4-05-2021, 11:52
60

(ვიდეო) ეგვიპტის უდაბნოში უძველესი ქრისტიანული მონასტერი აღმოაჩინეს

(ვიდეო) ეგვიპტის უდაბნოში  უძველესი ქრისტიანული მონასტერი აღმოაჩინეს

ფრანგულ-ნორვეგიის არქეოლოგთა ჯგუფმა  ეგვიპტის უდაბნოში  უძველესი მონასტერი აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის მე -5 საუკუნით თარიღდება - ინფორმაციას ''ევრონიუსი'' ავრცელებს.

ეკლესიები, სამლოცველო, სამონასტრო საკნები - ბაჰარიას ოაზისში გათხრების დროს იქნა ნაპოვნი. "ეს ძალიან შორეული დროებია. აღმოჩენა ცვლის მონაზვნობის ევოლუციის ჩვენს გაგებას. ეს გვაძლევს უამრავ ახალ ინფორმაციას და ცვლის ადრეული ქრისტიანობის ისტორიას- ამბობს  ვიქტორ გიკა, არქეოლოგი, რელიგიის ისტორიის პროფესორი.

ზოგი შენობა ბაზალტისაა, ზოგი თიხის, აგურის ან კლდეშია გამოკვეთილი.

ბერძნულ ენაზე კედლის წარწერები, ბიბლიური საგნების ნახატები, რომლებიც, სავარაუდოდ, კოპტების მიერ არის შესრულებული, კარგად არის დაცული ქვიშის ფენის ქვეშ.