21-06-2021, 14:16
65

"სპუტნიკს" მოსკოვში მოზარდებზე გამოცდიან

"სპუტნიკს" მოსკოვში მოზარდებზე გამოცდიან

მოსკოვის  სამედიცინო დაწესებულებებში ივლისიდან  12-17 წლის  მოზარდებისათვის "სპუტნიკით" ვაქცინაციის პროცესის  გამოკვლევა დაიწყება. ამის შესახებ "ინტერფაქსი" მოსკოვის მერის მოადგილეზე დაყრდნობით იტყობინება.


გამოკვლევები  სამ ეტაპად  ჩატარდება. პირველ  ორ  ფაზაში მონაწილეობას  100 ადამიანი მიიღებს,  მესამე ეტაპზე კი 250. მოზარდებზეც გამოყენებული 
იქნება იგივე პრეპარატი, რაც გამოიყენება  მოზრდილების შემთხვევაში, მხოლოდ ნაკლები დოზირებით. 


გამოკვლევებში მონაწილეობას მიიღებენ ის  მოზარდები, რომლებსაც  არ აქვთ გადატანილი კორონავირუსი და  არ აქვთ უკუჩვენებები. აცრის წინ  მონაწილეები გაივლიან სამედიცინო  შემოწმებას.  აცრილებზე დაკვირვებას კი,  1 წლის განმავლობაში  განახორციელებენ. 


ამ დრომდე ვაქცინის ეფექტურობის  ამსახველ გამოკვლევებში მონაწილეობის მოღება შეეძლოთ რუსეთის  სრულწლოვან მოქალაქეებს. 




მსგავსი სიახლეები