18-06-2021, 08:44
95

ისრაელმა ღაზას სექტორზე საჰაერო იერიში განახორციელა

ისრაელმა ღაზას სექტორზე საჰაერო იერიში განახორციელა

ისრაელმა ღაზას სექტორზე კიდევ ერთი ავიაიერიში განახორციელა. გადაწყვეტილება ისრაელმა მას შემდეგ მიიღო, რაც ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით, ხანძრის გამომწვევი საჰაერო ბურთები გაუშვა.



„ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ხანძრის გამომწვევი ბურთები გამოუშვეს. ამის საპასუხოდ, მოიერიშე თვითმფრინავებმა ორგანიზაცია „ჰამასის“ სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სხვადასხვა სცენარისთვის მზადყოფნის დონე გაზარდა და ღაზაში მდებარე „ჰამასის“ სამიზნეებზე თავდასხმას გააგრძელებს,“ - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, ეგვიპტის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შჱმდეგ ისრაელმა ღაზას სექტორის წინააღმდეგ ავიაიერიში უკვე მეორედ განახორციელა. 




მსგავსი სიახლეები