12-01-2022, 12:56
83

„სკოლების დახურვის კიდევ ერთი ტალღა დამღუპველი იქნება ბავშვებისთვის“ - UNICEF

„სკოლების დახურვის კიდევ ერთი ტალღა დამღუპველი იქნება ბავშვებისთვის“ - UNICEF


"თავიდან უნდა იქნას აცილებული სკოლების დახურვა“ – ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ჰენრიეტა ფორეს განცხადებაში, რომელიც კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელების გამო გაკეთდა.

ჰენრიეტა ფორეს თქმით, დისტანციური სწავლებაზე არათანაბარმა ხელმისაწვდომობამ გაანადგურა განათლებაში ათწლეულობით მიღწეული პროგრესი და სრულიად შეცვალა ბავშვობა.

„მტკიცებულება ნათელია: სკოლების გახანგრძლივებულმა, ქვეყნის მასშტაბით დახურვამ, რესურსების შეზღუდვამ მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის და დისტანციური სწავლებაზე არათანაბარმა ხელმისაწვდომობამ გაანადგურა განათლებაში ათწლეულობით მიღწეული პროგრესი და სრულიად შეცვალა ბავშვობა. ბავშვთა შრომის, ბავშვთა ქორწინებისა და ბავშვებს შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ჩრდილოვანი პანდემია მძვინვარებს.

სკოლების დახურვის შედეგად, განათლების გარდა, ბავშვებმა ასევე დაკარგეს უსაფრთხოების განცდა და მეგობრებთან ყოველდღიური პერსონალური ურთიერთობის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, თავიდან უნდა იქნას აცილებული ქვეყნის მასშტაბით სკოლების დახურვა. როდესაც კორონავირუსის გავრცელება იზრდება და შეზღუდვების მკაცრი ზომები აუცილებელი ხდება, სკოლები უნდა იყოს ბოლო, რაც დაიხურება და პირველი, რაც გაიხსნება.

2022 წელი არ შეიძლება იყოს შეწყვეტილი სწავლის კიდევ ერთი წელი. ეს უნდა იყოს წელი, როდესაც განათლება და ბავშვების საუკეთესო ინტერესები იქნება პრიორიტეტული,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისათვის, საქართველოში სასწავლო პროცესი 17 იანვარს განახლდება. ჯერჯერობით სასაწვალო პროცესის დაწყების გადავადებაზე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები არ გაუცია. 
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 5596 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 47 პაციენტი. დაებითობის დღიური მაჩვენებელი  9.63 %-ია.




მსგავსი სიახლეები