91 დღე
91-ე დღე: ომი უკრაინაში - დღის სტენოგრამა

* რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვით უკრაინის ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება შეუძლიათ. - ამის შესახებ BBC იუწყება. * თუ რუსეთის არმია ბრძოლის ველზე მალე მნიშვნელოვან შედეგს არ მიაღწევს, ომი შესაძლოა ჩიხში მოექცეს, დონბასის ბრძოლა კი მათი ბოლო ძირითადი შეტევა იქნება. - ამის შესახებ The New York Times-ი წერს. * რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში საზღვაო ნავსადგურის „დემილიტარიზაცია“ დასრულდა. * შემდეგი კვირა გადამწყვეტი იქნება ლუგანსკის ოლქისთვის. რეგიონი გამუდმებით იბომბება სხვადასხვა ტიპის იარაღიდან, დამპყრობლები მარიუპოლიდან და დონეცკის ოლქიდანაც კი ლუგანსკის მიმართულებით გადაჰყავთ.- ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა. * უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთი სევეროდონეცკის ალყაში მოქცევასა და მთავარი მომარაგების გზის გადაკეტვას ცდილობს. - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. * შემდეგი კვირა გადამწყვეტი იქნება ლუგანსკის ოლქისთვის. რეგიონი გამუდმებით იბომბება სხვადასხვა ტიპის იარაღიდან, დამპყრობლები კი მარიუპოლიდან და დონეცკის ოლქიდანაც კი ლუგანსკის მიმართულებით გადაჰყავთ. - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა. * რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში საზღვაო ნავსადგურის „დემილიტარიზაცია“ დასრულდა. კონაშენკოვის თქმით, მარიუპოლის პორტი ფუნქციონირებას "ჩვეულ რეჟიმში" აგრძელებს. * "საომარი ნაწილის შემდეგ იქნება სამშვიდობო პროცესი და იქნება მოლაპარაკებების მაგიდა და აუცილებლად იქნება მშვიდობა. საკითხავია, ვისთან მოილაპარაკებს უკრაინა, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან. ეს, ასევე, დამოკიდებულია რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტზე." - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. * "თუ ნატომ ომის ყველაზე ტრაგიკულ მომენტებში არ დახურა ცა უკრაინის თავზე, მაშინ რატომ უნდა განბლოკონ ზღვა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები შეუფერხებლად გადაიტანონ. მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ არ მგონია, მსოფლიოს ამის გამბედაობა ჰქონდეს." - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხად. * "უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, კერძოდ - მხარეთა სურვილზე, უკრაინის ფინანსურს სიძლიერესა და დასავლეთის ქვეყნების შიშის არ ქონაზე რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით." - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. * რუსი ოკუპანტები ცდილობენ ნაწილობრივ აღადგინონ პორტი ოკუპირებულ მარიუპოლში, სადაც უკრაინული ლითონი და მარცვლეულია, რაც მიუთითებს აგრესორების განზრახვაზე, რომ მისი მოპარვა სურთ. - ამის შესახებ მარიუპოლის პორტის დირექტორმა იგორ ბარსკიმ EP-ს განუცხადა. * "ევროპის მომავალი დღეს ყალიბდება არა ბრიუსელში ან დავოსში, არამედ სევეროდონეცკისა და ბახმუტის მახლობლად თხრილებში. ამ ომის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ენერგეტიკული სანქციების შემოღების სიჩქარეზე და იარაღის მიწოდებაზე. გინდათ ომი? მშვიდობის გასაღები თქვენს დედაქალაქებშია." - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. * აზოვის პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ მეუღლესთან დარეკვა შეძლო. როგორც პროკოპენკოს მეუღლემ ეკატერინა პროკოპენკომ აღნიშნა „აზოველები“ დამაკმაყოფილებელ პირობებში იმყოფებიან და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ადგილი არ აქვს. - ინფორმაცია უკრაინულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. * რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მარიუპოლიდან უცხოური გემების უსაფრთხო გასვლის ხელშეწყობის მიზნით, საზღვაო კორიდორს მოაწყობს. - ამის შესახებ ინფორმაცია გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-ში ვრცელდება. * რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით ზაპოროჟიე დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. - ინფორმაციას უკრაინული მედია ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. * "რეალური მაჩვენებელი შესაძლოა ბევრად უფრო მაღალი იყოს. მარიუპოლი მოჩვენებების ქალაქად იქცა. ქალაქი აბსოლუტურად ჩაბნელებულია, ყველგან სიკვდილის და ცეცხლის სუნია" - განაცხადა მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკომ CNN-თან საუბარში.

1653462537

უკრაინაში დაღუპული
უკრაინაში დაღუპულ რატი შურღაია დაკრძალეს

უკრაინაში ბრძოლის დროს გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია დაკრძალეს.რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მეომარი ვაზისუბნის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.რატი შურღაიამ ქალაქ იზიუმთან დაბომბვისას კანტუზია მიიღო, ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ ბრძოლის ველზე მკურნალობის დასრულებამდე დაბრუნდა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ექიმებმა ქართველი მებრძოლის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

1653397797

უკრაინა ომი სვეტლოდარსკი
რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქი სვეტლოდარსკი დაიკავეს

რუსეთის სამხედრო ძალებმა დონეცკის ოლქში, ქალაქი სვეტლოდარსკი დაიკავეს. ამის შესახებ სვეტლოდარის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი გოშკომ განაცხადა. მისი თქმით, დამპყრობლები დადიან ქუჩებში და ადგილობრივი მოსახლეობის საბუთებს ამოწმებენ.„ამჟამად ისინი ადმინისტრაციულ შენობაზე კიდებენ თავიანთ დროშას“, - აღნიშნა სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა.არსებული ინფორმაციით, უკრაინის არმიამ  სვიტლოდარსკიდან თავდაცვისთვის უფრო მოსახერხებელ პოზიციებზე დროებით უკან დაიხია.

1653397328

ალან გაგლოევი
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ახალი "პრეზიდენტის", ალან გაგლოევის „ინაუგურაცია“ გაიმართა

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ახალი "პრეზიდენტის", ალან გაგლოევის „ინაუგურაცია“ გაიმართა.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გაგლოევმა „პრეზიდენტის ფიცი ორ სახელმწიფო ენაზე - ოსურად და რუსულად დადო“. ცერემონია ცხინვალის სახელმწიფო თეატრის შენობაში ჩატარდა.„პრეზიდენტის თანამდებობა მაკისრებს ყველაზე მაღალ ვალდებულებებს. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანებია კანონის დაცვა, თავისუფლების და ადამიანის უფლებების პატივისცემა, მოქალაქეთა საყოველთაო თანასწორობა“, - განაცხადა გაგლოევმა.ცერემონიას რუსეთის და მისი სუბიექტების: ჩრდილოეთ ოსეთის, ჩეჩნეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის და ყაბარდო-ბალყარეთის დელეგაციებთან ერთად დაესწრნენ აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღის, დნესტრისპირეთის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დელეგაციები.- იტყობინება ადგიlობრივ მედიაზე დაყრდნობით რადიო თავისუფლება.შგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში ანატოლი ბიბილოვი ალან გაგლოევმა დაამარცხა. მან ხმების 56.09% მიიღო.

1653389282

90-ე დღე: ომი უკრაინაში - დღის სტენოგრამა
90-ე დღე: ომი უკრაინაში - დღის სტენოგრამა

* უკრაინის თავზე რუსული მოიერიშე თვითმფრინავი „სუ-25“ ჩამოაგდეს, როდესაც გენერალ-მაიორი კანამატ ბოტაშევი მართავდა. 63 წლის რუსი გენერალი დაიღუპა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინის თავზე ჩამოაგდეს საჰაერო ხომალდი, რომელსაც ასეთი მაღალი წოდების ოფიცერი მართავდა. - ინფორმაციას BBC ავრცელებს. * 24 მაისს, დილით, რუსმა ჯარებმა დონეცკის ოლქში, უკრაინის ქალაქი სვეტლოდარსკი დაიკავეს. - ამის შესახებ სვეტლოდარის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი გოშკომ განაცხადა. * ამერიკის შეერთებული შტატებიდან უკრაინაში მძიმე იარაღი მოემართება. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ "ტვიტერზე" ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან საუბრის შემდეგ განაცხადა. * დანია უკრაინას Harpoon-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს გადასცემს, რასაც შავ ზღვაზე თამაშის წესების შეცვლა შეუძლია. - ამის შესახებ "უნიანი" იუწყება.  * უკრაინის სპეცოპერაციის ძალებმა პროფესიონალურად აითვისეს დრონი-კამიკაძე და უმოწყალოდ ანადგურებენ რუს ოკუპანტებს. - ინფორმაციას უკრაინის სპეცოპერაციის ძალები ავრცელებს. * მარიუპოლში, ერთ-ერთი სარდაფის ნანგრევებში 200 ადამიანის ცხედარი ნახეს. - ამის შესახებ მარიუპოლის მერის პრესმდივანმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა. * რუსეთს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20% აქვს ოკუპირებული. - ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი წერს. * "ნაადრევია დავასკვნათ, რომ უკრაინას უკვე აქვს ყველა საჭირო იარაღი." - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება "ტვიტერზე" წერს. * "აზოვსტალის განაღმვის დროს ნაღმმა ააფეთქა ოთხი რუსი მესაზღვრე. ერთი მძიმე მდგომარეობაშია, ორი საშუალო სიმძიმისაა და ერთი მსუბუქად. ვფიქრობ, ეს კარგი ამბავია. შურისძიება გარდაუვალია. დიდება უკრაინას." - წერს მარიუპოლის მერის მრჩევლი პეტრ ანდრიუშჩენკო.* რუსეთი აგრძელებს უკრაინიდან დამპყრობლების მიერ მოპარული მარცვლეულის ექსპორტს. Maxar-ის ახალი სატელიტური სურათები აჩვენებს, თუ როგორ იტვირთება ორი გემი ოკუპირებულ ყირიმში. - ამის შესახებ CNN წერს. * "ვიდრე ხერსონის ოლქი სრულად ოკუპირებულია, ვიდრე ოკუპირებულია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამატებითი ნაწილები, ხარკოვის ოლქის ნაწილი, ზაპოროჟიეს ოლქის უმეტესი ნაწილი, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ჩვენ რაღაც მივიღეთ." - განაცხადა უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა. * დღის განმავლობაში, დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 30 ჯავშანტექნიკა, საკრუიზო რაკეტა და ექვსი დრონი. - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება. * ზაპოროჟიეს მიმართულებით, დამპყრობლები აძლიერებენ ჯარების დაჯგუფებას, რათა განაახლონ შეტევითი ოპერაციები ვასილივკა-კამიანსკის მიმართულებით. - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება. * რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება მალე შეძლებს 1-ლი სატანკო არმიის ნაწილების გაგზავნას ხარკოვის ჩრდილოეთით. რუსულმა მხარემ შესაძლოა გააძლიეროს ჯარების დაჯგუფება, რათა თავიდან აიცილოს უკრაინული ჯარები კონტრშეტევის დროს. - ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკულმა ინსტიტუტმა განაცხადა. * რუსეთმა გაზარდა დონბასში ოპერაციების ინტენსივობა, რადგან ის ცდილობს ალყა შემოარტყას სევეროდონეცკს, ლისიჩანსკსა და რუბეჟნოეს, რათა მთელი ლუგანსკის ოლქი ოკუპაციის ქვეშ მოაქციოს. - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. * მიკოლაივის ოლქში რამდენიმე სამოქალაქო მანქანა აღმოაჩინეს, რომელშიც დასახიჩრებული და დახვრეტილი ადამიანების ცხედრები იყო. - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ "სამხრეთის" ოპერატიული სარდლობა იუწყება.

1653374975

უკრაინა ომი ახალი ზელანდია
ახალი ზელანდია უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერისტების მოსამზადებლად 30 სამხედრო ინსტრუქტორს ბრიტანეთში გაგზავნის

ახალი ზელანდია უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერისტების მოსამზადებლად ბრიტანეთში 30 სამხედრო ინსტრუქტორს გაგზავნის. ამის შესახებ ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა განაცხადა.ახალი ზელანდიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ახალი ზელანდიელი ინსტრუქტორები უკრაინელ არტილერისტებს „ელ 119“-ის ტიპის ჰაუბიცის საბრძოლო სროლებში ავარჯიშებენ.მისივე ცნობით, ქვეყნის სამხედრო ინსტრუქტორები ბრიტანეთში ივლისის ბოლომდე ჩავლენ.გასულ თვეში ახალმა ზელანდიამ ბრიტანეთში 66 სამხედრო მოსამსახურე და თვითმფრინავი „სი 130 ჰერკულესი“ გაგზავნა.

1653295441

89-ე დღე: ომი უკრაინაში - დღის სტენოგრამა
89-ე დღე: ომი უკრაინაში - დღის სტენოგრამა

* თვითგამოცხადებული დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ (DPR) ლიდერმა, დენის პუშილინმა განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში ჩაბარდნენ, ტრიბუნალი მზადდება. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ. * იმ ორი და სამი წლის ბავშვების დედებმა, რომლებიც ოკუპანტების მიერ გაუპატიურების შედეგად გარდაიცვალნენ, ომბუდსმენს ლუდმილა დენისოვას სთხოვეს რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ მთელი მსოფლიოსთვის მოეყოლა. - უკრაინის მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადებას უკრაინის სახალხო დამცველი „ტელეგრამის“ გვერდზე ავრცელებს * უკრაინელი სამხედრო, რომელმაც რუსული გემი ცნობილი მიმართულებით გაუშვა, ტყვეობიდან გაათავისუფლეს. - ამის შესახებ სასაზღვრო განყოფილების „ზმეინის კუნძულის“ ხელმძღვანელმა ბოგდან გოცკიმ განაცხადა.  * რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "აზოვსტალის" პატიმრების გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს. - როგორც რუსული პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" წერს, „რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ უკრაინასთან "აზოვსტალის" პატიმრების გაცვლაზე განხილვის შესაძლებლობა არსებობს."* რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი "შეშფოთებულია" რუსი ჯარისკაცის, ვადიმ შიშიმარინის ბედით და შეეცდება მისთვის დახმარების გაწევის გზების გამონახვას. * რუსი ჯარისკაცი ვადიმ შიშიმარინი ომის დანაშაულისთვის უკრაინის სასამართლოს მიერ გამოტანილ უვადო პატიმრობას გაასაჩივრებს. - ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი ვიქტორ ოვსიანიკოვი ავრცელებს.* რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი მიიჩნევს, რომ „აზოვსტალის“ მებრძოლების ვიქტორ მედვედჩუკზე გაცვლა ნაკლებად სავარაუდოა. ისი განმარტებით, მედვედჩუკის უკრაინელ მებრძოლებზე გაცვლაზე საუბარი ნაკლებად შეიძლება იყოს, რადგან საქმე ეხება სხვადასხვა კატეგორიას. - ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს. * რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "აზოვსტალის" პატიმრების გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს.  - როგორც რუსული პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" წერს, "რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ უკრაინასთან "აზოვსტალის" პატიმრების გაცვლაზე განხილვის შესაძლებლობა არსებობს."* რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს უკრაინის არმიის მე-10 ბრიგადის ტექნიკა, რომელიც გადაყვანილი იყო დონბასში. * ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის განცხადებით, ლუგანსკის რაიონში ამჟამად რთული ვითარებაა, რადგან რუსეთის არმია ყველა ღონეს იყენებს რეგიონის დასაპყრობად. * უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა დოკუმენტს უკრაინის ზოგიერთ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც გულისხმობს, ფიზიკური პირების აქტივებთან დაკავშირებული სანქციების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, რომელიც გაამარტივებს სანქციების ქვეშ მყოფი რუსების ქონების კონფისკაციის პროცედურას. * უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ხარკოვის მაშველებმა მტრის დაბომბვის შედეგად განადგურებული 98 ადგილის ნანგრევები გაასუფთავეს. ნანგრევებიდან 150-ზე მეტი ცხედარი ამოიღეს. - ამის შესახებ ხარკოვის ოლქში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ანატოლი ტორიანიკმა განაცხადა. * 23 მაისის მდგომარეობით, რუსეთის ჯამურმა დანაკარგებმა უკრაინის წინააღმდეგ ომში მაქსიმუმს მიაღწია, საერთო ჯამში განადგურებულია 29 200 რუსი სამხედრო. - ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. * უკრაინის სამხედრო ძალების უახლესი ანგარიშის მიხედვით, რუსული ჯარები ცდილობენ უკრაინული ძალების თავდაცვის ხაზები ­გაარღვიონ და აღმოსავლეთ ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებს მიაღწიონ. - ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. * რუსეთს უკრაინაში შეჭრიდან პირველ სამ თვეში, სავარაუდოდ, იმდენი ჯარისკაცი ჰყავს დაღუპული, რამდენიც საბჭოთა კავშირს ავღანეთის ომის 9 წლის მანძილზე. - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. * "მსოფლიოში კონფლიქტის, ძალადობის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა განსაცვიფრებელ ნიშნულს – 100 მილიონს პირველად, რეკორდულად გადააჭარბა. საუბარია უკრაინის ომზე და სხვა კონფლიქტებზე." - ამის შესახებ გაეროს განცხადებაშია ნათქვამი. * დონეცკის ოლქში, მტრის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 8 დაშავდა. ლუგანსკის ოლქის მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება. - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

1653286901

ვოლოდიმირ ზელენსკი
"უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან მხოლოდ საჩუქარი არ არის - ეს არის მათი შენატანი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში"- ზელენსკი

"თავისუფლებისთვის ომში, რომ გავძლოთ, გვჭირდება სწრაფი და საკმარისი ფინანსური მხარდაჭერა. ეს პარტნიორების მხრიდან მხოლოდ ხარჯები და საჩუქარი არ არის,"- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის სენატს ფინანსური დახმარების გამოყოფისთვის და აღნიშნა, რომ ეს დახმარება არა საჩუქარი, არამედ პარტნიორების წვლილია, რომელიც მათ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეაქვთ.ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინის დაცვა, პარტნიორებს ახალი ომებისა და იცავს, რომლის პროვოცირებაც რუსეთს შეუძლია.„მე ყოველთვის გულწრფელად ვსაუბრობ, უკრაინის ერთი თვის ბიუჯეტის დეფიციტი ახლა 5 მილიარდი დოლარია. თავისუფლებისთვის ომში, რომ გავძლოთ, გვჭირდება სწრაფი და საკმარისი ფინანსური მხარდაჭერა. ეს პარტნიორების მხრიდან მხოლოდ ხარჯები და საჩუქარი არ არის. ეს არის მათი შენატანი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.დღეს უკრაინის დაცვა ნიშნავს, პარტნიორების დაცვას ახალი ომებისა და კრიზისებისგან, რომელთა პროვოცირებაც რუსეთს შეუძლია. ამიტომ ყველამ უნდა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთი არ იყოს წარმატებული ჩვენი სახელმწიფო წინააღმდეგ აგრესიაში, არც საბრძოლო, არც ეკონომიკური, არავითარი წარმატება“, – განაცხდა ვოლოდიმრ ზელენსკიმ.

1653033637

უკრაინა ომი
ლუგანსკში დაბომბვის შედეგად მინიმუმ 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ლუგანსკის ოლქში, ბოლო დღე-ღამეში რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მინიმუმ 13 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი სერჰი გაიდაი „ტელეგრამზე“ წერს.მისი ინფორმაციით, აღნიშნული პირებიდან 12 ქალაქ სევეროდონესკში დაიღუპა.ასევე სერჰი გაიდაი წერს, რომ სევეროდონესკში რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმა წარუმატებელი იყო და მათ უკან დაიხიეს.იგივე ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, რომლის ანგარიშშიც ნათქვამია, რომ რუსეთმა სევეროდონეცკის რაიონში თავდასხმითი ოპერაციები განახორციელა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, დანაკარგები განიცადა და იძულებული გახდა, უკან დაეხია.გენშტაბის ცნობით, სევეროდონეცკის მიმართულების გარდა მტერმა დანაკარგები განიცადა ალექსანდროპოლისა და ვესელეს დასახლებების ტერიტორიაზე.შეგახსენებთ, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 86 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 4 მილიონზე მეტი ლტოლვილი. უკრაინაში შეღწევის გამო მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

1653031966

ვოლოდიმერ ზელენსკი
"რაც დონბასში ხდება, ეს იქნება კვალიფიცირებული უკრაინელი ხალხის გენოციდად და ამის გამო ოკუპანტები აუცილებლად აგებენ პასუხს"- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონბასში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის "ჯოჯოხეთი ხდება."უკრაინის პირველი პირის თქმით, რუსეთი დარტყმებს ახორციელებს ჩერნიგოვის რეგიონში, კერძოდ, დესნაზე, სადაც გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება და ბევრი დაღუპულია. მისივე თქმით, მუდმივი იერიშები ხორციელდება ოდესის რეგიონში, ცენტრალური უკრაინის ქალაქებში.„დონბასში არსებული ვითარება არის ჯოჯოხეთი და ეს არ არის გაზვიადება. ეს არის მიზანმიმართული და დანაშაულებრივი მცდელობა, რაც შეიძლება მეტი უკრაინელი მოკლან, დაანგრიონ რაც შეიძლება მეტი სახლი, სოციალური ობიექტი და საწარმო. სწორედ ეს იქნება კვალიფიცირებული უკრაინელი ხალხის გენოციდად და რისთვისაც ოკუპანტები აუცილებლად აგებენ პასუხს მართლმსაჯულების წინაშე", - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.მანვე აღნიშნა, რომ დონბასი მთლიანად განადგურებულია და რომ „ამ ყველაფერს არ აქვს და არ შეუძლია რაიმე სამხედრო ახსნა ჰქონდეს რუსეთისთვის“.შეგახსენებთ, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 86 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 4 მილიონზე მეტი ლტოლვილი. უკრაინაში შეღწევის გამო მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

1653030615

აშშ სენატი
აშშ-მა უკრაინას 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო

აშშ-მა უკრაინას 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის ნებართვა გასცა.Reuters-ის ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 18 დამატებით 155 მმ-იან ჰაუბიცას, 18 ტაქტიკურ მანქანას და არტილერიის საწინააღმდეგო 3 რადარს.აღნიშნული დახმარების ჩათვლით, 24 თებერვლიდან დღემდე შეერთებული შტატებმა უკრაინას, იარაღისა და აღჭურვილობის სახით, 3.9 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარება გამოუყო.ამასთან, აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც უკრაინა დამატებით 40 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსურ დახმარებას მიიღებს.

1653029875

85-ე დღე: ომი უკრაინაში - დღის სტენოგრამა
86-ე დღე: ომი უკრაინაში - დღის სტენოგრამა

* "აზოვის" პოლკის მეთაურის თქმით, მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, ბლოკადისა და მომარაგების არარსებობისა, ისინი ყოველთის სამ მნიშვნელოვან პირობაზე საუბრობდნენ: სამოქალაქო პირებზე, დაშავებულებსა და გარდაცვლილებზე. "მოვახერხეთ სამოქალაქო პირების ევაკუაცია, მძიმედ დაშავებულებმა მიიღეს საჭირო დახმარება, მათი ევაკუირება განხორციელდა შემდგომი გაცვლისა და უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანის პირობით. რაც შეეხება გარდაცვლილ გმირებს - პროცესი გრძელდება. იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში ახლობლები და მთელი უკრაინა შეძლებს პატივით დაკრძალონ თავიანთი გმირები." - განაცხადა პროკოპენკომ. * რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკზე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს, დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.  * კრემლი დონბასში უკრაინელი "ნაცისტებისგან" გათავისუფლებული ტერიტორიების აღდგენის შტაბს ქმნის.  - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ვიცე-პრემიერ მარატ ხუსნულინზე დაყრდნობით წერს. * რუსმა დამპყრობლებმა ფაქტობრივად გაანადგურეს ლუგანსკის ოლქის ქალაქი რუბეჟნოე - არ არის გადარჩენილი სახლები, ბევრი მათგანის აღდგენა შეუძლებელია. - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა. * რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა თითქმის დაასრულეს ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლების ოპერაცია. - ამავდროულად, მისი თქმით, რუსული ჯარები აგრძელებენ დონბასზე კონტროლის სავარაუდო გაფართოებას. * რუსეთსა და უკრაინას შორის ომის პირველი თვე გარდამტეხი იყო. უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს და  დამპყრობლებს უარი ათქმევინეს მთავარ მიზანზე - კიევის აღებაზე. - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. * უკრაინელი დამცველები რუს დამპყრობლებს ისეთ ზარალს აყენებენ, რომ რიგების შესავსებად შშმ პირებსაც კი ქირაობენ. - ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურს დატყვევებულმა რუსმა ჯარისკაცებმა განუცხადეს. * კიევში ომის 85 დღის განმავლობაში 2 317 ბავშვი დაიბადა. მათგან 1222 - ბიჭი და 1095 გოგოა. - ამის შესახებ კიევის საქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიკოლა პოვოროზნიკმა განაცხადა. * რამდენიმე რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, საჰაერო მხარდაჭერით, მიემართება პოპასნაიასკენ, დიდი ალბათობით, ისინი შეეცდებიან ქალაქის დასავლეთით გარღვევას. - ამის შესახებ იტყობინებიან OSINTdefender-ის ანალიტიკოსები, რომელიც აანალიზებენ ინფორმაციას უკრაინის ომის ზონაში მომხდარი მოვლენების შესახებ. * უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში დაახლოებით 1800 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა და თითქმის 200 მათგანი სრულად განადგურდა. - ამის შესახებ ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სერგეი შკარლეტმა განაცხადა. * ბრძოლის ველზე შედეგის მისაღწევად დიდი ზეწოლის გამო, რუსი მეთაურები თავიანთ ქვედანაყოფებს სათანადო მომზადების გარეშე მარიუპოლიდან სათანადო მომზადების გარეშე სხვა რეგიონებში გადაიყვანს. -  ამის შესახებ უკრაინული მედია ბრიტანულ დაზვერვაზე დაყრდნობით წერს. * აშშ-ის თეთრი სახლა იმაზე მუშაობს, რომ უკრაინის ჯარს თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები მიაწოდოს, რათა მან რუსეთის საზღვაო ბლოკადა დაძლიოს. - ამის შესახებ "კრინფორმი" Reuters-ზე დაყრდნობით იუწყება. * უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 20 მაისამდე რუსული მხარის დანაკარგი დაახლოებით 28 700 ჯარისკაცია, რაც გასულ დღესთან შედარებით 200 რუსი ჯარისკაცით მეტია. მათივე ინფორმაციით, რუსული მხარის დანაკარგი ასევე 1263 ტანკს და სხვადასხვა სახის ტექნიკას მოიცავს.* ლუგანსკის ოლქში, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვას მინიმუმ 13 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი სერჰი გაიდაი "ტელეგრამზე" წერს.

1653029560