ლარის კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6410 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6410 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6393 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8813 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8745 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0068 ლარი შეადგინა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

1675084776

ლარის კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6393 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6393 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6393 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6451 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0058 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8745 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8847 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0102 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

1674824762

ლარის კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6451 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6451 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6491 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0040 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8847 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8788 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0059 ლარი შეადგინა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

1674739934

ლაშა ხუციშვილი
"სატრანსპორტო ნაკადი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად გაზრდილია" - ფინანსთა მინისტრი 

"სულ უფრო და უფრო იზრდება ევრაზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის როლი და მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე," - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, საბაჟო განუხრელად ახორციელებს გაზრდილი მოცულობის საბაჟო უზრუნველყოფას."პოსტპანდემიისა და მიმდინარე ომის შედეგად საერთაშორისო ლოგისტიკური ჯაჭვი სერიოზულ ცვლილებებს განიცდის. სულ უფრო და უფრო იზრდება ევრაზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის როლი, მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ივარაუდება, რომ ტვირთის მოცულობა შუა დერეფანში რამდენჯერმე გაიზრდება. ჩვენი საბაჟო განუხრელად ახორციელებს გაზრდილი მოცულობის საბაჟო უზრუნველყოფას.საქართველოს მთავრობის სტრატეგიული ამოცანაა, არსებული ინფრასტრუქტურის უფრო მეტი ეფექტიანობით გამოყენება და მისი სწრაფი განვითარება. როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარეობს საავტომობილო გზების მშენებლობის მასშტაბური პროექტი, რომლის ძირითადი ნაწილი 2024 წლისთვის დასრულდება. იმავდროულად, ხდება რკინიგზის რეაბილიტაცია, პორტისა და საჰაერო ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების განვითარება. გასულ 2022 წელს, ჩვენ გვქონდა საშუალება, საქართველო-სომხეთის საზღვარზე გაგვეხსნა "ნინოწმინდის" საბაჟო გამშვები პუნქტის ახალი შენობა-ნაგებობა. 2023 წელს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე იხსნება "ლაგოდეხის" საბაჟო გამშვები პუნქტის ასევე სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა. ცხადია, მიმდინარეობს სხვა გამშვები პუნქტების სრული რეაბილიტაცია-განახლება," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

1674720936

ლაშა ხუციშვილი
"სანქცირებული საქონლისა და პირების სიების დამტკიცებისთანავე, ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი დაიწყო" - ლაშა ხუციშვილი 

"სანქცირებული საქონლისა და პირების სიების დამტკიცებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დაიწყო სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე," - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის გამოსვლაში საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო.როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოში, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს."აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 14 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე, ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები. ამასთან, საბაჟო გამშვებ პუნქტ "ყაზბეგზე" დამატებით განთავსდა საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობა, მათ შორის, რენტგენო-სკანერები. ასევე, გაძლიერდა სხვა გამშვები პუნქტების შესაძლებლობები შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით. სანქციების დაწესების პირველ დღეებიდანვე, საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და დასძინა რომ აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და დაკავშირებული სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის, ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) დახმარებით, ორგანიზებულ იქნა რამდენიმე დისტანციური და ფიზიკური შეხვედრა, საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების, საბანკო სექტორისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ჩართულობით.

1674718298

ლარის კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6491 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6491 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6491 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6499 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8788 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8789 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.

1674652922

16/03/2022
2022 წლის დეკემბერში როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა - ეროვნული ბანკი 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2022 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.16 მლრდ ლარით, ანუ 2.66%-ით გაიზარდა და დეკემბრის ბოლოს 44.80 მლრდ ლარი შეადგინა.ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 596.47 მლნ ლარით, ანუ 2.48%-ით , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 564.43 მლნ ლარით, ანუ 2.88%-ით გაიზარდა.ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.60 მლრდ ლარის, რაც წინა თვესთან შედარებით 4.12%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 12.60 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 3.43%-ით მეტია.მათივე ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.57%-ით, ანუ 365.62 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და დეკემბრის ბოლოსათვის 23.66 მლრდ ლარი შეადგინა.2022 წლის დეკემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.03 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.10 პროცენტული პუნქტით.

1674643884

ლარის კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6499 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6499 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6499 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6504 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8789 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8889 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0100 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

1674567247

ვალუტის კურსი
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6504 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6504 ლარი გახდა.კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6594 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0090 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8889 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8820 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0069 ლარი შეადგინა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

1674480319

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტებს 19 695 000 ლარი გამოეყოფა

მთავრობის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტებს 19 695 000 ლარი გამოეყოფა."სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში 19 695 000 ლარი," - აღნიშნულია განკარგულებაში.ამასთან, მუნიციპალიტეტებს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მიმდინარე წლის იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 470 000 ლარი გამოეყოფა."სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე მიმდინარე წლის იანვარში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 1 470 000 ლარი," - აღნიშნულია განკარგულებაში.

1674475868

შალვა ალავერდაშვილი
"ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, გუდაური-ბაკურიანის სეზონი ჩავარდა" - შალვა ალავერდაშვილი

"ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, სამწუხაროდ, გუდაური-ბაკურიანის სეზონი ჩავარდა," - ამის შესახებ "სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა."ტრადიციულ ბაზრებად ითვლებოდა რუსეთი და უკრაინა, აზერბაიჯანთან საზღვარი ჩაკეტილი გვაქვს და წელს ისრაელიდან პირველად იწყებოდა ზამთრის ტურიზმის მიმართულების განვითარება. 15 000 ებრაელ ტურისტს ველოდებოდით. სამწუხაროდ, ეს სეზონი ჩავარდა და კლიენტთა უმრავლესობამ თანხები უკან მოითხოვეს, რაც წინასწარ ჰქონდათ ჩარიცხული სასტუმროებში. კერძო სექტორი საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.ამას დაემატა გაურკვეველი მდგომარეობა ინსტრუქტორებთან დაკავშირებით, რაც ასევე ერთ-ერთ ხელისშემშლელ პირობად ითვლება. უცხოეთიდან ჩამოსული ინსტრუქტორების საკითხს კანონმდებლობით ვერ ვარეგულირებთ.ჩამოვიდა ბევრი ინსტრუქტორი, რომელთაც საერთაშორისო ლიცენზია აქვთ და მათ წინააღმდეგ წავიდნენ ადგილობრივი ინსტრუქტორები. ბევრი ტურისტის შემთხვევაში ხდება გადანაწილება. თითქმის ყველა ინსტრუქტორს ჰყავს ე.წ. თავისი კლიენტი. მაშინ, როდესაც ტურისტების ასეთი სიხალვათეა, ამ დროს ეს პრობლემა ძალიან იჩენს თავს. საქართველოში უცხოელი ინსტრუქტორებისთვის არც ისე სახარბიელო ვითარებაა. ეს ტურისტებისთვისაც ძალიან ცუდია. ზოგიერთ ინსტრუქტორს თავისი კლიენტი თვითონ მოჰყვება," - განაცხადა ალავერდაშვილმა.ამასთან, მისივე თქმით, ახალი წლის პერიოდში, 4-5 იანვრამდე ძირითადად დიდი დატვირთვა იყო ადგილობრივებისა და ჩამოსული სტუმრების ხარჯზე, დაახლოებით 70%."ყველა ობიექტს, ვისაც საბანკო სესხი აქვს, პროცენტი გადანაწილებული აქვთ შემდეგნაირად - ზამთრის პერიოდში უფრო დიდ გადასახადს იხდიან, ვიდრე არა სეზონის პერიოდში. 2019-2020 წლის ზამთარი იყო ასეთი ცუდი, 2021-2022 საკმაოდ კარგი ბუნებრივი კლიმატური პირობები გვქონდა. პანდემია გავიდა და წელს უნდა გვქონოდა კარგი სეზონი. სამწუხაროდ, ბუნებრივმა კლიმატურმა პირობებმა ხელი შეგვიშალა.გუდაური როგორ უნდა გადაეწყოს სხვა სისტემაზე, ის არის მაღალმთიანი კურორტი, სადაც ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია და მოწყობილია ზამთრის კურორტისთვის. 2023 წლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება პერსონალი და ახალი რეგულაცია, როდესაც სასტუმროებში 48-საათიანი ლიმიტი შეცვალეს 40 საათამდე. ტურიზმის მთელი მიმართულება არის სეზონურ ტურიზმზე დამყარებული და ადამიანები დაძალებით არ მიდიან. პირიქით, როცა ადამიანი მიდის კურორტზე სამუშაოდ, ის მორალურად მზად არის, იმუშაოს მეტი, ვიდრე 40 საათი. ეს ადამიანი ცხოვრობს კურორტზევე, იმავე სასტუმროში, სადაც მუშაობს. გარემო ისეთი აქვს, რომ მთელი დღის განმავლობაში იქ უნდა იყოს. დაქირავებული და დამქირავებელი თანხმდებიან კონკრეტულ პირობებზე. დროა, გადავიდეთ საათობრივ ანაზღაურებაზე, განსაკუთრებით ჩვენს სექტორში. ვაკანსია ძალიან ბევრია, ანაზღაურება 2019 წელთან შედარებით 2021 წელს სულ მცირე 30%-ით გაიზარდა. წელსაც იქნება ანაზღაურების ზრდა, თუმცა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან ანაზღაურება გაცილებით ნაკლებია. ანაზღაურების გამო მიდიან კადრები," - განაცხადა ალავერდაშვილმა.როგორც მან აღნიშნა, 2022 წელი იყო ძალიან კარგი და სექტორმა დიდი შემოსავალი მიიღო."პანდემიის შემდეგ სექტორმა ამოისუნთქა. აპრილის ბოლოდან, მაისიდან აქტიური სეზონი დაიწყო. სექტორმა დიდი შემოსავალი მიიღო. აუცილებელია დასაქმების სააგენტოების გაჩენა, სადაც ძირითადი დასაქმებული იქნება სტუდენტი. იქნება ე.წ ფართ-თაიმი. ამ ეტაპზე, დამსაქმებლისთვის, რომ პერმანენტული კადრი აიყვანოს, საკმაოდ მძიმეა. ამის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება საათობრივი ანაზღაურების სისტემის შემოღება," - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

1674466656

ბინები
თბილისში უძრავი ქონების ფასები ერთ წელში 14.3%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.3 პროცენტიშეადგინა.2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 24.0 პროცენტით არის გაზრდილი.RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.ბინები და კერძო სახლები ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე, ვაკესა და საბურთალოზეა, ყველაზე იაფი -გლდანში, სამგორსა და ისანში. 

1674459066