1675063858 • კონფლიქტი

შსს-ს თანამშრმლებმა ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისში 1997 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ანგარების მოტივით განიზრახა საკუთარი ბებიის - 1951 წელს დაბადებული ვ.ს.-ის შეკვეთით მკვლელობა. მას ამ მიზნით დაქირავებული მკვლელისთვის უნდა გადაეხადა 150 000 აშშ დოლარი.ა.ს.-მ პირს, რომელსაც უნდა შეესრულებინა მისი ბებიის მკვლელობა, დაუსახელა მსხვერპლის სახელი ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაუგზავნა ბებიის ფოტოსურათი. ბრალდებულმა დანაშაულის მომზადებისთვის წინასწარ გადასცა გარკვეული თანხა, ხოლო შეკვეთის შესრულების შემდგომ დაჰპირდა დარჩენილი თანხის გადახდას.პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების, ასევე, ფარული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ა.ს. დააკავა.ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით.დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1674894862

გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მამაკაცი შეღწევას შეეცადა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ბანკის ფილიალის მენეჯერს ცივი იარაღით ემუქრებოდა და ფულს ითხოვდა. დაცვის თანამშრომლებმა „საქართველოს ბანკის“ შენობიდან მამაკაცის გაყვანა მოახერხეს.ბანკის ფილიალის მენეჯერი გურამ ცქიტიშვილი გურჯაანის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება.
1674214023

საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად მოკლულთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ექსპერტიზაზეა გადასვენებული თავად ყოფილი სამხედროც, რომელმაც ცეცხლი გახსნა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კორპუსის მიმდებარე ტერიტორია კვლავ პოლიციის ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელია. გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა. აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.. ექსპერტიზაზეა გადასვენებული თავად ყოფილი სამხედროც, რომელმაც ცეცხლი გახსნა.შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კორპუსის მიმდებარე ტერიტორია კვლავ პოლიციის ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელია.გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა. აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.
1674196587

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ სროლის შედეგად დაშავებული პირების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.„ხუთი ავადმყოფის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილურად მძიმე. ერთ-ერთი შემოყვანილი შედარებით მძიმეა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოპერაციული მკურნალობა. სამ პაციენტს ჩაუტარდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება და ამ ეტაპზე სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებიან, ხოლო ერთს გაეწია შესაბამისი დახმარება და კატასტროფის ბრიგადის მიერ გადაყვანილია თბილისში. მას აღენიშნებოდა თვალის ზედაპირული ტრავმა. დაჭრილებს ძირითადად აღენიშნებათ ცეცხლსასროლით მიყენებული მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები, მუცლის ღრუში შემავალი და ქვედა კიდურის ნაკვეთი ჭრილობები. ამ ეტაპისთვის ოთხი აგრძელებს მკურნალობას. ორის ოპერაციული მკურნალობა დასრულდა, ორი პაციენტის ოპერაციული მკურნალობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს“, – განაცხადა ექიმმა მამუკა ოთიაშვილმა.ცნობისათვის, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად, დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.
1674195730

ტრაბზონში ქართველი „კანონიერი ქურდი“, რეზო ლორთქიფანიძე მოკლეს. ინფორმაციას "პრაიმ ტაიმი" ავრცელებს.64 წლის რევაზ ლორთქიფანიძე, რომელიც კრიმინალურ წრეებში ცნობილია როგორც „რეზო თბილისკი“, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.საქმეზე ოთხი პირია დაკავებული. სავარაუდოდ, ისინი თურქეთში ბულგარეთიდან შევიდნენ.რევაზ ლორთქიფანიძე პოეტის, ზურაბ ლორთქიფანიძის შვილია.გავრცელებული ინფორმაციით, რევაზ ლორთქიფანიძე, 2011 წელს საფრანგეთში სხვადასხვა ორგანიზებულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, საქართველოსა და საფრანგეთში ქურდული საერთოს - ე.წ. "ობშიაკის" თანხების შეგროვებისა და განკარგვის საკითხებში მონაწილეობდა.
1673770393

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადგილზე ნაპოვნია დანაშაულის იარაღი, რომელიც სავარაუდოდ გარდაცვლილ მამაკაცს ეკუთვნის.მომხდარის დეტალებს Gtmedia არკვევს.
1673177580

თბილისში ყოფილი პოლიციელი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დამნაშავე უკვე დააკავეს.მომხდარის შესახებ სხვა დეტალი ჯერჯერობით უცნობია.შსს-ის ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
1673175680

პროკურატურამ მესტიის რაიონის სოფელ ეცერში მომხდარ განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. - შესაბამის ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს." შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 1 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, გ.ც-ს და გ.პ.-ს წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ რ.ა.-სთან და გ.ა.-სთან. კონფლიქტის დროს, გ.ც.-მ , განზრახ მოკვლის მიზნით თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა გ.ა.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. იმავდროულად, რ.ა.-მ თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე განახორციელა გასროლა გ.პ.-სა და რ.პ.-ს მიმართ, რის შედეგადაც გ.პ. გარდაიცვალა, ხოლო რ.პ.- მ სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანება მიიღო.იმავდროულად, რ.ა-მ თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე განახორციელა გასროლა გ.პ-სა და რ.პ-ს მიმართ, რის შედეგადაც გ.პ. გარდაიცვალა, ხოლო რ.პ-მ სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანება მიიღო.სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2 იანვარს დააკავეს. გ.ც-ს ბრალდება – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), ხოლო რ.ა-ს 108-ე მუხლითა და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
1672762704

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში მკვლელობა მოხდა. გვიან ღამით, სოფელ ეცერში ორი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.არსებული ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ადამიანი დააკავა.შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.სამართალდამცველები ადგილზე აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
1672653592

რუსთავში 60 წლამდე კაცი მიტოვებულ შენობაში გარდაცვლილი იპოვეს.კაცი რკინიგზის სადგურის გვერდით, დანგრეულ და მიტოვებულ შენობაში რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა.გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე დაუდგენელია.გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სიცივეა და კაცი, სავარაუდოდ, გაიყინა.ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
1672299375

"პოლიციამ თბილისში, ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს," - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარედგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.1964 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ბრალი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, დაუსწრებლად წარედგინა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა წარსულში მომხდარი პირადი კონფლიქტის გამო, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, თბილისში, ჯავის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1976 წელს დაბადებული ბ.ო. და მიიმალა.დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაადგინა და მის დასაკავებლად შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს," - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1671899100

თბილისში, ჯავის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის საკრებულოში, მამუკა გუგეშაშვილის ინფორმაციით, მამაკაცი პოლიტიკურ ნიადაგზე მოკლეს.„მე პოლიტიკური განცხადებით მინდოდა დამეწყო, მაგრამ ამ წამს, ჩემი მეგობრის ბიძაშვილი მოკლეს ჯავის ქუჩაზე. ეს ახალგაზრდა ბიჭი პოლიტიკურ ნიადაგზე მოკლეს. ხუთი წუთის წინ გარდაიცვალა“, - განაცხადა მამუკა გუგეშაშვილმა.ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოფარგლული.
1671794924