21-06-2021, 13:55
82

ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის წინააღმდეგ სანქციები გააგრძელა

ევროკავშირმა ყირიმის  ანექსიის წინააღმდეგ  სანქციები  გააგრძელა

ევროკავშირმა 1 წლით გაახანგრძლივა ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის  გამო  2014 წელს დაწესებული  სანქციები.  ამის შესახებ "დოჟდი" წერს. 

სანქციები უკრძალავს  ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს  ყირიმიდან და სევასტოპოლიდან  საქონლის იმპორტს, ასევე  რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურით სარგებლობას. 



რუსეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს  ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია  ზახაროვამ განაცხა, რომ ყირიმი კონსტიტუციით რუსეთის ფედერაციის ნაწილია განმტკიცებული 2014 წლის რეფერენდუმით და  დადასტურებული "ცხოვრებისეული გამოცდილებით". "იციან როგორიც იქნება პასუხი.  იციან, მაგრამ,  მაინც ეძებენ მიზეზებს," -  განაცხადა ზახაროვამ. 





მსგავსი სიახლეები