9-05-2021, 10:19
122

რა გავლენას იქონიებს ნარჩენები წყალსა და მიწაზე - ჩინური რაკეტის ნამსხვრევები ოკეანეში ჩამოცვივდა

რა გავლენას იქონიებს ნარჩენები წყალსა და მიწაზე - ჩინური რაკეტის ნამსხვრევები ოკეანეში ჩამოცვივდა

რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნის ადგილის კოორდინატორებია: აღმოსავლეთი - 72.47°, ჩრდილოეთი - 2.65°. ეს ადგილები მალდივის კუნძულების დასავლეთითაა.




22-ტონიანი ჩინური რაკეტა ატმოსფეროში შემოვიდა და მისი ნამსხვრევები ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნის ადგილის კოორდინატორებია: აღმოსავლეთი - 72.47°, ჩრდილოეთი - 2.65°. ეს ადგილები მალდივის კუნძულების დასავლეთითაა.
რაკეტის ნარჩენები ოკეანეში თბილისის დროით 06:24 საათზე ჩაცვივდა.
აშშ-ის კოსმოსური სარდლობის ცნობით, „ჯერ უცნობია, რა გავლენა იქონია ნარჩენებმა წყალსა და მიწაზე“.
ცნობისათვის, 4 მაისს ცნობილი გახდა, რომ დედამიწას უზარმაზარი უკონტრლო რაკეტა Long March 5B უახლოვდება.
როგორც მეცნიერები ვარაუდობნენ, დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას რაკეტის უდიდესი ნაწილი დაიშლებოდა და დედამიწის ზედაპირამდე, სავარაუდოდ, მისი მცირე ნაწილები მოაღწევდა.