21-06-2021, 09:10
81

ნიკოლ ფაშინიანის პარტია 53.92 პროცენტით ლიდერობს

ნიკოლ ფაშინიანის პარტია 53.92 პროცენტით ლიდერობს


სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დათვლის პროცესი დასრულებულია. ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ინფორმაციით ნიკოლ ფაშინიანის პარტიას, „სამოქალაქო შეთანხმებას“ 53.92 პროცენტი აქვს.

ოფიციალური მონაცემებით, მეორე ადგილზეა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიან საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, რომელმაც 21.04 პროცენტი მოაგროვა. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მესამე ადგილს იკავებს კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“, რომელსაც 5.23-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.




ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, გაგიკ წარუკიანის პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ ხმათა 3.96 პროცენტის მოგროვება შეძლო.
ეროვნულ კრებაში მოსახვედრად პარტიებს ხუთპროცენტიანი, ხოლო ბლოკებს შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვა სჭირდებათ.




მსგავსი სიახლეები