17-07-2021, 10:41
55

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ერევანშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ერევანშია

საქართველოში ჩამოსვლამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვია. მიშელი შეხვედრას გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანთან და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან


სომხეთიდან ევროსაბჭოს პრეზიდენტი აზერბაიჯანში, შემდეგ კი საქართველოში ჩამოვა. შარლ მიშელი ბათუმში, 19 ივლისს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. 19 ივლისს შარლ მიშელი სიტყვით გამოვა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე.




მსგავსი სიახლეები