სვაროვსკი
სვაროვსკის სამკაულები Time-ში, ყოველდღიური და განსაკუთრებული დღეებისთვის

შეგიძლიათ სვაროვსკის სამკაულები ყოველდღე მოირგოთ? თუ არ იცით როგორ, ამაში Time დაგეხმარებათმიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ უამრავი საიუველირო ბრენდია, რომლებიც არაერთ დახვეწილ სამკაულებს გთავაზობენ, რომლებიც ყველა ტიპის ადამიანს და მათ უნიკალურ საჭიროებებსა თუ სტილის პრეფერენციებს შეესაბამება, ეჭვგარეშეა, რომ სვაროვსკის სამკაულები ამ სიის სათავეში დგას.სვაროვსკის სამკაულები მაღალი ხარისხის და განსაცვიფრებელი სამკაულების ფართო ასორტიმენტითაა ცნობილი. მათი სამკაულების სხვადასხვა ვარიაციები თითქმის ყველა მომხმარებლის სტილს და გემოვნებას ერგება. თუმცა, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სვაროვკის სამკაულები და მისი კაშკაშა კრისტალები შეგიძლიათ ყოველდღიურად ატაროთ?ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ მარტივია - დიახ. დიახ, თქვენ შეგიძლიათ ატაროთ თქვენი სვაროვსკის სამკაულები ყოველდღე, განსაკუთრებით თუ სამკაული თქვენს სტილს შეესაბამება. Time - ის მაღაზიათა ქსელი კი ის ადგილია, სადაც თქვენზე მორგებულ ბრჭყვიალა და განსაკუთრებულ სამკაულს აუცილებლად აღმოაჩენთ.საუკეთესო ნაწილი ისაა, რომ სვაროვსკის სამკაული თითქმის ყველა შემთხვევისთვის არსებობს. შეგიძლიათ გქონდეთ სადა, მარტივი ფორმის საყურეები და ყელსაბამები, ყოველდღიურად, სამსახურში ან თუნდაც შაბათ-კვირის დღეებში სატარებლად. თუმცა, ამავე დროს, შეგიძლიათ სვაროვსკის სამკაულების ისეთი სინერგია შეარჩიოთ, რომელიც მხიარული საღამოს წვეულებაზე მისულ გარშემომყოფებს აუცილებლად გააოცებს. მისი მთავარი ხიბლი სიკაშკაშეა.სვაროვსკის სამკაულები შესანიშნავი და გამძლე კონსტრუქციით გამოირჩევიან, რაც მათ ყოველდღიურად ტარების შესაძლებლობას უფრო თამამად იძლევა.მსუბუქი მოვლის ან არ მოვლის შემთხვევაში სვაროვსკის სამკაულები 5-7 წელი თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხოლო, თუ მათ გაუფრთხილდებით, კიდევ მრავალი წელი შეძლებენ თქვენთან ერთად სიკაშკაშეს.კრისტალების ბზინვარებისთვის,  სვაროვსკის სამკაულები ნელთბილ წყალში, რბილი სარეცხი საშუალებით უნდა გარეცხოთ. მათ შესანახად მშრალი, ჰერმეტული ჩანთა ან სამკაულების ყუთი უნდა გამოიყენოთ, რათა დაბინძურებისა და დამტვერვისგან დაიცვათ.სვაროვსკის სამკაულები აუცილებლად მზის სინათლისგან მოშორებით უნდა შეინახოთ. ამავე დროს ეცადეთ, რომ სხვადასხვა სამკაული ცალ-ცალკე შეინახოთ, რათა თავიდან აიცილოთ მათი დაკაწვრა.მაღალი ხარისხის და დახვეწილი სამკაულების მრავალფეროვან არჩევანს Time-ის მაღაზიათა ქსელში შეხვდებით, სადაც ყველა გემოვნების და ვითარების შესაბამისი სვაროვსკის ბრჭყვიალა სამკაულების შეძენას შეძლებთ. R

1657875420

თიბისიმ უკრაინას Океан Ельзи-ის ცნობილ მელოდიაზე მომზადებული ვიდეორგოლი მიუძღვნა
თიბისიმ უკრაინას Океан Ельзи-ის ცნობილ მელოდიაზე მომზადებული ვიდეორგოლი მიუძღვნა

Tbilisi Open Air წელს 24-26 ივნისს, ტრადიციულად, ლისის საოცრებათა ქვეყანაში ჩატარდა. ფესტივალზე მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ და 3 დღის განმავლობაში მრავალფეროვანი შოუ შესთავაზეს მსმენელს. ფესტივალის 3 სხვადასხვა სცენაზე ისეთი უცხოელი და ქართველი არტისტები ვიხილეთ, როგორებიც არიან: alt-J, Rhye, Cigarettes After Sex, MokuMoku, Bedford Falls და ბევრი სხვა.26 ივნისს მსმენელი განსაკუთრებული ემოციებით ელოდა უკრაინულ ჯგუფ Океан Ельзи-ს, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ესტუმრა Tbilisi Open Air-ს.ბენდის ერთ-ერთ ცნობილ მელოდიაზე “Незалежність” თიბისიმ ვიდეორგოლიც მოამზადა, რომლის ნახვაც აქ შეგიძლიათ: https://www.facebook.com/watch/?v=1404602320037604სულ შენთანაა: გულწრფელი გრძნობები - ზუსტად ამ სიტყვებით გადმოსცა თიბისიმ ვიდეორგოლის მთავარი სათქმელი. იდეის ავტორი მერი გიორგობიანი, ხოლო რეჟისორი გიორგი პოპიაშვილია. საწარმო კომპანია „ენკენი ფილმსმა“ კი, 2 წუთში ყველა იმ ნამდვილ გრძნობას მოუყარა თავი, რაც ჩვენს ყოველდღიურობას განსაკუთრებულს ხდის.აღსანიშნავია, რომ Океан Ельзи-ს, შემოქმედებითი გუნდის და თიბისის ინიციატივით ვიდეორგოლის დამზადების თანხის ნაწილი უკრაინის თანადგომის ფონდში ჩაირიცხა.ამ ეტაპზე, თიბისის მხარდაჭერით უკრაინის თანადგომისთვის გამოყოფილ საქველმოქმედო ანგარიშზე 2 მილიონამდე ლარია შეგროვებული. R

1656934620

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

მაისის ეკონომიკის ზრდის წინასწარი შეფასება კვლავ ძლიერ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს. თიბისი კაპიტალი ცვლის 2022 წლის მოლოდინს დაახლოებით 10%-დან, 10%-ზე უფრო მეტის მიმართულებით.წინა კვირა ლარის გამყარების მორიგი ტენდენციის კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი. თიბისი კაპიტალის მოლოდინები პრაქტიკულად უცვლელია. საკუთრივ, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, ლარი დამატებით გამყარდება, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან, სავარაუდოდ დაახლოებით 2.80-ის ნიშნულამდე, რის შემდეგაც, თიბისი კაპიტალის აზრით, სებ-ის მიერ აშშ დოლარის შესყიდვის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. ამასთან, სავალუტო აუქციონზე 24 მაისს განხორციელებული ინტერვენციისაგან განსხვავებით, ამჯერად სავალუტო ბაზრის მონაწილეთა მხრიდან ისეთივე ნეგატიური რეაქცია ნაკლებ მოსალოდნელია.საპროცენტო განაკვეთების მხრივ, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის გაძვირება საქართველოში უკვე დეპოზიტების განაკვეთებშიც შედარებით უფრო თვალსაჩინოა. ამასთან, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ ამ მხრივ გადაცემის ეფექტი მხოლოდ ნაწილობრივი იქნება.იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.

1656925417

თიბისიმ ბათუმში ღონისძიებას - "აჭარა: ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმოხილვა" - უმასპინძლა
თიბისიმ ბათუმში ღონისძიებას - "აჭარა: ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმოხილვა" - უმასპინძლა

თიბისიმ ბათუმში რეგიონულ ღონისძიებას უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც, ბიზნესსექტორისა და მთავრობის წარმომადგენლებმა ქვეყნის ეკონომიკაში აჭარის როლი მიმოიხილეს.თიბისი კაპიტალმა აჭარის ტურიზმის, როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული უძრავი ქონებისა და მაკროეკონომიკური ინდიკატორების შესახებ, განახლებული კვლევა წარადგინა.მაკროეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის მოლოდინი 10%-ზე მეტს შეადგენს.ქვეყნის ეკონომიკასთან შედარებით, აჭარის ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად იზრდება და მისი ზრდის მოლოდინი დაახლოებით 18.5%-ს შეადგენს. ბუნებრივია, ტურიზმზე რეგიონის უფრო მაღალი დამოკიდებულების გამო, 2020 წელს ვარდნა მეტი იყო, თუმცა, აღდგენაც უფრო სწრაფი იქნება. თიბისი კაპიტალის შეფასებით, 2022 წელს აჭარის ეკონომიკის წილი საქართველოს ეკონომიკაში თითქმის 10%-ს შეადგენს. ასევე მზარდია აჭარის წილი საბანკო დაკრედიტებაში და ის თანხვედრაშია საქართველოს ეკონომიკაში აჭარის წილთან.აჭარის ეკონომიკის ნახევარზე მეტი ტურიზმის სექტორთანაა დაკავშირებული. სასტუმროებისა და რესტორნების, სხვა ტურისტული მომსახურებისა და უძრავი ქონების ოპერაციების წილი აჭარის ეკონომიკის დაახლოებით 35%-ს შეადგენს.აჭარაში დასაქმებისა და ხელფასის მაჩვენებლები ეკონომიკურ აქტივობასთან თანხვედრაშია. 2022 წლის პირველ კვარტალში, აჭარის ბიზნესსექტორში დასაქმების მაჩვენებელი 12.3%-ით აღდგა. ამავე პერიოდში, საშუალო ხელფასის ზრდამ 20.8% შეადგინა, თავად საშუალო ხელფასმა კი - 1257 ლარი.სხვადასხვა მიმართულებით გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური ინდიკატორების მიუხედავად, აჭარაში გამოწვევად რჩება ინფლაცია, რომლის მაჩვენებელი 2022 წლის მაისის მდგომარეობით 13.9%-ია. თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარის თანახმად, 2022 წლის ბოლოს, ლარის კურსი დოლართან მიმართებით - დაახლოებით 2.85, ევროსთან მიმართებით კი 3.1 იქნება.სექტორული კვლევის თანახმად, აჭარაში ტურიზმი, გამოწვევების მიუხედავად, ძლიერ აღდგენას განაგრძობს. 2022 წლის მაისის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 319 796 საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა. მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა კი, 259 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 96%-იან აღდგენას ნიშნავს.ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით, ბათუმში ტურიზმის აღდგენა კიდევ უფრო ძლიერია. 2022 წლის პირველ კვარტალში, ბათუმში 173 000 საერთაშორისო და 368 000 ადგილობრივი ვიზიტი  დაფიქსირდა. ბათუმის აეროპორტით ჩამოსულ საერთაშორისო ტურისტებში ყველაზე  დიდი წილი, წინა წლების მსგავსად, ისრაელის მოქალაქეებს უკავიათ.2022 წლის მაისის მონაცემების თანამხად, სასტუმროებში 70%-იანი დატვირთულობა ფიქსირდება, სასტუმროების საშუალო დღიური ფასი კი 90$-ია. ზაფხულში სასტუმროების 85%-იანი დატვირთულობა და 320 000 ვიზიტორია მოსალოდნელი.აჭარაში უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი თურქეთის მოქალაქეებზე მოდის. 2019 წელთან შედარებით, საუდის არაბეთიდან ვიზიტორების დანახარჯები - 15-ჯერ, ბელარუსიდან ვიზიტორების დანახარჯები კი 40-ჯერაა გაზრდილი. შეცვლილია დანახარჯების სტრუქტურა. 2022 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდი - 35%-იანი წილი კაფეებსა და რესტორნებზე მოდის.აღსანიშნავია, რომ აჭარაში აზარტული თამაშების მიმართულებით დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირებულია.აჭარის კომერციული უძრავი ქონების ბაზრის კვლევის თანამხად, ბათუმში ამჟამად 4 მთავარი სავაჭრო ცენტრი ფუნქციონირებს. 2024-2025 წლებისთვის მათი რაოდენობა 7-მდე, სავაჭრო ფართი კი 3-ჯერ გაიზრდება. ახალ მოლებში იჯარის უფრო მაღალი ფასის გამო, იჯარის საშუალო ფასის ზრდაა მოსალოდნელია.ბათუმში ქუჩის სავაჭრო ფართების ბაზარზე იჯარის ფასმა პანდემიამდელ დონეს გადააჭარბა. საცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობების პარალელურად, ქუჩის სავაჭრო ფართების მიწოდება სტაბილურად იზრდება. იჯარის ფასი სრულად აღდგა პანდემიის შემდეგ. 2022 წლის II კვარტალში დადებულ კონტრაქტებში, იჯარის ფასი წლიურად 12-17%-ითაა გაზრდილი. სავაჭრო ცენტრების მზარდ მიწოდებასთან ერთად, ქუჩის სავაჭრო ფართებზე იჯარის ზრდის შენელებაა მოსალოდნელი.ოფისებისა და ბიზნესცენტრების სექტორი ბათუმში განვითარების საწყის ეტაპზეა. ბათუმში ამჟამად მხოლოდ 1 ბიზნესცენტრი ფუნქციონირებს. 2022 წელს საოფისე ფართებზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც იჯარის ფასზეც აისახა. მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მომავალში საერთო სამუშაო სივრცეებისა და ბიზნესცენტრების რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი.აჭარის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის კვლევის თანახმად, უცხოელების მხრიდან მოთხოვნა აჭარაში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე კვლავ დიდია. 2016-2021 წლებში საქართველოში საცხოვრებლად 70.5 ათასი უცხოელი მიგრანტი ჩამოვიდა. მათი უმეტესობა იყო რუსეთის (30%), ირანის (11%), აზერბაიჯანის (10%), თურქეთის (9%) და უკრაინის (6%) მოქალაქე. რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეების გარდა, ბოლო დროს მნიშვნელოვნადაა გაზრდილი დაინტერესება ისრაელის, პოლონეთისა და გალფის ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან.აჭარაში, სხვა რეგიოებთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მხოლოდ მცირე წილი ფინანსდება იპოთეკური სესხებით. ამავდროულად, არარეზიდენტებზე გაცემული იპოთეკური სესხების წილი უფრო მაღალია, ვიდრე სხვა რეგიონებში. დეველოპერები აღნიშნავენ, რომ აჭარაში არარეზიდენტები საცხოვრებელ ქონებას ძირითადად ნაღდი ფულით ყიდულობენ. სამშენებლო მასალებზე გაზრდილი ფასები ნაწილობრივ უკვე აისახა აჭარის უძრავი ქონების გასაყიდ ფასებზე.2020 წლიდან აჭარაში სამშენებლო ნებართვების გაცემა მკვეთრად შემცირდა, განსაკუთრებით I ზოლში და გარეუბნებში. 2021 წელს, ბათუმში 35 ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გაიცა. აღსანიშნავია, რომ ნებართვა არ გაცემულა I ზოლში მშენებლობისთვის. თიბისი კაპიტალის მოლოდინის შესაბამისად, სამომავლო მშენებლობები პერიფერიისა და გარეუბნებისკენ გადადის.2022 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში, საცხოვრებელი უძრავი ქონების რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 42%-ით გაიზარდა. ტურისტული ნაკადების სწრაფი აღდგენისა და გაძლიერებული მიგრაციის გათვალისწინებით, ტრანზაქციების რაოდენობის შემდგომი ზრდაა მოსალოდნელი. ამავე მიზეზებით, გაქირავების ფასიც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2022 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა - 29%-ით, გასაყიდი ფასი კი 6%-ით გაიზრდება.„რეგიონული განვითარება, სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე ბოლო 2 წლის ფონზე, თიბისისთის კიდევ უფრო პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა. ჩვენთვის ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხარდაჭერილი ბიზნესების რიცხვი თბილისს გარეთ ყოველწლიურად იზრდება და სულ უფრო მეტი ბიზნესი გვიცხადებს ნდობას. ტურისტული სეზონი მოდის. შესაბამისად, ახლა ყველაზე აქტუალური აჭარის რეგიონია და მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორს ექსპერტული და სიღრმისეული ცოდნა გავუზიაროთ აჭარაში ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორების გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, ვინაიდან სწორედ ეს 2 მიმართულებაა აქაური ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი. აჭარაში ტურიზმისა და მასთან ერთად უძრავი ქონების სექტორის აღდგენა აშკარაა, რასაც თიბისი კაპიტალის კვლევაც ადასტურებს. მოხარულები ვართ, რომ რეგიონი ნელ-ნელა უბრუნდება პანდემიამდელ მდგომარეობას და აჭარა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტებისთვის ისევ მიმზიდველი სამოგზაურო მიმართულებაა,  ინვესტორებისთვის კი - საქმიანობის დაწყებისა თუ განვითარებისთვის ხელსაყრელი რეგიონი", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. R

1656920294

თიბისი „თბილისი კოლექტივის" მხარდამჭერია
თიბისი "თბილისი კოლექტივის" მხარდამჭერია

თიბისი "თბილისი კოლექტივის" გამოფენისა და ვორქშოფების მხადამჭერია. "თბილისი კოლექტივი" ციფრული პლატფორმაა, რომელიც მუშაობს მოყვარული ფოტოგრაფების აღმოჩენაზე, ფოტოგრაფიისა და ზოგადად ფოტო პრინტების კულტურის განვითარებაზე საქართველოში. პროექტის მიზანია ახალი თაობის ფოტოგრაფების აღმოჩენა და პოპულარიზაცია.მოყვარული ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა 1 ივლისს 20:00 საათზე, სასტუმრო სტამბას პირველ სართულის D ბლოკში გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 60-მდე მოყვარული ფოტოგრაფის ნამუშევარი. გამოფენა 10 ივლისის ჩათვლით, 13:00-21:00 საათამდე გაგრძელდება და 7 თემატიკის მიხედვით დაყოფილ, 200-მდე ფოტო პრინტს წარუდგენს სტუმრებს. ამ პერიოდში, შესაძლებელი იქნება გამოფენილი ნამუშევრების შეძენაც. გამოფენის პარალელურად, 2 და 3 ივლისს, გაიმართება ფოტოგრაფიის ვორქშოპები და დისკუსიები.თიბისი მხარს უჭერს ახალგაზრდა ხელოვანების აღმოჩენას და მათი განვითარების ხელშეწყობას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტები, რომლებიც ახალი თაობის წარმომადგენლებსა და მათი ნამუშევრების პოპულარიზაციას ეძღვნება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „თბილისი კოლექტივის" მიერ ორგანიზებული გამოფენა და აქტივობები.გამოფენის ღონისძიების ბმული იხილეთ ვებგვერდზე - https://fb.me/e/3j0mvzJgnფოტოგრაფიის ვორქშოპებსა და დისკუსიაზე დასარეგისტრირებლად მიყევით ბმულს: https://forms.gle/uxtZadX3HpANYM6fA R

1656674953

რეიტინგი
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების გამარჯვებული კომპანიები და ჯილდოები

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს  რეიტინგის XXII გრანდიოზული, საზეიმო ცერემონიალი, საგურამოში, „სევსამორა რეზორტი და სპა“- ს კომპლექსში გაიმართა. გალა საღამოზე, ტრადიციულად, რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ბიზნესის ეროვნული ჯილდოს, გრან-პრის მფლობელი კომპანია "პეტროკას ენერჯი ჯორჯია" - ივანე ნაკაიძე გახდა და მას ხელნაკეთი, ექსკლუზიური კომპოზიცია „ოქროს ბოლნური ჯვარი“ გადაეცა.ღონისძიებაზე კომპეტენტურმა ჟიურიმ კი საკუთარი რჩეული კომპანიები დაასახელა. უმსხვილეს ექსპორტიორ კომპანიად „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი“  აირჩიეს, ხოლო უმსხვილეს იმპორტიორად - „პეტროკასი“ და „კავკასიის ავტო იმპორტი" დაასახელეს.კატეგორიაში წლის CSR, ჯილდო კომპანია „არემჯის“ გადაეცა.ჟიურიმ კატეგორიაში უმსხვილესი შენატანი ბიუჯეტში და საუკეთესო დამსაქმებელი -  კომპანია „სოკარი“ დაასახელა.კომპეტენტურმა ჟიურიმ წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიად „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი“ და „კასს ლენდი“ დაასახელა და Investment Award -ის გარდამავალი ჯილდო („ზარაფხანას“ მიერ შექმნილი ექსკლუზიური კომპოზიცია - „მერიდიანი“) გადასცა.ღონისძიებაზე  ტელე-რადიო კომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემების წამყვანებმა საკუთარი რჩეული კომპანიები დაასახელეს.გადაცემა "კაპიტალის" ჯილდო, კომპანია "ავტობანს" - ბაკურ ხუნდაძეს გადაეცა, ხოლო გადაცემა  "ტელეგრამის"  რჩეული კომპანია კი, "კასს ლენდი" გახდა.ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოებაზე, ჟურნალისტების რჩეული "მისტერ შარმი" და მედიის რჩეული ბიზნესი "არემჯი" - ალექსანდრე დევიძე გახდა. ბიზნესმა კი, რჩეულ მედიად "საზოგადოებრივი მაუწყებელი" დაასახელა.ასევე,  რადიო "ჯორჯიან თაიმსმა", რადიოსექტორის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის, რადიოჰოლდინგი "ფორტუნა" დააჯილდოვა.ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ, "ზარაფხანას" მიერ შექმნილი უნიკალური კომპოზიციებით, სამკერდე ოქროს ლომებით დაჯილდოვდნენ.1) ნომინაციაში - ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, დასაქმებაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს ეკონომიკის მტკიცე საყრდენი  - "ავერსი" და პაატა კურტანიძე დასახელდა.2) ნომინაციაში - უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი, მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, რეგიონში  უმსხვილესი დამსაქმებელი - "არემჯი"  და გიორგი ჩხეიძე დასახელდა.3) ნომინაციაში - ძველი ტრადიციების თანამედროვე გაგრძელება, წარმატებული ქართული ბრენდი საერთაშორისო ბაზრებზე - "ასკანელი ძმები" და ირაკლი უგლავა დასახელდა.4) ნომინაციაში - ხარისხის გარანტი, დასავლური ტიპის მომსახურება, მსხვილი დამსაქმებელი - "გალფი" და ქრეიგ კრამერი დასახელდა.5) ნომინაციაში - მომხმარებლის არჩევანი, მაღალტექნოლოგიური საწარმო, ქართული ნედლეულის უცხოური სტანდარტი - "დანქინი"  და სოსო ფხაკაძე დაჯილდოვდა.6) ნომინაციაში - ქართული გემოს მრავალფეროვნება, მაღალტექნოლოგიური წარმოებ, საექსპორტო ბაზრის ლიდერი - "დუგლაძეების ღვინის კომპანია და  ბესო თევდორაშვილი დასახელდა.7) ნომინაციაში - პროფესიონალთა გუნდი, თანამედროვე და ინოვაციური ვაგონების წარმოებაში შეტანილი წვლილისთვის - "ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი" და ბადრი წილოსანი დასახელდა.8)  ნომინაციაში - მაღალტექნოლოგიური ლოჯისტიკური ჰაბი, წლის წარმატებული ინვესტიცია - "ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი" და მამუკა მურჯიკნელი დაჯილდოვდა.9) ნომინაციაში - მდგრადი წარმოების პრინციპების დაცვა, ტრადიციული და თანამედროვე დიზაინის შერწყმა, ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენა და პოპულარიზაცია - "ზარაფხანა" და თორნიკე სამხარაძე დასახელდა.10) ნომინაციაში - ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიები, უალტერნატიო ლიდერი ავიაინდუსტრიაში - "თამ მენეჯმენტი" და კახაბერ ჟღენტი დაჯილდოვდა.11) ნომინაციაში -მოდელების ფართო არჩევანი, მდგრადი საგარანტიო მომსახურება, ავტომობილების იმპორტში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, იმპორტი შუამავლის გარეშე - "კავკასიის ავტოიმპორტი" ალექსანდრე ვეკუა დასახელდა.12) ნომინაციაში - ბრილიანტის ინვესტორი, ქვეყნის სავიზიტო ბარათი - "კასს ლენდი" და ეკატერინე თორდია დასახელდა.13) ნომინაციაში - პროფესიონალთა გუნდი, მცირე ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - "ლიდერ კრედიტი" და მურმან მირცხულავა დაჯილდოვდა.14) ნომინაციაში -მწვანე  პროექტებით ქვეყნის სამშენებლო ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის - "ლისი დეველოპმენტი" და ზურა ფიჩხაია დასახელდა.15) ნომინაციაში - ძველი და ახალი ტრადიციების შერწყმა, ეროვნული წარმოება და მაღალი ეკოლოგიური ბიოსტანდარტი - "მარანი სევსამორა" და გიორგი გაგუა დასახელდა.16) ნომინაციაში - მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვაში შეტანილი წვლილისთვის - "მედიქალ ვორლდი" და ლევან ქობალია დაჯილდოვდა.17) ნომინაციაში - საქართველოს დესპანი მსოფლიოში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის - "მეღვინეობა ბადაგონი" და მარი გიორგაძე დასახელდა.18) ნომინაციაში - უმსხვილესი დამსაქმებელი, მომხმარებლის არჩევანი, მომსახურების ევროპული სტანდარტი - "პე ეს პე" და ვაჟა ოქრიაშვილი დასახელდა.19) ნომინაციაში - უმსხვილესი ნავთობგასამართი სადგურების ქსელი, მსოფლიოს წამყვანი ავიახაზების რჩეული, ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის - "პეტროკას ენერჯი ჯგუფი" და დავით ნაკაიძე დაჯილდოვდა.20) ნომინაციაში - ლიდერი რეპროდუქციულ მედიცინაში, პროფესიონალ ექიმთა გუნდი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „უნივერსი“ - ჯენარო ქრისტესაშვილი დასახელდა.21) ნომინაციაში - საერთაშორისო სტანდარტების ინიციატორი, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობი საიმედო და სტაბილური პარტნიორი - საინჟინრო კომპანია "იმპოსტი მეპ" და ვაკო კუვშინოვი დასახელდა.22) ნომინაციაში - ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და სახელმწიფო  ბიუჯეტში შეტანილი წვლილისთვის - "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" და ოლექსი ვილხოვოი დაჯილდოვდა.23) ნომინაციაში - უმსხვილესი დამსაქმებელი, ქვეყნის ენერგორესურსების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - "სოკარი" და ირაკლი ზუბიტაშვილი დასახელდა.24) ნომინაციაში - ეროვნული წარმოება, დარგის ლიდერი და ხარისხის გარანტი - "ქალაქური" და მურად ღოღაძე დაჯილდოვდა.25) ნომინაციაში - პროფესიონალიზმზე ორიენტირებული განათლება, განათლების საერთაშორისო სტანდარტები - "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" და ექრემ დინდაროლი დასახელდა.26) ნომინაციაში - საერთაშორისო ბაზრის ლიდერი, ინოვაციური პროდუქტები, პროფესიონალთა გუნდი - "ჯორჯიან პროდაქტს" და დავით ბარდაველიძე დაჯილდოვდა.ცნობისათვის, პროექტის მიზანია: ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს - ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.უკვე დიდი ხანია ღონისძიება საერთაშორისო სტატუსით სარგებლობს და მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე მუდმივად მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ბიზნეს რეიტინგში მონაწილეობამ, არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა წინსვლის და განვითარების უფრო დიდი პერსპექტივა.„ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს - დაჯილდოების ლოზუნგი უცვლელია: „ვაკეთოთ ის, რაც ვიცით და ვიცხოვროთ მდიდარ სახელმწიფოში“.

1656671792

"აპტოსის" და GeoPRAS-ის ორგანიზებით, თბილისში პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-16 საერთაშორისო კავკასიური კონგრესი - "კოლხიდა 2022"  ტარდება
"აპტოსის" და GeoPRAS-ის ორგანიზებით, თბილისში პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-16 საერთაშორისო კავკასიური კონგრესი - "კოლხიდა 2022"  ტარდება

1-3 ივლისს, თბილისში, პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-16 საერთაშორისო კონგრესი - "კოლხიდა 2022" ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან სახისა და სხეულის კორექციის, მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი კომპანია "აპტოსი" და საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოება – GeoPRAS.ღონისძიებას წელს 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული 600-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ონლაინ რეჟიმში დამსწრეთა რაოდენობა კი 1000-მდეა. კონგრესის ფარგლებში, ესთეტიკური მედიცინის წამყვანი, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექიმები, კომპანიები და დარგის წარმომადგენლები საკუთარ გამოცდილებასა და მიღწევებს გაააზიარებენ.ინექციური და აპარატული მიმართულებებით ესთეტიკური მედიცინის  თანამედროვე მიღწევები, ასევე, რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგიაში არსებული ინოვაციური მეთოდები და ესთეტიკურ მედიცინაში შესაძლო სხვადასხვა გართულების მართვა - კონგრესის მთავარი თემებია.ჰიბრიდული ფორმატის კონგრესის ფარგლებში, მონაწილეებს სამეცნიერო და სასწავლო სესიებზე და სემინარებზე დასწრების პარალელურად, საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი, დარგის წამყვანი ბრენდების პროდუქციის გაცნობის შესაძლებლობაც აქვთ.  R

1656666622

თიბისიმ კიბერუსაფრთხოების შესახებ ფორუმს უმასპინძლა
თიბისიმ კიბერუსაფრთხოების შესახებ ფორუმს უმასპინძლა

ჟურნალ The Economist-ის წლიური გამოცემის და კომპანია „სპექტრის“ ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით 30 ივნისს, თიბისი კონცეფტის სივრცეში გაიმართა ფორუმი „კიბერუსაფრთხოება ბიზნესისთვის“.ფორუმის მიზანი კიბერუსაფრთხოებით დაინტერესებულ პირებს შორის  საკითხის მიმართ  ცნობიერების  ამაღლება  და ინდუსტრიული ტრენდების და  საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა იყო; ასევე, 2021 წელს ძალაში შესული „კანონის ინფორმაციული უსაფრთხოების“ განხილვა.დარგის ექსპერტებმა სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ბიზნეს სექტორში გადაწყვეტილების მიმღებებთან  კიბერუსაფრთხოების სფეროს ირგვლივ არსებული აქტუალური საკითხების, ტრენდების, ახალი საფრთხეების, შესაძლებლობების და პრობლემის მოგვარების გადაჭრის გზების შესახებ დისკუსია გამართეს.პანელური დისკუსიები შემდეგ თემებზე გაიმართა - როგორ უწყობს ხელს კიბერუსაფრთხოების  ტრენდები შემოსავლების ზრდას და რისკების მინიმიზებას; ბიზნესუწყვეტობის ჩავარდნის გამო მიღებული ფინანსური და რეპუტაციური  ზარალი, როგორია ადგილობრივი და მსოფლიო  პრაქტიკა, რა არის კიბეუსაფრთხოების ყველაზე დიდი გამოწვევები.ფორუმის დასაწყისში თიბისის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ მოწვეულ სტუმრებს მაკროეკონომიკული მიმოხილვა გააცნო და ეკომინომიკურ მაჩვენებლებზე უკრაინის ომის გავლენაზე ისაუბრა. R

1656659909

მალხაზ გულაშვილი
"დღეს ყველაზე კარგად ვაჩვენეთ, რომ ქართველებს ყველაფერი შეგვიძლია" - მალხაზ გულაშვილი

მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" ბიზნეს რეიტინგის XXII გრანდიოზული, საზეიმო ცერემონიალი, საგურამოში, "სევსამორა რეზორტი და სპა"- ს კომპლექსში გაიმართა. გალა საღამოზე, ტრადიციულად, რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ბიზნესის ეროვნული ჯილდოს, გრან-პრის მფლობელი კომპანია "პეტროკას ენერჯი ჯორჯია" - ივანე ნაკაიძე გახდა.საღამოს დასასრულს, ღონისძიება შეაფასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, ბიზნეს დაჯილდოების ორგანიზატორმა, მალხაზ გულაშვილმა:"ბიზნეს დაჯილდოების ღონისძიების მნიშვნელობა ფასდაუდებელია, ვინაიდან აქ თავს იყრიან  ბიზნესმენები, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს ქვეყანაში, ქმნიან დოვლათს, საექსპორტო პოტენციალს, შეაქვთ ბიუჯეტში დიდი რაოდენობით თანხა,  იღებენ სოციალურ პასუხისმგებლობას და ა.შ. ამ ღონისძიებით კი, მათი წახალისება ხდება, რათა უფრო მეტად იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა.დღევანდელი დღის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ მთავრობის, მედიისა და დიპლომატების თავმოყრა, რათა ყველამ ერთად, ბიზნესის განვითარებას მხარი დაუჭირონ.რაც შეეხება იმას, თუ რით გამოირჩეოდა დღევანდელი ბიზნეს რეიტინგი გასულ წლებში ჩატარებული დაჯილდოებებისგან, ვფიქრობ, დღეს ყველაზე კარგად ვაჩვენეთ, რომ ქართველებს ყველაფერი შეგვიძლია და აუცილებლად გავაკეთებთ უკეთესად, ვიდრე ამას სხვა ქვეყნები გააკეთებდნენ. დიახ, ბიზნესს ნებისმიერ ქვეყანაზე უკეთ გავაკეთებთ, რადგან ეს საქმე  ვიცით და მომავალიც ჩვენია. სწორედ ეს არის ევროკავშირისკენ გზის საფუძველიც", - განაცხადა მალხაზ გულაშვილმა.განხორციელებული პროექტის მიზანია: ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს - ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.უკვე დიდი ხანია, ღონისძიება საერთაშორისო სტატუსით სარგებლობს და მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე მუდმივად მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ბიზნეს რეიტინგში მონაწილეობამ, არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა წინსვლის და განვითარების უფრო დიდი პერსპექტივა.

1656594229

დაჯილდოვება
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაში მონაწილე კომპანიები სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს  რეიტინგის XXII გრანდიოზული, საზეიმო ცერემონიალი, საგურამოში, „სევსამორა რეზორტი და სპა“- ს კომპლექსში გაიმართა. გალა საღამოზე, ტრადიციულად, რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ბიზნესის ეროვნული ჯილდოს, გრან-პრის მფლობელი კომპანია "პეტროკას ენერჯი ჯორჯია" - ივანე ნაკაიძე გახდა.ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ, "ზარაფხანას" მიერ შექმნილი უნიკალური კომპოზიციებით, სამკერდე ოქროს ლომებით დაჯილდოვდნენ.1) ნომინაციაში - ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, დასაქმებაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს ეკონომიკის მტკიცე საყრდენი  - "ავერსი" და პაატა კურტანიძე დასახელდა.2) ნომინაციაში - უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი, მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, რეგიონში  უმსხვილესი დამსაქმებელი - "არემჯი"  და გიორგი ჩხეიძე დასახელდა.3) ნომინაციაში - ძველი ტრადიციების თანამედროვე გაგრძელება, წარმატებული ქართული ბრენდი საერთაშორისო ბაზრებზე - "ასკანელი ძმები" და ირაკლი უგლავა დასახელდა.4) ნომინაციაში - ხარისხის გარანტი, დასავლური ტიპის მომსახურება, მსხვილი დამსაქმებელი - "გალფი" და ქრეიგ კრამერი დასახელდა.5) ნომინაციაში - მომხმარებლის არჩევანი, მაღალტექნოლოგიური საწარმო, ქართული ნედლეულის უცხოური სტანდარტი - "დანქინი"  და სოსო ფხაკაძე დაჯილდოვდა.6) ნომინაციაში - ქართული გემოს მრავალფეროვნება, მაღალტექნოლოგიური წარმოებ, საექსპორტო ბაზრის ლიდერი - "დუგლაძეების ღვინის კომპანია და  ბესო თევდორაშვილი დასახელდა.7) ნომინაციაში - პროფესიონალთა გუნდი, თანამედროვე და ინოვაციური ვაგონების წარმოებაში შეტანილი წვლილისთვის - "ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი" და ბადრი წილოსანი დასახელდა.8)  ნომინაციაში - მაღალტექნოლოგიური ლოჯისტიკური ჰაბი, წლის წარმატებული ინვესტიცია - "ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი" და მამუკა მურჯიკნელი დაჯილდოვდა.9) ნომინაციაში - მდგრადი წარმოების პრინციპების დაცვა, ტრადიციული და თანამედროვე დიზაინის შერწყმა, ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენა და პოპულარიზაცია - "ზარაფხანა" და თორნიკე სამხარაძე დასახელდა.10) ნომინაციაში - ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიები, უალტერნატიო ლიდერი ავიაინდუსტრიაში - "თამ მენეჯმენტი" და კახაბერ ჟღენტი დაჯილდოვდა.11) ნომინაციაში -მოდელების ფართო არჩევანი, მდგრადი საგარანტიო მომსახურება, ავტომობილების იმპორტში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, იმპორტი შუამავლის გარეშე - "კავკასიის ავტოიმპორტი" ალექსანდრე ვეკუა დასახელდა.12) ნომინაციაში - ბრილიანტის ინვესტორი, ქვეყნის სავიზიტო ბარათი - "კასს ლენდი" და ეკატერინე თორდია დასახელდა.13) ნომინაციაში - პროფესიონალთა გუნდი, მცირე ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - "ლიდერ კრედიტი" და მურმან მირცხულავა დაჯილდოვდა.14) ნომინაციაში -მწვანე  პროექტებით ქვეყნის სამშენებლო ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის - "ლისი დეველოპმენტი" და ზურა ფიჩხაია დასახელდა.15) ნომინაციაში - ძველი და ახალი ტრადიციების შერწყმა, ეროვნული წარმოება და მაღალი ეკოლოგიური ბიოსტანდარტი - "მარანი სევსამორა" და გიორგი გაგუა დასახელდა.16) ნომინაციაში - მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვაში შეტანილი წვლილისთვის - "მედიქალ ვორლდი" და ლევან ქობალია დაჯილდოვდა.17) ნომინაციაში - საქართველოს დესპანი მსოფლიოში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის - "მეღვინეობა ბადაგონი" და მარი გიორგაძე დასახელდა.18) ნომინაციაში - უმსხვილესი დამსაქმებელი, მომხმარებლის არჩევანი, მომსახურების ევროპული სტანდარტი - "პე ეს პე" და ვაჟა ოქრიაშვილი დასახელდა.19) ნომინაციაში - უმსხვილესი ნავთობგასამართი სადგურების ქსელი, მსოფლიოს წამყვანი ავიახაზების რჩეული, ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის - "პეტროკას ენერჯი ჯგუფი" და დავით ნაკაიძე დაჯილდოვდა.20) ნომინაციაში - ლიდერი რეპროდუქციულ მედიცინაში, პროფესიონალ ექიმთა გუნდი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „უნივერსი“ - ჯენარო ქრისტესაშვილი დასახელდა.21) ნომინაციაში - საერთაშორისო სტანდარტების ინიციატორი, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობის საიმედო და სტაბილური პარტნიორი - საინჟინრო კომპანია "იმპოსტი მეპ" და ვაკო კუვშინოვი დასახელდა.22) ნომინაციაში - ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და სახელმწიფო  ბიუჯეტში შეტანილი წვლილისთვის - "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" და ოლექსი ვილხოვოი დაჯილდოვდა.23) ნომინაციაში - უმსხვილესი დამსაქმებელი, ქვეყნის ენერგორესურსების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - "სოკარი" და ირაკლი ზუბიტაშვილი დასახელდა.24) ნომინაციაში - ეროვნული წარმოება, დარგის ლიდერი და ხარისხის გარანტი - "ქალაქური" და მურად ღოღაძე დაჯილდოვდა.25) ნომინაციაში - პროფესიონალიზმზე ორიენტირებული განათლება, განათლების საერთაშორისო სტანდარტები -"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" და ექრემ დინდაროლი დასახელდა.26) ნომინაციაში - საერთაშორისო ბაზრის ლიდერი, ინოვაციური პროდუქტები, პროფესიონალთა გუნდი - "ჯორჯიან პროდაქტს" და დავით ბარდაველიძე დაჯილდოვდა.ცნობისათვის, პროექტის მიზანია: ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს - ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.უკვე დიდი ხანია ღონისძიება საერთაშორისო სტატუსით სარგებლობს და მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე მუდმივად მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ბიზნეს რეიტინგში მონაწილეობამ, არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა წინსვლის და განვითარების უფრო დიდი პერსპექტივა.

1656592840

"არემჯის" ბიზნესის ეროვნული ჯილდო რეგიონში დასაქმების ხელშეწყობისა და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის გადაეცა
კომპანია "არემჯი" რეგიონში უმსხვილესი დამსაქმებელისა და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის დაჯილდოვდა

მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" ბიზნეს რეიტინგის XXII დაჯილდოებაზე ტრადიციულად, ექსპერტების მიერ შერჩეული წლის საუკეთესო კომპანიები დასახელდა.საზეიმო ცერემონიალზე, კომპანია "არემჯის" ჯილდოები ორ ნომინაციაში, - რეგიონში უმსხვილესი დამსაქმებელისა და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის გადაეცა.კომპანიას ასევე გარდამავალი ჯილდო, მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის გადაეცა. ჟურნალისტების რჩეული "მისტერ შარმი" და მედიის რჩეული ბიზნესიც "არემჯი" - ალექსანდრე დევიძე გახდა."არემჯი" საქართველოში უკვე მეათე წელია, რაც ოპერირებს. ჩვენ ვართ ქართული სამთო საქმის ლიდერი, რომელიც დღეს უკვე 3700-მდე ადამიანს და კომპანიასთან დაკავშირებულ 100-ზე მეტ კონტრაქტორ კომპანიას აერთიანებს. 2020 წლიდან დღემდე, ორი რთული, პანდემიური წლის მიუხედავად, კომპანიაში 740 ახალი თანამშრომელი დასაქმდა, რაც რეგიონის ეკონომიკის გაძლიერებას და მის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. დასაქმების ხელშეწყობასთან ერთად, გარემოს დაცვა ჩვენი კომპანიისთვის ერთდროულად მთავარი გამოწვევა და პრიორიტეტია. სამთო საქმიანობისას გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე დასაყვანად და საუკეთესო ბალანსის უზრუნველსაყოფად, "არემჯი" 2018 წლიდან გარემოსდაცვით პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებში განსაზღვრული 100-მდე გარემოსდაცვითი პროექტი თუ შემარბილებელი ღონისძიება უკვე შესრულებულია," - განაცხადა "არემჯის" დირექტორის მოადგილემ HR საკითხებში, გიორგი ჩხეიძემ.ცნობისათვის, ბიზნეს რეიტინგის XXII დაჯილდოებაზე, რომელიც ქალაქ თბილისის მერიისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით ტარდება, 26 საუკეთესო კომპანია და ბიზნესმენი გამოვლინდა. ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანია ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა და დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს - ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.

1656584159

XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე ბიზნესის რჩეული მედიები და მედიის რჩეული კომპანიები გამოვლინდნენ
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე ბიზნესის რჩეული მედიები და მედიის რჩეული კომპანიები გამოვლინდნენ

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს - რეიტინგის XXII  გრანდიოზული, საზეიმო ცერემონიალი, საგურამოში, „სევსამორა რეზორტი და სპა“- ს კომპლექსში გაიმართა. გალა საღამოზე, ტრადიციულად, რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ბიზნესის ეროვნული ჯილდოს, გრან-პრის მფლობელი კომპანია "პეტროკას ენერჯი ჯორჯია" - ივანე ნაკაიძე გახდა.ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ, "ზარაფხანას" მიერ შექმნილი უნიკალური კომპოზიციებით, სამკერდე ოქროს ლომებით დაჯილდოვდნენ.ღონისძიებაზე  ტელე-რადიო კომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემების წამყვანებმა საკუთარი რჩეული კომპანიები დაასახელეს.გადაცემა "კაპიტალის" ჯილდო, კომპანია "ავტობანს" - ბაკურ ხუნდაძეს გადაეცა, ხოლო გადაცემა  "ტელეგრამის" რჩეული კომპანია კი, "კასს ლენდი" გახდა.ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოებაზე, ჟურნალისტების რჩეული "მისტერ შარმი" და მედიის რჩეული ბიზნესი "არემჯი" - ალექსანდრე დევიძე გახდა. ბიზნესმა კი, რჩეულ მედიად "საზოგადოებრივი მაუწყებელი" დაასახელა.ასევე, GT Radio- მ განსაკუთრებული პრიზი რადიოჰოლდინგ "ფორტუნას" გადასცა.ინფორმაციისთვის, ბიზნეს რეიტინგის პროექტის მიზანია:  ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს - ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.უკვე დიდი ხანია ღონისძიება საერთაშორისო სტატუსით სარგებლობს და მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე მუდმივად მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ბიზნეს რეიტინგში მონაწილეობამ, არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა წინსვლის და განვითარების უფრო დიდი პერსპექტივა.

1656580880