„კიევის 70% ელექტროენერგიის გარეშეა“ - ვიტალი კლიჩკო

ვიტალი კლიჩკო

დედაქალაქის 70% ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, წყლის მიწოდება უკვე აღდგენილია ქალაქის მარცხენა სანაპიროზე.  ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ Telegram-ში განაცხადა.

„კიევვოდოკანალის ენერგეტიკოსები და სპეციალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ დედაქალაქის სასიცოცხლო საყრდენის აღსადგენად. ჩვენ უკვე დავაბრუნეთ წყალმომარაგება ქალაქის მარცხენა სანაპიროზე. მარჯვენა სანაპიროზე ვგეგმავთ მის აღდგენას დღის პირველ ნახევარში. დედაქალაქის 70% ისევ ელექტროენერგიის გარეშეა“, - აღნიშნა მან.

კლიჩკოს თქმით, ენერგეტიკოსები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა რაც შეიძლება მალე აღადგინონ ელექტრომომარაგება. თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს უკრაინის ენერგოსისტემაში ბალანსის აღდგენაზე იქნება დამოკიდებული. ვინაიდან კიევი ეროვნული ენერგეტიკული სისტემის ნაწილია.

შეგახსენებთ, 10 ოქტომბრის შემდეგ 23 ნოემბერს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მეშვიდე მასიური თავდასხმა განხორციელდა. ეს არის რუსეთის მე-14 ტერაქტი მის ენერგეტიკულ საწარმოებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში.

 

უახლესი
რატი ბრეგაძე და მიხეილ სააკაშვილი
"საუბარი ვინმეს ჯანმრთელობაზე და მით უმეტეს შეფასებების გაკეთება სათანადო სამედიცინო მტკიცებულებების გარეშე არის სხვა არაფერი, თუ არა ყავაზე მკითხაობა და მარჩიელობა" - რატი ბრეგაძე

"ვინმეს ჯანმრთელობაზე საუბარი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც არ არიან ექიმები და არ აქვთ სათანადო სამედიცინო მტკიცებულებები, სხვა თუ არაფერი, მარჩიელობაა," - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ "იმედი ლაივში" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრისას განაცხადა."როდესაც ამ საკითხზე [მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა] საუბრობენ პოლიტიკოსები, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნორმალურ ვითარებაში კარდიოლოგი არ ჩაერევა ნევროლოგის საქმიანობაში, ასევე ყბა-სახის ქირურგი არ ჩაატარებს მენისკის ოპერაციას. თუკი გინდა, რომ კონკრეტული სამედიცინო მოქმედებების შესრულების უფლება გქონდეს, საკმაოდ დიდხანს უნდა ისწავლო, გაიარო ორდინატურა და ა.შ. ეს არის საუბარი აღქმების დონეზე და შეიძლება ითქვას, რომ ხალხისგან საუბარი, რომელსაც არ აქვს სამედიცინო განათლება, არ არიან ექიმები, საუბარი ვინმეს ჯანმრთელობაზე და მით უმეტეს შეფასებების გაკეთება სათანადო სამედიცინო მტკიცებულებების გარეშე არის სხვა არაფერი, თუ არა ყავაზე მკითხაობა და მარჩიელობა," - განაცხადა ბრეგაძემ.

საზოგადოება 1669837320

04/04/2022
გერმანიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

"გერმანიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა," - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ავრცელებს.აღნიშნული გადაწყვეტილების გამო ზელენსკიმ ბუნდესტაგის წევრებს გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა."გერმანიამ 1932-1933 წლების ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა. მე მადლობას ვუხდი ბუნდესტაგის წევრებს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს", - წერს ზელენსკი "ტვიტერში".ცნობისთვის, 26 ნოემბრის, უკრაინაში პატივს მიაგებენ ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნას. უკრაინელები მეოცე საუკუნეში გადაურჩნენ სამ შიმშილს: 1921-1923, 1932-1933 და 1946-1947 წლებში. ყველაზე მასიური იყო 1932-1933 წლების შიმშილობა - სწორედ მას უწოდებენ უკრაინელი ხალხის გენოციდს, რომელიც განახორციელა სტალინის რეჟიმმა. 

მსოფლიო 1669836300

მამუკა მდინარაძე
"გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს ლობისტურ კომპანიასთან, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს პიარკამპანია სააკაშვილის გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით" - მდინარაძე

"ახალი ინფორმაცია, ძალიან საინტერესო, რასაც მწერენ ეთერში შემოსვლამდე ხუთი წუთით ადრე - გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს ლობისტურ კომპანიასთან, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს პიარკამპანია სააკაშვილის გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით," - შესაბამისი განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "ღამის კურეირში" გააკეთა.როგორც მდინარაძემ განაცხადა, საუბარია საკმაოდ სოლიდურ თანხებზე."ახალი ინფორმაცია, ძალიან საინტერესო, რასაც მწერენ ეთერში შემოსვლამდე ხუთი წუთით ადრე – მიხეილ სააკაშვილის დელეგირებით, გიული ალასანია, მისი დედა აწერს ხელს, აფორმებს კონტრაქტს „გლობალ პოინტთან“, როგორც ჩანს, არის ასეთი ორგანიზაცია, რომელიც არის ლობისტური, პიარ-საკონსულტაციო კომპანია, რომელიც თავის მხრივ, იღებს პასუხისმგებლობას, რომ გაუწიოს მედია პიარკამპანია მიშას გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით და დააორგანიზოს ამ თემის საზოგადოებრივი აზრის ფორმირება.ანუ, ლობისტს ქირაობენ, რათა მედია უზრუნველყოფა და პიარ უზრუნველყოფა გაუწიოს მიშას გადაყვანას და ამ თემის საზოგაგადოებირვი აზრის ფორმირებას. იხდიან საკმაოდ სოლიდურ თანხას. 18 ნოემბრიდან 17 იანვრამდე ფორმდება კონტრაქტი ამერიკულ კომპანიასთან და მთავარი მოთხოვნაა, ამ კონტრაქტის პირობების შესრულება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, როდესაც გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული მისიით“ და სხვადასხვა პარტნიორთან კომუნიკაციით.ეს არის მყარი მტკიცებულება, რომ ამას საერთო არაფერი აქვს არც სამართალთნ, არც ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სუფთა პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური კამპანიაა, რომლის საფუძველზე და შედეგად უნდა გამოიწვიონ ამ ქვეყანაში არეულობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საზოგადოება 1669834680

30/11/2022
[ვიდეო] "ზურაბიშვილთან შეწყალებაზე არ მისაუბრია!" - ნინო ლომჯარია პრეზიდენტს სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ესაუბრა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა.როგორც ლომჯარია გადაცემაში "საჯარო პოლიტიკა" საუბრისას აცხადებს, მან პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა მას მადლობა გადაუხადა."ვფიქრობ, ადამიანებს, ვისაც არ უნახავს მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში და ესმით მხოლოდ მისი ახლობლების, ადვოკატების, ექსპერტების შეფასებები, მაინც ვერ წარმოუდგენიათ ის სიტუაცია და მდგომარეობა, რაც იქ დამხვდა. ამიტომ, მინდოდა, ჩემგან გაეგო ეს შთაბეჭდილება, მივაწოდე ნანახის შესახებ ინფორმაცია, რაზეც პრეზიდენტმა მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ ის და მისი წარმომადგენლები არიან კომუნიკაციაში "ემპათიასთან" და აგრძელებენ ამ ინფორმაციების მიღებას, ეს იყო ძირითადად ჩვენი კომუნიკაცია," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.რაც შეეხება, შეწყალების საკითხს, როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, მას პრეზიდენტთან მიხეილ შეწყალების შესახებ არ უსაუბრია."მასთან არ მისაუბრია შეწყალებაზე, მას აქვს საკმარისი ინფორმაცია და თუ გადაწყვეტს, ეს მისი მისაღები გადაწყვეტილებაა. როგორც ვხედავთ, ისიც აცხადებს ღიად, რომ ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამიტომ ამ ეტაპზე მე ამ საკითხზე არ მქონია კომუნიკაცია. არ ვმალავ, რომ ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ის ვითარება, ის მდგომარეობა, დაუძლურება, რაც ვნახე, ნამდვილად იყო ემოციურიც და ყველამ უნდა იცოდეს ამის შესახებ, ვცდილობ, თუ ვინმე მენდობა ან ჩემს სიტყვას რაიმე ფასი აქვს, დავარწმუნო, რომ ვითარება ნამდვილად ძალიან შემაშფოთებელი და მძიმეა. ვის რა რეაგირება ექნება, მათი საქმეა, მაგრამ ჩემი ვალია... როგორც სახალხო დამცველს, რომელსაც უკვე გამდის ვადა, არ მინდა ნამდვილად, ეს საკითხი ტვირთად დამრჩეს და მინდა, ვიყო პირნათელი ერთი პატიმრის წინაშე, მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და ამაზე ნამდვილად საჭიროა რეაგირება და არ არის სახუმარო მდგომარეობა," - ამბობს ომბუდსმენი.  

საზოგადოება 1669832623

19/05/2022
"არ ვარ დარწმუნებული, რომ "ქართულ ოცნებას" ან მთავრობაში მყოფ აქტორებს ნამდვილად სურთ ევროპული ინტეგრაცია" - ვიოლა ფონ კრამონი

"არ ვარ დარწმუნებული, რომ "ქართულ ოცნებას" ან მთავრობაში მყოფ აქტორებს ნამდვილად სურთ ევროპული ინტეგრაცია," - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა. მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ ევროპარლამენტარების უმრავლესობას მშვიდობა არ სურს და ომის მომხრეები არია. "ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები ძალიან პროევროპულები, დასავლეთისკენ ორიენტირებული არიან. მათ სურთ, ნახონ, რომ ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის ნაწილია, რომ მთავრობა მიჰყვება ინტეგრაციის პროცესს, მაგრამ ჩემი ღელვის საგანი ისაა, რომ მმართველი პარტია ქართული ოცნება არ არის ამის მომხრე. ისინი ცდილობენ აჩვენონ, რომ ჩვენ არ ვართ სანდოები, მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებენ ჩემზე, ჩემს კოლეგებზე და ცდილობენ ისე გამოიყვანონ, რომ ხალხი არ გვენდობა და არ არიან დარწმუნებული, სინამდვილეში რა გვინდა. გვაკავშირებენ ომის მომხრე კოალიციასთან, რაც ხალხს აშინებს, მაგრამ ჩვენ საპირისპიროს წარმოვადგენთ - გვინდა მშვიდობა, მრავალფეროვანი ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპაში. არ ვარ დარწმუნებული, რომ "ქართულ ოცნებას" ან მთავრობაში მყოფ აქტორებს ნამდვილად სურთ ევროპული ინტეგრაცია," - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

პოლიტიკა 1669831713

30/11/2022
[ვიდეო] "ტარიფების დადგენა თავიდან ბოლომდე მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივაა" - დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "რეალური პოლიტიკა" საუბრისას აცხადებს, რომ ელექტროენერგიაზე, წყალმომარაგებისა და გაზზე ტარიფების დადგენა თავიდან ბოლომდე მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივაა."ტარიფების დადგენა თავიდან ბოლომდე მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივაა. სამივე სექტორისთვის ტარიფების დადგენა სპეციალური მეთოდოლოგიით ხდება. ეს მეთოდოლოგია განსაზღვრულია და შესაბამისად, ის ძირითადი პარამეტრები, რომელიც ტარიფების გაანგარიშებაში მონაწილეობს, კონკრეტული მათემატიკური ფორმულებია. ამ ფორმულების პარამეტრებში მოთავსების შემდეგ ხდება სამომხმარებლო ტარიფის განსაზღვრაც. მარეგულირებელი კომისიის მთავარი ფუნქცია არის ის, რომ ჩვენ დავადგინოთ ისეთი ტარიფები, რომელიც ერთის მხრივ ისეთი ტარიფი, რომ ამით ენერგეტიკულმა კომპანიებმა შეძლონ ენერგიის ყიდვა და მომხმარებლებამდე მისი მიტანა. მეორეს მხრივ კი, ჩვენი მთავარი ამოცანაა ის, რომ ეს ტარიფი მომხმარებელს დიდი ტვირთად არ დააწვე," - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

საზოგადოება 1669831326