17-06-2021, 15:03
146

კრემლი ყურადღებით დააკვირდება უკრაინის გარშემო არსებულ სიტუაციას - პესკოვი

კრემლი ყურადღებით დააკვირდება უკრაინის გარშემო არსებულ სიტუაციას - პესკოვი

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მოსკოვისთვის „წითელი ხაზი“ იქნება.
„ეხო მოსკვისთვის“ ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის  პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი შეშფოთებულია  კიევისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიცემის საკითხზე. 

"კრემლი ყურადღებით დააკვირდება უკრაინის გარშემო არსებულ სიტუაციას" -  აცხადებს პესკოვი. მისი თქმით, უახლოეს მომავალში დაიწყება მოლაპარაკებები შეიარაღებაზე კონტროლის დაწესების შესახებ შეთანხმებაზე, რაც აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტზე ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო.



შეგახსენებთ, რომ  უკრაინის  პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტისგან მკაფიო თანხმობას ან უარს ელის. ჯო ბაიდენის თქმით, ნატო-ში გაწევრიანებამდე, უკრაინას კორუფციის აღმოფხვრა და სხვადასხვა კრიტერიუმის გაუმჯობესება ესაჭიროება. თუმცა, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ამერიკელ კოლეგასტან  უკრაინის საკითხს გაკვრით შეეხნენ. 




მსგავსი სიახლეები