9-05-2021, 09:36
2 003

(LIVE) ადევნეთ თვალი! სად ჩამოვარდება ჩინური უკონტროლო რაკეტა, რომელიც დედამიწას უახლოვდება

(LIVE) ადევნეთ თვალი! სად ჩამოვარდება ჩინური უკონტროლო რაკეტა, რომელიც დედამიწას უახლოვდება

მეცნიერებს უჭირთ ზუსტად დაასახელონ რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი და ის ზარალი, რაც შეიძლება მას მოჰყვეს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ რაკეტა ინდოეთის ოკეანეში უნდა ჩავარდეს.


ჩინური რაკეტა Long March 5B, რომელიც რამდენიმე დღეა კოსმოსში უკონტროლოდ გადაადგილდება, ვარაუდობენ, რომ დედამიწის ატმოსფეროში დღეს შემოაღწევს.
 
მეცნიერებს უჭირთ ზუსტად დაასახელონ რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი და ის ზარალი, რაც შეიძლება მას მოჰყვეს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ რაკეტა ინდოეთის ოკეანეში უნდა ჩავარდეს.
 
რაკეტის სიგრძეში დაახლოებით 30 მეტრია და კოსმოსში 29 000 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება.
 
ცნობისთვის, ჩინური რაკეტა მწყობრიდანაა გამოსული ის ვერ კონტროლდება და დედამიწას უახლოვდება.
 
როგორ მოძრაობს რაკეტა და რა ტრაექტორით ხდება მისი გადაადგილება, შეგიძლიათ ადევნოთ თვალი პირდაპირ ეთერში, ქვევით, რამდენიმე ვიდეოში.