართველომ ძალიან კარგად იცის ყველა იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც კრემლი მის სუვერენიტეტს უქმნის და ქართველი ხალხი არ უნდა აყვეს ყალბ ნარატივებს, რომლებსაც ანტიდასავლური ხმები ავრცელებენ“,- აცხადებს კინზინგერი.ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, აფხაზეთთან არა მხოლოდ "მეგობრობის ხიდის" აშენება, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები სურთ.

მსოფლიო 1664518860