8-05-2021, 13:20
272

ევროპა მეორე მსოფლიო ომის დასრულების 76 წლისთავს აღნიშნავს

ევროპა მეორე მსოფლიო ომის დასრულების 76 წლისთავს აღნიშნავს

თარიღთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს საღამოს ელისეის მინდვრებზე ეროვნულ ცერემონიალს გამართავს.


ევროპაში 8 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულების 76 წლისთავი აღინიშნება.
1945 წლის 8 მაისს, კარლჰოსტში, ევროპის დროით 23:01 სთ-ზე, ხელი მოეწერა ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციას, რომლის შემდეგაც ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. შესაბამისად, საფრანგეთი და სხვა ევროპული სახელმწიფოები ყოველწლიურად „ევროპაში გამარჯვების დღეს“ აღნიშნავენ.
თარიღთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს საღამოს ელისეის მინდვრებზე ეროვნულ ცერემონიალს გამართავს.
ამასთან, „ევროპაში გამარჯვების დღის“ 76-ე წლისთავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერით“ გამოეხმაურა.
„გვახსოვს ყველა, ვინც ამ ბნელ დროში იტანჯებოდა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მსგავსი აღარასდროს განმეორდეს“, – აღნიშნა მიშელმა.