167-ე დღე: ომი უკრაინაში - დღის სტენოგრამა

უკრაინა ომი

* ოკუპანტებმა ნიკოპოლში „გრადებიდან“ 120 ჭურვი გაისროლეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

*  უკრაინულმა ძალებმა 24 თებერვლიდან დღემდე, 42 640 რუსი სამხედროს ლიკვიდაცია მოახდინეს, აქედან 300 - ბოლო 24 საათში, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

* უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში ომის შემდეგ, გაყინული კონფლიქტი არ უნდა დარჩეს და მსოფლიოს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეიქმნას ასეთი აგრესიის პრევენციისთვის საჭირო ინსტრუმენტები.

* "2008 წლის აგვისტოში ჩვენ იძულებული ვიყავით გვემოქმედა მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტირი მედვედევი.

* უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მოსკოვთან თანამშრომლობის სამხილები თუ საჭირო გახდება, წარდგენილი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით. აღნიშნულით მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან შეაფასა საქართველოს მთავრობის განცხადებები, რომ უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა სურს და რომ უკრაინის ხელისუფლებას არ წარმოუდგენია არანაირი დამადასტურებელი ფაქტი, თითქოს საქართველო მოსკოვთან თანამშრომლობს. 

* რუსეთმა ვერ შეძლო საკმარისი რაოდენობის საბრძოლო ქვეითი ძალების მობილიზება უფრო მნიშვნელოვანი წინსვლის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.

* რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელმაც დასავლეთს მოუწოდა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ. მედვედევმა ზელენსკი ადოლფ ჰიტლერს შეადარა და აღნიშნა შემდეგი:"მთავარმა უკრაინელმა კლოუნმა განაცხადა, ანგარიში მოეთხოვოს რუსეთის მთელ მოსახლეობას“.

* ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს რუსებისთვის ვიზების გაცემა შეწყვიტონ.

* უკრაინამ "მარცვლეულის დერეფნის" საშუალებით სოფლის მეურნეობის 370 ათას ტონაზე მეტი პროდუქციის ექსპორტი განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია „უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

* რუსებს საფრანგეთის შატო დე ვინსენის სასახლეში, სადაც განთავსებულია ისტორიული თავდაცვის სამსახურის შტაბი, შესვლა აეკრძალათ. ინფორმაციას დოიჩე ველე ავრცელებს.

* ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია საკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ვიქტორია კაზმიროვამ გაავრცელა. 

უახლესი
არჩილ თალაკვაძე
"საზღვარზე ყველას დოკუმენტაცია მოწმდება, ზედმიწევნით ხდება ყველაფრის აღრიცხვა, ვინ და როდის შემოდის და ამ ინფორმაციის ანალიზი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს" - არჩილ თალაკვაძე

"საზღვარზე ყველას დოკუმენტაცია მოწმდება, ზედმიწევნით ხდება ყველაფრის აღრიცხვა, ვინ და როდის შემოდის და ამ ინფორმაციის ანალიზი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს," - ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ  "იმედის" ეთერში განაცხადა.მისივე განცხადებით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული საცობი ადასტურებს იმას, რომ ყველაფერი კონტროლს ქვეშ მიმდინარეობს."საზღვარზე ყველას დოკუმენტაცია მოწმდება, ზედმიწევნით ხდება ყველაფრის აღრიცხვა, ვინ და როდის შემოდის და ამ ინფორმაციის ანალიზი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. საკითხი არ არის ისეთი, რომ დავტოვოთ უყურადღებოდ. რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულია, მაგრამ რამდენადაც სერიოზულია, იმდენად ამას ხელისუფლება აღვიქვამთ სერიოზულად და შესაბამისი სამსახურები ძალიან დიდ დროსა და ენერგიას უთმობენ ამას.ამის გადატანა ემოციურ კონტექსტში და პანიკის დათესვა, ან მოწოდებები რამე ტიპის აგრესიისკენ, ან მოწოდებები იმისკენ, რომ საქართველო მოიქცეს ისე, როგორც მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, ისტორიის არცერთ ეტაპზე არ მოქცეულა ცივილიზებული ქვეყანა, ეს იმ ადამიანების სურვილია, ვისაც კიდევ ერთხელ უნდა, რომ ჩვენ ქვეყანაში, თავის სახლში უნდა რომ სადმე ცეცხლი გააჩინოს. ამათი მიზანია, რომ სახლში გაჩნდეს ხანძარი, დაიწყოს არეულობა. როგორც არეულობას ქმნიდნენ ქვეყანაში, დღეს ისეთი არეულობა აქვთ პარტიაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საზოგადოება 1664481149

17/03/2022
"ფიქტიური "რეფერენდუმების" შედეგები მოსკოვში იყო ჩაწყობილი და უკრაინელი ხალხის ნებას არ ასახავს" - ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ფიქტიური "რეფერენდუმების" შედეგები მოსკოვში იყო ჩაწყობილი და უკრაინელი ხალხის ნებას არ ასახავს.ამასთან, როგორც ბლინკენმა დღეს განაცხადა, აშშ და მოკავშირეები და პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას რუსული აგრესიისგან მისი ტერიტორიის დაცვაში."აშშ არ აღიარებს და არც არასდროს აღიარებს ამ ფიქტიური რეფერენდუმის ან რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის სავარაუდო ანექსიის ლეგიტიმურობას ან შედეგს. რუსეთის მარიონეტების მიერ ჩატარებული ეს სპექტაკლი არალეგიტიმურია და საერთაშორისო სამართალს არღვევს. ეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების შეურაცხყოფაა," - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.ცნობისთვის, დღეს, კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ხვალ ხელს მოაწერს უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას."ხვალ 15:00 საათზე კრემლში, რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების ცერემონია გაიმართება," - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მსოფლიო 1664480700

ვოლოდიმერ ზელენსკი
"დარწმუნებული ვარ, სიცოცხლე გინდათ... იბრძოლეთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"დარწმუნებული ვარ, სიცოცხლე გინდათ... იბრძოლეთ" - ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კავკასიელებს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში."მივმართავ კავკასიის, ციმბირის და რუსეთის სხვა ძირძველ ხალხებს. დაღესტნელები არ უნდა იღუპებოდნენ რუსეთის საზიზღარ და სამარცხვინო ომში. ჩეჩნები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები და ნებისმიერი სხვა ხალხი, ვინც რუსეთის დროშის ქვეშ მოხვდა. სულ თითქმის 200 ერია. თქვენ იცით, ვინ გიშვებთ ყველას საბრძოლველად უკრაინაში. გამგზავნს სურს, რომ თქვენგან "ტვირთი 200" აქციოს.და თქვენ რა გსურთ? დარწმუნებული ვარ, სიცოცხლე გინდათ. დარწმუნებული ვარ დაიღალეთ ტყუილებით. დარწმუნებული ვარ, თქვენ იცით: ბრძოლა ახლაა საჭირო! ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ წინააღმდეგობას უწევთ კრიმინალურ მობილიზაციას, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას სურს გადაფაროს თავისი ჯარის და დანაშაულებრივი ბრძანებების კრახი. იბრძოლეთ, რათა არ მოკვდეთ! დაიცავით თქვენი თავისუფლება ქუჩებსა და მოედნებზე, რათა არ მოგიწიოთ მერე ბრძოლა მთებსა და ტყეებში - უბრალოდ ცხოვრების უფლებისთვის, როცა რუსეთის ხელისუფლება დაიწყებს მობილიზაციის მორიგ ტალღებს. იბრძოლეთ! გაუმკლავდებით!" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

კონფლიქტი 1664479860

ირაკლი კობახიძე
"კაპიკი ფული არ აგვიღია, მაშინაც კი, როდესაც პარტიის თავმჯდომარე იყო" - ირაკლი კობახიძე ივანიშვილზე

"კაპიკი ფული არ აგვიღია, მაშინაც კი, როდესაც პარტიის თავმჯდომარე იყო," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "თავისუფალი სტუდია" ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას გააკეთა.კობახიძის მტკიცებით, ოპონენტები წარმოსახვის დონეზეც კი ვერ ამბობენ იმას, თუ როგორ შეიძლება იყოს ჩართული ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში."ეს კაცი პოლიტიკიდან გავიდა. არამარტო ფაქტს ვერ გვეუბნებიან, როგორაა ის კაცი ჩარეული პოლიტიკაში, აღქმის დონეზეც ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ეს. დახურულ შეხვედრებზე ვეკითხებით ხოლმე - როგორ წარმოგიდგენიათ, რას აკეთებს ეს კაცი? რას შეიძლება აკეთებდეს ეს კაცი? კეზერაშვილზე ვიცით, მაგრამ ჩვენ კაპიკი ფული არ აგვიღია ამ კაცისგან. მთელი ამ წლების განმავლობაში კაპიკი ფული არ აგვიღია მაშინაც კი, როდესაც პარტიის თავმჯდომარე იყო.ანუ ეს კაცი ყოფილა გენიოსი? ფულს არ გვაძლევს. მითითებებს გვაძლევს და რა? ის, რომ ეს კაცი ვინმეს რჩევებს აძლევს და ეს არის ოლიგარქიული მმართველობა, ღიმილის მომგვრელია. მაშინ ეს კაცი უნდა ვაღიაროთ გენიოსად. კი, ყველა აღიარებს, რომ მას განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ამას სჭირდება ზეადამიანური გენიალური თვისებები ანუ, ზეადამიანური გენიალური თვისებები უნდა გქონდეს, რომ თვეში ერთხელ სატელეფონო ზარით მართო სახელმწიფო. საოცრებაა. წარმოსახვის დონეზეც ვერ გვეუბნებიან, როგორ შეიძლება ის იყოს ჩართული პოლიტიკაში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოლიტიკა 1664478900

გუტიერეში
"ერთი ქვეყნისგან მეორე ქვეყნის ტერიტორიის ანექსია საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა" - ანტონიო გუტიერესი

"სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ერთი ქვეყნისგან მეორე ქვეყნის ტერიტორიის ანექსია საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა," - ამის შესახებ  გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლის კომენტარსაც სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.როგორც აღნიშნული სააგენტო ანტონ წერს, ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და პატივი უნდა სცეს გაერო-ს წესდებას."გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოზიცია ცალსახაა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ერთიანობას, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში გაერო-ს რეზოლუციების შესაბამისად. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდა აქტიური საომარი მოქმედებების დროს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და უკრაინის საკანონმდებლო და კონსტიტუციური ჩარჩოს გარეთ.მათ არ შეიძლება, ეწოდოს ხალხის ნების ჭეშმარიტი გამოხატულება. ამ მიმართულებით, რუსეთის მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება წინსვლის შესახებ, მეტ საფრთხეს შეუქმნის მშვიდობის პერსპექტივას. უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსიის ნებისმიერ გადაწყვეტილებას არ ექნება იურიდიული ღირებულება და დაგმობილი იქნება. ეს არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოს“, – აღნიშნა გუტერეშმა.

მსოფლიო 1664478401

ირაკლი კობახიძე
"საუბარი იმაზე, რომ საქართველოდან ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ, კომიკურია" - ირაკლი კობახიძე

"საუბარი იმაზე, რომ საქართველოდან ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ, კომიკურია," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "თავისუფალი სტუდია" საუბრისას განაცხადა."გაივსო რუსებით" - ეს არის სპეკულაცია, იმიტომ რომ აქაც არის მარტივი სტატისტიკა, რომელიც არ ექვემდებარება მანიპულაციას. არსებობს საზღვარზე შემოსვლა-გასვლის სტატისტიკა, რაც აჩვენებს იმას რომ დღეს საქართველოს ტერიტორიაზე 50 000 რუსეთის მოქალაქე იმყოფება, საიდანაც ძალიან დიდი ნაწილი, სავარაუდოდ უმრავლესობა არიან ქართველები. თქვენ იცით, თქვენს გარშემოც ალბათ უამრავი ადამიანი ქართველი, რომელმაც დატოვა რუსეთი, ცხოვრობდნენ იქ ზოგი 10-20-30 წლის განმავლობაში და ჩამოვიდნენ საქართველოში.  ქართველები არიან, მაგრამ არიან რუსეთის მოქალაქეები. მთლიანად რომ ავიღოთ რუსი და რუსეთის მოქალაქე შეიძლება იყოს მაქსიმუმ იყოს 20 000 კაცი. აქედან გამომდინარე საუბარი იმაზე, რომ ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ ეს ელემენტარულად კომიკურია. გადახედეთ ვითარებას, ეს ცარიელი სპეკულაციაა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველო-რუსეთის საზღვარზე რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ მოიმატა.

საზოგადოება 1664476949