77-ე დღე: ომი უკრაინაში - დღის სტენოგრამა

ჯარისკაცი

* უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის სურვილი რუსეთთან მოლაპარაკებების თაობაზე "ყოველ ახალ ბუჩასთან ერთად ქრება." აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საფრანგეთის Science Po-ს უნივერსიტეტისთვის სტუდენტებისთვის ვირტუალური მიმართვისას ისაუბრა. - ინფორმაციას "გარდიანი" ავრცელებს.

 

* ოკუპანტები აწამებენ მძევლად აყვანილ უკრაინელ სამოქალაქო პირებს. ხერსონის ოლქში რაშისტებმა კაცი ელექტრო დენის გამოყენებით აწამეს და ყველაფერი ვიდეოზე გადაიღეს. - ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.

 

* უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის განცხადებით, აშშ-სა და სხვა პარტნიორების მიერ კიევისთვის მიწოდებული იარაღი უკვე ფრონტის ხაზზეა განლაგებული. "ჯაველინებისა და "სტინგერების" გარდა, ფრონტზე უკვე გამოიყენება 155 მმ-იანი ამერიკული ჰაუბიცები." - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.


* უკრაინის ხერსონის ოლქის რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ე.წ. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აპირებენ ვლადიმერ პუტინს სთხოვონ, რუსეთის ნაწილი გახდნენ. - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. "იქნება მოთხოვნა ხერსონის ოლქი რუსეთის ფედერაციის სრულ სუბიექტად აქციოს." - განაცხადა ხერსონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ე.წ. უფროსის ახლად დანიშნულმა მოადგილემ კირილ სტრემუსოვმა.

 

* გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაზე 38 ავიაიერიში განახორციელეს. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

* მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსმა მიხაილ ვერშინინმა განაცხადა, რომ "აზოვსტალში" ორი მებრძოლი დაიღუპა. - მისი თქმით, მცველები სერგეი და დენისი ბოლო დღემდე იბრძოდნენ დამპყრობლების წინააღმდეგ.

 

*  ხარკოვის რეგიონში კონტრშეტევის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 30 რუსი დამპყრობელი. ამავე დროს ტყვედ აიყვანეს ორი რუსი ჯარისკაცი. - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური წერს.

 

* რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში "სპეცოპერაციის" დაწყებიდან რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს 800-ზე მეტი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და 300-ზე მეტი საზენიტო სარაკეტო სისტემა.

 

* აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ  რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ჩიხში შევიდა. სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის სკოტ ბერიერის თქმით, ამ დრომდე შეიარაღებული კონფლიქტის არცერთ მხარეს არ აქვს საბოლოო უპირატესობა ბრძოლის ველზე.


* შეიარაღებული ძალების წარმატებული მოქმედებებისა და ხარკოვის რამდენიმე დასახლებული პუნქტის განთავისუფლების წყალობით, ახლა შედარებით სიმშვიდეა. - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი ოლეგ სინიგუბოვი "ტელეგრამში" იუწყება.

 

* ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინაში სულ მცირე 3000 ადამიანი გარდაიცვალა, რადგან მათ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე წვდომა არ ჰქონდათ. - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

 

* უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 26 350 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. -  ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

 

* უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის საზღვარს მიუახლოვდნენ. უკრაინულმა ჯარმა კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) იუწყება. ინფორმაციას"უნიანი" ავრცელებს.


* რუსეთი აგრძელებს მცდელობებს გააძლიეროს თავისი გარნიზონი შავ ზღვაში დაპყრობილ ზმეინის კუნძულზე. - ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში.

 

* "მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რუსული აქტივები სახელმწიფოს, უფრო სწორედ კი უკრაინის "ეროვნულ საინვესტიციო ფონდს" გადაეცემა." - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

 

* რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის სკოლა-ინტერნატი დაბომბეს, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობდნენ. - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

 

* რუსული არმია ორიენტირებულია სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებებზე და ასევე ცდილობს ფეხის მოკიდებას კრივოი როგის მიმართულებით. არაღიარებულ დნესტრისპირეთში ოკუპანტები ინარჩუნებენ თავიანთი ქვედანაყოფების სრულ საბრძოლო მზადყოფნას. - ამის შესახებ გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

 

* ბოლო ერთი დღის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკსა და ლუგანსკში რუსი ოკუპანტების 12 თავდასხმა მოიგერიეს. - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაში.

უახლესი
კადიროვი
"ექვს წამში გაჩვენებთ, რა შეგვიძლია!" - კადიროვი პოლონეთს რუსეთის ელჩისთვის წითელი საღებავის შესხმის გამო ბოდიშის მოხდას სთხოვს

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი პოლონეთს რუსეთის ელჩისთვის წითელი საღებავის შესხმის გამო ბოდიშის მოხდას სთხოვს.რამზან კადიროვი შესაბამისი მოთხოვნის შესახებ "ტელეგრაფზე" გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს."უკრაინა დახურული საკითხია. მე მაინტერესებს პოლონეთი. რას აპირებს პოლონეთი? უკრაინის შემდეგ თუ გუნდი იქნება, ექვს წამში გაჩვენებთ, რა შეგვიძლია. სჯობს წაიღოთ თქვენი იარაღი და დაქირავებულები. ჩვენი ელჩის გამო ოფიციალურ ბოდიშს ვითხოვთ. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ, გაითვალისწინეთ," - ამბობს რამზან კადიროვი.შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, რუსეთის ელჩს სერგეი ანდრეევს ვარშავაში წითელი საღებავი შეასხეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ის მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულების მემორიალს ყვავილებით ამკობდა.  

საზოგადოება 1653508320

თინათინ ხიდაშელი ირაკლი კობახიძე
"ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა" - თინა ხიდაშელი

ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა – უსუფაშვილმა გადაარჩინა მაშინ, მაგრამ დღეს ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს თინა ხიდაშელი - საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი"პალიტრანიუსი“ - გადაცემა "360 გრადუსი" 

ციტატა 1653505506

22/03/2022
"არ ვიცი, სინდისის წინაშე თავის გამართლებას როგორ შეძლებს" - მსოფლიო პატრიარქი რუსეთის პატრიარქ კირილზე

"არ ვიცი, როგორ უნდა იმართლოს თავი სინდისის წინაშე," - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეოსმა ბერძნულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.ამასთან, როგორც მსოფლიო პატრიარქმა ინტერვიუში განაცხადა, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერის გამო, მართლმადიდებელ ქრისტიანებს იმედები გაუცრუა."ყველა ეკლესიისთვის უკრაინაში ომისა და ძალადობის არდაგმობა შეუძლებელი იყო, რუსეთის ეკლესიამ კი იმედები გაგვიცრუა. მე არ მინდა, რომ რუსეთის ეკლესია და პატრიარქი კირილე ამ გამონაკლისში შედიოდნენ. მე არ ვიცი, სინდისის წინაშე თავის გამართლებას როგორ შეძლებს. ველოდებოდი, რომ ძმა კირილე კრიტიკულ ვითარებაში სიმტკიცეს გამოიჩენდა და თუ საჭირო იქნებოდა, თავის ტახტს მსხვერპლად გაიღებდა და პუტინს ეტყოდა: ბატონო პრეზიდენტო, ვერ დაგეთანხმებით და უნდა გადავდგე"," - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.

მსოფლიო 1653504783

ევროკომისია
"როიტერსი" - ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

სააგენტო "როიტერსის" ინფორმაციით, ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს. როგორც აღნიშნული სააგენტო ევროკომისიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, ზემოხსენებული ნაბიჯი წევრი ქვეყნების მთავრობებს საშუალებას მისცემს აქტივები ჩამოართვან იმ კომპანიებსა და კერძო პირებს, რომლებიც მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს დაარღვევენ.მათივე ცნობით, ევროკომისიის ინიციატივის მიზანია, რომ წევრი ქვეყნების მიდგომა გახდეს ერთიანი და სანქციების დარღვევა სერიოზულ დანაშაულად ჩაითვალოს ევროკავშირის წევრ 27-ვე ქვეყანაში."ამ შეთავაზების ამოცანაა, უზრუნველყოფილი იყოს, სანქციების დამრღვევი კერძო პირებისა და კომპანიებისთვის აქტივების ჩამორთმევის ეფექტური შესაძლებლობა", - წერია ევროკომისიის განცხადებაში.რაც შეეხება, იუსტიციის საკითხებში ევროკომისრის, დიდიე რეინდერსის განცხადებას, მისი თქმით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევა დანაშაულად ამჟამად მხოლოდ 12 წევრ ქვეყანაში ითვლება. 13 ქვეყანაში მსგავსი დარღვევა სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ დანაშაულად ითვლება. 2-ში კი ამ დარღვევას ადმინისტრაციულ დანაშაულად თვლიან.ამასთან, რეინდერსის განცხადებით, ევროკომისიის წინადადება მიზნად ისახავს ამ მიდგომის გაერთიანებას, რათა სანქციების თავიდან აცილება სერიოზულ დანაშაულად იქცეს ბლოკის 27-ივე წევრ ქვეყანაში.

მსოფლიო 1653504456

25/05/2022
[ვიდეო] "ნაცმოძრაობის" დასაშლელად ლიდერებს ვაჟკაცობა არ ეყოთ" - ლევან მამალაძე

"ნაციონალური მოძრაობის" დასაშლელად ლიდერებს ვაჟკაცობა არ ეყოთ. რაღაც ძველს არიან ჩამოკიდებული. ისინი ჩარჩნენ და ჰგონიათ, რომ ისევ ხელისუფლებაში არიან. ასევე, ჰგონიათ, რომ ისევ აკონტროლებენ სიტუაციას. ვერ მიხვდნენ და ვერ გაიაზრეს ის, რომ ისინი სახელმწიფოს ებრძვიან ლევან მამალაძე - ყოფილი მაღალჩინოსანი"ჯორჯიან თაიმსი" - გადაცემა "რეალური პოლიტიკა"

ციტატა 1653503943

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
"უკრაინა გმობს ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსული პასპორტების გამარტივებული წესით მიღების შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას" - უკრაინის საგარეო უწყება

"უკრაინა გმობს ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსული პასპორტების გამარტივებული წესით მიღების შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას," - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.როგორც "ბიბისი" წერს, უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ  იძულებით პასპორტიზაცია მორიგი მტკიცებულებაა უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებრივი მიზნებისთვის, მიიტაცოს უკრაინის ტერიტორიები შემდგომში მათი ოკუპაციისა და რუსეთის სამართლებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ველში ინტეგრაციისთვის."ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში უკანონო პასპორტიზაცია, ისევე როგორც ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილში, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევაა. ასევე წარმოადგენს, რუსეთის როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს ვალდებულებების – ჰააგის 1907 კონვენციის 45-ე მუხლისა და ომის დროს, სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ 1949 წლის კონვენციის 47-ე მუხლის დარღვევას. რუსეთის პრეზიდენტის დადგენილება იურიდიულად ბათილია და სამართლებრივი შედეგები არ ექნება“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსოფლიო 1653503616