1677571635 • კონფლიქტი
საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად მოკლულთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად მოკლულთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ექსპერტიზაზეა გადასვენებული თავად ყოფილი სამხედროც, რომელმაც ცეცხლი გახსნა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კორპუსის მიმდებარე ტერიტორია კვლავ პოლიციის ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელია. გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა. აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.. ექსპერტიზაზეა გადასვენებული თავად ყოფილი სამხედროც, რომელმაც ცეცხლი გახსნა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კორპუსის მიმდებარე ტერიტორია კვლავ პოლიციის ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელია.
გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა. აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში გაასაღა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტა."საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 20 250 აშშ დოლარის ოდენობის 202 ცალი ყალბი 100 დოლარიანი და ერთი ცალი ყალბი 50 დოლარიანი კუპიურა"- წერია განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.
სამართალი • 1677741600

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.„სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა საქართველოს 2 მოქალაქე ნ.ვ. და ხ.გ. აღნიშნული მოქალაქეების, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური და ბარგის, დათვალიერების შედეგად, 608 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი მეტადონი და 112 კაფსულა პრეგაბალინის შემცველი ფსიქოტროპული საშუალება (აღნიშნული აკრძალული მედიკამენტები სპეციალურ შეფუთვებში იყო დაფასოებული) აღმოაჩინეს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა.
სამართალი • 1677740520

"სხვა პარტიას თუ შექმნის, ღმერთმა გაუმარჯოს, თუ ოპოზიციაში იქნება და ერთი მიზანი გვექნება, ივანიშვილთან ბრძოლას ვგულისხმობ, ვითანამშრომლებთ", - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.კერძოდ, ჟურნალისტმა ხაბეიშვილს ჰკითხა, შესაძლოა, თუ არა ნიკა მელიამ ახალი პარტია ჩამოაყალიბოს და რა ინფორმაციას ფლობს თავად ამის შესახებ."ვიღაცა ვიღაცის ოპოზიციაში ჩადგა, ეს არ არის ჩემი საქმე და ამით თავს არ დავიღლი. ბიძინა ივანიშვილია ჩემი სამიზნე და მასთან ბრძოლა", - აცხადებს ხაბეიშვილი.ცნობისთვის, დღეს, გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა მელია ახალი პარტიის შექმნას აპირებს.
საზოგადოება • 1677695433

"ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, "2014 წელს, ევროსაბჭოში, თინა ხიდაშელის და ლევან ბერძენიშვილის მწვავე კრიტიკის გამო, ბიძინა ივანიშვილმა პუტინს ბოდიში შეუთვალა.""ეს არის ხათუნა სამნიძის მიერ მოგონილი ტყუილი, რომელიც ალბათ, მიმართულია საკუთარი თავის გაპიარებისკენ. როგორც ჩანს ხათუნა სამნიძეს უკვე აღარავინ უსმენს, არავითარი რეიტინგი აღარ აქვს და ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის ამ გაუგონარი ტყუილის დაბრალების ცდილობს საკუთარი რეიტინგის აწევას“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
საზოგადოება • 1677695033

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ 2023 წლის 28 თებერვალს გამართული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი დასასწრებად არ ყოფილა მიწვეული. ამის შესახებ აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.„განხილული საკითხები, რომელიც მოიცავს მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ტენდენციებს, და მათ შორის, „უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს“, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს, თუ საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განხილვას, ყველა შემთხვევაში, მოითხოვდა პრეზიდენტის წარმომადგენლის საბჭოზე დასწრებას.უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტმა არაერთხელ დააყენა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საკითხი. ასევე, ხაზი გაუსვა, ამ ფორმატში, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლით არსებული გამოწვევების შესწავლის აუცილებლობას, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, ძნელი გასაგებია ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის წარმომადგენლის ამ განხილვების გარეთ დატოვება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საზოგადოება • 1677691523

"მივესალმებით, რომ ყაზახეთი განაგრძობს რუსეთის 200 000-ზე მეტი მოქალაქის მასპინძლობას, რომლებიც თავიანთი ქვეყნიდან გაიქცნენ მას შემდეგ, რაც პუტინმა ომი დაიწყო," - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება."ჩვენ მივესალმებით, რომ ყაზახეთი განაგრძობს რუსეთის 200 000-ზე მეტი მოქალაქის მასპინძლობას, რომლებიც თავიანთი ქვეყნიდან გაიქცნენ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო.მინდა მადლობა გადავუხადო ყაზახეთის ხალხს უკრაინისათვის საკვების, ტანსაცმლის, მედიკამენტებისა და სხვა ჰუმანიტარული მარაგების მიწოდებისთვის, მათ შორის, კიევსა და ბუჩაში უძლეველობის იურტების მოწყობისთვის, სადაც უკრაინელებს შეუძლიათ, იპოვონ სითბო და ომისგან მოსვენება," - განაცხადა ბლინკენმა.
მსოფლიო • 1677689844