22-06-2021, 15:45
183

უკრაინის მაგალითზე ჩანს, სადამდე მიგვიყვანა აგრესიულმა პოლიტიკამ – ვლადიმერ პუტინი

უკრაინის მაგალითზე ჩანს, სადამდე მიგვიყვანა  აგრესიულმა პოლიტიკამ –  ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ნატო-ს გაფართოებამ ფაქტობრივად დაასამარა იმედი, რომ ევროპა იქნებოდა გამყოფი ხაზების გარეშე. "ევროპაში უნდობლობის ზრდის მთავარი მიზეზი ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებაა" - განაცხადა პუტინმა. 




„ნატო-ს გადაადგილება აღმოსავლეთით დაიწყო იმით, რომ საბჭოთა მთავრობამ ფაქტობრივად დაარწმუნა გაერთიანებული გერმანია, გაწევრიანებულიყო ნატო-
ში. სწორედ ამით დაიწყო ევროპაში უნდობლობის სწრაფი ზრდა“, – განაცხადა რფ-ის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, „ბევრი ქვეყანა ევროპაში ხელოვნური არჩევნის წინაშე დააყენეს – ყოფილიყვნენ კოლექტიურ დასაველთთან ან რუსეთთან“. „ფაქტობრივად, ეს იყო ულტიმატუმი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

„უკრაინის მაგალითზე ჩანს, სადამდე მიგვიყვანა ასეთმა აგრესიულმა პოლიტიკამ“, – განაცხადა პუტინმა.




მსგავსი სიახლეები