14-01-2022, 15:45
117

"ჩვენთვის საჭიროა ან პასუხი ან კონტრ-შეთავაზება" - სერგეი ლავროვი

"ჩვენთვის საჭიროა ან პასუხი ან კონტრ-შეთავაზება" - სერგეი ლავროვი


"ველოდებით პარტნიორების პასუხს, მათ კარგად გაიგეს, რომ ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად და ფურცელზე. იციან, რომ უსასრულოდ ვერ დაველოდებით. ჩვენთვის საჭიროა ან პასუხი ან კონტრ-შეთავაზება",- ამ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი NATO-ამერიკისა და რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ აკეთებს.

მისი თქმით, თუ ნატო-ამერიკა რუსეთის წინადადებას არ დათანხმდება, ოფიციალური მოსკოვი საპასუხო ქმედებაზე გადაწყვეტილებას პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღებს. 

"ჩვენ ველოდებით პარტნიორების პასუხს, მათ კარგად გაიგეს, რომ ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად და ფურცელზე. იციან, რომ უსასრულოდ ვერ დაველოდებით. ჩვენთვის საჭიროა ან პასუხი ან კონტრ-შეთავაზება. გვსურს პუნქტებისა და მუხლების მიხედვით ვნახოთ, თუ რა არის მათთვის მისაღები, რა არის ჩასამატებელი, რა შესწორებები ექნებათ. თუ ჩვენს წინადადებებზე უარი ითქმება, რა თქმა უნდა ანგარიშს ჩავაბარებთ პრეზიდენტს, მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. მიუხედავად დასავლელებთან კონსულტაციების აუცილებლობაზე მითითებებისა, შეთანხმების პერსპექტივები დამოკიდებულია უშუალოდ აშშ-ზე,"- აცხადებს სერგეი ლავროვი. 

ცნობისათვის, მოსკოვი ითხოვს ნატომ დაასრულოს გაფართოება აღმოსავლეთით და შეამციროს წარმომადგენლობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.




მსგავსი სიახლეები