1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8426 ლარი გახდა

ლარი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8426 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8426 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8462 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8218 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8482 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0264 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

უახლესი
ადამ კინზინგერი
"როდესაც პუტინის კამპანია უკრაინაში სუსტდება, ქართველები ფრთხილად უნდა იყვნენ კრემლის მხრიდან ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის მიმართ"– ადამ კინზინგერი

რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი“ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. აღნიშნულ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.კინზინგერი ამბობს, რომ  საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია. „მართალია გასაკვირი არაა, რომ დესპოტი ბელარუსიდან ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას მოსკოვიდან კარნახობენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია“, - განაცხადა კონგრესმენმა.ადამ კინზინგერი თვლის, რომ რეგიონში გამწვავებული საფრთხის ფონზე კი საქართველომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იმოქმედოს.„ახლა, როდესაც პუტინის კამპანია უკრაინაში სუსტდება, ქართველები ფრთხილად უნდა იყვნენ კრემლის მხრიდან ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის მიმართ. საქართველომ ძალიან კარგად იცის ყველა იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც კრემლი მის სუვერენიტეტს უქმნის და ქართველი ხალხი არ უნდა აყვეს ყალბ ნარატივებს, რომლებსაც ანტიდასავლური ხმები ავრცელებენ“,- აცხადებს კინზინგერი.ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, აფხაზეთთან არა მხოლოდ "მეგობრობის ხიდის" აშენება, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები სურთ.

მსოფლიო 1664518860

არჩილ თალაკვაძე
"საზღვარზე ყველას დოკუმენტაცია მოწმდება, ზედმიწევნით ხდება ყველაფრის აღრიცხვა, ვინ და როდის შემოდის და ამ ინფორმაციის ანალიზი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს" - არჩილ თალაკვაძე

"საზღვარზე ყველას დოკუმენტაცია მოწმდება, ზედმიწევნით ხდება ყველაფრის აღრიცხვა, ვინ და როდის შემოდის და ამ ინფორმაციის ანალიზი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს," - ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ  "იმედის" ეთერში განაცხადა.მისივე განცხადებით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული საცობი ადასტურებს იმას, რომ ყველაფერი კონტროლს ქვეშ მიმდინარეობს."საზღვარზე ყველას დოკუმენტაცია მოწმდება, ზედმიწევნით ხდება ყველაფრის აღრიცხვა, ვინ და როდის შემოდის და ამ ინფორმაციის ანალიზი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. საკითხი არ არის ისეთი, რომ დავტოვოთ უყურადღებოდ. რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულია, მაგრამ რამდენადაც სერიოზულია, იმდენად ამას ხელისუფლება აღვიქვამთ სერიოზულად და შესაბამისი სამსახურები ძალიან დიდ დროსა და ენერგიას უთმობენ ამას.ამის გადატანა ემოციურ კონტექსტში და პანიკის დათესვა, ან მოწოდებები რამე ტიპის აგრესიისკენ, ან მოწოდებები იმისკენ, რომ საქართველო მოიქცეს ისე, როგორც მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, ისტორიის არცერთ ეტაპზე არ მოქცეულა ცივილიზებული ქვეყანა, ეს იმ ადამიანების სურვილია, ვისაც კიდევ ერთხელ უნდა, რომ ჩვენ ქვეყანაში, თავის სახლში უნდა რომ სადმე ცეცხლი გააჩინოს. ამათი მიზანია, რომ სახლში გაჩნდეს ხანძარი, დაიწყოს არეულობა. როგორც არეულობას ქმნიდნენ ქვეყანაში, დღეს ისეთი არეულობა აქვთ პარტიაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საზოგადოება 1664481149

17/03/2022
"ფიქტიური "რეფერენდუმების" შედეგები მოსკოვში იყო ჩაწყობილი და უკრაინელი ხალხის ნებას არ ასახავს" - ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ფიქტიური "რეფერენდუმების" შედეგები მოსკოვში იყო ჩაწყობილი და უკრაინელი ხალხის ნებას არ ასახავს.ამასთან, როგორც ბლინკენმა დღეს განაცხადა, აშშ და მოკავშირეები და პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას რუსული აგრესიისგან მისი ტერიტორიის დაცვაში."აშშ არ აღიარებს და არც არასდროს აღიარებს ამ ფიქტიური რეფერენდუმის ან რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის სავარაუდო ანექსიის ლეგიტიმურობას ან შედეგს. რუსეთის მარიონეტების მიერ ჩატარებული ეს სპექტაკლი არალეგიტიმურია და საერთაშორისო სამართალს არღვევს. ეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების შეურაცხყოფაა," - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.ცნობისთვის, დღეს, კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ხვალ ხელს მოაწერს უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას."ხვალ 15:00 საათზე კრემლში, რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების ცერემონია გაიმართება," - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მსოფლიო 1664480700

ვოლოდიმერ ზელენსკი
"დარწმუნებული ვარ, სიცოცხლე გინდათ... იბრძოლეთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"დარწმუნებული ვარ, სიცოცხლე გინდათ... იბრძოლეთ" - ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კავკასიელებს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში."მივმართავ კავკასიის, ციმბირის და რუსეთის სხვა ძირძველ ხალხებს. დაღესტნელები არ უნდა იღუპებოდნენ რუსეთის საზიზღარ და სამარცხვინო ომში. ჩეჩნები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები და ნებისმიერი სხვა ხალხი, ვინც რუსეთის დროშის ქვეშ მოხვდა. სულ თითქმის 200 ერია. თქვენ იცით, ვინ გიშვებთ ყველას საბრძოლველად უკრაინაში. გამგზავნს სურს, რომ თქვენგან "ტვირთი 200" აქციოს.და თქვენ რა გსურთ? დარწმუნებული ვარ, სიცოცხლე გინდათ. დარწმუნებული ვარ დაიღალეთ ტყუილებით. დარწმუნებული ვარ, თქვენ იცით: ბრძოლა ახლაა საჭირო! ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ წინააღმდეგობას უწევთ კრიმინალურ მობილიზაციას, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას სურს გადაფაროს თავისი ჯარის და დანაშაულებრივი ბრძანებების კრახი. იბრძოლეთ, რათა არ მოკვდეთ! დაიცავით თქვენი თავისუფლება ქუჩებსა და მოედნებზე, რათა არ მოგიწიოთ მერე ბრძოლა მთებსა და ტყეებში - უბრალოდ ცხოვრების უფლებისთვის, როცა რუსეთის ხელისუფლება დაიწყებს მობილიზაციის მორიგ ტალღებს. იბრძოლეთ! გაუმკლავდებით!" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

კონფლიქტი 1664479860

ირაკლი კობახიძე
"კაპიკი ფული არ აგვიღია, მაშინაც კი, როდესაც პარტიის თავმჯდომარე იყო" - ირაკლი კობახიძე ივანიშვილზე

"კაპიკი ფული არ აგვიღია, მაშინაც კი, როდესაც პარტიის თავმჯდომარე იყო," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "თავისუფალი სტუდია" ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას გააკეთა.კობახიძის მტკიცებით, ოპონენტები წარმოსახვის დონეზეც კი ვერ ამბობენ იმას, თუ როგორ შეიძლება იყოს ჩართული ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში."ეს კაცი პოლიტიკიდან გავიდა. არამარტო ფაქტს ვერ გვეუბნებიან, როგორაა ის კაცი ჩარეული პოლიტიკაში, აღქმის დონეზეც ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ეს. დახურულ შეხვედრებზე ვეკითხებით ხოლმე - როგორ წარმოგიდგენიათ, რას აკეთებს ეს კაცი? რას შეიძლება აკეთებდეს ეს კაცი? კეზერაშვილზე ვიცით, მაგრამ ჩვენ კაპიკი ფული არ აგვიღია ამ კაცისგან. მთელი ამ წლების განმავლობაში კაპიკი ფული არ აგვიღია მაშინაც კი, როდესაც პარტიის თავმჯდომარე იყო.ანუ ეს კაცი ყოფილა გენიოსი? ფულს არ გვაძლევს. მითითებებს გვაძლევს და რა? ის, რომ ეს კაცი ვინმეს რჩევებს აძლევს და ეს არის ოლიგარქიული მმართველობა, ღიმილის მომგვრელია. მაშინ ეს კაცი უნდა ვაღიაროთ გენიოსად. კი, ყველა აღიარებს, რომ მას განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ამას სჭირდება ზეადამიანური გენიალური თვისებები ანუ, ზეადამიანური გენიალური თვისებები უნდა გქონდეს, რომ თვეში ერთხელ სატელეფონო ზარით მართო სახელმწიფო. საოცრებაა. წარმოსახვის დონეზეც ვერ გვეუბნებიან, როგორ შეიძლება ის იყოს ჩართული პოლიტიკაში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოლიტიკა 1664478900

გუტიერეში
"ერთი ქვეყნისგან მეორე ქვეყნის ტერიტორიის ანექსია საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა" - ანტონიო გუტიერესი

"სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ერთი ქვეყნისგან მეორე ქვეყნის ტერიტორიის ანექსია საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა," - ამის შესახებ  გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლის კომენტარსაც სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.როგორც აღნიშნული სააგენტო ანტონ წერს, ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და პატივი უნდა სცეს გაერო-ს წესდებას."გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოზიცია ცალსახაა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ერთიანობას, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში გაერო-ს რეზოლუციების შესაბამისად. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდა აქტიური საომარი მოქმედებების დროს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და უკრაინის საკანონმდებლო და კონსტიტუციური ჩარჩოს გარეთ.მათ არ შეიძლება, ეწოდოს ხალხის ნების ჭეშმარიტი გამოხატულება. ამ მიმართულებით, რუსეთის მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება წინსვლის შესახებ, მეტ საფრთხეს შეუქმნის მშვიდობის პერსპექტივას. უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსიის ნებისმიერ გადაწყვეტილებას არ ექნება იურიდიული ღირებულება და დაგმობილი იქნება. ეს არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოს“, – აღნიშნა გუტერეშმა.

მსოფლიო 1664478401