17-07-2021, 14:14
287

სომხეთი-საქართველო-აზერბაიჯანი-რუსეთის რკინიგზის აღდგენაზე ბაქო უარს აცხადებს - ფაშინიანი

სომხეთი-საქართველო-აზერბაიჯანი-რუსეთის რკინიგზის აღდგენაზე ბაქო უარს აცხადებს - ფაშინიანი

"ბაქო გეგმავს ახალი სამხედრო შეტაკებების პროვოცირებას მთიანი ყარაბაღის რეგიონსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე,"- ამის შესახებ განცხადება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.  ფაშინიანმა სომხეთისთვის დერეფნის გახსნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერევანი მზადაა სომხეთი-საქართველო-აზერბაიჯანი-რუსეთის რკინიგზის დასაწყებად, თუმცა ბაქო უარს აცხადებს.


„სომხეთი მთიანი ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადაა, მაგრამ აზერბაიჯანმა ამ მზადყოფნის საპასუხოდ არანაირი რეაგირება არ მოახდინა და არაოფიციალური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, ბაქო გეგმავს ახალი სამხედრო შეტაკებების პროვოცირებას მთიანი ყარაბაღის რეგიონსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე". - განაცხადა ფაშინიანმა.




მსგავსი სიახლეები