9-06-2021, 13:41
178

ფარმაცევტს, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა გააფუჭა, სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა

ფარმაცევტს, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა გააფუჭა, სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა

გამოძიებამ დაადგინა, რომ გასული წლის დეკემბერში ღამის მორიგეობის დროს ბრამდენბურგმა საავადმყოფოს მაცივრიდან Moderna-ს ვაქცინის ასობით ფლაკონბი ამოიღო, რის შემდეგ ვაქცინა უვარგისი გახდა.


46 წლის ფარმაცევტს სტივენ ბრანდენბურგს, რომელმაც ვაქცინები გააფუჭა, 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ  მას ასევე 83 800 აშშ დოლარის ჯარიმა დააკისრა. ეს თანხა მან საავადმყოფოს უნდა გადაუხადოს, რომელშიც მუშაობდა და რომელსაც ზარალი მიაყენა. - ინფორმაციას  Reuters ავრცელებს.

აშშ-ის ვისკონსინის შტატში მოხდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ გასული წლის დეკემბერში ღამის მორიგეობის დროს ბრამდენბურგმა საავადმყოფოს მაცივრიდან Moderna-ს ვაქცინის ასობით ფლაკონბი ამოიღო, რის შემდეგ ვაქცინა უვარგისი გახდა.

ბრანდებურგი ე.წ. ანტივაქსერებს მიეკუთვნება. მას მიაჩნია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ადამიანისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.