17-07-2021, 10:06
72

ოლიმპიურ სოფელში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ოლიმპიურ სოფელში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ოლიმპიურ სოფელში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.


COVID-19-ზე დადებითი ტესტი ჩააბარა უცხოური ნაკრების წევრმა, მაგრამ ის სპორტსმენი არ არის. - ინფორმაციას სააგენტო NHK ავრცელებს. 

სხვა ინფორმაცია ინფიცირებულის შესახებ არ ვრცელდება. 

მანამდე კორონავირუსი ნიგერიის ოლიმპიური ნაკრების დელეგაციის წევრს იაპონიაში ჩასვლის შემდეგ დაუდასტურდა. ის ტოკიოს ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს.

ცნობისათვის, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება. კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, ტოკიოს ოლიმპიადა ყველა სპორტულ ობიექტზე მაყურებლების გარეშე ჩაივლის. ოლიმპიადამდე ორი კვირით ადრე, ტოკიოში, შესაძლოა, საგანგებო რეჟიმი შემოიღო. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გაუქმებაზე პეტიციაც შემუშავდა. თუმცა ამ ეტაპზე მისი გაუქმება არ იგეგმება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს. 








მსგავსი სიახლეები