კადიროვი
"ექვს წამში გაჩვენებთ, რა შეგვიძლია!" - კადიროვი პოლონეთს რუსეთის ელჩისთვის წითელი საღებავის შესხმის გამო ბოდიშის მოხდას სთხოვს

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი პოლონეთს რუსეთის ელჩისთვის წითელი საღებავის შესხმის გამო ბოდიშის მოხდას სთხოვს.რამზან კადიროვი შესაბამისი მოთხოვნის შესახებ "ტელეგრაფზე" გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს."უკრაინა დახურული საკითხია. მე მაინტერესებს პოლონეთი. რას აპირებს პოლონეთი? უკრაინის შემდეგ თუ გუნდი იქნება, ექვს წამში გაჩვენებთ, რა შეგვიძლია. სჯობს წაიღოთ თქვენი იარაღი და დაქირავებულები. ჩვენი ელჩის გამო ოფიციალურ ბოდიშს ვითხოვთ. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ, გაითვალისწინეთ," - ამბობს რამზან კადიროვი.შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, რუსეთის ელჩს სერგეი ანდრეევს ვარშავაში წითელი საღებავი შეასხეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ის მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულების მემორიალს ყვავილებით ამკობდა.  

1653508320

თინათინ ხიდაშელი ირაკლი კობახიძე
"ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა" - თინა ხიდაშელი

ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა – უსუფაშვილმა გადაარჩინა მაშინ, მაგრამ დღეს ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს თინა ხიდაშელი - საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი"პალიტრანიუსი“ - გადაცემა "360 გრადუსი" 

1653505506

22/03/2022
"არ ვიცი, სინდისის წინაშე თავის გამართლებას როგორ შეძლებს" - მსოფლიო პატრიარქი რუსეთის პატრიარქ კირილზე

"არ ვიცი, როგორ უნდა იმართლოს თავი სინდისის წინაშე," - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეოსმა ბერძნულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.ამასთან, როგორც მსოფლიო პატრიარქმა ინტერვიუში განაცხადა, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერის გამო, მართლმადიდებელ ქრისტიანებს იმედები გაუცრუა."ყველა ეკლესიისთვის უკრაინაში ომისა და ძალადობის არდაგმობა შეუძლებელი იყო, რუსეთის ეკლესიამ კი იმედები გაგვიცრუა. მე არ მინდა, რომ რუსეთის ეკლესია და პატრიარქი კირილე ამ გამონაკლისში შედიოდნენ. მე არ ვიცი, სინდისის წინაშე თავის გამართლებას როგორ შეძლებს. ველოდებოდი, რომ ძმა კირილე კრიტიკულ ვითარებაში სიმტკიცეს გამოიჩენდა და თუ საჭირო იქნებოდა, თავის ტახტს მსხვერპლად გაიღებდა და პუტინს ეტყოდა: ბატონო პრეზიდენტო, ვერ დაგეთანხმებით და უნდა გადავდგე"," - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.

1653504783

ევროკომისია
"როიტერსი" - ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

სააგენტო "როიტერსის" ინფორმაციით, ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს. როგორც აღნიშნული სააგენტო ევროკომისიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, ზემოხსენებული ნაბიჯი წევრი ქვეყნების მთავრობებს საშუალებას მისცემს აქტივები ჩამოართვან იმ კომპანიებსა და კერძო პირებს, რომლებიც მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს დაარღვევენ.მათივე ცნობით, ევროკომისიის ინიციატივის მიზანია, რომ წევრი ქვეყნების მიდგომა გახდეს ერთიანი და სანქციების დარღვევა სერიოზულ დანაშაულად ჩაითვალოს ევროკავშირის წევრ 27-ვე ქვეყანაში."ამ შეთავაზების ამოცანაა, უზრუნველყოფილი იყოს, სანქციების დამრღვევი კერძო პირებისა და კომპანიებისთვის აქტივების ჩამორთმევის ეფექტური შესაძლებლობა", - წერია ევროკომისიის განცხადებაში.რაც შეეხება, იუსტიციის საკითხებში ევროკომისრის, დიდიე რეინდერსის განცხადებას, მისი თქმით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევა დანაშაულად ამჟამად მხოლოდ 12 წევრ ქვეყანაში ითვლება. 13 ქვეყანაში მსგავსი დარღვევა სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ დანაშაულად ითვლება. 2-ში კი ამ დარღვევას ადმინისტრაციულ დანაშაულად თვლიან.ამასთან, რეინდერსის განცხადებით, ევროკომისიის წინადადება მიზნად ისახავს ამ მიდგომის გაერთიანებას, რათა სანქციების თავიდან აცილება სერიოზულ დანაშაულად იქცეს ბლოკის 27-ივე წევრ ქვეყანაში.

1653504456

25/05/2022
[ვიდეო] "ნაცმოძრაობის" დასაშლელად ლიდერებს ვაჟკაცობა არ ეყოთ" - ლევან მამალაძე

"ნაციონალური მოძრაობის" დასაშლელად ლიდერებს ვაჟკაცობა არ ეყოთ. რაღაც ძველს არიან ჩამოკიდებული. ისინი ჩარჩნენ და ჰგონიათ, რომ ისევ ხელისუფლებაში არიან. ასევე, ჰგონიათ, რომ ისევ აკონტროლებენ სიტუაციას. ვერ მიხვდნენ და ვერ გაიაზრეს ის, რომ ისინი სახელმწიფოს ებრძვიან ლევან მამალაძე - ყოფილი მაღალჩინოსანი"ჯორჯიან თაიმსი" - გადაცემა "რეალური პოლიტიკა"

1653503943

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
"უკრაინა გმობს ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსული პასპორტების გამარტივებული წესით მიღების შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას" - უკრაინის საგარეო უწყება

"უკრაინა გმობს ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსული პასპორტების გამარტივებული წესით მიღების შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას," - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.როგორც "ბიბისი" წერს, უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ  იძულებით პასპორტიზაცია მორიგი მტკიცებულებაა უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებრივი მიზნებისთვის, მიიტაცოს უკრაინის ტერიტორიები შემდგომში მათი ოკუპაციისა და რუსეთის სამართლებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ველში ინტეგრაციისთვის."ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში უკანონო პასპორტიზაცია, ისევე როგორც ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილში, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევაა. ასევე წარმოადგენს, რუსეთის როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს ვალდებულებების – ჰააგის 1907 კონვენციის 45-ე მუხლისა და ომის დროს, სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ 1949 წლის კონვენციის 47-ე მუხლის დარღვევას. რუსეთის პრეზიდენტის დადგენილება იურიდიულად ბათილია და სამართლებრივი შედეგები არ ექნება“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1653503616

25/05/2022
[ვიდეო] "მე რომ სააკაშვილის ციხეში მოვხვედრილიყავი, იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდი" - ლევან მამალაძე

"მე რომ სააკაშვილის ციხეში მოვხვედრილიყავი, იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდი," - ამის შესახებ ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ლევან მამალაძემ "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "რეალური პოლიტიკა" სტუმრობისას განაცხადა.როგორც მამალაძემ გადაცემაში განაცხადა, წინა ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემა პროკურატურის გადაწყვეტილების მიხედვით მუშაობდა. "ჩემი საქმის მასალები, რომ ნახოთ იქ გარკვევით დაინახავთ, რომ პროკურატურას რაც დასკვნაში ეწერა, იგივე რამ ეწერა სასამართლოსაც. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სიტყვა-სიტყვით იყო გადმოტანილი ის, რაც პროკურატურას სურდა. ანუ, მაშინ პროკურატურა უბრალოდ წერდა, ხოლო სასამართლო აფორმებდა. რა თქმა უნდა, ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე გამოჰქონდათ განაჩენი. ეს ნამდვილად იყო "ნაცმოძრაობის" სასამართლოში," - განაცხადა ლევან მამალაძემ.ამასთან, მამალაძის განცხადებით, სასამართლო სისტემაში ცალკეული პრობლემები დღესაც არსებობს. მისი თქმით, სასამართლო სისტემაში პრობლემებს ის ხალხი წარმოადგენს, რომლებიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კვლავ თანამდებობაზე დარჩნენ."ახლა, რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო სისტემას... პრობლემები მართლაც არსებობს, რადგან ხალხი არ შეცვლილა. მაგალითად, ვინც მე განაჩენი გამომიტანა და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამამწესა, ის პიროვნება ისევ იმ თანამდებობაზეა, რომელზეც მაშინ იმყოფებოდა. ხოლო, ვინც მე გამანთავისუფლა, გვერდით ოთახში უზის. აქედან გამომდინარე, წარმოიდგინეთ, როგორი ვითარებაა... აი, მსგავსი პრობლემები სამწუხაროდ ქართულ სასამართლო სისტემაში გვაქვს და ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროდ," - განაცხადა ლევან მამალაძემ. 

1653503037

25/05/2022
ისრაელის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

"მოხარული ვარ მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღეს ისრაელის პრეზიდენტის სასახლიდან," - ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტი ისააკ (ბუჟი) ჰერცოგი იმ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომლითაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.ისრაელის პრეზიდენტის ვიდეომიმართვას "ფეისბუკ" გვერდზე საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია ავრცელებს.„ჩემო მეგობარო პატივცემულო ელჩო, ძვირფასო ლაშა, მეგობარო. მოხარული ვარ მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღეს ისრაელის პრეზიდენტის სასახლიდან. ჩვენს სახელმწიფოებს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებთ. ეს არის თბილი, სტაბილური კავშირი, რომელიც სხვადასხვა დარგში საამაყო პარტნიორობას მოიცავს. ეს არ არის მხოლოდ მთავრობებსა და პარლამენტებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები, ეს არს ახლო პირადი ურთიერთობების მთელი წყობა კულტურებსა და ხალხებს შორის. ათასწლოვანი წარსულით და, რა თქმა უნდა, საქართველოში ებრაული თემს ცხოვრების არაჩვეულებრივი ისტორია.ისრაელი და საქართველო ჰგვანან ერთმანეთს და ახლოს არიან ერთმანეთთან - ჩვენი ორი ქვეყანა გზაჯვარედინებზეა განლაგებული - გეოგრაფიულ გზებზე, რომლებიც იშლებიან კონტინენტების, მთებსა და მდინარეებს შორის და უფრო მეტიც - რელიგიურ, კულტურულ და ისტორიის გზაჯვარედინებზე. ძველსა და ახალს შორის, მემკვიდრეობასა და განახლებას შორის.ჩვენს ხალხებს შორს არნახულად კარგი და ემოციური გადაკვეთა პრეზიდენტების სასახლიდან არც ისე შორს, ჯვრის ველზე, ჯვრის მონასტერში შედგა, როდესაც საქართველოს ცნობილი პოეტი შოთა რუსთაველი, რომლის პოემის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მოვიდა იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში, რომელიც აქ, ისრაელს პრეზიდენტების სასახლესთან ახლოს მდებარეობს. შოთა რუსთაველისა და წმინდა მიწის ერთმანეთთან შეხვედრის შედეგი ყოველი ჩვენგანისთვის ცნობილია „ვეფხისტყაოსნით“. შესანიშნავი პოემა, ხელოვნების ნიმუში და მთელი მსოფლიოს კულტურული მონაპოვარი შეიქმნა აქ, ამ მიწაზე. ისე, რომ გზაჯვარედინისკენ მომავალმა ერთმა მოსახვევმა ასე მოიყვანა გამორჩეული ქართველი პოეტი ისრაელში და მსოფლიო კულტურა განსაცვიფრებელ სიმაღლეებზე.ჩვენ დღესაც ვართ გზაჯვარედინებზე და ამჯერად ჩვენი ორი ერი ერთად მიუყვება გზას საერთო ბილიკზე. ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებმა ფესვები გაიდგა და ბევრი შედეგი გამოიღო. მათ შორის თითქმის 3000-წლიანი საერთო ისტორია, ქართველების არაჩვეულებრივი თემი ისრაელში, და როგორც უკვე ვახსენე, ებრაელთა წარმატებული თემი საქართველოში.მრავალფეროვან ტურიზმთან ერთად, კულტურის, ეკონომიკის და ბევრ სხვა სფეროში თანამშრომლობასთან ერთად, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელმძღვანელობას და განსაკუთრებით თქვენ, საქართველოს ელჩო ლაშა ჟვანია, მხარდაჭერისთვის და რეაგირებისთვის ყველა მგრძნობიარე საკითხში.ჩვენ ვთხოვთ და გვაქვს იმედი, რომ თანამშრომლობა გაფართოვდება სხვა სფეროებში, როგორიცაა საქართველოს კულტურული ცენტრის გახსნა იერუსალიმში. და მე სიხარულით ელოდები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოსალოდნელ ვიზიტს, რომელიც ჩემი პირადი მეგობარია, ვისაც მრავალი წელია იცნობ და დიდ პატივს ვცემ. ვლოცულობ, რომ ჩვენი საერთო გზა გაგრძელდება, განვითარდება და წარმატებული იქნება. ეს არის პარტნიორობა, რომელიც შეცვლის მომავალს, რომელშიც ჩვენი შვილები და მომავალი თაობები ამისთვის მადლობას გადაგვიხდიან“, - აცხადებს ისრაელის პრეზიდენტი.

1653502171

დმიტრო კულება
"ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ნატო, როგორც ინსტიტუტი, ფაქტობრივად არაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად" - დმიტრო კულება

"ნატო, როგორც ინსტიტუტი, ფაქტობრივად არაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად რუსეთის მიერ დაწყებულ ომში," - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.მისივე განცხადებით, ნატოს მოკავშირე ქვეყნები უკრაინას ომის დაწყების პირველ პერიოდში უფრო უწევდა დახმარებას, ვიდრე დღეს."ჩემი თვალსაზრისი ძალიან მარტივია: ჩვენ ვხედავთ [ნატოს] მოკავშირეებს, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას. ჩვენ ვხედავთ, რომ ნატოს მოკავშირეების ჯგუფი გვეხმარება. თუმცა, ომის დასაწყისში (ეს იყო საზოგადოების განწყობა), უკრაინელ ხალხს სჯეროდა, რომ ნატო ძლიერი ძალა იყო და ევროკავშირს შეეძლო მხოლოდ განსხვავებული დონის შეშფოთების გამოხატვა, მაგრამ ომი ყოველთვის გამოცდაა, რომელიც ნიღაბს ხსნის და ჩვენ ყველამ დავინახეთ რეალური სახეები.ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის მიერ მიღებული რევოლუციური ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებასაც თავად არ ელოდნენ, და ჩვენ ვხედავთ ნატოს, როგორც ალიანსს, ინსტიტუტს, რომელიც ფაქტობრივად არაფერს აკეთებს. ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს," - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

1653500784

24/05/2022
[ვიდეო] "ბლინკენის წერილი იყო "ყვითელი ბარათი" საქართველოს ხელისუფლებისთვის" - მირიან მირიანაშვილი

მირიან მირიანაშვილი "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "რეალური პოლიტიკა" ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილისთვის გამოგზავნილ წერილს აფასებს.როგორც მირიანაშვილი ამბობს, აღნიშნული წერილი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის "ყვითელი ბარათია.""აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წერილს შევაფასებდი ისე როგორ ეს არის... ვფიქრობ, რომ ენტონი ბლინკენის წერილი იყო ყვითელი ბარათი საქართველოს ხელისუფლებისთვის და მთლიანად ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის," - განაცხადა მირიან მირიანაშვილმა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილისთვის გამოგზავნილ წერილში ქვეყნის ხელისუფლებას უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ენტონი ბლინკენის განცხადებით, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიომ პასუხობს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ რუსეთის არაპროვოცირებულ ომს, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის დასახმარებლად და ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის, რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.იხ: ვიდეო: 

1653499478

25/05/2022
[ვიდეო] "საქართველო გამოუვალ სიტუაციაში იმიტომ აღმოჩნდა, რომ ყველა ხელისუფლებამ ეს ქვეყანა თავის თავზე მოირგო" - გიორგი ფოფხაძე

"საქართველო გამოუვალ სიტუაციაში იმიტომ აღმოჩნდა, რომ ყველა ხელისუფლებამ ეს ქვეყანა თავის თავზე მოირგო," - ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "რეალური პოლიტიკა" საუბრისას განაცხადა. მისივე განცხადებით, ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა სხვადასხვა პარტიამ სახელმწიფო სისტემის შექმნა თავის დროზე არ დაიწყეს. "ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ჩვენ სახელმწიფო სისტემის შექმნა არ დავიწყეთ. ფაქტობრივად, ზვიად გამსახურდიას შემდეგ ვინც ხელისუფლებაში მოვიდა, ყველამ ეს ქვეყანა საკუთარი პარტიის ხასიათში მოირგო. სამწუხაროდ, დღევანდელობაშიც ასე ვართ. უფრო მეტად თუ ნაკლებად ამაზე კამათი შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ სახელმწიფო სისტემა ჩამოყალიბებული არ გვაქვს. აი, ეს არის მთავარი შეცდომა, რომელიც 30 წელი გასდევს ჩვენს ისტორიას. მოვიდა შევარდნაძე და ქვეყანა მოქალაქეთა კავშირს მოარგო, მოვიდა მიშა და ქვეყანა "ნაციონალურ მოძრაობაზე" მოარგო. ამიტომ, დღეს ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. მესმის, რომ ზვიად გამსახურდიას არ დასცალდა, მაგრამ იქ კიდევ სხვა ფაქტორია. ანუ, მაშინ ჯერ კიდევ გამოუცდელები ვიყავით და სახელმწიფოებრიობის შეგრძნებას მაშინ ვიწყებდით. დღეის გადმოსახედიდა კი მიმაჩნია, რომ საქართველო გამოუვალ სიტუაციაში იმიტომ აღმოჩნდა, რომ ყველა ხელისუფლებამ ეს ქვეყანა თავის თავზე მოირგო," - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.იხ: ვიდეო: 

1653498891

03/03/2022
"საქართველოს ომში შეთრევის მსურველები ამბიონზეც კი უვარდებიან იერარქებს" - ანდრია ჯაღმაიძე

"საქართველოს ომში შეთრევის მსურველები ამბიონზეც კი უვარდებიან იერარქებს," - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს."ხშირად სხვის შეცდომებს, თუ უპასუხისმგებლობებს, სხვისი შვილები იმკიან. საკითხი მხოლოდ პოლიტიკური რომ ყოფილიყო ამ თემას არ შევეხებოდი, თუმცა ცხადი ხდება, რომ დღეისათვის საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ და ამბიონზეც კი უვარდებიან იერარქებს, (ზოგჯერ იერარქებიც) ქვეყანაში მშვიდობის მსურველებს. არ მოიწონეს მეუფე შიოს ქადაგებაში ის, რომ მან არ მოიწონა ქვეყნის ომში ჩათრევის კურსი, და მოიწონა ქვეყნის მშვიდობიანი კურსი. მან თქვა, რომ მშვიდობიანი კურსი ნიშნავს აფხაზებთან და ოსებთან სიყვარულზე აგებულ ურთიერთობას და არ ეთანხმება, ძმებთან ახალი სისხლისღვრისკენ რაიმე სახის მოწოდებას. აი ეს არ მოიწონეს ტრენდს აყოლილებმა. "ღვთისმოყვარენი აღივსებიან ყოველგვარი კეთილი აზრით და ცათა მსურველნი ამ ცხოვრებას მოიძაგებენ, მაგრამ ამგვარნი არ მოსწონთ მრავალთ, ისევე როგორც არც თვით ამათ მოსწონთ მრავალნი". ანტონი დიდი," - წერს ანდრია ჯაღმაიძე. 

1653497784