4-05-2021, 15:36
87

(ფოტო) ბილ გეითსი ცოლს შორდება

(ფოტო) ბილ გეითსი ცოლს შორდება

ცნობილი მილიარდერი და ფილანტროპი, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი 27 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს, მელინდა გეითსს ეყრება. განქორწინების შესახებ ინფორმაცია ბილ გეითსმა Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა.  

"ჩვენი ურთიერთობების შესახებ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ჩვენი ქორწინების დასრულება გადავწყვიტეთ", - ნათქვამია შეტყობინებაში.

ბილ და მელინდა გეითსებს 3 შვილი ჰყავთ. მათ განაცხადეს, რომ ისინი ერთობლივად იმუშავებენ საქველმოქმედო ფონდში, თუმცა ცხოვრების შემდეგ ეტაპს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გააგრძელებენ. განქორწინების ფინანსური მხარე არ ხმაურდება. თუმცა, მელინდა გეითსმა, განქორწინების შემდეგ, ალიმენტებზე უარი განაცხადა ინფორმაციას ამის შესახებ, კი  Washington Post ავრცელებს.

Microsoft-ის დამფუძნებელი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ხუთეულში შედის. მისი ქონება 230 მილიარდ დ
ოლარადაა შეფასებული.